ნავთობის ბაზრის ტენდენციები, პროგნოზები მსოფლიოში და ინფლაციის ბუმის ალბათობა საქართველოში

რედაქციისაგან
მაისში, მსოფლიოში ნავთობის და გაზის ბაზარი სერიოზული მერყეობით. გამოირჩეოდა. აპრილში აღებული ზედა ზღვარი – 75 დოლარ ბარელზე, შუა თვეში 68-მდე ჩამოვიდა. მოგვიანებით ისევ აიწია. მაგრამ, მაინც ჯიუტად 70 დოლარის ირგვლივ თამაშობდა. ეტყობა დაწევას არც აპირებს.
ბაზარი იმ ნაშთს ებღაუჭება, რაც დარჩა. რადგან მიწოდება დასავლეთ ირანიდან ისევე შეფერხდა, როგორც ნიგერიიდან. მექსიკაში კი ქარიშხლის სეზონი მოდის.
ნედლი ნავთობის ფასი ივნისში 76 ცენტით გაიზრდება. ერთი ბარელის ფასი 69.45 დოლარი გახდება New Yourk Mercantile Exchange-ზე, სადაც ბენზინის ფასი 4 ცენტით აიწევს. ერთი გალონის ფასი კი 2.0151-მდე მოიმატებს.
ანალიტიკოსმა Timothy Evans-მა განაცხადა, რომ შესყიდვას არავითარი ფუნდამენტალური ცვლილება არ გამოუწვევია მოთხოვნა-მიწოდების გრაფიკზე. ეს უფრო თრეიდერების მიერ განხორციელებული ტექნიკური სვლა იყო. ამან გახადა ბოლო დროინდელი ბაზარი, მაისის ვარდნის შემდეგ, უფრო მგრძნობიარე.
სანამ ირანი და ნიგერია, ჩვენი ძირითად მომწოდებლები, სრულყოფილად არ აღადგენენ მოწოდებას, არ მგონია, საქმე საზეიმოდ გვქონდეს – განაცხადა Eვანს მა, ბაზრის დახურვის შემდეგ.
ამას ისიც ემატება რომ, სანავთობო პიკის შემსწავლელმა ასოციაციამ (ASPO) გამოაქვეყნა მონაცემები, რომლის თანახმადაც შავი ოქროს დეფიციტი 2008 წლიდან დაიწყება. ეს კიდევ გაზრდის წინააღმდეგობას ძირითადი მომხმარებლების ორ დიდ ბანაკს – ევრო ამერიკულ, აგრეთვე იაპონია, ჩინურ-აზიურს შორის. ბრიტიშ პეტროლიუმის BPექსპერტების მონაცემთა მიხედვით, რომელიც მთელ მსოფლიოში ოფიციალურ მონაცემებად ითვლება, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები, რომლებიც ძირითადად ოპეკ-ის წევრები არიან, ფლობენ მარაგების 61.7 % ს. სახელმწიფო ნავთობის კომპანიამ საუდის არაბეთში აღიარა, (არადა ის ოპეკის უმსხვილესი წევრია) რომ მათი ნავთობჭაბურღილების პროდუქტიულობა და მარაგები წელიწადში 5,12 პროცენტით ეცემა. ეს პროცესი დიდი ხანია დაიწყო ჩრდილოეთ ევროპაში და ამერიკაში. გაზპრომი, რომელიც მსოფლიო გიგანტი კორპორაცია გახად, მისი მარაგების 80 % უკვე ათვისებულია.
გაზის მხრივ, პერსპექტიული მხოლოდ ირანია. ვენესუელამ, ეკვადორმა და ბოლივიამ, უცხოეთის ინვესტორების განდევნა და ხელშეკრულებების გადახედვა დაიწყეს სახელმწიფოს სასრგებლოდ. არდა, საექსპერტო გათვლებით, ამ სფეროში მოპოვების შესანარჩუნებლად, 2030 წლადე, 30 მილიარდის დახარჯვაა საჭირო. იქედან შეიძლება გამოაძევონ ბრიტიშ პეტროლიუმი. არ ვიცი, ჩავესის არაოფიციალური ვიზიტი ლონდონში, რამდენად მოაგვარებს ამ პრობლემას (ის მაისში ლონდონით ტკბებოდა მერის მიწვევით)..
შემთხვევითი არ არის, რომ მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიების შვიდეულში (იხ. ცხრილი) 4 გაზის და ნავთობის კომპანიაა. მათი კაპიტალიზაციის ზრდაში დიდი როლი ითამაშა ფასების ზრდამ. უფრო მეტიც, მათ არნახული ამონაგები და მოგება მიღეს. აქედან გამომდინარე იზრდება წინააღმდეგობა რესურსების მფლობელი ქვეყნების ხელისუფლებასა და ოპერატორ კომპანიებს შორისაც. ამიტომაც, მოახდინა პუტინის ხელისუფლებამ გაზპრომის ფაქტობრივი ნაციონალიზაცია ახლებური მეთოდებით და მსოფლიოში მეოთხე ფირმა გახადა სიდიდით. რუსეთს ენერგეტიკული ექსპანსიის გეგმა აქვს ევროპის მიმართ. და არა მარტო ევროპის. საქართველოსათვის, როგორც ენერგომომხმარებლისათვის, არც ისე სახარბიელო სიტუაცია იხატება მსოფლიო ბაზარზე და ეს დამძიმდება დღითი დღე.

მსოფლიოში გაზზე ფასი
კატასტროფულად ვარდება.
საქართველოში კი მატულობს
თბილი ზამთრის შემდეგ სახლის გამათბობლებზე მოთხოვნა შემცირდა, შეერთებული შტატების მონაცემებით, ბუნებრივმა აირმა საგაზაფხულოდ რეკორდულ დონეს მიაღწია. ამან გამოიწვია უეცარი, 60 პროცენტიანი ვარდნა დეკემბრის მაღალი ფასების შემდეგ. ბევრი ანალიტიკოსი უარყოფითად აფასებს ამ მოვლენას. მათი გათვლებით, კიდევ მოსალოდნელია 20 პროცენტიანი ვარდნა.
მომსახურეობით სარგებლობს მომხმარებელი და ფულის ეკონომიას აკეთებს – განაცხადა კრის მაკგლილმა – ამერიკის ბუნებრივი აირის ასოციაციიდან, რომელიც 56 მილიონ ოჯახს ამარაგებს გაზით.
მაგრამ, Natural Supply Association, რომელიც საწვავის მწარმოებელ კომპანიას წარმოადგენს, აფრთხილებს მოსახლეობას: არ არსებობს გარანტია იმისა, რომ მიწოდება ასეთვე კომფორტული იქნება ზაფხულის ბოლოს. რომ არაფერი ვთქვათ ზამთარზე, როცა მოხმარება პიკს აღწევს.
თუ ზაფხული ცხელი იქნება, გამოიწვევს სახლებში კონდიციონერების ჩართვას. შესაბამისად გაიზრდება ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის მოხმარება. ასევე, თუ განმეორდება მექსიკაში გასული წლის ქარიშხლი, რომელსაც წელსაც ელიან, შეწყდება გაზის მიწოდება. ამას თან შეიძლება დაერთოს ცივი შემოდგომა, რაც ზამთრამდე ამოწურავს მარაგს.
თრეიდერები New York Mercantile Exchange, ამის გამო ძალზე ნერვიულობენ.
ბუნებრივი აირის შესასყიდი ფასი, თებერვლისთვის თითქმის 11 დოლარია 1000 კუბა მეტრზე. ანუ, 80 პროცენტით უფრო დიდია, ვიდრე ივნისისთვის მიღებული საწვავის ფასი.
ბაზარი რომ ისევე შეშფოთებული იყოს მომავალში, ნავთობის მიწოდება- მოთხოვნის ბალანსზე თებერვლის თრაიდინგი დაახლოებით 125 დოლარი იქნებოდა ბარელზე, 73 დოლარის ნაცვლად.
მაისის შუა რიცხვებში, სააგენტოს ბოლო მონაცემებმა აჩვენა, რომ მოხმარება 2 ტრილიონ კუბა მეტრზე მეტია. ეს 53 პროცენტით უფრო ბევრია, ვიდრე გასული 5 წლის საშუალო მოხმარება წელიწადის ამ დროისთვის. Nymex ბუნებრივი გაზის ფასი 18.9 დოლარიდან 5.94 დოლარამდე ჩამოცურდა 1000 კუბა მეტრზე. ბოლოს, ბუნებრივი აირის ფასი 56 დოლარზე ქვემოთ 2005 წლის თებერვალში ჩამოვიდა.
უკანასკნელი მონაცემებით თუ იმსჯელებენ ანალიტიკოსები, სახლის გათბობის სეზონამდე 3.5 ტრილიონი კუბა მეტრი მარაგი, ანუ 6 პროცენტით უფრო ბევრია, ვიდრე წინა წლების რეკორდი.
დან ლიპმა განაცხადა, რომ ქვეყანამ შეიძლება ვერ დაიტიოს მთელი მარაგი, რაც ხელმისაწვდომია.
ღონ დენჰარდმა განაცხადა, რომ ბუნებრივი აირის ფასი, შეიძლება 5 დოლარამდე დავარდეს თუ ზაფხული ჩვეულებრივი იქნება და ქარიშხალი დიდ ზარალს არ მოიტანს.
ჰორვასმა განაცხადა, რომ შეიძლება გაზის მარაგი მაღალია ისტორიულ მონაცემებთან შედარებით, მაგრამ ნორმალურია, რომ გაზაფხულისთვის გაზის მოხმარება მცირდება.
ლერი ნოკოლამ განაცხადა, რომ დღევენდელი ბუნებრივი აირის მიწოდება მოკლევადიანი ფენომენია. მის უკან გრძელვადიანი თრენდი დგას. ჩრდილოეთ ამიერიკის გაზის მწარმოებლები წლების განმავლობაში იბრძოდნენ იმისთვის, რომ მოთხოვნა გაეზარდათ. მაგრამ, ამის მიუხედავად, მოსალოდნელი არ არის რომ ინდუსტრია საგრძნობლად გაზრდის მიწოდებას.
დიდი ინდუსტრიების გაზის მომხმარებლები დღეს უფრო მეტ გაზს იღებენ, ვიდრე საჭიროა. ფასებიც, მოსალოდნელია, რომ დროებითია. ინდუსტრიები შეთანხმდნენ, რომ მექსიკის საბადოები სასწრაფოდ გამოიყენონ. ისინი ჯერჯერობით ისევ მიუწვდომელია. ნიკოლასმა განაცხადა: “რომ არა შარშანდელი ქარიშხლისგან მოყენებული ზარალი, შტატებში ბუნებრივი აირი საგრძნობლად გაიზრდებოდა. მან აგრეთვე აღნიშნა, რომ თრეიდერბი ემოციებს არ უნდა აყვნენ და საღად იაზროვნონ. ბაზარი ბჭობს, რომ წლევანდელი ქარიშხალი, შარშანდლის მსგავსი იქნება. ყოველ წელს არის ქარიშხალი და ტროპიკული შტორმი მექსიკაში. მაგრამ, ყოველ წელს არ არის ჩვენი წარმოების შესაძლებლობები და ასე დაზიანებული.
სანამ მეტეოროლოგები კიდევ ერთი ატლანტური ქარიშხლის სეზონს ელიან, კოლორადოს შტატის უნივერსიტეტის მკვლევარმა ვილიამ გრეიმ, რომელიც უკვე 22 წელია ქარიშხლების აქტივობას წინასწარმეტყველებს, გასულ თვეს განაცხადა, რომ 2006-2007 წლების ქარიშხალი, ისეთივე აქტიური არ იქნება, როგორიც 2004-2005 წლების იყო. მისი ჯგუფი ვარაუდობს, რომ 81 პროცენტია იმის შესაძლებლობა, რომ მთავარი ქარიშხალი შტატების სანაპირო ზოლს დაატყდეს. 47 პროცენტით კი იგი ფლორიდასა და ბროუნსვილს შორის მდებარე ტერიტორიაზეა მოსალოდნელი. ანუ, ტეხასში, რომელიც მდიდარია ბუნებრივი აირის პლათფორმებითა და ფაიფლაინებით.
ელექტროენერგიის ანალიტიკოსმა ვიქტორ შუმ განაცხადა, რომ ძალიან ადრეა თქმა თითქოს მოთხოვნა საგრძნობლად შემცირდა ნავთობის მაღალი ფასის გამო. ის ისევ 40% უფრო მაღალია, ვიდრე წინა წელს.
– ჩვენ ჯერ არ შეგვიძლია ზუსტად ვთქვათ, როგორია საწვავზე მოთხოვნა შტატებში დღეს, რადგან ზაფხულის სეზონი ჯერ არ დამდგარა. ამ დროს განსაკუთრებით იზრდება მოთხოვნა საწვავზე. განაცხადა შუმ. მოთხოვნა განსაკუთრებით იზრდება მემორიალური დღიდან, რომელიც წელს, 29 მაისს გაიმართება.
ამერიკის მთავრობის მონაცემებმა აჩვენეა, რომ საწვავის შიდა მიწოდება ერთკვირიანი მოთხოვნის სტაგნაციის შემდეგ, ერთი მესამედით გაიზარდა.
ენერგეტიკის დეპარტამენტმა თავის ყოველკვირეულ მოხსენებაში განაცხადა, რომ შიდა საწვავის მიწოდება გაიზარდა 1.3 მილიონ ბარელიდან, 206.4 მილიონ ბარელამდე. ეს არის 3.5% უფრო ცოტა, წინა წლებთან შედარებით. ამავე დროს საწვავზე მოთხოვნამ იკლო მაღალი ფასების გამო.
დეპარტამენტმა განაცხადა რომ, შტატებში საწვავის მოთხოვნა ბოლო ოთხი კვირის მანძილზე 9.2 მილიონი ბარელი იყო დღეში, ანუ თითქმის ისეთივე როგორც გასულ წელს.
სხვა მონაცემებმა აჩვენეს, რომ ნედლი ნავთობი 100.000 მილიონ ბარელიდან 346.9 მილიონ ბარელამდე ავიდა. ანუ, 4.7 პროცენტით აიწია ვიდრე გასულ წელს. ასევე ბირჟაზე ვაჭრობა ავიდა 100.000 ბარელიდან, 114.6 მილიონ ბარელამდე. ანუ, 7% უფრო მაღლა, ვიდრე გასულ წელს.
Organization of Petoium Exporting Countries-ს მონაცემებით მოთხოვნა უმნიშვნელოდ შემცირდა. მაგრამ, 2006 წლის ბოლოსთვის დაუმუშავებელი ნავთობის ფასი საგრძნობლად გაიზრდება და მიღწევს 85-90 დოლარს ბარელზე. გარდა ამისა, მოსალოდნელია არჩევნების დასრულებისთანავე, აშშ-მ და რეიტინგ დაკარგულმა რესპუბლიკელებმა ირანთან ომი დაიწყოს. რაც შეაფერხებს მიწოდებას ბაზარზე. ფასებს კი გაზრდის.
Nymex trading-ის მიხედვით ბუნებრივი გაზის ფასების ვარდნამ 13.2$-დან 5.997$-მდე, გამოიწვია გაზის მოხმარების გაზრდა 2 ტრილიონზე უფრო ზევით. ეს 50% უფრო მეტია, ვიდრე გასული 5 წლის საშუალო მონაცემები. Nymex – ის მოგება აქედან იყო 3.01 ცენტი (1.9513 დოლარი) გალონზე.
ანალიტიკოსთა აზრით, ბოლო დროს, საინტერესო ტენდენციები გამოიკვეთა რაც მნიშვნელოვანია საქართველოსათვისაც – ნავთობზე ფასების ზრდა, პირდაპირპროპორციულად არ მოქმედებს წარმოების დაცემაზე და ფასების ზრდაზე იმპორტიორ ქვეყნებში. ნავთობის ფასების ზრდას, ისეთი დამანგრეველი ზეგავლენა არა აქვს ეკონომიკაზე, როგორც 70-იან წლებში. ამას ახლი ეკონომიკური თეორია უწოდეს და Gრეატ მოდერატიონ დიდი ზომიერება დაარქვეს. ავტორების აზრით, 2003 2005 წლებში მსოფლიო ეკონომის ზრდა შემცირდა 1.5% ით, 750 მილიარდით. იგივე შეფასებით, ეს ეფექტი ზეგავლენას მთლიანად შეინარჩუნებს 2006 წელს და ვარდნის ტენდეცია მყარი იქნება. მაგრამ, ეს მაინც არ არის ისეთი შოკი, რომელიც ადრინდელი ზეგავლენის შემთხვევაში უნდა გამოეწვია ნავთობზე ფასების სამჯერად ზრდას. რაც მოხდა 70 იან წლებში. ამას ექსპერტები ხსნიან მაკროეკონომიკური მაჩვენებლების სიმყარით და სავალუტო პოლიტიკის ეფექტურობით. ამ თეორის ერთ-ერთი შემოქმედი ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი კენნეტ პოგოფი ამტკიცებს, რომ მთავარი არის ცენტრალური ბანკების დამოუკიდებლობის ზრდა, ინფლაცის დონის შენარჩუნება და გლობალიზაციის ზრდა. ამან გააძლიერა კონკურენცია და ბაზარი გახადა ელასტიური.
მიუხედავად ამისა, პირველი საზრუნავი ყველა მთავრობის, არის ნავთობის ფასების ზეგავლენა მის ეკონომიკაზე. აქედან გამომდინარე, საქართველოს მოუწევს გარკვეული სტრატეგიის შემუშავება. მას არა აქვს მარაგები და არ ექნება უახლოეს პერსპექტივაში. ის ვერ გამოუშვებს სახელმწიფოს ფასიან ქაღალდებს საერთაშორისო ბაზარზე განსათავსებლად დეფიციტის დასაფარავად. მას არა აქვს საკუთარი მოპოვება. აქედან გამომდინარე, რჩება ერთადერთი გზა ნავთობპროდუქტებზე საგადასახადო ტვირთის შემცირება და თავის წილის ნაწილზე უარის თქმა ეკონომიკის, ბიზნესის და მოსახლეობის საკეთილდღეოდ, რათა შენარჩუნდეს ეკონომიკის ზრდა. ზუსტად იგივე ეხება გაზს. მასზე მსოფლიო ფასები დაეცა მაისში და მოხმარება გაიზარდა. ჩვენთან, საქართველოში ტარიფების 23 %-იანმა ზრდამ ბიზნესი და მოსახლეობა მძიმე მდგომარებაში ჩააგდო. სამაგიეროდ, ბოლოს და ბოლოს, გაიყიდა თბილგაზი და მას ყაზახები მართავენ. ყაზახების, ისევე როგორც რუსების ინვესტორად შემოყვანას, აქვს ერთი არცთუ ისე სახარბიელო შტრიხი – ისინი არსად არ დებენ სერიოზულ კაპიტალს და არ ახდენენ სერიოზულ გადაიარაღებას. ასე მოხდა თელასის, აზოტის და გაერთიანებული ქართული ბანკის “ვნეშტორგის მიერ შეძენის შემთხვევაში. ისინი აწესრიგებენ მენეჯმენტს და იღებენ სერიოზულ მოგებას. თელასს არანაირი სერიოზული ინვესტირება არ მოუხდენია ამ ბიზნესში და დღემდე ვერ ინარჩუნებს ძაბვას. არის ხშირი გამორთვები, რასაც სხვებს აბრალებენ. “რაოს თავის ქვეყანაშიც სერიოზული პრობლემები აქვს. ის არ არის ახალი ტექნოლოგიებით და თანამედროვე “ნოუ ჰაუებით” გამორჩეული საწარმო. არც აზოტში შეცვლილა ბევრი რამ. გარდა იმისა, რომ გაზი აქვთ და ევროპის თუ ამერიკის ბაზარზე სერიოზულად არიან წარდგენილები. მათ ჩამოიშორეს ადგილობრივი ხელისუფლების შიკრიკები და დამოუკიდებელ ბიზნესს ახორციელებენ. იგივე ხდება მადნეულშიც – არანაირი სერიოზული ინვესტიცია, მხოლოდ ოდნავ გაუმჯობესებული მენეჯმენტი და ჩამოშორება მეტ-ნაკლებად ადგილობრივი “შემწუხებლების”. რას აპირებენ გაზის ყაზახი ახალი მეპატრონეები? არსებული ინფორმაციით, 80 მილიონის ინვესტირებას, საიდანაც 40 მილონად ძვირად ღირებულ ფრანგულ მრიცხველებს იყიდიან. თუმცა, ბევრად იაფად შეიძლება ნაკლები ხარისხის, მაგრამ მეტად ეფექტურის თბილისში დამზადებაც. პრობლემად დარჩება შიდა საქალაქო ქსელები. განსაკუთრებით, საშუალო წნევიანი მაგისტრალები, აბონენტების გამხოლოება და კონტროლი, გაზის ხარისხი და კალორიულობა
ავარული საქაჩები და მართვის მოძველებული სისტემა. ყაზახებს ჰყავთ სერიოზული სპეციალისტები ამ დარგში. მათი აქ ჩამოსვლა, სერიოზული წარმატება იქნებოდა ქართველი მომხმარებლისთვის, მაგრამ ისინი აპირებენ თავიანთი მენეჯმენტის და ტექნიკური პერსონალის ჩამოყვანას? არსებული ინფორმაციით არა!
ელექტროენერგიის, გაზის და ნავთობის გაძვირებით ბიზნესი საქართველოში, ექსპერტული გათვლებით, 22.5 პროცენტით გაძვირდა ანუ კალკულაციამ, ცვალებადი დანახარჯების ოდენობამ იმატა. რაც აუცილებლად გაზრდის ფასებს საბოლო ჯამში. საექსპორტო კუთხით ეს კატასტროფაა, რადგან ჩვენი საქონელი, თხილის გარდა, არაკონკურენტუნარიანი ხდება, შიდა ბაზარზე, ეს ნიშნავს წარმოების ზრდის ვარდნას და რენტაბელობის შემცირებას ლეგალური ბიზნესის პირობებში. გამოსავალი: სამივე ენერგო პროდუქტზე საგადსახადო ტვირთის შემსუბუქება და მეორე საბითუმო მომხმარებლის სისტემის შემოღება- ის ვინც მოიხმარს 2000კვ ენერგიას, 3000 მ/კბ გაზს, მასზე სხვა დაბალი ტარიფი უნდა იყოს რათა ბიზნეს ხელი შეეწყოს.

მაისის ბოლოს, ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენიდან პირველი ტანკერი დაიტვირათება. ხოლო ივნისის შუა რიცხვებში გაიხსნება ეს საუკუნის პროექტი ოფიციალურად. მსოფლიო ენერგო ბაზრის დამოუკიდებლობის და უსაფრთხოების კუთხით, ეს ისევე მნიშვნელოვანია, როგორც საქართველოსათვის. დამთავრების ფაზაშია ბაქოდან საქართველოს გავლით გაზსადენი. დაიწყო ინტენსიური საუბარი ახალ მეგა პროექტზე შავი ზღვის გავლით უკრაინა ევროპისკენ. ამაზე ჩვენ 2005 წლის 10 ნომერს ვწერდით. არცერთი ეს პროექტი, არ არის თავისუფალი მსოფლიო ფასების ზეგავლენისგან. იქ კი 1000 კუბ /მ გაზი 110 დოლარი არ ღირს. ზუსტად ორჯერ მეტია. რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებიდან გამომდიანრე უნდა ველოდოთ, რომ რუსეთი კიდევ გააძვირებს გაზს 170-190 დოლარამდე. აქედან გამომდინარე აუცილებელია საქართველოსათვის ტაქტიკური და სტრატეგიული გეგმის შემუშავება ერთადერთი მიზნით – ენერგეტიკული ფასთა ზრდის ტვირთის შემცირება ბიზნესზე და წარმოებაზე, საქსპორტო წარმოების ზრდის ტემპის შესანარჩუნებლად და გასაზრდელად.
სავალუტო ფონდმა (IMF) გამოაქვეყნა აპრილში World Econonomic outlook
სხვადსხვა ქვეყნების ეკონომიკების მიმოხილვა. პროგნოზის გაკეთებისას მთელი ყურადღება ივლისისში პეტერბურგში დიდი რვიანის შეხვედრაზე გადაიტანა, რომელსაც რუსეთი უხელმძღვანელებს. მან რეკომენდაცია მისცა ინფლაციის მართვასთან მიმართებაში ქვეყნებს. ფონდმა ინფლაციის გაანგარიშების ახალი მეთოდოლოგია შემოიღო ნავთობის გაძვირებასთან დაკავშირებით. non-oil (core) inflation , ინფლაცია ნავთობპროდუქტების ფასების გარეშე. ანალიტიკოს აბეკ ბარუას აზრით 2004 წელს ეს მაჩვენებლი იყო 1.5 %. ხოლო 2006 წელს გაიზრდება 3% -მდე. მისი თქმით, იმის მიუხედავად რომ ნავთობზე ფასები 2005 ის სექტემბერში ავარდა, 2005 წელს (ცორე), ინფლაციის მაჩვეენებელი 3.8% იყო. ანუ ინფლაციის მაჩვენებელი ნავთობის ფასების გარეშეც სახიფათო ხდება.
ბუნებრივია ანალოგიურად არის საქართველოში, სადაც ინფლაციას ვანგარიშობთ საერთაშორისო მეთოდოლოგის მიხედვით. 349 საქონელზე ფასები მინუს 41 ძირითადი სამომხმარებლო საქონლის ფასები.
საექსპერტო გათვლებით, არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ ყოფილ საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში სამომხმარებლო კალათა შედგება 1 ხორცი და ხორცოს პროდუქტები; 2 რძე და რძის პროდუქტები; 3 ქათამი და კვერცხი; 4 იაფი თევზეული და კონსერვი; 5 შაქარი; 6 ბურღულეული და ფქვილის პრიდუქტები პურთან ერთად; 7 ზეთი და ცხიმები; 8 კარტოფილი და ბოსტნეული; 9 ბენზინი და დიზელი; 10 ელექტრო ენერგია და გაზი; 11 წამლები და მკურნალობა.
ამიტომ ინფლაციაც სწორედ, ამის მიხედვით უნდა დავიანგარიშოთ (იხ. ცხრილი).
გადავხედოთ შემოსავლებს:
1913 წელს, ეკონომიკური ისტორიის მიხედვით, რუსეთის იმპერიაში, მათ შორის საქრთველოში, ხელფასი იყო 22 მეფის მანეთი (ვიტეს რეფორმის შემდგომი კურსით). ამ კალათიდან, 9 დასახელების ყიდვა შეეძლოთ თვეში, თანაც 13- ჯერ. 1927 წლამდე იმდენი შემოსავალი ქონდა დაბალ ფენას, რომ 19-ჯერ შეეძლო იგივე კომპონენტის ყიდვა
1985 წელს, 29-ჯერ თვეში, ყიდულობდა ამ რაციონს; 1990 წელს 15-ჯერ; 2004 წელს 12-ჯერ.
დღეს ამ ტერიტორიაზე, 2005 წლის მონაცემებით, საშუალო ხელფასია აშშ დოლარებში

ძნელი ამ პირობებში ანალიზი გააკეთო რეალურ ინფალციაზე და ობიექტურ და სუბიექტურ ფაქტორებზე. ფაქტი ერთია, რომ საქართველოში სახელმწიფო უმაღლეს მმართველობით სექტორში ხელფასმა მოიმატა 200 – 350 % -დე. 80 000 დასაქმებული ადამიანია. პენსია გაიზარდა 2 ჯერ, მაგრამ ვერც ერთი ვერ უზრუნველყოფს საერთო ჯამში ინფლაციის დონის დაძლევას თუ არ გაიზარდა რენტაბელობა ბიზნესში და საერთო დასაქმებულთა რაოდენობა. და აქედან, საერთო საშუალო ხელფასი.
სიტყვა ინფლაცია, დღითიდღე გაუგებარი ხდება არა მარტო მოსახლეობისათვის, არამედ უმრავლესობა ბიზნესმენებისთვისაც. ვეჭვობ, მას ეკონომიკის სამინისტროშიც 90 პროცენტი ვერ გებულობს და ვერც ეროვნულ ბანკში, პარლამენტზე არაფერს ვიტყვი. და ეს აღიზიანებს ყველას. რატომ? იმიტომ, რომ ვერ გაიგეს ის რაზე მეტყველებს, ფასები იზრდება და ინფლაციის მაჩვენებელი მყარია ჯიუტად. ცუდია თუ კარგი? რა მეთოდოლოგიითა? და საერთოდ რას გვეუბნება ეს? ან გვეუბნება კი რამეს?!
თუ ადაპტირებული რეალური მეთოდით დავთვლით გვეტყვის. ოღონდ სავალუტო მისისათვის სხვა მაჩვენებელი გვექნება რეალურად სხვა, ოღონდ რეალური. ეს რეალური მაჩვენებელი მიგვიყვანს იქმდე, რომ შევქმნათ ანტი ინფლაციური წარმოების ზრდის და ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამა. თანაც, სასწრაფოდ შევასრულოთ. ის არ იქნება გრძელვადიანი, რადაგან ნავთობის ფასზე ბუმის (და არა მარტო ნავთობზე და გაზზე) გამო ეკონომიკის ზრდის ტემპების შესანარჩუნებლად საგადამხდელო ბალანსის ლიკვიდურობისა და სოციალური პრობლემების გადასწყვეტად დიდი დრო არ რჩება. პროგნოზი უმადური საქმეა, მით უმეტეს, დღევანდელ მსოფლიოში. მაგრამ, პროგრამა და ეკონომიკური სტრატეგია იმასთან მიმართებაში – რა ხდება მსოფლიო ბაზარზე აუცილებელია. მსოფლიო ბაზარზე კი ის ხდება, რომ ნავთობზე ფასი წლის ბოლომდე კიდევ გაიზრდება და ძირითად კვების პროდუქტებზე. ხოლო, წარმოების ზრდა იქაც ეცემა, რათა შენარჩუნებული იქნას ოპტიმალური დონე ინფლაციის. რას ვაპირებთ ჩვენ?