საქართველო ციფრებში
რედაქციისაგან
წინასწარი შეფასებებით, საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი 2004 წელს, წინა წელთან შედარებით, რეალური სიდიდით 8,4 პროცენტით გაიზარდა, მისი მოცულობა კი 9969,8 მილიონი ლარის ტოლი იყო. 2004 წელს მატება უმეტესად საერთო ეკონომიკური გამოცოცხლების შედეგად იქნა მიღწეული.
ეკონომიკური საქმიანობის ძირითადი სახეობების მიხედვით მშპ-ის მოცულობის, რეალური ზრდისა და სტრუქტურის მაჩვენებლები 2003 წლის დაზუსტებული და 2004 წლის წინასწარი შეფასებებით შემდეგნაირად გამოიყურება (იხ. ცხრილი):
აღსანიშნავია 2004 წელს პროდუქციაზე გადასახადების მკვეთრი ზრდა წინა წელთან შედარებით. ეს მაჩვენებელი ახასიათებს 2004 წელს სამეწარმეო სექტორის საქმიანობისა და იმპორტის ლეგალიზაციასა და საგადასახადო ადმინისტრირების თვისებრივ გაუმჯობესებას. ამ ცვლილების შედეგად საბაზრო ფასებში მშპ-ის საერთო ეკონომიკური ზრდის თითქმის ნახევარი პროდუქციაზე დარიცხული გადასახადების ამოღებასა და საბიუჯეტო სექტორის შემოსავლების მატებაში აისახა.
ქვეყნის მსხვილი, საშუალო და მცირე საწარმოების მიერ დეკლარირებული ოპერატიული მონაცემებით, 2005 წლის იანვარ-აგვისტოში სამრეწველო პროდუქციის (საქონლისა და მომსახურების) წარმოების მოცულობამ ძირითადი საქმიანობის მიხედვით მოქმედ ფასებში 1263,9 მლნ. ლარი შეადგინა, რაც 16,3 პროცენტით მეტია, ვიდრე 2004 წლის იანვარ-აგვისტოში.
პირდაპირი ინვესტიციების მოცულობა საქართველოში 2004 წელს ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენისა და შაჰდენიზის გაზსადენის მსენებლობასთან დაკავშირებით მკვეტღად გაიზარდა და თითქმის 500 მლნ. აშშ დოლლარს მიაღწია. 2005 წელს საქართველოს ტერიტორიაზე დასრულდა ნავთობსადენის მშენებლობა. ამან ნაწილობრივ გამოიწვია პირდაპირი ინვესტიციების მოცულობის შემცირება. პორტფელის ინვესტიციები და ფინანსური წარმოებულები უმნიშვნელოა, ჯერ ვერ მოხერხდა ფინანსური ბაზრის ჩამოყალიბება სრულყოფილი სახით სხვა ინვესტიციების ბალანსი შემდეგნაირად გამოიყუება: 2004წელი – 8.3 მლნ აშშ დოლარი; 2005 წლის პირველი ნახევარი – 15.5 მლნ აშშ დოლარი. საცალო ვაჭრობის საწარმოების მიერ 2005 წლის იანვარ-აგვისტოში რეალიზებული იქნა 2,6 მილიარდი ლარის სამომხმარებლო საქონელი, რაც მუდმივ ფასებში 4,6 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.
საცალო ვაჭრობის საწარმოების მიერ 2005 წლის იანვარ-აგვისტოში რეალიზებული იქნა 2,6 მილიარდი ლარის სამომხმარებლო საქონელი, რაც მუდმივ ფასებში 4,6 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.
2005 წლის 9 თვის მონაცემებით გადამამუშავებელ მრეწველობაში შექმნილი დამატებული ღირებულება 12,7 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირისა და წყლის წარმოების მიწოდების სფეროში – 7,9 პროცენტით.
ზრდის ტემპებით ხასიათდება ვაჭრობაც ამავე პერიოდში. სტატისტიკური მონაცემებით, 2005 წლის 9 თვეში ვაჭრობა 8,3 პროცენტით გაიზარდა.
სტაბილურად ვითარდება მშენებლობის სექტორი. 2005 წლის 9 თვის განმავლობაში, 2004 წელთან შედარებით, საბანკო სექტორიდან მშენებლობებისათვის გაიცა 27.0 პროცენტით მეტი კრედიტი.
საქართველოს ეკონომიკაში ყველაზე დიდი ხვედრითი წონა სოფლის მეურნეობას უკავია. 9 თვეში იგი 5.2 პროცენტით გაიზარდა, საწინააღმდეგოდ 6.1 – პროცენტიანი კლებისა 2004 წლის 9 თვეში.
სახელმწიფო სტატისტიკის დეპარტამენტის წინასწარი შეფასებით, 2004 წელს მიმდინარე ანგარიშთა დეფიციტმა შეადგინა მშპ-თან მიმართებაში 6,7 პროცენტი, რაც ნაკლებია, ვიდრე 2003 წელს (9,8 პროცენტი).
საქართველო არის იმ 17 ქვეყნის შორის, რომლებიც დაასახელა აშშ-ის მთავრობამ ”ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის” ფარგლებში დახმარების მიმღებად. ქართული მხარის წინადადების ფინანსური დახმარება (200 მილიონ აშშ დოლარზე მეტი) გამოყენებული იქნება რეგიონული ინფრასტრუქტურის (გზები და ენერგოსექტორი) და სტრატეგიული სექტორების: სოფლის მეურნეობის და ტურიზმის რეაბილიტაციისათვის. 2004 წელს პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა შეადგინა 499,1 მილიონი აშშ დოლარი. რაც შეეხება სარეზერვო აქტივებს, 2004 წლის განმავლობაში მათი მოცულობა გაიზარდა 192 მილიონი აშშ დოლარით.
2005 წლის პირველ კვარტალში გადაზიდული ტვირთის მოცულობა გაიზარდა 2,7 პროცენტით. საჰაერო ტრანსპორტით გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობა გასულ წელთან შედარებით, გაიზარდა 14,4 პროცენტით.
ტელეკომუნიკაციების სექტორში 2005 წ I-II კვარტალში გამოშვებამ შეადგინა 144,2 მილიონი ლარი, რაც 21,3 პროცენტით მეტია წინა წელს შესაბამის პერიოდთან შედარებით.
2005 წლის პირველ ნახევარში კომერციული ბანკების მხრიდან უცხო ვალუტაზე მდგრადი მოთხოვნა არსებობდა. ლარის კურსის მკვეთრი რყევის თავიდან ასაცილებლად სებ-ი ფართოდ იყენებდა საკრედიტო აუქციონებს, რომელთა მთლიანმა ბრუნვამ ამავე პერიოდში 83,3 მილიონი ლარი შეადგინა, საიდანაც 79,3 მილიონი სებ-მა იყიდა.
სარეზერვო აქტივების მოცულობა 2004 წელს გაიზარდა 178.5 მლნ აშშ დოლარით, ხოლო 2005 წლის პირველ ნახევარში – 71.0 მლნ აშშ დოლარით.
2005 წელს მიმდინარე პერიოდში ფასების დონეზე სეზონურმა ფაქტორმა და ახალი საგადასახადო კოდექსის შესაბამისად ნავთობპროდუქტებზე და თამბაქოზე აქციზის განაკვეთის გაზრდამ იმოქმედა. 2005 წლის პირველ ნახევარში წლიურმა ინფლაციამ 9,7 პროცენტი შეადგინა.