რუსეთის ბანკებს რთული პერიოდი ელით
რედაქციისაგან
აღნიშნულ საკითხზე საუბარი რთულია, რადგან ანალიტიკოსები მძიმე პროგნოზების გაკეთებას ერიდებიან. ბაზარზე კრედიტზე მოთხოვნის დონის უცვლელობის შემთხვევაში რუსეთის ბანკებს 2009-2010 წლებში კრიზისული პერიოდი დაუდგებათ, რასაც არსებული სურათი ნათლად გვიჩვენებს – კვარტალურად მოსახლეობისთვის გაცემული კრედიტების მოცულობა 9%-ით გაიზარდა, ხოლო ვადაგადაცილებულმა დავალიანებებმა 2006 წლის I მეოთხედში 18% შეადგინა, ანუ ორჯერ მეტად გაიზარდა, ამიტომ ბანკებს მიმდინარე ოპერაციებზე მუშაობის შესაძლებლობა უმცირდებათ.
რამდენიმე წლის წინ საბანკო კრიზისმა სამხრეთ კორეაში იფეთქა, მიზეზი კი კრედიტების მასობრივი დაუბრუნებლობა იყო, რის გამოც ბანკებს ფინანსური ოპერაციების წარმოება აღარ შეეძლოთ. ხალხი ერთდროულად რამდენიმე კრედიტს იღებდა და ფინანსურ მახეში ებმებოდა. რუსეთისთვის ეს უკვე ნაცნობი მდგომარეობაა – რუსეთის მსხვილ ქალაქებში იგივე ხდება. კორეის კრიზისი მას შემდეგ გაღვივდა, რაც ბანკების სისტემაში დაუბრუნებელი კრედიტების პროცენტულმა მაჩვენებელმა 13-14%-ს მიაღწია. ექსპერტთა უმრავლესობა კრიტიკულ ზღვრად 10-12%-ს ასახელებს. თუმცა გასულ შემოდგომაზე ცენტრალური ბანკის პირველმა პირმა განაცხადა, რომ თუ დაუბრუნებელი კრედიტების მოცულობა 5%-ს მიაღწევდა მათ შფოთის საბაბი ექნებოდათ, რადგან საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით ის კრიტიკული ზღვარია.
“ფინანსური კვლევის ეროვნულმა სააგენტოომ” და “განვითარების ცენტრმა” რუსეთის 38 მსხვილი საკრედიტო ორგანიზაცია შეისწავლეს, მართალია საბოლოო შედეგები ჯერ უცნობია, მაგრამ ნათლად იკვეთება დაუბრუნებელი კრედიტების რაოდენობის ზრდის ტენდენცია ყველა აქტიურ ბაზარზე. თუმცა არსებობს საყურადღებო ნიუანსებიც – კვლევებში ნაჩვენებია მხოლოდ ის ვადაგასული სესხები, რომელთა აღნიშვნაც ბანკებმა საჭიროდ მიიჩნიეს, მათ მოსახლეობის დავალიანების ზომის ჩვენება არ აწყობთ, რადგან დაზღვევის რეზერვთან დაკავშირებულ დამატებით გადასდახადებს გაურბიან, რაც მდგომარეობას ართულებს. რუსეთის ბანკებში ვადაგადაცილებული კრედიტებს უფრო გრძელვადიან სესხებად აფორმებენ. მიუხედავად ამისა, თუ ვადაგასული კრედიტების რაოდენობა აღნიშნული ტემპით იზრდება (18%-ი 2006 წლის I მეოთხედში), რაღა უნდა ითქვას არაოფიციალურ მაჩვენებელზე.
ჩვეულებრისამებრ, ბანკები დაუბრუნებელი სესხების 2-3#-ს ან 5-6%-ს უჩვენებენ, არაოფიციალურად კი ეს მაჩვენებელი 10-15-20%-ებს შორის მერყეობს. რეალურ მაჩვენებელს აჩვენებს ერთადერთი Home Credit Financeბანკი და დაუბრუნებელ კრედიტთა მაჩვენებელი მასთან 22%-ია.
ანალიტიკოსთა პროგნოზები ერთსულოვანია – იგივე ტენდენციეს გაგრძელების შემთხვევაში საბანკო კრიზისი გარდაუვალი იქნება, თუმცა ეს პროგნოზიც ოპტიმიზმითაა გაჟღენთილი, პესიმისტურ ვარიანტში კი რუსეთის ბანკები კრიზისს 3-4 წელიწადში უნდა ელოდნონ, ანუ 2009-2010 წლებში