როგორ არღვევს ფინანსთა სამინისტრო wto-ს მოთხოვნებს, აძვირებს სამომხმარებლო კალათას და ხელს უწყობს ინფლაციას

რედაქციისაგან

ბოლოდროინდელი იმპორტიორებისა და საბაჟოს ომი ძირითადად მიმდინარეობს საბაჟო ღრებულების განსაზღვრის კუთხით. დღემდე საბაჟოს ხელმძღვანელობას ჰქონდა ე.წ. იმპორტირებული საქონლის ფასების უკანონო ნუსხა და იმპორტიორს საქონელი მხოლოდ ამ ნუსხის მიხედვით უნდა განებაჟებინა.

მნიშვნელობა არ ჰქონდა, რა თანმხლები დოკუმენტები ერთვოდა საქონელს. დავა ამ საკითხზე უაზრო იყო. Uუფრო მეტიც, ეს უკანონო აქტი ივლისში დააკანონა ფინანსთა სამინისტროს ბრძანებამ, რომელიც ეწინაღმდეგება გაატ-ის მოთხოვნებს. განაცხადა საქართველოს სავაჭრო პალატის პირველმა ვიცეპრეზიდენტმა შოთა მაქაცარიამ. ამით არა მარტო აზარალებენ იმპორტიორს, არამედ ზრდიან სამომხმარებლო კალათის ღირებულებას და ხელს უწყობენ ინფლაციას. მის განსამტკიცებლად ფინანსთა სამინისტრომ ახალი ბრაძანება გამოუშვა.
ანუ ეს ნუსხა უფრო მაღალ დონეზე დამტკიცდება და მეტი მასშტაბურობა ექნება. რა არის სარეზერვო მეთოდი, როდის უნდა გამოვიყენოთ იგი და როგორ:
საბაჟო ღირებულების განსაზღვრისათვის გამოიყენება 6 ძირითადი მეთოდი. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი მეთოდი, რომელზეც მოდის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის 80-85%, ალბათ განვითრებულ ქვეყნებში უფრო მეტი, ეს არის მეთოდი, საბაჟო ღირებულების განსაზღვრა გარიგების ფასის მიხედვით;

საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება #797
2006 წლის 13 ივლისი ქ. თბილისი

1269 “საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის წესების დამტკიცების შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 9 ნოემბრის #736 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
“ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და “საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის #39 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის “ლ ქვეპუნქტის საფუძველზე,
ვბრძანებ:
მუხლი 1. “საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის წესების დამტკიცების შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 9 ნოემბრის #736 ბრძანებაში (სსმ III, 2004წ., #133, მუხ. 1179) შეტანილ იქნეს ცვლილებები და 1 მუხლის პირველი და მეორე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
“1. “საქონლის საბაჟო ღირებულების სარეზერვო მეთოდით განსაზღვრის დროს გამოსაყენებელ ფასების მონაცემთა სისტემა შემუშავდეს საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით შექმნილი სპეციალური, მუდმივმოქმედი კომისიის მიერ.
2. ფასების მონაცემთა სისტემის დამტკიცება და მისი არაუგვიენეს სამ თვეში ერთხელ განახლება განხორციელდეს საქართველოს ფინანსთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ალექსიშვილი
რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის
სამინისტროში
სარეგისტრაციო კოდი 200.220.050.22.033.008.901
მეორე – საბაჟო ღირებულების განსაზღვრა იდენტური საქონლის გარიგების ფასის მიხედვით;
მესამე – საბაჟო ღირებულების განსაზღვრა მსგავსი საქონლის გარიგების ფასის მიხედვით;
მეოთხე – საბაჟო ღირებულების განსაზღვრა საქონლის ერთეულის ფასის მიხედვით;
მეხუთე – საბაჟო ღირებულების განსაზღვრა შედგენილი, ე.წ. საშუალო შეწონილი ღირებულების მიხედვით;
მეექვსე – საბაჟო ღირებულების განსაზღვრა სარეზერვო მეთოდებით, ანუ გონივრული მეთოდებით;
ჩვენ ამ თავში განვიხილავთ რამდენიმე საკითხს. რა შემთხვევაში ვიყენებთ ამ მეთოდებს, რა შემთხვევაში ვცვლით ერთ მეთოდს მეორეთი ან, უფრო სწორად, რა შემთხვევაშია მებაჟე ვალდებული, შეცვალოს ერთი მეთოდი მეორე მეთოდით და როდის დგება პასუხისმგებლობის საკითხი.
პირველი და მნიშვნელოვანი: მებაჟე, ძირითადად, ხელმძღვანელობს პირველი მეთოდით – გარიგების ფასის მეთოდით, თუ მას ეჭვი არ ეპარება, რომ გარიგების მონაწილეები, იმპორტიორ-ექსპორტიორები არ არიან დაინტერესებული პირები, თუ მას არ ეპარება ეჭვი იმაში, რომ მათ რაიმე, ამ გარიგების მიღმა, კავშირი არა აქვთ (ამაზე ჩვენ ცალკე ვილაპარაკებთ). თუ მას არ ეპარება ეჭვი იმაში, რომ ეს არის დემპინგური ფასი, მაშინ ის ვალდებულია, გარიგების ფასის მიხედვით მოახდინოს სწორედ საბაჟო ღირებულების წესის განსაზღვრა.
ძალიან მარტივად ვილაპარაკოთ, რა შემთხვევაში შეიძლება შეეპაროს ეჭვი მებაჟეს და ვალდებულია თუ არა, შეეპაროს ეჭვი ამ გარიგების ფასში:
1. როდესაც მას გაფორმებული აქვს ანალოგიური საქონელი ან მის მონაცემთა ბაზაში დევს ანალოგიური საქონელი, მოცემულ დროში, სივრცეში, ეს მნიშვლოვანია. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დროის მოცემულ მომენტს სეზონურობასთან დაკავშირებით და სხვა საკითხებთან დაკავშირებით მოცემული პარტიისა და კომერციული ინტერესების რეალობაში და მიღებული აქვთ სხვა, განსხვავებული ფასი. ამ შემთხვევაში, ის აუცილებლად უნდა დაფიქრდეს, რომ ეჭვი შეიტანოს სწორედ პირველ მეთოდში და აუცილებლად გამოიყენოს მეორე მეთოდი.
საბაჟო ღირებულების მეთოდების გამოყენების თანმიმდევრობა წესების მიხედვით მკაცრად არის დაცული. პირველ მეთოდში თუ ეჭვი ეპარება, ეს არის მნიშვნელოვანი, ის იყენებს მეორე მეთოდს.
მეორე მეთოდი – ეს არის უკვე იდენტური საქონელი. იდენტური საქონლის განსაზღვრა ძალიან რთულია. იდენტური საქონელი არ ნიშნავს, მაგალითად, რომ ქათმის ბარკალი არის იდენტური იგივე “სადიას ქათმის ბარკლისა. არა, იდენტური საქონელი არის ზუსტად დროის მოცემული მომენტისათვის მოცემული პარტიის პირობებში იმ ქვეყანაში, ანუ ბრაზილიაში, იმ სანაპიროზე, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, დასავლეთ სანაპიროა თუ აღმოსავლეთ სანაპირო. იმიტომ, რომ რაც უფრო შიგნით, ამაზონის ხეობაში შედის მწარმოებელი, უფრო იაფია ქათმის ხორცი. მაგრამ მერე მისი ტრანსპორტირება ჯდება ძვირი და ა.შ. სხვადასხვა მონაცემებთან არის დაკავშირებული. ამიტომ, თუ ის რიო-დე-ჟანეიროში ან მის რეგიონშია ნაყიდი, ამ დროის მანძილზე იმ მონაცემში პლუს-მინუს 3 თვე, დროის ეს მონაკვეთი ძალიან დიდია და საკამათოა. დროის ამ მონაკვეთში ამ პარტიის პირობებში, დავუშვათ, ერთდროულად წარმოებულია ბრაზილიიდან ამ შემთხვევაში 3 ათასი ტ. ან 7 ათასი ტ. რაც საშუალო მოწოდებად ითვლება. ზოგს წარმოებული აქვს 20 ათასი ტ. გამორიცხულია, 1000 ტ. ტვირთმა ატლანტიკის ოკეანე გადმოსეროს და საქართველოში წამოიღოს.
თუ ჩვენ ქვეყნიდან მიღებული გვაქვს 6 სხვადასხვა გარიგება გაახლებული პარტიები, ვთქვათ 3; 3,5; 4 ათასი, დავუშვათ 2,5 ათასი ტონის ფარგლებში და თითეული ამ პარტიების ღირებულება ცოცავს 62 ცენტიდან 65-ზე, 67-ზე, ჩვენ უნდა ავიღოთ იდენტურად უმცირესი გარიგების ფასი, ეს არის წესის კატეგორიული მოთხოვნა, ანუ პირველი მნიშვნელოვანი საკითხი ის არის, რომ ჩვენ თუ ეჭვი გაგვიჩნდა ძირითადად ა მეთოდში, გადავდივართ მეორე მეთოდზე და ეს მეთოდი გვავალდებულებს, რომ იდენტურობა დავადგინოთ ამ კუთხით, რომ ეს უნდა იყოს იმ ქვეყანაში, დროის იმ მონაკვეთში, იმ ქარხანაში პარტიით წამოღებული საქონელი, რომლის რამდენიმე გარიგებიდან ჩვენ უნდა ავიღოთ უმდაბლესი ფასი. ანუ ამ შემთხვევაში, ჩვენ იმპორტიორის ინტერესებს ვიცავთ.
საქართველოში არის ერთადერთი, “სადიას მომწოდებელი ფირმა და, ამ შემთხვევაში, ჩვენ არ ძალგვიძს, მივიღოთ ის მონაცემი, რომელიც ახლა ჩამოვთვალეთ, რადგან ჩვენ მოკლებულნი ვართ იდენტური საქონლის არსებობას და საბაჟოს ადმინისტრაციას არ შეუძლია ამის დადასტურება, ამის მერე გადადის მესამე მეთოდზე. ეს არის საბაჟო ღირებულებების განსაზღვრა მსგავსი საქონლის დარიგების ფასის მიხედვით. აქ უკვე შესაძლებელია, რომ მსგავსი საქონელი იყოს იმ რეგიონიდან მოწოდებული და არა იმ ქარხნიდან. ანალოგიური საქონელი შეიძლება ფიზიკურად არ ემთხვეოდეს ამ საქონლის სახეს, როგორც წინა მეთოდის დროს, მაგრამ ერთნაირი საშუალება ჰქონდეს, ფუნქციონალურად ისინი იდენტური, ერთნაირი საქონელი უნდა იყოს.
ამ შემთხვევაში, სწორედ იმავე კომერციულ ინტერესებში, იმავე რაოდენობაში, იმავე რაოდენობისა და იმავე მონაცემის მიხედვით, ჩვენ შეგვიძლია განვსაზღვროთ ფასი.
თუ არც ერთი საქონელი არა გვაქვს, რომ მესამე მეთოდი გამოვიყენოთ, მაშინ გადავდივართ მე-4 მეთოდზე – ერთეულის ფასის მიხედვით.
მე ვიტყოდი, რომ მეოთხე მეთოდი ურთულესი მეთოდია, როდესაც ჩვენ, ფაქტობრივად, საქონლის კალკულაციას ვთხოულობთ. ამასთან, მინდა ხაზი გავუსვა – იგივე ამ წესებისა და “GATT- ის მოთხოვნილების თანახმად, უნდა მოვიპოვოთ ინფორმაცია ექსპორტიორებიდან, უნდა შევინახოთ ეს ინფორმაცია, როგორც კომერციული საიდუმლოებების შესახებ, რადგან ეს დოკუმენტი შემუშავებულია ბევრი სპეციალისტის მიერ. როგორც ვარიანტი, დღემდე არ არის მიღებული და ამ შემთხვევაში, ჩვენ გვაქვს უფლება, რაღაც დონეზე დოკუმენტი მოვითხოვოთ, მაგრამ არის საფინანსო დოკუმენტები, რომლებსაც ჩვენ ვერ მოვითხოვთ და ამჯერად იმპორტიორს შეუძლია არ წარმოადგინოს დოკუმენტაცია.
აქედან გამომდინარე, ჩვენ მოკლებულნი ვართ უნარს, დავადგინოთ ეს კალკულაცია. მეტად ძნელი იქნება საქართველოში დავადგინოთ ქათმის კალკულაცია, ანუ ერთეულის ღირებულება. რა ნედლეული დაიხარჯება მასზე საკვები, დენი, ენერგია, ტრანსპორტი, ეს ძალიან ძნელია, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, არის საქონელი, რომლის მიხედვითაც შეიძლება ამის გაკეთება.
მეხუთე მეთოდი არის შედგენილი საბაჟო ღირებულების მიხედვით. ეს ეფუძნება წინა ნაწილს. ამ შემთხვევაში ლაპარაკია ერთ რამეზე, რომ თუ აქამდე მებაჟე ვალდებული იყო რიგითობა დაეცვა, მეხუთე-მეექვსე მეთოდებით შეუძლია შეცვალოს იმპორტიორის თხოვნით.
იმპორტიორი ღირებულების მეექვსე მეთოდი განსაზღვრას ნიშნავს სწორედ შედგენილ, ანუ სარეზერვო, გონივრული მეთოდით განსაზღვრას. ხოლო მეხუთე, ეს არის შეწონილი, განსაზღვრული ფასის მიხედვით და სწორედ ამ მეთოდების რიგითობის ცვლილებას შეუძლია უკვე გააკეთოს. მაგრამ, ფაქტობრივად, ესენი ერთი და იგივე საფუძველს ეყრდნობიან. ისინი ეყრდნობიან წინა მეთოდების მონაცემებს. მე ვიტყოდი, რომ მე-5 მეთოდი ყველა მეთოდის გარიგებულ ინფორმაციას იყენებს ნორმალურად და შემდეგ მებაჟის მიერ ხდება შეწონილი ფასის განსაზღვრა, რომელსაც ჰქვია შედგენილი ღირებულება. მე-6 მეთოდი არის სარეზერვო ანუ გონივრულობის მეთოდი, რომელიც რეალურ ფაქტებს და რეალურ დოკუმენტებს უნდა ეყრდნობოდეს. ყველა ხუთი სახეობის მიხედვით გამოკვლეული ფასი ისე უნდა იყოს დამტკიცებული, რომ არ იყოს დაინტერესება მხარეების მიერ, არ იყოს დაშორებული რეალურ ფასს, ბაზრიდან, ამ რეგიონიდან მოწოდებული ამ პარტიის, ამ ხარისხის და ამ, ასე ვთქვათ, სავაჭრო მარკის ფასს იყოს მიახლოებული, რომელსაც დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ჩვენ საბოლოოდ ჩამოვყალიბდეთ მე-6 მეთოდის მიხედვით.
მოვუსმინოთ მეორე მხარეს:
საქართველოს კანონმდებლობა და საბაჟო პროცედურები მიმოიხილა ექსპერტმა საბაჟო საკითხებში, გიორგი პერტაიამ:
– საქართველოს საბაჟოს კანონმდებლობის საკითხში მრავალი ცვლილება ხორციელდება. საქართველოში არსებობს საბაჟო ტარიფისა და გადასახადის შესახებ კანონი, რომელსაც მხოლოდ სახელი ეცვლება და საბაჟო გადასახადის შესახებ კანონი ხდება. იგი პარლამენტშია და ალბათ უახლოეს მომავალში დამტკიცდება. საბაჟო კოდექსის შეცვლის იდეა მოდის ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობისა და პარტნიორობის შესახებ შეთანხმებიდან, საქართველომ აიღო ვალდებულება, მისი საკანონმდებლო აქტების უმრავლესობა ჰარმონიზაციაში მოიყვანოს ევროკავშირის კანონმდებლობასთან, მათ შორის საბაჟო კოდექსიც. ამისათვის ევროკავშირმა ორი საბაჟო პროექტი განახორციელა, სამუშაოები 2002 წლიდან დაიწყო. მისი საბოლოო შედეგი კი პარლამენტშია წარდგენილი. საბაჟო კოდექსი ევროკავშირის საბაჟო სტრუქტურაზეა დაფუძვნებული, მასში ახალი ტერმინებია შეტანილი. საბაჟოს, 15 რეჟიმის ნაცვლად, რჩება მხოლოდ 7, რაც პროცედურების გამარტივების მიზნით კეთდება. წარმოდგენილია ახალი საგარანტიო სისტემა, რომელიც ასევე პროცედურას ამარტივებს, ბროკერისა და გადამზიდველის ინსტიტუტი გაუქმებულია და არის მხოლოდ წარმომადგენელი, რომელიც იმავე ფუნქციებს ასრულებს. საჭირო აღარ არის მოსაკრებლის გადახდა, რაც მეწარმეთათვის გარკვეული შეღავათია. ექსპერტების დასკვნით, საბაჟო კოდექსი ევროკავშირის საბაჟო კანონმდებლობას შეესაბამება, ისევე, როგორც, ახალ კიოტოს კონვენციას, რომელიც მეტად მნიშვნელოვანი საკითხია. უკვე რამდენიმე წელია, მთავრობაში საუბრობენ, რომ მისი დამტკიცებაა საჭირო, მაგრამ გაურკვეველი მიზეზების გამო ვერ ხერხდება, თუმცა ეს არ გულისხმობს მთლიანი ტექსტის დამტკიცებას. აგრეთვე, ევროკავშირის ერთ-ერთი დირექტივა ადასტურებს, რომ GSP+-ის პრეფერენციები კიოტუს კონვენციაზე მიერთებულ ქვეყნებზე გავრცელდება. პარლამენტის თავმჯდომარესთან არსებულ ბიზნესსაბჭოზე ეს საკითხი დაისვა და მივიღეთ დაპირება, რომ ფინანსთა სამინისტრო აღნიშნულ საკითხს განიხილავს. რაც შეეხება საბაჟო გადასახადებს, პარლამენტში წარმოდგენილია კანონი საბაჟო გადასახადების შესახებ, რომლის მიხედვით რჩება მხოლოდ 0, 5 და 12%. არსებობს ინიციატივა, რომ ყველაფერი თითქმის 0%-მდე დავიდეს. ამ საკითხზე დებატები საქართველოში აქტიურად მიმდინარეობს. არის გარკვეული მოსაზრებები. მინდა გაგაცნოთ ამერიკის სავაჭრო პალატის მოსაზრება. მიუხედავად იმისა, რომ მათი ორგანიზაციის წევრების უმეტესობა შემომტანია და მათთვის 0% გარკვეული შეღავათია, მაინც გვირჩევენ, საკითხი ერთი ხელის მოსმით არ გადავწყვიტოთ, ჩავატაროთ გამოკვლევა მაკროეკონომიკური გამოკვლევის დონეზე და გავაკეთოთ პროგნოზები, რის საფუძველზეც შესაძლებელი იქნება გადაწყვეტილების მიღება. თუმცა ვფიქრობ, ქვეყანაში არსებული ეიფორია გადამეტებულია, რადგან რუსეთს და უკრაინას, რომლებიც სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტიორი ქვეყნები არიან, ჩვენს ქვეყანაში საქონელი 0%-ით შემოაქვთ და ჯერ არავინ გაკოტრებულა, თუმცა არსებობს მეორე მხარეც – თურქეთი. ამიტომ გადაწყვეტილება გამოკვლევების ჩატარების შემდეგ უნდა მივიღოთ. საბაჟო სისტემაში მრავალი ცვლილებაა განსახორციელებელი. ვფიქრობ, მიმართულება სწორად არის აღებული, რადგან არის ბიზნეს-სექტორთან თანამშრომლობა, მაგრამ ყველაზე მთავარი ისაა, რომ საბაჟო ბიზნესისათვის ბარრიერს აღარ წარმოადგენს და საქართველოს საზღვრები ყველა პატიოსანი იმპორტიორისა და მეწარმისათვის ღიაა.
მათე მელია, ექსპერტი ეკონომიკის დარგში: – ბატონმა პატრის პილემ ისაუბრა ევროპაში მიმდინარე ცვლილებებზე, ხოლო ბატონმა გიორგიმ კი, თუ რა ცვლილებები მიმდინარეობს საბაჟო სფეროში. ბატონო გიორგი, რომელი კანონმდებლობიდან არის გადმოღებული თქვენ მიერ ჩამოთვლილი ცვლილებები, რაც ადრე იყო ევროპაში, თუ რაც ახლა უნდა შეიცვალოს?
გიორგი პერტაია: – მინდა დავაზუსტო, რომ გადმოღება, როგორც ასეთი, არ ეხება გადმოწერას. საუბარია იმ ძირითად პრინციპებზე, რომლითაც მოქმედებს ევროკავშირის საბაჟო კოდექსი. რა თქმა უნდა, გადმოღებით ნორმალური შედეგი არ იქნება, რადგან მათი და ჩვენი საბაჟოს სპეციფიკები განხვავდებიან ერთმანეთისგან. ფინანსთა სამინისტროში მიმდინარეობდა მუშაობა ამ პრინციპების გაქართულებაზე, რათა ის რეალური ყოფილიყო. რაც შეეხება ცვლილებებს, ევროკავშირში ცვლილებები მუდმივად მიმდინარეობს და იქ მუდამ ახალ პროექტებზე მუშაობენ. აქედან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ სწორია, როდესაც საბაჟო კანონი არ არის გადმოწერილი, არამედ მისი ძირითადი პრინციპები მისადაგებულია ქართულ რეალობასთან, რომელზეც ქართული საბაჟო კოდექსი აიგო.
მათე მელია: – საინტერესოა ის პროექტი, რომელიც პარლამენტშია წარდგენილი და რომელიც საბაჟო პროცედურებს ართულებს. ყველაზე დიდი პრობლემა საბაჟო ღირებულების განსაზღვრაა. ხშირად არის შემთხვევა, როდესაც ფასები წინასნწარ დაფიქსირებულია და განბაჟება მის მიხედვით წარმოებს. მიუხედავად ამისა, არ ხდება ცნობილი მეთოდების გამოყენება, რომელსაც იყენებს ევროპაც და მთელი მსოფლიოც. როდესაც ბრძანეთ, რომ 15 რეჟიმის ნაცვლად 7 დარჩა, ვიცით, რომ ეს რეჟიმები გამსხვილებულია და მის ხარჯზეა შემცირებული, თუმცა თხუთმეტივეს გამოყენება არც ხდებოდა. დოკუმენტაციის ნაწილშიც მას მუდამ ვართულებთ. უკვე კამერალურ კონტროლზე გადავედით, რაც, ვფიქრობ, საგადასახადოს დანიშნულებაა და არა საბაჟოსი. უფრო მეტიც, ვერ ვხედავ ბროკერის ინსტიტუტის გაუქმებით მოტანილ ცვლილებებს, ანუ ვცდილობთ ფასადის შეცვლას, როდესაც უფრო სერიოზულ ცვლილებებს უნდა ვახორციელებდეთ. ერთი ფანჯრის პრინციპმა გაართულა ბევრი რამ. ის პროგრესული მეთოდია, მაგრამ დეტალების დაუხვეწაობის გამო მან კარგი შედეგი ვერ მოიტანა. საბოლოო ჯამში რეფორმისგან უარესი რეზულტატები გვაქვს. საბაჟო გადასახადთან დაკავშირებით გეთანხმებით, რომ პროექტი კონკრეტულ გათვლებს უნდა დაყრდნობოდა, რას უპირებთ ზოგიერთ სოფლის მეურნეობის პროდუქტს?
გიორგი პერტაია: – ჩვენ არ ვართ მთავრობის წევრები და ჩვენი თანამშრომლობა მათთან შენიშვნების წარდგენის დონეზე ხდება, თუმცა თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ შეიძლება საბაჟო კოდექსის თანაავტორებად ჩავითვალოთ, რადგან წარმოდგენილი 140 შენიშვნიდან 85% გათვალისწინებულია. საბაჟო ღირებულებაზე მოგახსენებთ, ეს არის ფიქსირებული ღირებულება, რომელიც ძირითადად დუბაიდან იმპორტირებულ საქონელზე ვრცელდება, რაც დარღვევაა. ამის შესახებ გამოცემულია თავმჯდომარის აქტი, რისი უფლებაც მას არ აქვს, თუმცა საბაჟო კოდექსი განსაზღვრავს საბაჟო ღირებულების დადგენის 6 მეთოდს და ეს ზემოთა ინსტანციების გადასაწყვეტი საკითხია. თუ საქონელი დუბაიში 300 ლარად შეიძინეთ, რომელიც თბილისში 1 500 დოლარი ღირს, საზღვარზე შემოტანისას ის 1500 დოლარიდან იბეგრება, რადგან არსებობს დეპარტამენტის თავმჯდომარის გამოცემული სია, სადც ფასებია მითითებული, რაც არასამართლიანი და არაკანონიერია, რადგან მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში შესვლისას ავიღეთ ვალდებულება, რომ არ გამოვიყენებთ ფიქსირებულ საბაჟო ღირებულებას. ფაქტიურად, ირღვევა შეთანხმება. რაც შეეხება საბაჟო რეჟიმებს, ეს არის ევროკავშირის მეთოდი. ვერ დაგეთანხმებით, რომ ეს გამსხვილებული და ჩაყრილი რეჟიმებია, საუბარია, რომ რეექსპორტს დეკლარაცია აღარ დასჭირდება, საბაჟო რეჟიმებიდან 5 არ გამოიყენებოდა, ახლა დეკლარირება გამარტივებულია. არ მინდა იფიქროთ, რომ კოდექსს ვიცავ, რაც მასზე მუშაობა დაიწყო, მასში შენიშვნები შეგვაქვს და ვაკრიტიკებთ. ბროკერის ინსტიტუტი გაუქმდა და ამაში ცუდი არაფერია. შეიძლება ვიღაცისთვის 1 000 ლარიანი მოსაკრებელი ზღვაში წვეთია, მაგრამ ზოგიერთისთვის ის დიდ შეღავათს წარმოადგენს. საბაჟო გადასახადებზე გეტყვით, რომ მას სერიოზული შესწავლა სჭირდება, თუმცა ამ სახის იმპორტი უკრაინიდან და რუსეთიდან უკვე ხორციელდება, რასაც პრობლემები არ მოჰყოლია.