2006 წლის საქართველოს ეკონომიკის პრობლემების მიმოხილვა და 2007 წლის პროგნოზები

ემზარ ჯგერენაია
საქართველოს ეკონომიკა გასულ წელს ძირითადად დადებითი ტენდეციებით ხასიათდებოდა, თუმცა გვერდს რამდენიმე პრობლემატური საკითხი “უმშვენებდა”. დავიწყოთ მნიშვნელოვანი პრობლემებით, რომელთაგანაც უპირველესი იყო ინფლაციის მაღალი დონე. რომლის მიზეზები იყო: ფასების ზრდა ენერგოსაქონელზე, განსაკუთრებით ბენზინზე და ელექტროენერგიაზე, ბინათმშენებლობაში ფასების რეკორდული მატება, სამომხმარებლო კალათის გაძვირება მიმოქცევაში ფულის მასის ზრდასთან დაკავშირებით და მსოფლიო ბაზარზე ფასების მატების გამო. ასევე ეს განაპირობა ადგილზე სოფლის მეურნეობების წარმოების შემცირებამ. ასევე მიმოქცევაში ფულის რაოდენობის სერიოზულმა მატებამ, რაც დაკავშირებული იყო როგორც შემოსავლების ზრდასთან, ასევე სამომხმარებლო, ჰიპოთეკური და სხვა სახის კრედიტების მოცულობის მატებასთან და რაც მთავარია პირდაპირი ინვესტიციების რეკორდულ ზრდასთან (იხ. გრაფიკი #1).

1
ამას ისიც დაემატა, რომ ბოლო 6 წელიწადში ყველაზე მეტად გამყარდა ლარის კურსი დოლართან მიმართებაში (მარტო დოლართან და არა სხვა ვალუტებთან), რამაც დაამძიმა მოსახლეობის იმ კატეგორიის მდგომარეობა, რომელსაც საზღვარგარეთიდან უგზავნიან დოლარებით საარსებო თანხას გზავნილების სახით, ასეთი გზავნილი დაახლოებით 550 მილიონი დოლარი იყო და, ბუნებრივია, მისმა ადრესატებმა ყოველ 100 დოლარზე 10 ლარი დაკარგეს (იხ. გრაფიკი #2).

2
სავალუტო ფონდის წარმომადგენლის რობერტ ქრისტიანსენის განცხადებით, საქართველოში 2006 წელს მაკროეკონომიკური მაჩვემენებლები საკმაოდ კარგი იყო. პირველ რიგში მან ხაზი გაუსვა მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ოფიციალურ მაჩვენებლებს (იხ. გრაფიკი #3).

3
მან ასევე განაცხადა, რომ საბიუჯეტო შემოსავლების ზრდის ტემპი მეტად დამაკმაყოფილებელი იყო, მაგრამ ხაზი გაუსვა ინფლაციური სიტუაციის სირთულეებს. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ როგორცმსოფლიო პრაქტიკა გვიჩვენებს, 6%-მდე ინფლაცია მეტ-ნაკლებად მისაღებია და არ აფერხებს ეკონომიკის განვითარებას, ხოლო ამ ნიშნულზე ზევით ის ხელს უშლის ეკონომიკის განვითარებას და მეტად სერიოზული პრობლემა ხდება. რ. ქრისტიანსენმა აღნიშნა, რომ 2006-2007 წლებში საქართველოს ეკონომიკისათვის მთავარი პრობლემა მიმდინარე ანგარიშების დეფიციტია (იხ. გრაფიკი #4) და ხაზი გაუსვა, რომ ექსპორტის ის მაჩვენებლებიც კი, რომელიც ოფიციალურ სტატისტიკაშია მოცემული (იხ. დიაგრამა #1) არარეალურია, რადგან ავტომანქანების ექსპორტი, ეს რეალურად არ არის სუფთა ექსპორტი და ასევე ატომური მანქანათმშენებლობის პროდუქცია. რაც შეეხება ჯართს და საფრენ აპარატებს, ეს მუხლები არ მიუთითებს საექსპორტო წარმოების განვითარებაზე – განაცხადა მან.
ამ დროს იზრდება პირდაპირი ინვესტიციების მოცულობა (იხ გრაფიკი #5), რაც ესოდენ მნიშვნელოვანია წარმოებისა და დასაქმების ზრდისთვის. მაგრამ მას აქვს თავისი მეორე მხარე, ის ხელს უწყობს ლარის გამყარებას და მიმოქცევაში მისი დიდი რაოდენობით გაშვებას, რაც ინფლაციის ერთ-ერთი სერიოზული მიზეზი ხდება. აქედან გამომდინარე, 2007 წელს, როცა მოსალოდნელია პირდაპირ ინვესტიციების ბუმი, დაახლოებით 1.8 მლრდ დოლარამდე, ამ პროცესების მართვას განსაკუთრებული სიფრთხილე სჭირდება, მიუხედავად იმისა, რომ გაზზე და ბენზინზე ფასი ისევ გაიზარდა, ეს 2007 წლის მთავრი პრობლემა იქნება – განაცხადა რ. ქრისტიანსენმა. ამასთან გამოდიოდა რა თბილისის სახელმწიფიო უნივერსიტეტში მოხსენებით, მან დასძინა, რომ, როგოროც წესი, ამ დროს ჩვენ ვურჩევთ მთავრობას არ გააკეთოს ინტერვენცია სავალუტო ბაზარზე და გაუშვას ლარი, რომელიც ამის შედეგად უფრო გამყარდება და ინვესტორებისათვის უინტერესო გახდება. ამიტომ მთავრობა ატარებს ყველაზე გონივრულ, კომბინირებულ პოლიტიკას, და ერთდროულად იყენებს რამდენიმე მექანიზმს: – თქვა მან.
1) საბიუჯეტო დეფიციტის შემცირება მთლიანი შიდა პროდუქტის 2.5%-მდე (იხ. გრაფიკი #6);
2) ეროვნული ბანკი მეტ სადეპოზიტო სერტიფიკატს გაყიდის;
3) ლარი ოდნავ გამყარდება;
ყოველივე ეს მთავრობას მისცემს საშუალებას მართვადი გახადოს მთლიანობაში ინფლაციური პროცესები და ქვეყანამ დიდი რაოდენობით პირდაპირი ინვესტიცია მიიღოს.
მეორე პრობლემატური საკითხი იყო უმუშევრობის ზრდა. გაგრძელდა წინა წლის ტენდენცია და შემცირდა სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა, რასაც ასევე მიემატა გარკვეულწილად კერძო სექტორიდან შემცირებული ხალხი და სეზონურად მომუშავენი.
თუმცა თუ განვიხილავთ ოფიციალურად რეგისტრირებულ უმუშევართა რაოდენობას, ის 2002 წლის 303 ათასი კაციდან 2004 წელს 46,9 ათასამდე შემცირდა, 2005 წელს – 29,8-მდე და 2006 წლის პროგნოზით – 21 ათასამდე. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, დასაქმებულთა რაოდენობა 2004 წელს მილიონ რვას ორმოცი ათასიდან 2005 წელს 1744000-მდე და 2006 წელს – 1.7 მილიონამდე შემცირდა (იხ. გრაფიკი #7).
კვლავ პრობლემად რჩება ექსპორტის დაბალი დონე და სავაჭრო ბალანსის დიდი დეფიციტი (იხ. გრაფიკი #8). 2006 წელს იმპორტის მოცულობამ 3681200.000 აშშ დოლარი, ხოლო ექსპორტის მოცულობამ 993 მილიონი დოლარი შეადგინა. დეფიციტმა შეადგინა 2.688 მილიარდი დოლარი, რაც 1 მლრდ დოლარით აღემატება წინა, 2005 წლის მაჩვენებელს, ხოლო იმპორტის ექსპორტით გადაფარვის კოეფიციენტმა – 27%-ს.
ექსპორტის სტრუქტურაში ისევ ლიდერობს შავი ლითონის ჯართი, ასევე ფერადი ლითონების ჯართი, თხილი, სასუქები, ალკოჰოლური სასმელები, მადანი და წიდა (იხ. სქემა #1-2).
ვფიქრობთ, რომ არის ჯართის და ექსპორტის ისეთი შეფარული სახეობა, რომელიც არ შეიძლება ჩვენს ექსპორტად ჩაითვალოს. მაგალითად, მარგალიტები, ოქროს მონეტები, ბიჟუტერია, ასევე მიწის ზედა ტრანსპორტი, გარდა რკინიგზის ან ტრამვაის მოძრავი შემადგენლობისა.
დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ უნდა მოხდეს არსებული მონაცემების კორექტირება 116 მილიონით და მივიღებთ რეალური ექსპორტის მოცულობას – 877 მილიონი დოლარის ოდენობით. სერიოზულად არც ბაზრის გეოგრაფია შეცვლილა (ის. გრაფიკი #11), ექსპორტის ძირითადი ნაწილი მოდის დსთ-ს და ევროკავშირის ქვეყნებზე – მხოლოდ 188 მილიონი, რაც 23 მილიონით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს.
დადებითი ტენდენციებიდან შეიძლება, უპირველეს ყოვლისა, აღინიშნოს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა და ასევე მოსახლეობის ერთ სულზე მშპ-ს ზრდა (იხ. გრაფიკი #9, ცხრილი #1). ჩვენ ამ მაჩვენებლებით უახლოვდებით საშუალო შემოსავლიან ქვეყნებს. ასევე მეტად მნიშვნელოვანია საბიუჯეტო შემოსავლების ზრდა (იხ. გრაფიკი #9), თუმცა შიდა ვალი თითქმის უცვლელად რჩება.
ასევე გაუმჯობესდა საგარეო ვალის მშპ-სთან შეფარდების კოეფიციენტი (იხ. ცხრილი #2).
ყველაზე მნიშვნელოვანია ინვესტიციების ზრდის მაჩვენებელი (იხ. ცხრილი #3, გრაფიკი #5). სწორედ ეს მაჩვენებელია ლარის სიმყარის გარანტი და გაცვლითი კურსის შენარჩუნების პირობა. 2007 წელს ეს მაჩვენებელი მხოლოდ 1.8 მილიარდი დოლარი იქნება და ლარის ამჟამინდელი კურსი შენარჩუნდება წლის ბოლომდე 5%-იანი ფარდობით.
მეტად მნიშვნელოვანია საბანკო-საფინანსო სექტორის და გადამამუშავებელი მრეწველობის ზრდა, ვაჭრობასთან ერთად და ასევე საბინაო მშენებლობის ზრდის ტემპი, რომელიც წინა წელთან შედარებით 14%-ზე მეტი იყო.
მნიშვნელოვნად გადიდდა ხარჯები ჯანდაცვასა და განათლებაზე და საჭიროა ამ სფეროებში დაფინანსების მომატება.
2007 წელს შენარჩუნდება ინფლაციის მაღალი ტემპი, რაც ძირითადად ისევ ენერგოსექტორის, ჯანდაცვის გაძვირებას და სამომხმარებლო საქონელზე ფასებისმატებასთანაა დაკავშირებული. სამაგიეროდ იზრდება დასაქმებულთა რაოდენობა, საინვესტიციო ბუმთან დაკავშირებით მოიმატებს საშუალო ხელფასის მაჩვენებელი 16%-ით.
ადგილობრივი პროგონოზით, ეკონომიკის ზრდის ტემპი შენარჩუნდება 8,5%-ის დონეზე, ხოლო მსოფლიო ბანკის მაჩვენებლების მიხედვით – 5.5%-ის დონეზე.
დადებითი ტენდენციებიდან მნიშვნელოვანია ის, რომ 2006 წელს მშპ-ის ზრდა ძირითადად მოდიოდა წარმოების და ვაჭრობის ზრდაზე. ამ ტენდენციის შენარჩუნების ხარჯზე საქართველო 2007 წელს შეძლებს 4-6 %-ით გაზარდოს სამუშაო ადგილები და შეინარჩუნოს ეკონომიკის ზრდის ტემპი სავალუტო გაცვლით კურსთან ერთად 5-6%-ის ცდომილებით
მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში 2006 წელს ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობამ უკვე წინასწარი გათვლებით 2 500 დოლარს მიაღწია, რაც 4-ჯერ მეტია, ვიდრე 2002 წელს.

5

4