ვაჭრობა და სამართლიანობა

რედაქციისაგან
გთავაზობთ ჰარვარდ International Review-ში გამოქვეყნებულ სტატიას, რომელიც სამართლიანი ვაჭრობის პრინციპებსა და წესებს ეხება.
უკვე 50 წელზე მეტია ქვეყნები შიდა ომებისა და მეორე მსოფლიო ომის გამო მიყენებული ჭრილობების მოშუშებას ცდილობენ. ამის მრავალი მაგალითის მოყვანა შეგვიძლია: სავაჭრო და ტარიფების საერთო შეთანხმება (GATT), რომელმაც განვითარება დღევანდელ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში ჰპოვა, წარმოებულ საქონელზე, მომსახურებებზე და სოფლის მეურნეობის საქონელზე სატარიფო და არასატარიფო ბარიერების მოხსნისკენ ქვეყნები ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიან.
ამ ტიპის პროცესებთან ერთად, ორგანიზაციის პირველ წევრ ქვეყნებს შორის ადვილად იქნა მიღწეული კონსენსუსი, რომელიც ვაჭრობის გათავისუფლებას ეხებოდა. მაგრამ ახლა, ათწლეულების შემდეგ შეთანხმება მყარი აღარ არის. მსოფლიო ბანკის მთავარი ეკონომისტი ჟოზეფ სტიგლითსი თავისუფალი ვაჭრობის საკითხებს ძალიან კარგად იცნობს, მისთვის მსო-ის შიდა და გარე სამზარეულოც კარგად ნაცნობი სფეროა, მან ენდრიუ ჩარლტონთან ერთად მოაწყო წიგნის პრეზენტაცია ძლიერ საჭირბოროტო საკითხზე – სამართლიანი ვაჭრობა ყველასათვის: როგორ შეიძლება ვაჭრობა განვითარების სტიმულად იქცეს.
ისინი მუდმივად იმეორებენ, რომ მიმდინარე სავაჭრო წესები მსოფლიოს პატარა ქვეყნების საწინააღმდეგოდაა მიმართული და ბაზრის მიღწევა სიმეტრიულად არ ხდება. მაგალითად, ბანგლადეში თავისუფალია თვითმფრინავებისა და კიდევ მრავალი ისეთი საქონლის ექსპორტში, რომელსაც ქვეყანა არ აწარმოებს, მაგრამ თავისუფალი არ არის ტექსტილისა და ტანსაცმლის ექსპორტისას, რომელსაც ის სინამდვილეში აწარმოებს. ღია ვაჭრობა ყველა ქვეყანაზე ერთნაირ გავლენას არ ახდენს – ზოგიერთი ქვეყანა იმარჯვებს, ზოგიერთი კი მარცხდება.
სტრიგლითსი და ჩარლტონი ეკონომისტთა უმრავლესობას ეთანხმებიან და თვლიან, რომ საბოლოოდ, თავისუფალი ვაჭრობა პრივილიგირებული რეჟიმია”. მაგრამ ისინი ამავე დროს შიშობენ, რომ განვითარებადი ქვეყნების ბაზრები დაუსრულებელი, არასრულყოფილი და უსიცოცხლოა. მაგალითად, განვითარებულ ქვეყნებში სოფლის მეურნეობის სფეროში სუბსიდიების გაუქმება განვითარების სტიმულად იქცა.
უფრო მეტიც, საერთაშორისო ინსტიტუტების მიერ ღარიბ ქვეყნებში გადასახადების დაცვის პოლიტიკის გატარების შედეგად, ქვეყნებში ოფიციალური ბაზრის ხარჯზე მოხდა არაოფიციალური ეკონომიკის ზრდა და გაფართოება. კონკრეტულად კი, ავტორებმა ღარიბ ქვეყნებს მიუთითეს, რომ მათ შეუძლიათ უფრო მეტი მოგების მიღება, თუ ისინი ერთმანეთის მიმართ დაწესებულ ტარიფებსა და ბარიერებს გააუქმებდნენ. საბოლოო ჯამში, ისეთი ორმხრივი შეთანხმება, როგორიცაა NAFTA, სინამდვილეში თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება” არ არის, რადგან მან ვერ შეძლო სოფლის მეურნეობის სფეროში სუბსიდიების გაცემის გაუქმება, რაც ერთი ქვეყნის აგრობიზნესს ძირს უთხრის და ამავე დროს მეორე ქვეყნის ფერმერების წინააღმდეგაა მიმართული.
ავტორების მოსაზრებები ერთის მხრივ სტანდარტულია, მაგრამ განსხვავებული ნიშანი სათაურშივე ნათლად სჩანს. როგორ განმარტავდა მავანი სამართლიან” ვაჭრობას? რა არის ის ფაქტორი, რომელიც შეიძლება განვითარების გასაღებად გამოვიყენოთ? და რაც მთავარია, რატომ ვყოფთ ქვეყნებს განვითარებად” და განვითარებულებად”?
რამდენიმე წლის წინ აშშ-მ ფოლადის იმპორტზე ტარიფები დააწესა. მაშინ ბევრი კამათობდა თავისუფალი ვაჭრობის დადებით და უარყოფით მხარეებზე და იყენებდნენ ტერმინს – სამართლიანი ვაჭრობა”. საბოლოოდ ჩნდებოდა კითხვა ვისთვის იყო ის სამართლიანი? არის თუ არა ის სამართლიანი იმ ქვეყნებისთვის, რომლების მაღალ ფასს იხდიან? თუ იმ მწარმოებელთათვის, რომლებიც ფოლადს მრეწველობაში იყენებენ? თუ მათთვის, რომლებიც მსოფლიო ბაზარზე სულ უფრო და უფრო ნაკლებკონკურენტულნი ხდებიან? თუ იმ მეწარმეთათვის, რომლებიც იძულებულნი არიან მუშახელი შეამცირონ? თუ სამუშაოს გარეშე დარჩენილი მუშახელისთვის? მაგრამ ტერმინის ავტორი მხოლოდ და მხოლოდ მისი კავშირის წევრებზე ფიქრობს.
სტრიგლითსი და ჩარლტონი წიგნში განმარტავენ, რომ ამ ტიპის სამართლიანობა” მათი მოსაზრების ადექვატური არ არის. ისინიც აკრიტიკებენ ფოლადის ტარიფებს. სამართლიანობის” რომელ გაგებას აღიარებენ ავტორები?
ავტორები აღიარებენ ისეთ პრონციპებზე დაფუძვნებულ სამართლიანობას” შეთანხმებაში, რომელიც ეკონომიკურ ძალაუფლებას არ გულისხმობს. რა პრინციპებია ეს? არ შეიძლება ყველა ქვეყანამ ერთნაირი შეთანხმების მიხედვით იმოქმედოს. ქვეყნები ერთმანეთისგან განსხვავდებიან, ნებისმიერი შეთანხმება, რომელიც უფრო მეტად განვითარებად ქვეყნებს აზარალებს, ან განვითარებულ ქვეყნებს ახეირებს, არასამართლიანი შეთანხმების” იარლიყით სარგებლობს. მაგალითად, განვითარებადი ქვეყნების უმეტესობას განვითარებულ ქვეყნებზე მაღალი სატარიფო განაკვეთები აქვთ, სავაჭრო ბარიერების მოხსნით განვითარებად ქვეყნებში ფასები დაეცემა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ისინი ზარალდებიან და არასამართლიან პოზიციებზე იმყოფებიან. ამიტომ ამტკიცებენ ავტორები სამართლიანობის” ასიმეტრიულობას. სამართლიანობა მდიდრიდან ღარიბს უნდა გადაეცეს. მათი შემოთავაზება ასეთია: მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრმა ქვეყნებმა, რომელთაც მაღალი მშპ ან მაღალი მშპ აქვთ მოსახლეობის ერთ სულზე ყველა იმ განვითარებადი ქვეყნისთვის უნდა დაუშვან ბაზრის თავისუფალი მიღწევა ნებისმიერ საქონელზე, რომლებიც მასზე ღარიბნი ან მცირე არიან.”
Cato ინსტიტუტის ბოლო დროინდელ მოხსენებებში შესწავლილია აფრიკის მრავალი ქვეყანა. სტიგლითსისა და ჩარლტონის მიდგომა ნებას არ მისცემს განვითარებად ქვეყნებს მთლიანად ლიბერალიზებული საერთაშორისო ვაჭრობის გამო რეალური ეკონომიკური პოტენციალი განავითაროს.
მეორე შეცდომაა ქვეყნების განვითარებად” და განვითარებულად” დაყოფა, რადგან სინამდვილეში ყველა ქვეყანა განვითარებადია. აშშ-ის ეკონომიკა მუდმივად ვითარდება. ეკონომიკურად თავისუფალი ქვეყნები უფრო ადვილად რთავენ ნებას ადამიანებს თავისუფალი ვაჭრობის საშუალებით საკუთარი ნიჭი ამა თუ იმ ბაზარზე გამოამჟღავნონ, მაშინ როდესაც განვითარებადი ქვეყნების ბაზრებზე მრავალი ბარიერი არსებობს – კორუფცია, ბიუროკრატია, რეგულაციები ან მაღალი სავაჭრო ბარიერები, რომლებიც ადამიანებს საკუთარი თავის გამოვლინების საშუალებას არ აძლევენ – ასე მიიჩნევს ეკონომისტთა უმრავლესობა.