შტრიხკიდების არსი და მისი პრობლემები საქართველოში

რედაქციისაგან
GS1 არის გლობალური სტან დარტების ორგანიზაცია. ამ ორგანიზაციის ფარგლებში შექმნილი გლობალური სტანდარტების მართვის ჯგუფის მიერ შემუშავებულია სტანდარტები, რომელიც საყოველთაო და აღიაერებულია მსოფლიოს უმრავლესი ქვეყნის მიერ. აღნიშნული სტანდარტების მეშვეობით GS1 ხელს უწყობს მსოფლიო მასშტაბით პროდუქციისა და მომსახურების აღრიცხვიანობის მოწესრიგებას და ამით სავაჭრო ურთიერთობების მარტივად და მოქნილად განხორციელებას.
დღეს:
GS1-ში გაერთიანებულია მსოფლიოს 103 ქვეყნის ნაციონალური ორგანიზაცია;
მსოფლიოს 1 მილიონზე მეტი კომპანია იყენებს GS1 სტანდარტებს;
მოიცავს მსოფლიო ეკონომიკის 90%;
(რუკაზე წითლად აღნიშნულია GS1-ის წევრი ორგანიზაციები. კომპანიებს იმ ქვეყნებში, რომლებშიც GS1-ს არ ჰყავს წარმომადგენლობა, სათაო ოფისი უწევს მომსახურებას)
GS1 სისტემა:
ქმნის უნიკალურ ნომრებს მსოფლიო მასშტაბით საქონლის, მომსახურების და ადგილმდებარეობის იდენტიფიკაციისათვის;
გამოიყენება წარმოებისა და ვაჭრობის ნებისმიერ სექტორში;
ნომრები წარმოდგენილია შტრიხ-კოდების სახით, რაც საშუალებას იძლევა მიწოდების პროცესში ავტომატურად განხორციელდეს მონაცემთა სკანირება და დამუშავება პროდუქციის ყოველი ერთეულისათვის.
აღნიშნული სტანდარტების დანერგვას მთელს მსოფლიოში GS1 თავისი წევრების დახმარებით ახორციელებს.
საქართველო GS1-ის წევრი გახდა 1996 წელს. მას შემდეგ სულ უფრო და უფრო მზარდი სისწრაფით ხდება GS1 საქართველოში კომპანიების გაწევრიანება.
შტრიხ-კოდი არის პროდუქციის ავტომატური იდენტიფიკაციის საშუალება. თუმცა შტრიხ-კოდი მხოლოდ სავაჭრო პროდუქციაზე არ დაიტანება:
შტრიხ-კოდი შესაძლოა მიენიჭოს ასევე რომელიმე საწარმოს, სამინისტროს, გასართობ დაწესებულებას, ან სხვა სახის ნებისმიერ ორგანიზაციას, რათა განხორციელდეს ამ ორგანიზაციის ადგილმდებარეობის უნიკალური იდენტიფიკაცია;
შტრიხ-კოდით ასევე შესაძლებელია მომსახურების ნებისმიერი სახეობის იდენტიფიკაცია, რომლითაც მომსახურების გამწევი უზრუნველყოფს მომსახურების მიმღებს;
შტრიხ-კოდებით ხდება დიდი რაოდენობით პროდუქციის გადასაზიდი კონტეინერების იდენტიფიკაციაც და სწორედ მათზე განთავსებული საიდენტიფიკაციო ნომრის სკანირების მეშვეობით შესაძლებელია კონტეინერის შემადგენლობაში შემავალი პროდუქციის შესახებ ინფორმაციის მარტივად მიღება;
სპეციალური შტრიხ-კოდები არსებობს ჟურნალ-გაზეთებისა და ფულადი კუპიურების საიდენტიფიკაციოდ.
ყოველი ზემოთ ჩამოთვლილი შემთხვევისათვის შექმნილია სხვადასხვა სტანდარტისა და სიმბოლური ნიშნის მქონე საიდენტიფიკაციო ნომრები, რომლებიც უნიკალურია თითოეული იდენტიფიცირებული პროდუქტისათვის და ცნობადი და მიღებულია საერთაშორისო მასშტაბით.
გარკვეული სტრუქტურული განსხავებების მიუხედავად, ყველა სახის შტრიხ-კოდი შეიცავს შემდეგი სახის ინფორმაციას:
GS1 სისტემაში გაერთიანებულია შემდეგი სტანდარტის საიდენტიფიკაციო ნომრები:
GS1 8 – სტანდარტის შტრიხ-კოდი გამოიყენება საცალო ვაჭრობისათვის განკუთვნილი, მცირე ზომის პროდუქციის საიდენტიფიკაციოდ ;
GS1 13 – სატანდარტის შტრიხ-კოდი გამოიყენება საცალო ვაჭრობისთვის განკუთვნილი ნებისმიერი პროდუქციის საიდენტიფიკაციოდ;
GS1 – 14 (ITF 14) გამოიყენება ჯგუფურად დაფასოებული პროდუქციის საიდენტიფიკაციოდ;
GS1 -128 გამოიყენება სავაჭრო პროდუქციის გადასაზიდად განკუთვნილი კონტეინერების საიდენტიფიკაციოდ;
GS1 სისტემაში გაერთიანებულია შემდეგი სიმბოლური ნიშნები:
GS1 8, GS1 13, UPC E – მხოლოდ აშშ-ში გამოიყენება, UPC A – მხოლოდ აშშ-ში გამოიყენება, GS1 14, GS1 128-ის მსგავსად.
იმისათვის, რომ წარმატებულად განხორციელდეს შტრიხ-კოდის სკანირება და ხარვეზებს არ ჰქონდეს ადგილი, საჭიროა მკაცრი წესების დაცვა, რაც დაკავშირებულია შტრიხ-კოდის ხარისხთან, ფერთან და პროდუქციაზე განთავსების ადგილმდებარეობასთან.
შტრიხ-კოდის ხარისხის მაჩვენებლებია:
შტრიხ-კოდის ზომა – გლობალური სტანდარტების მართვის ჯგუფის მიერ დადგენილია შტრიხ-კოდის ნომინალური, მინიმალური და მაქსიმალური ზომები, რომელთა უგულებელყოფა გამოიწვევს შტრიხ-კოდის სკანირებისას პრობლემების წარმოშობას.
თეთრი ველის სიდიდე – ასევე მკაცრად არის დადგენილი შტრიხ-კოდის მარცხენა და მარჯვენა თეთრი ველების ზომები.
ყველაზე ფართოდ გავრცელებული და სტანდარტული ფერებია შავი ხაზები თეთრ ფონზე, მაგრამ არსებობს სხვა ალტერნატიული ვარიანტებიც.
ასევე დიდი მნიშვნელობა ენიჭება პროდუქციაზე შტრიხ-კოდის დატანის ადგილმდებარეობას. შტრიხ-კოდი დატანილ უნდა იქნას სწორ ზედაპირზე, რათა სკანერმა შეძლოს მისი წაკითხვა.
შტრიხ-კოდების გამოყენება უამრავ ხელსაყრელ პირობას უქმნის როგორც მწარმოებლებს, ასევე დისტრიბუტორებსა და საცალოდ მოვაჭრეებს.
ხელსაყრელი პირობები მეწარმეთათვის:
გაყიდვათა შესახებ მონაცემები, რომლებიც ხელმისაწვდომია მეწარმისთვის სკანირების მეშვეობით, უზრუნველყოფს მას უფრო სწრაფი და ზუსტი ინფორმაციით;
შესაძლებელია, უფრო ზუსტად განისაზღვროს არსებული თუ ახალი პროდუქციის წარმატება ბაზარზე;
შესაძლებელია, ბაზარზე პროდუქციის გავრცელების სიჩქარის უკეთესად მართვა;
იძლევა პერსონალის გამონთავისუფლების საშუალებას და ამცირებს ინვენტარიზაციის ხარჯებს (როგორც მატერიალურ, ასევე დროის);
ლოგისტიკური ოპერაციების ნაკადის მოწესრიგება მიწოდების ჯაჭვში;
კომპანიები იყენებენ უნიკალურ საიდენტიფიკაციო ნომრებს მსოფლიო მასშტაბით, სავაჭრო პარტნიორებთან ურთიერთობის მიზნით;
შტრიხ-კოდიანი პროდუქცია უფრო ადვილად აღწევს უცხოურ ბაზარზე;
ხელსაყრელია პირობები საცალო ვაჭრობისთვის;
შტრიხ-კოდების სკანირება ამცირებს სამუშაო ძალისა და ადმინისტრაციულ დანახარჯებს;
ამცირებს შეფერხებებს და ზდის შრომის ნაყოფიერებას;
შესაძლებლობას ქმნის უფრო ზუსტად და ეფექტურად განხორციელდეს მარაგის მართვა და კონტროლი;
უზრუნველყოფს გაყდვათა შესახებ ზუსტი და მოწესრიგებული მონაცემების არსებობას.
ხელსაყრელი პირობები მომხმარებელთათვის:
აადვილებს მომხმარებელთა მომსახურებას გადახდისას;
სკანირება აუმჯობესებს მარკეტების მართვას და უფრო მოხერხებულს ხდის მომხმარებლის მომსახურებას;
მწარმოებელთა და საცალო მოვაჭრეთა ეფექტური მუშაობა და ფულადი დანაზოგების გაზრდა იწვევს ფასების დაწევას;
გლობალური ვაჭრობისთვის შექმნილი უპირატესობანი;
იქმნება უნიკალური საიდენტიფიკაციო სისტემა მსოფლიოს ყველა ბიზნეს პარტნიორისთვის;
შტრიხ-კოდი გამოყენებადი და ამოცნობადია პროდუქციის ყოველ ერთეულზე მიწოდება-განაწილების ჯაჭვში;
ხორციელდება მარტივი იდენტიფიკაცია, რაც გულისხმობს პროდუქციის ამოცნობას სხვა საწარმოო სექტორებთან მიბმის გარეშე;
შექმნილია სტაბილური და სანდო სისტემა, რომელსაც იყენებს მსოფლიოს 1 მილიონზე მეტი კომპანია.
ჩვენი, როგორც GS1-ის ნაციონალური ორგანიზაციის მოვალეობაა:
მომხმარებელი კომპანიებისთვის ავამაღლოთ GS1 სისტემის გამოყენების ხარისხი და მუდმივად სრულვყოთ მომსახურების პირობები:
ეფექტური და სწრაფი მომსახურება გავუწიოთ გაწევრიანების დროს;
ეროვნული GS1-ის მონაცემთა ბაზისა და GS1 ნომრების მინიჭების მართვა, შტრიხ-კოდებითა და ელექტრონული კომერციით უზრუნველყოფა;
ჩვენი წევრების ტექნიკური და დოკუმენტაციური უზრუნველყოფა, სემინარების მოკლევადიანი ტრენინგების საშუალებით GS1 სტანდარტების და სიახლეების სწავლება;
ადგილობრივი სამუშაო ჯგუფების შექმნა და სხვადასხვა კვლევითი სამუშაოების ორგანიზება;
მონაწილეობის მიღება საერთაშორისო პროცესებში, GSMP (გლობალური სტანდარტების მართვის პროცესებში), გლობალური პროექტებში;
გავუზიაროთ საკუთარი გამოცდილებისა და ცოდნის სხვა წევრ ორგანიზაციებს.