ქვეყნების რეიტინგი გადასახადების დონის მიხედვით

რედაქციისაგან
კონსალტინგური კომპანია “KPMG”-ის მონაცემებით, ორგანიზაციის მოგების საშუალო კორპორატიულმა გადასახადმა 2007 წლის 1 იანვრისთვის 26,85% შეადგინა, ხოლო დამატებითი ღირებულების გადასახადმა – 15.63%. ამასთან მსოფლიოში შეიმჩნევა მოგების გადასახადის შემცირებისა და დღგ-ს გადასახადების ზრდის ტენდენცია.
2007 წლის დასაწყისში მოგების ყველაზე დიდი გადასახადი კუვეიტსა და არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში იყო, კერძოდ, 55%-ს შეადგენდა. ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებს შორის ყველაზე დიდი გადასახადია დაფიქსირდა – 38,36%. აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნებში ყველაზე დიდი გადასახადი იაპონიაშია – 40,69%, ლათინურ ამერიკაში კი ამ მაჩვენებლის მიხედვით არგენტინა ლიდერობს – 35%.
ქვეყნების უმეტესობაში მოგების გადასახადი ბოლო 5 წლის მანძილზე 3,9%-ით შემცირდა და 26,80% შეადგინა, რაც მსოფლიო ტენდენციაზე მეტყველებს. კორპორატიული გადასახადის შემცირება ქვეყანას ინვესტიციების სფეროში მიმზიდველობას მატებს, ხოლო ინვესტიციების ნაკადი სამუშაო ადგილების ზრდის და ინფრასტრუქტურის განვითარების წყაროა. ამავე დროს საჭირო ხდება მოგების გადასახადების შემცირების კომპენსირება სხვა სახის გადასახადის გაზრდით, ამისთვის ხელისუფლება ხშირად მიმართავს ისეთ მეთოდებს, როგორიცაა დამატებითი ღირებულების გადასახადის გაზრდა.
მსოფლიოში ყველაზე მაღალი დღგ-ს გადასახადი, 2007 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, ევროსაბჭოს ქვეყნებში – დანიაში, შვეციასა და ნორვეგიაშია და მან 25% შეადგინა. აზიასა და წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნებში მაქსიმალური დღგ-ს გადასახადი ჩინეთში იყო, ის 17%-ს შეადგენდა, ხოლო ლათინური ამერიკის ქვეყნებიდან ის ურუგვაიში დაფიქსირდა და 23% იყო.
ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებს შორის ბოლო 5 წლის განმავლობაში მოგების გადასახადი პრაქტიკულად ყველგან შემცირდა. ეს შეიძლება აიხსნას იმით, რომ ევროსაბჭოს ქვეყნები მიისწრაფვიან გაზარდონ თავისი საინვესტიციო მიმზიდველობა, ასევე მთელ თავის ტერიტორიაზე ერთიანი საგადასახადო პოლიტიკა შექმნან. ევროსაბჭოში აღმოსავლეთ ევროპის ისეთი ქვეყნების გაერთიანება, როგორიცაა პოლონეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი, სადაც მოგების გადასახადი მათი ევროსაბჭოში მიღებამდე მნიშვნელოვნად შემცირდა, დანარჩენ ქვეყნებს იგივე ქმედებებისკენ უბიძგებს. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ფონზე, სადაც კორპორაციებისთვის გადასახადები შედარებით დაბალია, მუშა ხელის ფასი არც ისე დიდია, ხოლო ქვეყნებში არსებული ვითარება არ აშინებს ინვესტორებს, დასავლეთ ევროპის ქვეყნები შედარებით არამიმზიდველები არიან. ევროსაბჭოს ქვეყნებში არსებული დღგ-ს მაღალი საგადასახადო განაკვეთები საგადასახადო შემოსულობების აუცილებელ დონეს უნარჩუნებს. ეკონომიკური თვალსაზრისით, მოგების გადასახადის შემცირებისათვის ეხლა შესაბამისი დროა.
რუსეთში მოგების გადასახადი ბოლო ხუთი წლის განმავლობაში არ შეცვლილა და ის 24%-ს შეადგენს, ხოლო დღგ-ს გადასახადი – 18%-ს, ის 2004 წელს 2%-ით შემცირდა. ფინანსთა სამინისტრო მზადაა მოგების გადასახადი 20%-მდე შეამციროს, მსხვილი ბიზნესი კი დაჟინებით მოითხოვს დღგ-ს გადასახადის შემცირებას. საქმე ისაა, რომ მოგების გადასახადი ბიზნესისთვის ყველაზე პრობლემურია, რამდენადაც მისი გადახდა კანონით განსაზღვრულ დროში პრაქტიკულად არ ხდება და ხშირად მას სასამართლო გზით ახდევინებენ.
ფინანსთა სამინისტროში დარწმუნებულები არიან, რომ დღგ-ს შემცირება ვითარებას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს. დღგ-ს გადასახადი სხვა გადასახადებს შორის ერთ-ერთი ლიდერია, 2006 წელს ამ გადასახადზე მთელი გადასახადების 30,8% მოდიოდა, ხოლო მოგების გადასახადებზე – მხოლოდ 17%. მოგების გადასახადის შემცირება ლოგიკურია, რადგან ამ დროს ბიუჯეტში შემოსული თანხა ნაკლებად მცირდება, ვიდრე დღგ-ს გადასახადის შემცირებისას, ხოლო ეკონომიკური ეფექტი მეტი იქნება. თუ საწარმოები 20%-იან მოგების გადასახადს გადაიხდიან, შეიძლება ის საინვესტიციო კომპანიები, რომლების 24%-იანი გადასახადის დროს არარენტაბელურნი იყვნენ, რენტაბელურები გახდნენ.

1