საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით დანია ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს
რედაქციისაგან
ციების მოცულობა იანვარ-ივნისში 656,788 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. შარშან ეს მაჩვენებელი 452,919 მლნ აშშ დოლარს უდრიდა. სტატისტიკის დეპარტამენტიდან განაცხადეს, რომ პირველ ადგილზე საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების მიხედვით დანიაა, საიდანაც საქართველოს ეკონომიკაში 87,797 მლნ აშშ დოლარი იქნა ჩადებული. აღნიშნული თანხის უმეტესი წილი პირველ კვარტალზე მოდის – 82,3 მლნ აშშ დოლარი, ხოლო მეორე კვარტალში ინვესტიციებმა 5,47 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
მეორე ადგილზე ინვესტიციების მიხედვით ნიდერლანდებია. ამ ქვეყნიდან იანვარ-ივნისში განხორციელებულმა პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 74,757 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. პირველ კვარტალზე ამ თანხიდან 32,756 მლნ დოლარი მოდის, მეორეზე კი – 42,001 მლნ დოლარი.
72,554 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია წელს ჩეხეთიდან განხორციელდა. ეს მაჩვენებელი საქართველოში კომპანია “ენერგო-პრო”-ს მოღვაწეობას უკავშირდება. ყაზახეთი საქართველოს ინვესტორებს შორის მეოთხე ადგილზეა (69,4 მლნ აშშ დოლარი), თურქეთი – მეხუთეზე (66,209 მლნ აშშ დოლარი).
სტატისტიკის დეპარტამენტის ცნობით, ვირჯინიის კუნძულებიდან ქვეყანაში 56,826 მლნ აშშ დოლარი იქნა დაბანდებული; 53,259 მლნ დოლარი – აშშ-დან; 34,556 მლნ დოლარი – რუსეთიდან.