საარჩევნო კიკოები პოლონეთში

რედაქციისაგან

გთავაზობთ ჟურნალ “ვარშავის ხმაში” დაბეჭდილ სტატიას, რომელიც პოლონეთში მოახლოებულ 21 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს ეხება: ძმები კაჩინსკები, რომლებიც სამართლისა და სამართლიანობის პარტიას (PiS) ხელმძღვანელობენ, 21 ოქტომბრის არჩევნებში გასამარჯვებლად ძალებს არ იშურებენ. მაგრამ მათი პარტიის მთავარმა მეტოქემ, ოპოზიციურმა “სამოქალაქო პლატფორმამ” (PO) წინასაარჩევნო სენსაციას გვერდი ვერ აუარა – პარტიის ერთ-ერთი წამყვანი პოლიტიკოსის ცოლი პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის მრჩევლად დაინიშნა.

რამდენიმე პოლიტიკოსი, რომელთაც სამართლისა და სამართლიანობის პარტიის შტაბი განზრახ დატოვეს, 15 სექტემბერს პოლონეთის ცენტრალურ-დასავლეთში, გნიზნოში, წინასაარჩევნოდ გამართულ შეხვედრაზე “სამოქალაქო პლატფორმის” მოწინავე რიგებში გამოჩნდნენ. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა სენატის სპიკერი, “სოლიდურობის” ლეგენდარული ლიდერი ბოგდან ბორუსევიჩია. მიუხედავად იმისა, რომ ის სამართლისა და სამართლიანობის პარტიის ოფიციალური წევრი არ იყო 2005 წელს პარლამენტს აღნიშნული პარტიის ნებით უძღვებოდა.
გნიზნოს შეხვედრამდე “სამოქალაქო პლატფორმის” ლიდერმა დონალდ ტასკმა ბორუსევიჩს მისი პარტიის სიით პარლამენტში კენჭისყრა შესთავაზა – ამ პარტიას მისი წინაასაარჩევნო კამპანიაში “ბომბდამშენად” გამოყენება სურს.
ძმებმა კაჩინსკებმა ბოგდან ბორუსევიჩის არჩევანზე კომენტარის გაკეთების დროს განაცხადეს, რომ იგი პოლიტიკურად გზააბნეული პიროვნებაა. ბორუსევიჩმა კი გნიზნოდან უპასუხა: “ნურავინ იტყვის, რომ მე გზა ამებნა, რადგან მშვენივრად მქონდა გაცნობიერებული 1980 წელს გნდანსკის შიფიარდში გაფიცვის მოწყობა, მშვენივრად ვიცოდი რას ვაკეთებდი, როდესაც ოთხი წლის განმავლობაში მიწისქვეშა “სოლიდარობის” მოძრაობას ვხელმძღვანელობდი და დემოკრატიის, დამოუკიდებლობისა და იმ უფლების მოპოვებისათვის ვიბრძოდი, რასაც თავისუფალ ქვეყანაში ცხოვრება ჰქვია. მე ახლაც კარგად ვიცი რას ვაკეთებ.”
“სამოქალაქო პლატფორმის” რიგებში გამოჩნდნენ ის პოლიტიკოსებიც, რომლებიც მთავრობის მომხრეებად მოიაზრებიდნენ. ამჟამინდელ მთავრობას აკრიტიკებენ – 2005 წელს სამართლისა და სამართლიანობის პარტიის სიით გასული სენატორი რადოსლავ სიკორსკი და კაჩინსკის მთავრობის თავდაცვის ყოფილი მინისტრი. რამდენიმე დღით ადრე სიკორსკიმ მოულოდნელად განაცხადა, რომ ის პარლამენტში კენჭს “სამოქალაქო პლატფორმის” სიით ბიდფოსში პირველ კანდიდატად იყრის.
მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ იაროსლავ კაჩინსკიმ მას იმედები გაუცრუა და მას მიმართა: “პრემიერ-მინისტრო, პოლონეთის აშენება ტყუილსა და შერყეულ რწმენაზე შეუძლებელია!”
მესამე მნიშვნელოვანი პოლიტიკოსი, რომელმაც კაჩინსკების მართულ პარტიას “სამოქალაქო პლატფორმის” მოწინავე კანდიდატობა არჩია ანტონი მეზიდლოა, ის ტურინის რეგიონში მოღვაწეობდა. ანტონი მეზიდლოამ საკუთარი გადაწყვეტილება მაშინ გაახმაურა, როდესაც სამართლისა და სამართლიანობის პარტიამ “მამა თადეუს რიდზიკის” ულტრა-კათოლიკური რადიოსადგურის დირექტორთან კავშირები გაამყარა. ანტონი მეზიდლოამ განაცხადა, რომ მას “მამა თადეუს რიდზიკის” პარტიაში ყოფნა არ სურს.
პარალელურად, მედიის საშუალებით ვრცელდება ინფორმაცია, რომ ნაციონალისტური ხედვით ცნობილი “რადიო მარიას” წარმომადგენელი ანნა სობეცკა ტურინში კენჭს სამართლისა და სამართლიანობის პარტიის ნომერ პირველ კანდიდატად იყრის.
საარჩევნო კამპანია მოულოდნელობების ნაკლებობას ნამდვილად არ უჩივის. “სამოქალაქო პლატფორმის” ლიდერი პოლიტიკოსის მეუღლე ნელი როტიკა პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის მრჩევლის თანამდებობაზე დაინიშნა, მოგვიანებით მისმა ქმარმა განაცხადა, რომ ის არჩევნებში კენჭს არ იყრის, მაგრამ ხმას “სამოქალაქო პლატფორმას” მისცემს და დასძინა, რომ იმედგაცრუებულია პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, რომელიც პოლიტიკოსების პირად ცხოვრებაში ჩარევასაც არ თაკილობს. ოპოზიციონერის მეუღლის გადაწყვეტილებამ ოპოზიციაში მთავრობიდან გადანაცვლებული პოლიტიკოსების გადაწყვეტილებებით გამოწვეული შოკი დაჩრდილა. იან როტისკა აცხადებს, რომ მისი მეუღლის მრჩევლად დანიშვნამ წინასაარჩევნო კამპანიაში დაბნეულობა შეიტანა – ქმარი “სამოქალაქო პლატფორმის” მომხრეა, ცოლი კი პრეზიდენტის.
პრეზიდენტი კაჩინსკი აცხადებს, რომ იან როტისკას მეუღლის დანიშვნის შესახებ მის ქმართან საუბარი არ ჰქონია, მაგრამ “სამოქალაქო პლატფორმის” წევრი პოლიტიკოსებისთვის ნათელია – პრეზიდენტის ნაბიჯი მეტოქის ცოლის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ იაროსლავ კაჩინსკის წინასაარჩევნოდ მიღებული გადაწყვეტილებაა.
“სამოქალაქო პლატფორმის” ლიდერი დონალდ ტასკი აცხადებს: “იან როტისკა სამოქალაქო პლატფორმის წევრია. დარწმუნებული ვარ, რომ ის პარტიასთან ერთად კუთვნილ ადგილს ახლო მომავალში იპოვის”.
აღნიშნული მოვლენების ფონზე დაიჩრდილა მემარცხენე ფრთის საქმიანობაც, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ აქაც რთული ვითარებაა. 15 სექტემბერის შეხვედრაზე მემარცხენე დემოკრატთა ალიანსის ეროვნული საბჭოს რიგები ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ლესეკ მილერმა დატოვა, მან განაცხადა, რომ ეს მისთვის მძიმე გადაწყვეტილება იყო.
საბჭოს, რომელიც პოლონეთში მესამე ძლიერ პოლიტიკურ ძალად მიიჩნევა, საარჩევნო სიაში კანდიდატები რაიონული ხელმძღვანელობიდან უნდა მოეძიებინა, თუმცა მილერმა საკუთარი თავი ვერც ერთ სიაში იხილა. მილერს კენჭისყრა ლოდზში სურდა. ის ამბობს, რომ მისი პოლიტიკური მომავლის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. პოლიტიკური მიმომხილველები ვარაუდობენ, რომ მილერის გადაწყვეტილება მემარცხენე დემოკრატებს კარგს არაფერს უქადის. მემარცხენეები კი ყოფილ თანამოაზრეს წარსულის ადამიანს უწოდებენ და აცხადებენ, რომ მილერის წასვლა მათ შედეგებზე უარყოფით გავლენას ვერ მოახდენს.