ეკონომიკური ნაციონალიზმის დაბრუნება

ნ.არველაძე

მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის მართვისას მთავრობა საკრედიტო ბაზარს გარანტიების შეთავაზებით უნდა დაეხმაროს, თუ ბედის ანაბარა მიატოვოს?

ფისკალური დახმარების რა სახის პაკეტი იქნება უფრო ეფექტური? ყველა ქვეყანას განსხვავებული პროგრამა შეესაბამება. ბანკების ნაციონალიზაცია გარკვეულ გარემოებებში უნდა მოხდეს. გადაწყვეტილებებს არავინ უარყოფს და არც ეთანხმება. ისტორიის შავი პერიოდი განსხვავებულ და მკვეთრ პასუხებს ელის. ეკონომიკური ნაციონალიზმი დაჟინებით ითხოვს სამშობლოში სამუშაო ადგილებისა და კაპიტალის შენარჩუნებას, ეკონომიკური კრიზისის დროს ორივე მათგანი პოლიტიკურ მნიშვნელობას იძენს და მსოფლიოს დეპრესიით ემუქრება. თუ საფრთხეების დამარხვა დროულად არ მოხდება, მსოფლიო საზარელი შედეგების პირისპირ აღმოჩნდება.
ვაჭრობა კეთილდღეობის მომტან სპეციალიზაციას ახალისებს, გლობალური კაპიტალის ბაზრები ფულს ადგილობრივებზე ეფექტურად ათავსებენ, ეკონომიკურ თანამშრომლობას ნდობისა და უსაფრთხოების დონის ამაღლება მოაქვს. სარგებლიანობის მიუხედავად, გლობალურ ეკონომიკას საფრთხე ემუქრება.
კონგრესი 800 მლრდ დოლარიანი ეკონომიკის სტიმულის პაკეტის წინადადებაზე დაობს და აცხადებს, რომ ეს უკიდურესი ფორმა ხელს შეუშლის ამერიკული მასალების გამოყენებას სახელმწიფო სამუშაოებში. აშშ-ის ახალმა ფინანსთა მინისტრმა ტიმ გეიტნერმა ჩინეთი ვალუტით მანიპულირებაში დაადანაშაულა, რაც არეულობის საწინდარი აღმოჩნდა. მსოფლიოში მანქანის მწარმოებლები დახმარებას ითხოვენ, რაც ზოგიერთმა მათგანმა მიიღო. მთავრობებისგან დახმარებას ელოდება უამრავი ინდუსტრია ინდოეთიდან ეკვადორამდე. ნაციონალიზმის კუთხით უდიდესი ყურადღება ეთმობა ბანკებს. საფრანგეთსა და ბრიტანეთში, პოლიტიკოსები გადასახადის გადამხდელთა ფულს რთულ მდგომარეობაში მყოფ ბანკებში უშვებენ და ითხოვენ, რომ მათ ფული სამშობლოში გაასესხონ. მარეგულირებლებიც ეროვნული მასშტაბების მიხედვით იღებენ გადაწყვეტილებებს. შვეიცარია მხარს უჭერს შიდა სესხების გაცემას. მთავრობები სამუშაო ადგილების შესანარჩუნებლად საქონელსა და კაპიტალს ეყრდნობიან. მსოფლიოში, მზარდი პანიკის ფონზე, დასაქმებულები დახმარებას ითხოვენ. ბრიტანეთში გაფიცვები შემდეგი სლოგანით ეწყობა: “ბრიტანული სამუშაო ადგილები ბრიტანელთათვის”. 29 იანვარს საფრანგეთში ერთ მილიონ ადამიანზე მეტი სამსახურის გარეშე დარჩა. საბერძნეთში პოლიციამ ცრემლსადენი გაზი იმ ფერმერების დასაშლელად გამოიყენა, რომლებიც სუბსიდიების გაზრდას მო ითხოვდნენ.
ეკონომიკის ნაციონალიზაციის დასაცავად არსებობს სამი არგუმენტი – რომ გამართლებულია კომერციულად, გამართლებულია პოლიტიკურად და შორს არ წავა. ერთი შეხედვით, დაზარალებული ბანკები მშობლიურ ბაზრებს დაუახლოვდებიან, სადაც მათ რისკებისა და მოგების სკალის განსაზღვრის უკეთესი საშუალება ექნებათ, მაგრამ მთავრობები ამ ტენდენციის განეიტრალებას უნდა ცდილობდნენ და არა წახალისებას. მეორე მხრივ, პოლიტიკოსების მხრიდან საგადასახადო შემოსავლების სამშობლოში დახარჯვის სურვილი კეთილგონიერია. ამ შემთხვევაში შესაძლოა დანახარჯები უზარმაზარი იყოს. რაც შეეხება მესამე არგუმენტს – პროტექციონიზმი საზღვრებს არ გასცდება, ის მხოლოდ თავის დამშვიდებაა. ახლა ყველა ირონიულად მოიხსენიებს რიდ სმუტსა და უილის ჰაუელის, კანონმდებლებს, რომლებმაც წინააღმდეგობის მიუხედავად 1930 წელს დიდი დეპრესია ამერიკული ტარიფების ზრდით გაამწვავეს. მათ გადაწყვეტილებას წინ აღუდგა 1 028 ეკონომისტი. გლობალური მიწოდების ჯაჭვი კი ახლა უფრო კომპლექსურია და მისი გაწყვეტა ბევრად რთულია ვიდრე აღნიშნულ პერიოდში.
პარტნიორი ქვეყნები რთულ მდგომარეობაში არიან. 1982 წლის შემდეგ ექსპერტები მსოფლიო ვაჭრობის უდიდეს შეკუმშვას ელიან. კერძო სექტორის კაპიტალის შედინება ახალ ბაზრებზე 165 მლრდ დოლარამდე შემცირდება, რამაც 2007 წელს პიკს მიაღწია და 929 მლრდ დოლარი შეადგინა. გლობალიაზაცია დღეისათვის უდიდეს უკუსვლას განიცდის.
პოლიტიკოსებმა იციან, რომ რამე უნდა იღონონ ღია ბაზრების დასახმარებლად – შექმნან პოლიტიკა, რომელიც შესაძლოა მათ სამშობლოს დაეხმაროს, მაგრამ გლობალიზაციას ერთ ლუკმადაც არ ეყოს. ირლანდიის ბანკების დახმარების მცდელობა გასულ წელს ბრიტანეთის დეპოზიტებმა შთანთქა. ამერიკის გეგმა ყოველთვიური ბანკების სესხების მონიტორინგის შესახებ, სესხების გაცემას უფრო წაახალისებს, ვიდრე საზღვარგარეთ, რადგან ქვეყნები მხოლოდ თავის გადარჩენაზე ზრუნავენ, რითაც საფრთხეში აგდებენ ერთმანეთს.
რთული საკითხავია, რას მოიმოქმედებს აშშ, რომელმაც კრიზისის დროს გარკვეულ შემთხვევებში გზა უჩვენა თანხმობით, მიეწოდებინა დოლარი იმ ქვეყნებისათვის, რომელებიც მის ნაკლებობას განიცდიან და ევროპული ბანკების გარანტიით მან დიდი მზღვეველი გადაარჩინა. მაგრამ, “შეიძინეთ ამერიკული” სურსათ-სანოვაგე ეკონომიკის სტიმულის პაკეტში ეს უკვე საგანგაშოდ ნაციონალურია. ისინი მოკლე ვადაში ამერიკულ დასაქმებასაც არ გაზრდიან, რადგან – უცვლელი ურთიერთობები საექსპორტო ფირმებში მრავალ სამუშაო ადგილს შეიწირავს, პოლიტიკური შედეგები კი ეკონომიკურთან შედარებით ბევრად სავალალო იქნება, რაც დანარჩენი მსოფლიოსათვის კატასტროფის ზარს ჩამორეკს: ღია ბაზრების ჩემპიონი ამას მიხედავს.
ბარაკ ობამა აცხადებს, რომ მას არ მოსწონს სლოგანი “შეიძინეთ მხოლოდ ამერიკული”. “ეს კარგია მაგრამ არა საკმარისი”, – აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი. ობამამ მთლიან პაკეტს ვეტო უნდა დაადოს, სანამ ის მთლიანად დამაკმაყოფილებელი არ გახდება.
პირველი პრინციპია კოორდინაცია – განსაკუთრებით გადარჩენის პაკეტის, რომელიც შარშანდელის მსგავსია და რომელმაც მდიდარი ქვეყნების ბანკები გადაარჩინა. ქვეყნის სტიმულირების პაკეტი საერთო პრინციპებზე უნდა იყოს აგებული. კოორდინაცია არის კარგი ეკონომიკები, ისევე როგორც კარგი პოლიტიკები: ურთიერთშეთავსებული გეგმები უფრო ძლიერმოქმედნი არიან ეროვნულ გეგმებთან შედარებით.
მეორე პრინციპია მოთმინება. თითოეული ერის მასტიმულირებელმა გეგმამ ღია ბაზარი უნდა მოიცვას, იმ შემთხვევაშიც კი, თუ სარგებელს უცხოელები მიიღებენ. აგრეთვე, ფინანსურმა მარეგულირებლებმა საერთაშორისო დონეზე უნდა შეწყვიტონ საერთაშორისო ბანკინგის ხელახალი რეგულირება გარკვეული ინტერვალით და თავი ანებონ მეზობლების გაკოტრებას მათი მწირი კაპიტალის მიტაცების გზით. ახლა საჭიროა შიდა სესხებზე მიზნის დადგენა და კანონების მოხაზვა გრძელვადიანი შედეგებისათვის.
მესამე პრინციპია მრავალმხრივობა. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა და განვითარების ბანკებმა დახმარება უნდა გაუწიონ ახალ ბაზრებს, რომლებიც კაპიტალის დეფიციტს განიცდიან. მათ ამისათვის სტრუქტურა და რესურსები სჭირდებათ.
საერთაშორისო ეკონომიკური სისტემა გარანტორზეა დამოკიდებული. XIX საუკუნეში ეს გარანტორი ბრიტანეთი იყო, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კი, ახალი ეკონომიკური წესრიგის ჩამოყალიბებაში უდიდესი როლი ამერიკამ ითამაშა. ახლაც, მსოფლიო ეკონომიკის გადარჩენა ამერიკაზეა დამოკიდებული და ბარაკ ობამამ საკუთარი მზაობა უნდა აჩვენოს, რადგან თვით ამერიკას და მთელ მსოფლიოს წინ პრობლემებით აღსავსე 2009 წელი ელის.