დიდი ოცეულის სამიტს რჩევას რუსეთი აძლევს

რედაქციისაგან

რუსეთის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, ლონდონში აპრილისთვის დაგეგმილ “ოცეულის ქვეყნების”, სამიტთან დაკავშირებით, რუსეთის ფედერაციის აღნიშნული ქვეყნისადმი რჩევა გამოქვეყნდა. ფედერაცია ამ ქვეყნებს საერთაშორისო სავალუტო-საფინანსო სისტემის რეფორმისაკენ მოუწოდებს, რომელიც მის სტაბილურობას მოიტანს და ეკონომიკაში გლობალურ დისბალანსს დაარეგულირებს. რუსეთის ფედერაცია “არანაციონალური სარეზერვო ვალუტის შექმნას ერთ-ერთ გზად მიიჩნევს, რომლის ემიტენტებიც საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები იქნებიან”.

“მიმდინარე გლობალურმა ეკონომიკურმა კრიზისმა დაბალხარისხიანი რეგულირების გამო არსებული ფინანსური სისტემა დაამარცხა” – აღნიშნულია დოკუმენტში.

მსოფლიოს ახალი ფინანსური არქიტექტურის აშენება რუსეთის ფედერაციას შემდეგნაირად ესახება:
1. ძლიერი კონტროლითა და ნაკლები სპეკულაციებით;
2. საერთაშორისო სავალუტო-საფინანსო სისტემის რეფორმით;
3. საერთაშორისო სავალუტო ფონდის რესურსების არსებითი ზრდით.
დოკუმენტის ავტორები თვლიან, რომ მსოფლიო საფინანსო ინსტიტუტის რეგულაცია ბოლო წლებში განვითარებული მოვლენების ადეკვატური არ გახლდათ, რამაც თანამედროვე მრავალპოლარული მსოფლიოს მოთხოვნებისადმი მათი მოქმედების შეუსაბამობა დაადასტურა. კრიზისის შედეგების თავიდან აცილებისა და მისი მინიმალურ დომენდე დაყვანისათვის აუცილებელი ინსტრუმენტების უქონლობის გამო, არ არსებობდა ბაზრის მთავარი მოთამააშეების სტრატეგიებზე გავლენის მოხდენის ბერკეტი, ამიტომ მსოფლიო სერიოზულ ეკონომიკურ კრიზისს შეეჯახა, რამაც შედეგად გლობალური სოციალური არასტაბილურობის ზრდა გამოიწვია. იქვე აღნიშნავენ, რომ მსოფლიო მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილისათვის კომფორტული საცხოვრებელი ადგილის, განათლების, ხარისხიანი სამედიცინო მომსახურებისა და ფართო მოხმარების საგნებით უზრუნველყოფა უფრო და უფრო რთული ხდება. კრიზისის გამო მსოფლიო ეკონომიკური აღმავლობა ბოლო წლებში გარკვეული ფენის მოსახლეობაზე პრაკტიკულად არ მოქმედებდა.
რუსეთი, თავის შეთავაზებაში ამოსავალ წერტილად, გლობალიზაციის პირობებში, მსოფლიო ეკონომიკის ფუნქციონირებისათვის სტაბილურ, პროგნოზირებად და უნარიან საერთაშორისო სავალუტო-საფინანსო სისტემას ასახელებს, რომლის საფუძველი წამყვანი მსოფლიო ეკონომიკების მიერ დამყარებული მაკროეკონომიკური და ფინანსური დისციპლინა იქნება. დოკუმენტის მიხედვით, მიმდინარე კრიზისმა აჩვენა, რომ მსგავსი დისციპლინა ჯერ-ჯერობით გადაუჭრელი პრობლემაა, როგორც სუვერენული მთავრობების, ისევე იმ წამყვანი კომპანიების მხრიდან, რომლებიც გლობალურ ბაზრებზე მოქმედებენ.
მიმდინარე კრიზისი სტანდარტული მიდგომების უგულებელყოფის აუცილებლობას გვარწმუნებს და გლობალურ პროცესებში კოლექტიურ, საერთაშორისო დონეზე შეთანხმებული მიმართულების მართვის სისტემის შემოღების საჭიროებისკენ მიგვითითებს. “ჩვენ უნდა გადავდგათ მაქსიმალურად გადამწყვეტი ნაბიჯები, რათა ეკონომიკური განვითარების სიმყარე აღვადგინოთ, ისევე როგორც ნდობა და სტაბილურობა ფინანსურ ბაზრებზე.”
ლონდონის მომავალ სამიტზე აუცილებელია ახალი მსოფლიო სისტემების მთავარ პარამეტრებზე შეთანხმების მიღწევა – ნათქვამია განცხადებაში.
ახალი ფინანსური
არქიტექტურის პრინციპები
დოკუმენტის ავტორების აზრით, ფინანსური ურთიერთობების ახალი საერთაშრისო არქიტექტურა შემდეგ პრინციპებს უნდა ეყრდნობოდეს:
1. მოქმედებების შესაბამისობასა და ნაციონალური და საერთაშორისო რეგულაციების სტანდარტების ჰარმონიულობას;
2. მიღებულ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობის დემოკრატიულ, თანაბარ გადანაწილებას;
3. ყველა მონაწილის მოქმედების გამჭვირვალობას;
4. რისკების სამართლიან განაწილებას.
შემდეგ საუბარია მსოფლიო საფინანსო სისტემის რეგულაციის რეფორმის ძირითადი მიმართულებების შესახებ. დოკუმენტის ავტორების აზრით, უპირველესად უნდა შეიქმნას რეგულირების საერთაშორისო ინსტიტუტების ლეგიტიმურობა და ნაყოფიერება ახალ კონვენციურ ბაზაზე, რათა ცალკეული მთავრობების ეკონომიკური სტრატეგიების ერთობლიობა და თანხმობა უზრუნველყონ. მსოფლიო საფინანსო სისტემის გამყარების გზით ფინანსური ცენტრები და ვალუტის დარეზერვების სისტემები უნდა განვითარდეს – მოხდეს მათი დივერსიფიკაცია.
განცხადებაში ნათქვამია, რომ მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობა საერთაშორისო რეზერვებს უცხოური ვალუტით ქმნის და თავს მათ საიმედოობაში ირწმუნებს.
მსოფლიო ფინანსური არქიტექტურის კიდევ ერთი მიმართულება არის რისკების მართვის თანამედროვე სისტემის შექმნა, საფინანსო ტექნოლოგიების ადეკვატური დონის განვითარება, რითაც ბაზრის მოთამაშეებს საკუთარი კონტრაგენტების, ახალი რეგულირებადი ბაზრებისა და ფინანსური ინსტრუმენტების შესაბამისად შეაფასება შეეძლებათ.
დიდი კონტროლი – ნაკლები სპეკულაციები
რუსეთი უშულოდ მიმართავს ლონდონის სამიტში მონაწილე ოცეულის ქვეყნებს: ეხებიან რა მაკროეკონომიკურ რეგულირებას და საბიუჯეტო პოლიტიკას, დოკუმენტის ავტორები წერენ, რომ ოცეულის ჯგუფის სამიტის მონაწილეებმა მაკროეკონომიკისა და საბიუჯეტო პოლიტიკის სფეროებში, საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტები უნდა შეიმუშაონ და მიიღონ, რომელთა შესრულებაც მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკებისათვის, მათ შორის, სარეზერვო ვალუტის ემიტენტი ქვეყნებისათვის იქნება აუცილებელი.
რაც შეეხება კრიზისის პერიოდში შიდა მოთხოვნის ზრდის ხელშეწყობას, ნათქვამია, რომ რუსეთი ფულად-საკრედიტო პოლიტიკის შემცირების გადაწყვეტილებას ცალსახად უჭერს მხარს.
რუსეთის ფედერაცია არანაციონალური ხასიათის ინსტრუმენტების, საფინანსო ბაზრების ინსტიტუტებისა და მარეგულირებლების ნაციონალური ხასიათის შეთავსებას მთავარ ამოცანად სახავს. იგი დოკუმენტით სთავაზობს საერთაშორისო შეთანხმებას, რომელიც რეგულირების გლობალურ სტანდარტებს განსაზღვრავს და ფინანსური სექტორის ზედამხედველი იქნება – Standard Universal Regulatory Framework (SURF). მასში ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის სტანდარტები, ასევე ფინანსური ანგარიშგების ერთიანი კრიტერიუმები, “არალოიალური” იურისდიქციის განსაზღვრისა და მათი საწინააღმდეგო ზომები უნდა შედიოდეს.
მათი აზრით, SURF-ი საფინანსო ინსტიტუტებისა და გარიგებაზე მაქსიმალური ინფორმაციის მიწოდებას, კრიზისის პირობებში ზედამხედველობითი ორგანოს მოქმედებას, ასევე ეროვნული მოთხოვნების დაკმაყოფილებას, უცხოური ბაზრების მიმართ ინსტრუმენტების შემოღებასა და სარეიტინგო სააგენტოების მოქმედებების სტანდარტებს უნდა ისახავდეს მიზნად. რუსეთი მხარს უჭერს ჰეჯ-ფონდების ზედამხედველობის გაძლიერებას, რომელშიც ბანკებთან მიმართებაში, ტრანსაქციების შესახებ, ინფორმაციის ხელმისაწვდომობა არის გათვალისწინებული.

საერთაშორისო სავალუტო-საფინანსო სისტემების რეფორმა

დოკუმენტში ნათქვამია, რომ ახლა “ყველაზე მნიშვნელოვანი ანგარიშსწორების წარმოების სტიმულირება და რამდენიმე ვალუტაში ფასების ჩამოყალიბებაა, რომელთა ემიტენტებიც საერთაშორისო დონის მოთხოვნებს პასუხობენ.” რუსეთის შემოთავაზების მიხედვით, საერთაშორისო სავალუტო-საფინანსო სისტემის რეფორმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ბრძანებით უნდა დაიწყოს და რამდენიმე სცენარის მიხედვით ჩატარდეს გამოკვლევა:
– მსხვილი რეგიონალური საფინანსო ცენტრების განვითარების საფუძველზე მოხდეს იმ ვალუტების გაფართოება (დივერსიფიკაცია), რომლებიც რეზერვდებიან;
– არაეროვნული ვალუტის შექმნა, ემისია რომელსაც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები განახორციელებენ. ამ პროცესში საერთაშორისო სავალუტო ფონდის როლი უნდა გადამოწმდეს, ასევე როგორც “სუპერ-სარეზერვო ვალუტა” უნდა ჩამოყალიბდეს შესაძლებლობა და აუცილებლობა იმ ზომების მიღებისა, რომლებიც საერთაშორისო ვალუტის ემიტენტ ფონდებს მსოფლიო საზოგადოების მიერ აღიარების ნებას მისცემენ.
რაც შეეხება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების რეფორმას, დოკუმენტში ნათქვამია, რომ რუსეთი შესაბამისად მიიჩნევს საერთაშორისო სავალუტო ფონდის როლისა და მანდატის გადახედვას, რომელიც მსოფლიო სავალუტო-საფინანსო ახალი სისტემის სტრუქტურას შეუთანხმდება, რომლის მოდიფიცირებაც მიმდინარე კრიზისის დროს დასრულდება.
– არსებითად უნდა გაიზარდოს საერთაშორისო სავალუტო ფონდის რესურსები
როგორც დოკუმენტის ავტორები მიიჩნევენ, მიმდინარე კრიზისის დასაძლევად აუცილებელია საერთაშორისო სავალუტო ფონდის რესურსების არსებითი ზრდა: ფონდის მიერ ხელმისაწვდომმა თანხამ კრედიტორის ფუნქცია უნდა იკისროს. ასევე, აუცილებელია ახალი საკრედიტო მექანიზმების შემუშავება, რომელთა გამოყენება ქვეყნებს ფინანსური პრობლემებისაგან ხსნის საშუალებას მისცემს.
მოკლევადიან პერსპექტივაში საერთაშორისო სავალუტო ფონდმა კვოტებისა და ხმების გადანაწილების მიმდინარე რეფორმა უნდა დაასრულოს, რომელიც განვითარებადი სახელმწიფოებისა და ახალი ბაზრებისათვის ხმების გადანაწილებას გულისხმობს. რეფორმის პირველი ეტაპიდან გამომდინარე, რომელიც 2008 წლის აპრილში დასრულდა, დასახული მიზნები ჯერ კიდევ მიუწვდომელია – წერია დოკუმენტში.
მოსახლეობის გრძელვადიანსა და მოკლევადიან პერსპექტივაში, ფინანსური კეთილდღეობის სიმყარის უზრუნველყოფისათვის არსებულ ზომებთან ერთად, მომხმარებელთა უფლებების დაცვის გასაუმჯობესებლად რუსეთი დიდ ოცეულს სთავაზობს შეიმუშოს, არა მარტო ეროვნული, არამედ საერთაშორისო დონის სპეციალური პროგრამები მოსახლეობის ფინანსური ცნობიერების ასამაღლებლად. დოკუმენტში მითითებულია, რომ ოცეულის ჯგუფმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს, როგორც ენერგოუსაფრთხოებისა და ატომური ენერგიის როლის ზრდას, ისევე ახალი ენერგეტიკული ტექნოლოგიების შემუშავების ტენდენციას.