საშემოდგომო ანტიციკლონი მსოფლიო ბაზარზე
რედაქციისაგან
სამწუხაროდ, ჩვენი და უცხოელი ექსპერტების გათვლები მართლდება – მსოფლიო ეკონომიკის ლაიტმოტივი შემოდგომაზე გახდა დოლარის კურსის უპრეცენდენტო დაცემა, განსაკუთრებით ევროს მიმართ, ამერიკის ეკონომიკის ზრდის ტემპების შენელება ჰიპოთეკურ ბაზარზე მომხდარი კრიზისისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის ტემპების დაცემის გამო, ასევე ნავთობზე რეკორდულად მაღალი ფასის დაფიქსირება და კვების პროდუქტებზე ფასების ზრდა.
მიუხედავად იმისა, რომ მომავალი წლის აშშ-ის სახელმწიფო ბიუჯეტში დეფიციტის ყველაზე დაბალი დონე დაფიქსირდა და სამომხმარებლო ნდობის ინდექსი გაიზარდა, ამ ქვეყნის ეკონომიკას სერიოზული პრობლემები აქვს, რაც ჯაჭვური რეაქციით გადაეცემა ევროპის წამყვან ეკონომიკებს, ჩინეთს და იაპონიას. ბენ ბერნანკმა წარმოების წახალისების მიზნით 0.5 პუნქტით დაწია სააღრიცხვო პროცენტი, მაგრამ ეს იმდენად დაგვიანებული ნაბიჯი იყო, რომ მან ამ ტენდენციებზე დიდი ზეგავლენა ვერ იქონია. ჰიპოთეკური ბაზრის კრიზისი გახდა ის ნაღმი, რომლის მოქმედებაც მთელ მსოფლიო ეკონომიკას უქმნის საფრთხეს, და არა მარტო განვითარებული ქვეყნებისას. მაგალითად, ისეთი ქვეყანა, როგორიც ყაზახეთია მოიცვა ლიკვიდურობის დეფიციტის სენმა და ერთბაშად მის საბანკო სისტემაში გაქრა ფულადი აქტივები. ამან ისეთი შემაშფოთებელი მასშტაბები მიიღო, რომ პრეზიდენტმა ნაზარბაევმა მიიღო სპეციალური დადგენილება – ბანკებისთვის გამოეყო 4 მილიარდი აშშ დოლარი. ამჟამად მსოფლიოს მოწინავე ქვეყნების მაკროეკონომიკური მაჩვენებლები შემდეგნაირად გამოიყურება.
აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემა
მიმდინარე განაკვეთები: 4.75%
ბოლო ცვლილებები : 18.09.2007, -0.50%
სავარაუდო მონაცემები 2007 წლის ბოლოსა და
2008 წლის დასაწყისისთვის: 4.50% / 5.00%
კომენტარი: აშშ-ის ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ საბაზო განაკვეთები სექტემბერში 0.5%-ით 4,75%-მდე შეამცირა. აღსანიშნავია, რომ საკრედიტო პირობების გაუარესება ხელს შეუწყობს უძრავი ქონების სექტორში კორექციის გაძლიერებას აშშ-ში და კიდევ უფრო შეამცირებს ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ტემპს. განაკვეთების შემცირება აუცილებელი იყო ეკონომიკაზე იმ უარყოფითი მოვლენების მოსაგერიებლად, რაც შეიძლება გაჩნდეს ფინანსურ ბაზრებზე კრიზისის გამო. ასევე განაკვეთების შემცირება ხელს შეუწყობს ქვეყნის შემდგომ ეკონომიკურ ზრდას. მიუხედავად ამისა, მაინც რჩება ინფლაციის საშიშროება – ამის რისკი ისევ არსებობს. ოქტომბერში ისევ მოსალოდნელია განაკვეთის 0,25%-ით შემცირება.
ევროზონა – ევროპის ცენტრალური ბანკი
მიმდინარე განაკვეთები: 4.00%
ბოლო ცვლილებები : 06.06.2007, +0.25%
სავარაუდო მონაცემები 2007 წლის ბოლოსა და
2008 წლის დასაწყისისთვის: 4.00% / 4.75%
კომენტარი: სექტემბრის სხდომაზე ევროპის ცენტრალურმა ბანკმა საპროცენტო განაკვეთები ცვლილებების გარეშე, ანუ 4.00% დატოვა. განაკვეთი სავარაუდოდ წლის ბოლომდე უცვლელი დარჩება, მაგრამ გამორიცხული არ არის ბაზრის სტაბილიზაციის შემთხვევაში ნოემბრის ან დეკემბრის თვეში განაკვეთი 0.25%-ით გაიზარდოს.
შვეიცარია – შვეიცარიის ნაციონალური ბანკი
მიმდინარე განაკვეთები: 2.75%
ბოლო ცვლილებები : 13.09.2007,+0.25%
სავარაუდო მონაცემები 2007 წლის ბოლოსა და
2008 წლის დასაწყისისთვის: 3.00%/3.25%
კომენტარი: სექტემბერში შვეიცარიის ნაციონალურმა ბანკმა განაკვეთი 0,25%-ით 2.75%-მდე გაზარდა. მოსალოდნელია, რომ ბანკი 2007 წლის მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების ციკლს ისევ გააგრძელებს, აშშ-სა და ევროზონის ფინანსურ ბაზრებზე არსებული მძიმე ვითარების მიუხედავად. მიმდინარე წელს მოსალოდნელია განაკვეთი კიდევ ერთხელ გაიზარდოს. 2008 წლის აპრილის თვეში კი ეს მაჩვენებელი 3.25%-ს მიაღწევს. ყოველივე ეს შვეიცარულ ფრანკს გაამყარებს და UშD/ჩHF �ის კურსის მნიშვნელოვან ვარდნას გამოიწვევს.
დიდი ბრიტანეთი – ინგლისის ბანკი
მიმდინარე განაკვეთები: 5.75%
ბოლო ცვლილებები : 05.07.2007,+0.25%
სავარაუდო მონაცემები 2007 წლის ბოლოსა და
2008 წლის დასაწყისისთვის: 5.75%/6.00%
კომენტარი: სექტემბრის სხდომაზე ინგლისის ბანკმა საპროცენტო განაკვეთები ცლილებების გარეშე – 5.75%-ზე დატოვა. შემდეგ სხდომაზე განაკვეთის ცვლილება ნავარაუდევი არ არის. ეს მაჩვენებელი 2007 წლის ბოლომდე უცვლელი დარჩება, ხოლო 2008 წელს ის 0.25%-ით 6.00%-მდე გაიზრდება.
კანადა – კანადის ბანკი
მიმდინარე განაკვეთები: 4.00%
ბოლო ცვლილებები: 10.07.2007, +0.25%
სავარაუდო მონაცემები 2007 წლის ბოლოსა და
2008 წლის დასაწყისისთვის: 4.50% / 4.75%
კომენტარი: სექტემბერში კანადის ბანკმა საპროცენტო განაკვეთები ცვლილების გარეშე, ანუ 4.00% დატოვა. გამორიცხული არ არის, რომ აშშ-ის უძრავი ქონების ბაზარზე არსებულმა რთულმა ვითარებამ კანადაზეც იმოქმედოს. მიუხედავად იმისა, რომ კანადის ბანკი შეშფოთებულია ინფლაციის ზრდის ტემპით, ბაზარი იმედოვნებს, რომ საპროცენტო განაკვეთი წლის ბოლომდე უცვლელი დარჩება. 2008 წელს კი მოსალოდნელია მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება და საბაზისო განაკვეთის გაზრდა.
იაპონია – იაპონიის ბანკი
მიმდინარე განაკვეთები: 0.50%
ბოლო ცვლილებები: 21.02.2007, +0.25%
სავარაუდო მონაცემები 2007 წლის ბოლოსა და
2008 წლის დასაწყისისთვის 0.50% / 1.00%
კომენტარი: აგვისტოს თვეში იაპონიის ბანკმა განაკვეთი ცვლილების გარეშე, ანუ 0.50% დატოვა. ბაზარი მიმდინარე წელს განაკვეთის გაზრდას არ ელოდება, ხოლო მომავალ წელს ის შეიძლება 0.50%-ით გაიზარდოს.
2007 წლის სექტემბერ-ოქტომბრის ვითარების მიხედვით ოქროს ფასის ანალიზი
ოქროს ფასი 1999-2001 წლებიდან ზრდის ტენდენციით გამოირჩევა. მის ზრდას ხელს ისეთი ფუნდამენტური ფაქტორები უწყობს ხელს, როგორიცაა: მსოფლიოში მუდმივად არსებული გეოპოლიტიკური დაძაბულობა და ნავთობზე ფასების ზრდა. ამ დროისთვის ოქროზე მაღალ ფასს ასევე ხელს უწყობს მსოფლიო საფინანსო ბაზრებზე არსებული არასტაბილური ვითარება, აშშ დოლარის სისუსტე და ამ ძვირფასი ლითონის საინვესტიციო მიმზიდველობა. ბოლო 5 წლის მანძილზე ოქროს ფასი წელიწადში 15-20%-ით იზრდებოდა, ხოლო 2001 წლიდან ის გაორმაგდა. 2006 წელს მან მაქსიმუმს – 729.70-ის დონეს მიაღწია. გამოიკვეთა წლიური ზრდის ტენდენცია, რომლის ტრენდის ზღვარიც ამჟამად 610.00-ის დონეზეა. ამჟამად ოქროს ფასმა მაქსიმუმს – 705.00-ს მიაღწია და არ არის გამორიცხული მისი 705.00-მდე გაზრდა.