რა უნდა იცოდეთ ქონების, ავტომანქანის გაყიდვის დროს
წარმოგიდგენთ არასამთავრობო ორგანიზაცია “თები”
მაისში საგადასახადო კოდექსში კიდევ რამდენიმე ცვლილება შევიდა I. 168 მუხლის პირველ ნაწილს, სადაც ლაპარაკია საშემოსავლო გადასახადიდან განთავისუფლების შესახებ, დაემატა – ფიზიკური პირის მიერ 6 თვეზე მეტი ვადით საკუთრებაში არსებული ავტროსატრანსპორტო საშუალება, ანუ – თუ თქვენ ყიდით ავტომანქანას, რომელიც გყავდათ 6 თვეზე მეტი ხნით, არც პატრულს და არც არავის არა აქვს უფლება მოგთხოვოთ საშემოსავლო გადასახადის გადახდის საბუთი.
მაგალითად, თედო ჯორჟოლიანმა გაყიდა კუთვნილი “მერსედესი 190ც, რომელიც 2006 წლის ოქტომბერში შეიძინა. მას ამ ქონების გადაფორმებისას არ სჭირდება არანაირი ცნობა საგადასახადოდან რასაც ადრე საპატრულო სამსახური ითხოვდა, რადგან ის არ იბეგრება საშემოსავლო გადასახადით;
II. მოქალაქე, რომელიც ყიდის ქონებას, რომელიც ექვემდებარება საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას (მანქანა 6 თვემდე სარგებლობაში და სახლი ან რამე უძრავი ქონება 2 წლამდე სარგებლობაში), თუ ადრე მათთვის რეგისტრაციის წინ გთხოვდნენ საგადასახდო დეკარაციას, ახლა რეგისტრატორმა, რომელიც არეგისტრირებს ქონებას, დაუყოვნებლივ უნდა მოგცეთ გასხვისების უფლება და გაგაფრთხილოთ, რომ 5 დღის განმავლობაში უნდა მოახდინოთ ამის დეკლარირება. მუხლი 217, მე-8 და მე-9 ნაწილები;
III. თუ თქვენი ოჯახის შემოსავალი აღემატება 40 000 ლარს და უნდა წარადგინოთ ქონებისა და საშემოსავლო გადასახადის დეკლარაცია, ამის გაკეთება შეეძლება ოჯახის ერთ-ერთ რომელიმე წევრს და მეორეს არ ჭირდება ცალკე დეკლარირება ან პირველის მიერ ჩაბარებულ დეკლარაციაზე ხელის მოწერა.
მაგალითად, ნინო და გია ცხოვრობენ დედასთან – ნარგიზთან და შემოსავალი გიას და ნარგიზს აქვთ. ოჯახის გადაწყვეტილებით დეკლარაციას აბარებს გია, უთითებს ნარგიზის შემოსავალს და აბარებს დეკლარაციას, ისე რომ, ახალი წესების თანახმად, ნარგიზს არ სჭირდება ხელმოწერა ამ დეკლარაციაზე. მაგრამ თუ ნარგიზი თავის რძალზე – ნინოზე გადააფორმებს ქონებას, საიდანაც ჰქონდა შემოსავალი და განაცხადებენ, რომ ნინოს არა აქვს გიასთან ხელმოწერილი საქორწინო მოწმობა და ჩვენი ოჯახის წევრი არ არისო, რადგან 40 000 ს ქვევით იქნება შემოსავალი, ცრუ მესაკუთრეობის გამო 91 მუხლის – ცრუმაგიერი მფლობელობის მიხედვით პასუხს აგებენ და მაინც მოუწევთ გადასახადის გადახდა არსებული წესით.
ცვლილება #4700 საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
1. 168-ე მუხლის პირველი ნაწილის ვ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
“ვ) ფიზიკური პირის მიერ 6 თვეზე მეტი ვადით საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალების ან/და 2 წელზე მეტი ვადით საკუღტებაში არსებული მატერიალური აქტივების რეალიზაციით მიღებული ნამეტი, გარდა მის მიერ სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში მატერიალური აქტივების რეალიზაციით მიღებული ნამეტისა. ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული 2-წლიანი ვადა უძრავი ქონების რეალიზაციის შემთხვევაში იანგარიშება საქართველოს საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნით წარმოდგენილი (წარსადგენი) საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის თარიღის მიხედვით, ხოლო “რეალიზაციით მიღებული ნამეტი იანგარიშება, როგორც სხვაობა ქონების რეალიზაციის ფასსა და მასზე საკუთრების უფლების უსასყიდლოდ (სახელმწიფო ქონების პრივატიზებისას, ქონების ჩუქებით ან მემკვიდრეობით მიღებისას ან სხვა შემთხვევებში) წარმოშობისას, როდესაც ნამეტი იანგარიშება ამ ქონების რეალიზაციის ფასსა და მიღების მომენტში უსასყიდლოდ მიღებული ქონების საბაზრო ფასს შორის
2. 217-ე მუხლის მე-8 და მე-9 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
“8. ფიზიკური პირის მიერ 6 თვემდე ვადით საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალების ან/და 2 წლამდე ვადით არსებული მატერიალური აქტივის რეალიზაციისას (გარდა სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში აქტივების ან/და ფასიანი ქაღალდების რეალიზაციისას), აგრეთვე საგადასახადო წლის განმავლობაში 1000 ლარის ან მეტი ღირებულების ქონების საჩუქრად მიღებისას (გარდა I და II რიგის მემკვიდრეების მიერ მათთვის ქონების ჩუქებისა და ამ მუხლის მე-10 ნაწილში აღნიშნული შემთხვევისა) საშემოსავლო გადასახადი გადასხას ექვებდებარება აქტივის გადაცემიდან (რეგისტრაციიდან) არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა, რის შესახებაც აღნიშნული ფიზიკური პირი იმავე ვადაში წარუდგენს დეკლარაციას საგადასახადო ორგანოს.
9. ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული მატერიალური აქტივის რეალიზაციისას (გარდა ფასიანი ქაღალდების, ფიზიკური პირის საკუთრებაში 6 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალების ან/და 2 წელზე მეტი ხნის განმავლობაში არსებული უძრავი ნივთის რეალიზაციისა), აგრეთვე ქონების (გარდა უძრავი ნივთისა) საჩუქრად მიღებისას (გარდა I და II რიგის მემკვიდრეების მიერ მათთვის ქონების ჩუქებისა და ამ მუხლის მე-11 ნაწილში აღნიშნული შემთხვევისა) მომავალი მესაკუთრის უფლების რეგისტრაციამდე მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებულია, მატერიალური აქტივის რეალიზატორ ფიზიკურ პირს ან ქონების საჩუქრად მიმღებ ფიზიკურ პირს აცნობოს წარმოშობილი საგადასახადო ანგარიშების და გადასახადის გადახდის ვალდებულების შესახებ, აგრეთვე მისი შეუსრულებლობის შემთხვევაში მოსალოდნელი პასუხისმგებლობის თაობაზე..
5. 275-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
“1. ამ კოდექსის 272-ე მუხლის მე-4 ნაწილის a, გ და დ ქვეპუნქტებითა და მე-6 ნაწილით განსაზღვრულ დაბეგვრის ობიექტებზე ქონების გადასახადის გადამხდელი ფიზიკური პირები ქონების გადასახადის დეკლარაციას საგადასახადი წლის 1 მაისამდე წარუდგენენ საგადასახადო ორგანოს საგადასახადო აღრიცხვის ადგილის მიხედვით, მისი არარსებობის შემთხვევაში – საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო ზემოაღნიშნულთა არსებობის შემთხვევაში – დასაბეგრი ქონების ადგილმდებარეობის მიხედვით. ამ კოდექსის 272-ე მუხლის მე-6 ნაწილით განსაზღვრულ დაბეგვრის ობიექტებზე ქონების გადასახადის გადამხდელები (გარდა ფიზიკური პირებისა) ქონების გადასახადის დეკლარაციას საგადასახადო წლის 1 აპრილამდე წარუდგენენ საგადასახადო ორგანოს საგადასახადო აღრიცხვის ადგილის მიხედვით.
2. თუ ოჯახის ორ ან ორზე მეტ წევრს აქვს ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული დაბეგვრის ობიექტი, ამ პირთაგან ნებისმიერ სრულწლოვან ფიზიკურ პირს აქვს უფლება, წარადგინოს ქონების გადასახადის ერთიანი (საოჯახო) წლიური დეკლარაცია, რომელშიც აისახება ამ პირის, ასევე ოჯახის სხვა წევრების დაბეგვრის ობიექტები. ამ შემთხვევაში დეკლარაციის წარმდგენ პირს ოჯახის სხვა წევრებთან მიმართებით ქონების გადასახადში საგადასახადო ვალდებულების შესრულების მიზნით ენიჭება გადასახადის გადამხდელის წარმომადგენლის უფლებამოსილება და მითითებულ საგადასახადო ვალდებულებებზე ეკისრება გადასახადის გადამხდელის ვალდებულებები.
3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში ითვლება, რომ ოჯახის სხვა წევრმაც (წევრებმაც) შეასრულა (შეასრულეს) ქონების გადასახადის მიხედვით საგადასახადო ანგარიშების ვალდებულება.