დაღმავალი მსოფლიო

რედაქციისაგან

მრავალი ათწლეულის მანზილზე, 2009 წელს მშპ ერთდროულად ყველა განვითარებულ ეკონომიკაში პირველად მცირდება (აშშ, დასავლეთ ევროპა და იაპონია). პარალელურად ფინანსური კრიზისისა და ნედლეულის ბაზრების ვარდნის ფონზე სუსტდება განვითარებადი ეკონომიკების დინამიკაც, მათ შორის ისეთი მსხვილი ქვეყნებისა, როგორებიცაა ჩინეთი, ინდოეთი, რუსეთი და ბრაზილია.

აშშ-ს ვაჭრობის სამინისტროს განცხადებით, ქვეყნის მშპ 2008 წლის IV კვარტალში 6,2%-ით შემცირდა. ანალიტიკოსები ამ მაჩვენებლის 5,4%-ით შემცირებას ელოდებოდნენ. მანამდე ეს მოლოდინი 3,8%-ს შეადგენდა. 2008 წლის III კვერტალში ამერიკის მშპ-ს მოცულობა 0,5%-ით შემცირდა. 2008 წლის შედეგებით აშშ-ს მშპ 1,1%-ით გაიზარდა (წინასწარი მონაცემებით ზრდა შეადგენდა 1,3%-ს, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელი გახდა 2001 წლის შემდეგ, როდესაც ქვეყნის ეკონომიკა ნიუ-იორკში და აშშ-ს სხვა ქალაქებში მომხდარი ტერორისტული აქტების შედეგად იქნა შეფერხებული. 2007 წელს ქვეყნის ეკონომიკურმა ზრდამ 2% შეადგინა. გასული კვარტალის შედეგებით, აშშ-ი მშპ-ს დეფლატორი მოულოდნელად 0,5%-ით გაიზარდა მაშინ, როდესაც ნავარაუდევი იყო ამ მაჩვენებელის 0,3%-ით შემცირება. III კვარტალში მშპ-ს დეფლატორმა 3,9% შეადგინა. IV კვერტალში საქონლის და მომსახურეობის ექსპორტი 23,6%-ით შემცირდა (წინა კვარტალში ექსპორტი 3%-ით გაიზარდა), საქონლის და მომსახურეობის იმპორტი კი 16%-ით შემცირდა (გასული წლის III კვარტალში იმპორტი 3,5%-ით შემცირდა). აშშ-ს ვაჭრობის სამინისტრომ განმარტა, რომ მშპ-ს მოცულობის შემცირება ექსპორტის, სამომხმარებლო ხარჯების, აღჭურვილობისა და პროგრამული უზრუნველყოფის გაყიდვების მოცულობის კლებამ განაპირობა. ამ ფაქტორების ნეგატიური ზემოქმედება, ნაწილობრივ, ქვეყნის ბიუჯეტიდან ხარჯების გაზრდით იყო კომპენსირებული.
მიმდინარე წლის თებერვალში, აშშ-ს სამომხმარებლო ნდობის ინდექსი 12,4 პუნქტით შემცირდა – ახლა შეადგენს 25 პუნქტს. ეს ინფორმაცია წარმოდგენილია კვლევითი ორგანიზაცია ჩონფერენცე Bოარდ-ის მიერ გამოცემულ მოხსენებაში. ანალიტიკოსები ვარაუდობდნენ, რომ სამომხმარებლო ნდობის ინდექსის მნიშვნელობა 35,5 პუნქტი იქნებოდა, მაგრამ მიმდინარე წლის იანვარში 37,4 პუნქტი შეადგინა.
აშშ-ს საცხოვრებელი სახლების მეორად ბაზარზე გაყიდვების მოცულობა, 2008 წლის დეკემბრის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 5,3%-ით შემცირდა და 4,49 მლნ ერთეული შეადგინა. ეს ინფორმაცია გაავრცელა აშშ-ს რიელტორების ეროვნულმა ასოციაციამ. ანალიტიკოსები ამ მაჩვენებლის 4,8 მლნ ერთეულით ზრდას ვარაუდობდნენ. 2008 წლის მონაცემებით აშშ-ს საცხოვრებელი სახლების მეორადი ბაზრის გაყიდვების წლიურმა მოცულობამ 4,74 მილიონი ერთეული შეადგინა.
აშშ-ში ახალი სახლების გაყიდვების მოცულობა 2009 წლის იანვარში 2008 წლის დეკემბერთან შედარებით 10,2%-ით შემცირდა და 309 ათასი ერთეული შეადგინა. ანალიტიკოსების ვარაუდით, აღნიშნულ მაჩვენებელს 330 ათასი ერთეული უნდა შეედგინა. 2008 წლის დეკემბერში მან 344 ათასი ერთეული აჩვენა (და არა 388 ათასი, როგორც მანამდე იყო გამოცხადებული). წლიური გამოთვლებით ახალი სახლების გაყიდვების მოცულობა, ამა წლის იანვარში, 48,2%-ით ნაკლები აღმოჩნდა (597 ათასი ერთეული), ვიდრე გასული წლის იგივე პერიოდში.
ვაჭრობის სამინისტროს წინასწარი მონაცემებით, 2009 წლის იანვარში, ხანგრძლივი მოხმარების საქონელზე შეკვეთების მოცულობამ, წინა თვესთან შედარებით, 5,2%-ით დაიწია და საერთო ჯამში 163,8 მილიარდი დოლარი შეადგინა. ანალიტიკოსების ვარაუდით, ეს მაჩვენებელი მიმდინარე წლის იანვარში 2008 წლის დეკემბერთან შედარებით 2,5%-ით შემცირდება. საქონელზე შეკვეთების მოცულობამ 4,6%-ით იკლო.
ჩიკაგოს მენეჯერთა ასოციაციის (PMI) გამოთვლებით, მიმდინარე წლის თებერვალში აშშ-ს საქმიანი აქტივობის ინდექსი, 2009 წლის იანვრის მონაცემებთან შედარებით, 0,9 პუნქტით გაიზარდა და 34.2 პუნქტი შეადგინა. ანალიტიკოსები ამ მაჩვენებლის 33 პუნქტით ზრდას ვარაუდობდნენ.
2009 წლის 21 თებერვალს დასრულებული კვირის შედეგებით, უმუშევართა პირველადი დახმარებისათვის მიმართვების რაოდენობა, წინა კვირის მონაცემებთან შედარებით, 36 ათასით გაიზარდა და 667 ათასი შეადგინა. ასეთი მონაცემებია აშშ-ს შრომის სამინისტროს ანგარიშგებაში. ანალიტიკოსები ვარაუდობდნენ, რომ ეს მაჩვენებელი 625 ათასს შეადგენდა.

ევროზონა

Eუროსტატ-ის ბოლო მონაცემებით, 2009 წლის იანვარში, ევროზონაში ინფლაციამ წლიური გამოთვლებით, 1,1% შეადგინა, რაც ბოლო ორი წლის განმავლობაში სამომხმარებლო ფასების ზრდის ყველაზე დაბალი ტემპია. 2008 წლის დეკემბერში იგი შეადგენდა 1,6%-ს. იანვრის ინფლაცია დაემთხვა 30 იანვარს გამოქვეყნებულ წინასწარ მონაცემებს.
ევროზონაში საწარმოო შეკვეთების მოცულობამ გასული წლის დეკემბერში, ნოემბერთან შედარებით, 5,2%-ით დაიკლო, გასული წლის ნოემბერში ოქტომბერთან შედარებით სამეწარმეო შეკვეთების რაოდენობა 5,4%-ით შემცირდა. 2008 წელს წლიური გამოთვლებით საწარმოო შეკვეთების მოცულობამ 22,3%-ით დაიწია.
Eurostat-ის განცხადებით, მიმდინარე წლის იანვარში, უმუშევრობის დონემ (სეზონური მერყეობის გათვალისწინებით) ევროზონაში 0,1 პუნქტით იმატა 2008 წლის დეკემბრის გადამოწმებულ მონაცემებთან შედარებით და 8,2% შეადგინა. წინა წლის იანვარში ეს მაჩვენებელი 7,3% იყო.
ევროკომისიის მონაცემებით, ევროზონაში საქმიანი განწყობის ინდექსი მიმდინარე წლის თებერვალში, წინა თვესთან შედარებით, 1,8 პუნქტით გაიზარდა და 65,4 პუნქტს გაუთანაბრდა. ანალოგიური მაჩვენებელი, 2008 წლის იანვარში, 68,9 პუნქტიდან 67,2 პუნქტამდე შემცირდა.
გერმანია
გერმანიის ეროვნული სტატისტიკური ბიუროს საბოლოო მონაცემებით, წინა კვარტალთან შედარებით გერმანიის მშპ 2008 წლის მეოთხე კვარტალში 2,1%-ით შემცირდა, რაც 1990 წლის (გერმანიის გაერთიანების) შემდეგ არის მშპ-ს ყველაზე მნიშვნელოვანი კლება. გერმანიის მშპ უკვე ზედიზედ სამი კვარტლის განმავლობაში მიმდინარეობს. 2008 წლის IV კვარტალში, 2007 წლის IV კვარტალთან შედარებით, მშპ 1,6%-ით შემცირდა. საერთო ჯამში 2008 წლის განმავლობაში გერმანიის მშპ 1,3%-ით გაიზარდა. გასულ წელს მშპ-ს ზრდა მთლიანად შიდა მოთხოვნებზე იყო დამოკიდებული.
გერმანიის ფედერალური სტატისტიკური სამსახურის წინასწარი მონაცემებით, მიმდინარე წლის თებერვალში, გერმანიაში ინფლაცია წლიური გამოთვლებით 1,0%-ს შეადგენს. მიმდინარე წლის იანვართან შედარებით, სამომხმარებლო ფასები 0.7%-ით გაიზარდა.
კვლევითი ცენტრის – GfK-ს პროგნოზით გერმანიაში, მიმდინარე წლის მარტში თებერვალთან შედარებით, სამომხმარებლო ნდობის ინდექსი 0,3 პუნქტით გაიზრდება და 2,6 პუნქტს მიაღწევს. გადამოწმებული მონაცემებით, მიმდინარე წლის თებერვალში სამომხმარებლო ნდობის ინდექსმა 2,3 პუნქტი შეადგინა, რაც მანამდე გამოქვეყნებულ მონაცემებზე 0,1 პუნქტით მეტია.
გერმანიაში საქმიანი განწყობის ინდექსი, რომელსაც კვლევითი ინსტიტუტის IFO ითვლის, მიმდინარე წლის თებერვალში 0,4 პუნქტით შემცირდა და 82,6 პუნქტი შეადგინა. ამა წლის იანვარში საქმიანი განწყობის ინდექსმა 83 პუნქტი შეადგინა. ამავე წლის თებერვალში, მიმდინარე სიტუაციის ინდექსმა შეადგინა 84,3 პუნქტი წინა თვის 86,8 პუნქტთან შედარებით, ხოლო მოლოდინის ინდექსმა კი 79,5 პუნქტიდან 80,9-მდე აიწია.
სეზონური მერყეობის გათვალისწინებით, გერმანიის უმუშევრობის დონე, მიმდინარე წლის თებერვალში 0,1%-ით გაიაფდა წინა თვესთან შედარებით და შეადგინა 7,9%-ი. ეს მონაცემები გაავრცელა დასაქმების ფედერალურმა სააგენტომ. საერთო გამოთვლებით, იანვართან შედარებით თებერვალში, უმუშევართა რაოდენობა 40 ათასით გაიზარდა და 3 მილიონ 311 ათასი ადამიანი შეადგინა.

დიდი ბრიტანეთი
2008 წლის IV კვარტალში დიდი ბრიტანეთის მშპ წინა წელთან შედარებით 1,5%-ით შემცირდა. ამგვარი მონაცემები ქვეყნის ეროვნულმა სტატისტიკურმა ბიურომ გაავრცელა. 1980 წლის მეორე კვერტლის შემდეგ ეს არის მშპ-ს ყველაზე დიდი კვარტალური შემცირება. 2007 წლის IV კვარტალთან შედარებით, 2008 წლის IV კვარტალში დიდი ბრიტანეთის მშპ 1,9%-ით შემცირდა, რაც წლიური გამოთვლებით, 1991 წლის შემდეგ მშპ-ს ყველაზე დიდ შემცირებად ითვლება.
კვლევითი ინსტიტუტის – GფK-ის მონაცემებით, სამომხმარებლო ნდობის ინდექსი თებერვალში 2 პუნქტით გაიზარდა და -35 პუნქტი შეადგინა. 2009 წლის იანვარში სამომხმარებლო ნდობის ინდექსმა -37 პუნქტი შეადგინა. ყველაზე დაბალი ინდექსი 2008 წლის აგვისტოში დაფიქსირდა და მინუს 39 პუნქტს შეადგენდა.

საფრანგეთი
საფრანგეთში სამომხმარებლო ნდობის ინდექსი, მიმდინარე წლის თებერვალში 1 პუნქტით შემცირდა და მინუს 43 პუნქტამდე დაეცა. ასეთი მონაცემები გამოაქვეყნა საფრანგეთის სტატისტიკის ეროვნულმა ინსტიტუტმა – Iნსეე-იმ. ანალიტიკოსები ვარაუდობდნენ, რომ ინდექსს 42 პუნქტი უნდა შეედგინა.
საფრანგეთში, მიმდინარე წლის იანვარში, 2008 წლის დეკემბერთან შედარებით უმუშევრობის დონე რეკორდულად – 4,3%-ით გაიზარდა. შრომის სამინისტროს განცხადებით, უმუშევართა რაოდენობა საერთო ჯამში 90,2 ათასით გაიზარდა და ამჟამად 2,2 მილიონ ადამიანს შეადგენს.

იაპონია
იაპონიაში 2009 წლის იანვარში სამომხმარებლო ფასები წლიური გამოთვლებით არ შეცვლილა. ამასთანავე, წინა თვესთან შედარებით ინფლაცია 0,6%-ით შემცირდა.
ეს მონაცემები გამოაქვეყნა იაპონიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ბიურომ. მიმდინარე წლის იანვარში, საბაზისო სამომხმარებლო ფასები 0,2%-ით შემცირდა, წლიური გამოთვლებით (ეს გამოთვლები არ ითვალისწინებს საკვები პროდუქტების ღირებულებას). წინა თვესთან შედარებით კი, საბაზისო სამომხმარებლო ფასები შემცირდა 0,8%-ით.
წინასწარი მონაცემებით, იაპონიაში 2009 წლის იანვარში სამრეწველო წარმოების მოცულობა (სეზონური მერყეობის გათვალისწინებით) 2008 წლის დეკემბერთან შედარებით 10%-ით შემცირდა. წლიური გამოთვლებით, სამრეწველო წარმოების მოცულობა შემცირდა 30,8%-ით. ასეთი ინფორმაცია გავრცელებულია იაპონიის ეკონომიკის, შრომისა და მრეწველობის სამინისტროს მიერ.
იაპონიის ეკონომიკის, შრომისა და მრეწველობის სამინისტროს წინასწარი მონაცემებით, იაპონიაში, მიმდინარე წლის იანვარში, 2008 წლის იანვართან შედარებით, საცალო გაყიდვების მოცულობა 2,4%-ით შემცირდა, რაც ზედიზედ მეხუთე თვეა მიმდინარეობს. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ინდექსის ნეგატიური მიმართულებით მოძრაობის ერთ-ერთი მიზეზია ეკონომიკრური კრიზისის გამო მოთხოვნის შემცირება. იაპონიის მრეწველობისა და ექსპორტის შემცირების ფონზე, ანალიტიკოსები ამ ინდექსის შემდგომ კლებას ელოდებოდნენ.
იაპონიის შსს სტატისტიკური ბიუროს მონაცემებით ქვეყანაში უმუშევრობის დონე, 2009 წლის იანვარში, 2008 დეკემბერთან შედარებით 0,2%-ით შემცირდა და 4.1%-ი შეადგინა. ამასთანავე, წლიური გამოთვლებით უმუშევრობის დონე 8,2%-ით გაიზარდა და უმუშევართა საერთო რაოდენობამ 2,77 მილიონს მიაღწია.

აშშ-ს ეკონომიკის პერსპექტივები
კვლავაც ბუნდოვანია
როგორც მოსალოდნელი იყო, 2008 წლის IV კვარტალში სამომხმარებლო და კორპორაციული დანახარჯებისა და ექსპორტის შემცირების ფონზე, ამერიკის მშპ-ს ზრდის ტემპის მონაცემები გაცილებით უარესი აღმოჩნდა, ვიდრე მანამდე სამი თვით ადრე. აშშ-ს ვაჭრობის სამინისტროს ცნობით, აშშ-ს მშპ გასული წლის ბოლო კვარტალში 6,2%-ით დაეცა წინა კვარტალის მონაცემთან შედარებით და 0,8%-ით შემცირდა წინა წლის წლიურ მაჩვენებელთან შედარებით. და ეს იმის გათვალისწინებით, რომ პროგნოზების მიხედვითაც კი მაჩვენებლის მნიშვნელობა -5,4% უნდა ყოფილიყო. შედარებისთვის: წინა კვარტალში ამერიკის მშპ 0,5%-ით შემცირდა. ამრიგად, აშშ-ს ეკონომიკური ზრდის კლება გასული წლის IV კვარტალში არა მარტო რეკორდული, არამედ კატასტროფული აღმოჩნდა.
როგორც ჩანს, აშშ-ს ეკონომიკა ნამდვილად ერთ-ერთ ურთულეს რეცესიას განიცდის XX საუკუნის 20-იანი წლების შემდეგ. საბანკო სისტემა არ ფუნქციონირებს მასში სახელმწიფო სახსრების ჩადების გარეშე, ეკონომიკის რეალური სექტორის დინამიკაც უკეთესის სურვილს ტოვებს. სამრეწველო წარმოების მოცულობა კვლავ ეცემა, რადგან აშშ-ს სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების მხრიდან მის საექსპორტო საქონელზე მოთხოვნამ იკლო; ამასთანავე, კომპანიების სახსრები შემცირდა.
სამომხმარებლო მოთხოვნა, რომელიც აშშ-ს ეკონომიკური ზრდის პრაქტიკულად 70%-ს უზრუნველყოფდა – ასევე ეცემა. დანახარჯები მოსახლეობისა, რომელმაც გააცნობიერა, რომ ახლა არ არის ფულის ხარჯვის დრო, დეკემბერში წლიური 1,1%-ით შემცირდა. გარდა ამისა, ამერიკაში კვლავაც გრძელდება უმუშევრობის ზრდა. რეცესიის დაწყებიდან, იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც უმუშევართა დახმარების ხარჯზე ცხოვრობენ, 5,1 მლნ ადამიანამდე გაიზარდა. გასაკვირი არაა, რომ ასეთ პირობებში აშშ-ს მოხმარება IV კვარტლის განმავლობაში 4,3%-ით დავარდა.
კორპორაციულმა სექტორმა შეკვეცა აგრეთვე ინვესტიციები: არარეზიდენტი პირების კერძო ინვესტიციები 21%-ით შემცირდა, რეზიდენტებისა კი – 22,2%-ით. დანახარჯების გარდა, ქვეყნის მშპ-ზე უარყოფითი გავლენა იქონია შიდა მოთხოვნის 5,6%-ით, ექსპორტის რეკორდულმა – 23,6%-ით შემცირებამ და სასაქონლო მარაგების 19,9 მლრდ დოლარით შემცირებამ. ფაქტობრივად, მშპ-ს ყველა მდგენლიდან, IV კვარტალის განმავლობაში, მხოლოდ სახელმწიფო დანახარჯები იზრდებოდა (1,6%), მაგრამ ეს არასაკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ საერთო ნეგატიური ტენდენციები გადაეწონა.
მაკროსტატისტიკის ბოლო მონაცემების გათვალისწიებით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ 2009 წლის I კვარტალის შედეგები ამერიკის ეკონომიკისთვის ასევე არადამაიმედებელი აღმოჩნდება. წლის ბოლოსთვის რომ სიტუაცია შეიცვალოს აშშ-ს მთავრობამ საქმიანობის მთელი კონცენტრაცია დაუყოვნებლივ არსებული სიტაუციიდან გამოსავლის ძებნისკენ უნდა მიმართოს.
იმედები დამყარებულია ბარაკ ობამას ეკონომიკის სტიმულირების პროგრამაზე, რომლის მოცულობა 787 მლრდ დოლარს შეადგენს, რომელიც ახალი სამუშაო ადგილების შექმნის, უმუშევართა დახმარების გაზრდისა და სამომხმარებლო სექტორში სიტუაციის გაუმჯობესებისკენ არის მიმართული. გარდა ამისა, სტაბილიზაცია ეკონომიკაში ხელს შეუწყობს ფინანსური სექტორის რეანიმაციასთან დაკავშირებულ ფინანსთა მინისტრ ტიმოტი გეიტნერის გეგმის რეალიზებას.
ყოველი ზემოთქმულის მიუხედავად, აშშ-ს ხელისუფებამ ჯერ ვერ მოახერხა საზოგადოების დარწმუნება, რომ მიღებული ზომები ნამდვილად ეფექტური აღმოჩნდება. აშშ-ს სამომხმარებლო ნდობის ინდექსი ჩონფერენცე Bოარდ თებერვალში განაგრძობდა კლებას და ვარდნის რეკორდი მესამედ დაამყარა, დაეცა რა იანვარში 37,5 პუნქტიდან 25,0 საბაზისო პუნქტამდე. ეს არის ინდექსის მინიმალური მნიშვნელობა 1967 წლის შემდეგ, როდესაც დაიწყო ამ ინდექსის გამოთვლა. ამასთანავე, მაჩვენებლის მდგენელი, რომელიც პასუხისმგებელია სამომხმარებლო მოლოდინის მიმდინარე მდგომარეობაზე, თებერვალში 29,7-დან 21,2 საბაზისო პუნქტამდე შემცირდა იანვარში (ანუ 2008 წლის თებერვლის 104 პუნქიდან). იმავდროულად მოლოდინის ქვეინდექსი თებერვალში ასევე დაეცა 27,5 პუნქტამდე იანვრის 42,5 პუნქტიდან (2008 წლის თებერვალში იგი 58-ს შეადგენდა).
აღსანიშნავია, რომ სამომხმარებლო თავდაჯერებულობის ინდექსის ჩონფერენცე Bოარდ დინამიკა მიჩიგანის უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებულ იმავე ინდექსის მნიშვნელობას ემთხვევა, რომელიც იანვრის 61,2 პუნქტიდან თებერვალში 56,2 პუნქტამდე დაეცა. მთლიანობაში კი სამომხმარებლო თავდაჯერებულობის ვარდნა აშშ-ში იმაზე მეტყველებს, რომ ეკონომიკური პირობების თვიდან თვემდე გაუარესება მოსახლეობის მხრიდან ამერიკული ეკონომიკის პერსპექტივების გადაფასებას იწვევს. ამასთან დაკავშირებით, ფედერალური სარეზერვო სისტემა შეიძლება მეტ სირთულეებს გადააწყდეს, ცდილობს რა სამომხმარებლო დანახარჯების ზრდის სტიმულირებას.

აშშ-შიხ კაპიტალური ინვესტიციების
მოცულობის შემცირება გრძელდება
აშშ-ში ხანგრძლივი მოხმარების საქონელზე შეკვეთების მოცულობა 2009 წლის იანვრის მონაცემებით, გასულ თვესთან შედაებით, 5,2%-ით შემცირდა და 163,8 მლრდ დოლარი შეადგინა. აშშ-ს ვაჭრობის სამინისტროს მონაცემებით, წლიურ მონაცემებთან შეფარდებით მაჩვენებლის ვარდნამ 26% შეადგინა.
ანალიტიკოსების ვარაუდით, ეს მაჩვენებელი 2009 წლის იანვარში 2008 წლის დეკემბერთან შედარებით 2,5%-ით შემცირდება. 2008 წლის დეკემბერში ეს მაჩვენებელი 4,6%-ით შემცირდა. ამრიგად, ხანგრძლივი მოხმარების საგნებზე მოთხოვნის შემცირება უკვე მეხუთე თვეა გრძელდება.
რაც შეკვეთებს შეეხება, ხანგრძლივი მოხმარების საგნებზე მიწოდების ხარჯების გათვალისწინების გარეშე, გასული წლის დეკემბერთან შედარებით, როდესაც აღნიშნული მაჩვენებელი 3,6%-ით იყო შემცირებული, აქ მაჩვენებელი ყველაზე ნაკლებად არის დავარდნილი – მხოლოდ 2,5%-ით. თავის მრივ, მოთხოვნა ხანგრძლივი მოხამრების საგნებზე, თავდაცვითი პროდუქციისა და თვითმფრინავების გამოკლებით – ანუ სწორედ იმ საქონლის, რომელიც ბიზნესის მომავალი განვითრების სფუძველს წარმოადგენს, იანვარში 5,4%-ით შემცირდა, მაშინ, როდესაც წინა თვეში ეს მაჩვენებელი 5,8%-ს შეადგენდა. წლიური გამოთვლებით, შეკვეთების მოცულობა ამ საქონელზე 20,2%-ით დაეცა. მათი მიწოდება კი, რომელთა გაითვალისწინება მშპ-ს გამოთვლებში ხდება, ამავე პერიოდში 6,6%-ით შემცირდა.
მოთხოვნა პრაქტიკულად ყველა კატეგორიის საქონელზე შემცირდა: კომპიუტერებზე – 5%-ით 2008 წლის დეკემბრის მონაცემებთან შედარებით, ელექტრომოწყობილობებზე – 6,1%-ით, მანქანა-დანადგარებზე – 2,0%-ით. ფაქტობრივად, შეკვეთები მხოლოდ თვითმფრინავებზე გაიზარდა (+81,7% თვის განმავლობაში).
აღსანიშნავია სქონლის გადაზიდვის მოცულობების შემცირებაც. იანვარში ისინი 6,6%-ით შემცირდნენ დეკემბრის თვის მონაცემებთან შედარებით, რაც, თავის მხრივ, ხანგრძლივი მოხმარების საგნებზე შეკვეთების მოცულობის კიდევ უფრო მეტად შემცირებას გულისხმობს თებერვალში. ამასთანავე, იანვარში აღინიშნებოდა კომპაიების მარაგების შემცირება (-0,8%). ეს უარყოფითი ფაქტორია და, შესაბამისად, უარყოფითად აისახება ამერიკის მშპ-ს დინამიკაზეც 2009 წლის I კვარტალში.
საბოლოო ჯამში, ხანგრძლივი მოხმარბის საგნებზე მოთხოვნის ვარდნა აშშ-ს წარმოებაში ინევსტიციების მოცულობისა და ექსპორტის მნიშვნელოვან კლებაზე მეტყველებს. რა თქმა უნდა, დეკემბრის პიკის შემდეგ, გასულ თვეში ხანგრძლივი მოხმარების საგნებზე შეკვეთების შემცირება მოთხოვნის შემცირებით აიხსნებოდა თავდაცვით მრეწველობაზე, მაგრამ ეს ფაქტორი საერთო სიტუაციას არსებითად არ ცვლის. ბოლო ორი თვის განმავლობაში მოთხოვნა ხანგრძლივი მოხმარების საგნებზე (თავდაცვითი პროდუქციის გარდა) ყოველთვიურად დაახლოებით 5%-ით ეცემა. ცხადია, ეკონომიკის რეცესია ქვეყნის ბიზნესისთვის უკვალოდ არ ჩაივლის. კომპანიებისთვის აუცილებელ მოწყობილობებზე მოთხოვის ასეთი შემცირება საწარმოების კაპიტალური დანახარჯების მნიშვნელოვან შემცირებაზე მეტყველებს, რაც შედეგად მათი მუშობის დაბალეფექტურობას გამოიღებს.

უმუშევრობა გერმანიაში ძალას იკრებს

მსოფლიო ეკონომიკური განვითარების ზრდის ტემპების შემცირება სულ უფრო მეტად აისახება მოსახლეობის დასაქმებაზე. შრომის ბაზრის დასუსტება ევროპის წამყვან ეკონომიკასაც შეეხო – გერმანიაში გაერთიანების შემდეგ, თვრამეტი წლის განმავლობაში, უმუშევრობის განუწყვეტელი კლება შეიმჩნეოდა. უკვე მეოთხე თვეა იზრდება უმუშევრობის დონე საზღვარგარეთის მიერ გერმანული წარმოების პროდუქციაზე მოთხოვნის კლების ფონზე, რაც კომპანიებს აიძულებს შეკვეცონ წარმოების მოცულობა და სამუშაო ადგილები. შრომითი ბაზრის შესახებ მიღებული ბოლო მონაცემებით, თებერვალში უმუშევართა რაოდენობა 40 ათასით გაიზარდა.
წარმოდგენილი სტატისტიკის თანახმად, უმუშევართა არმიის რიცხვმა 3,31 მლნ ადამიანს მიაღწია. თებერვალში უმუშევრობის დონე 7,9%-მდე გაიზარდა იანვრის 7,8%-ის შემდეგ. ექსპერტების აზრით, გერმანიის შრომითი ბაზარი, სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, არც ისე უიმედო ხასიათს ატარებს, მაგრამ უახლოეს თვეებში სიტუაცია გაუარესდება. საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) პროგნოზით ევროპის უმსხვილესი ეკონომიკის ვარდნამ 2009 წელს შეიძლება 2,5% შეადგინოს, რაც უმუშევართა რაოდენობის მეტ ზრდას გამოიწვევს.
უმძიმესი ეკონომიკური კრიზისის პირობებში გერმანული კომპნაიები იძულებულნი არიან, რომ შეამცირონ სამუშაო ადგილები, რადგან ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ტენდენციები უახლოესი წლების მანძილზე საკმაოდ ბუნდოვანია. ევროპის წამყვან ქვეყნებსა და აშშ-ში, ეკონომიკური აქტივობის შემცირების პირობებში, კომპანიების მფლობელებს უფრო და უფრო ეპარებათ ეჭვი, რომ თავიანთი პროდუქციის საზღვარგარეთ გასაღებას შეძლებენ, რადგან გერმანიაში უკვე შეიმჩნევა ექსპორტის მოცულობის დაჩქარებული ტემპით კლება. გასულ კვირას მიღებული მონაცემების თანახმად, გერმანიაში ექსპორტი მინიმალურ დონემდე შემცირდა ბოლო ოცი წლის განმავლობაში. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ გერმანიის ექსპორტი დიდად არის დამოკიდებული პროდუქციის ექსპორტზე, მისი წარმოების პროდუქციაზე მოთხოვნის ზრდის მოლოდინი ნაადრევია, სანამ გაურკვეველია, როდის მიაღწევს ეკონომიკური ვარდნა ფსკერს გერმანიის სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში – ევროკავშირსა და აშშ-ში. ჯერ მხოლოდ ამა წლის პირველი იუანვრის განმავლიბაში იმ კომპანიების წილი, რომლებიც შტატების შემცირებას აპირებდნენ 30%-მდე გაიზარდა, მაშინ, როცა გასული წლის ოქტომბერში ეს რიცხვი მხოლოდ ქვეყანაში არსებული საწარმოების 18% იყო. გერმანელი მანქანათმშენებლების კავშირის (VDMA) მონაცემებით, 2009 წელს მარტო მანქანათმშენებლობის სექტორში 25 ათასი სამუშაო ადგილის შემცირებაა მოსალოდნელი.
და მაინც, მრავალი გერმანული კომპანია მხოლოდ სამუშაო საათების რაოდენობას ამცირებს, რითაც თავიდან იცილებს თანამშრომელების დათხოვნას იმ იმედით, რომ ქვეყნის მთავრობა უახლოეს მომავალში ყველა დაქირავებულ მოხელეს სოციალური დაზღვევის დაფარვის უზრუნველყოფას პირდება. კერძოდ, შტატის შემცირების გაგრძელებაზე უარი თქვა კომპანია Leoni AG-მა, რომელიც ავტომანქანების ნაწილებს აწარმოებს. გასული წლის IV კვარტალში კომპნიამ 3000 თანამშრომელი დაითხოვა, ახლა კი, მთავრობის გადაწყვეტილების შედეგად, მხოლოდ სამუშაო კვირის შეამცირებას აპირებს. სამუშაო კვირის შემცირების შესახებ განაცხადა კომპანია Praktiker AG-მაც – გერმანიის შიდა ინტერიერის საგნების ერთ-ერთმა უმსხვილესმა გადამყიდველმა. შრომის ფედერალური სააგენტოს თავმჯდომარის – ფრანკ იურგენ ვაიზეს განცხადებით, გერმანულმა კომპანიებმა თებერვალში 600 ათასი თანამშრომლის მოკლე სამუშაო დღეზე გადაყვანას აპირებენ. დეკემბერში ასეთი მუშაკების რაოდენობამ 200 ათასი შეადგინა. ამასთან, ბატონი ვაიზე სულაც არ თვლის, რომ ქვეყანაში უმუშევართა რაოდენობამ შეიძლება 4 მლნ-ს მიაღწიოს (დღეისათვის ეს რიცხვი 3,6 მლნ-ს შეადგენს), რადგან სამუშაო ადგილების მასობრივი შემცირებისათვის მიზეზს ვერ ხედავს.
ევროპელებს არ სჯერათ, რომ მათი
ეკონომიკა მალე გამოჯანმრთელდება
მცირდება ევროპელების რწმენა რეგიონში ეკონომიკური განვითარების ტემპების აღდგენაში ბანკების მიერ დაკრედიტების პირობების გამკაცრებისა და საწარმოების მიერ სამუშაო ადგილების შემცირების შესაბამისად, რასაც ევროკომისიის მონაცემებიც ადასტურებენ. კეროდ, სამომხმარებლო ნდობის ინდექსი (EU-Consumer Confidence) შემცირდა იანვრის -31 პუნქტის ნიშნულიდან თებრვლის -33 პუნქტის ნიშნულამდე. რწმენის ინდექსი რეგიონის ეკონომიკურ ზრდაში (EU-Economic Confidence) იანვრის 67,2 პუნქტიდან 64,5 პუნქტამდე შემცირდა, ხოლო მომსახურების სექტორის განვითარების რწმენის ინდექსი (EU-Services Confidence) კი -22-დნ -23 პუნქტამდე შემცირდა.
სამომხმარებლო ნდობის შემცირება ევროპის რეგიონის ქვეყნებში არ იწვევს გაკვირვებას: კერძო პირებისა და კომპანიების დაკრედიტების მოცულობა ბოლო 5 წლის განმავლობაში მინიმალურ დონემდე დაეცა, საცალო გაყიდვები მცირდება, მშპ ეცემა, და შემდეგი, რაც ზრდას განაგრძობს – უმუშევრობაა. მართალია, ევროპის მონეტარული ხელისუფლება თვლის, რომ რეფინანსირების განაკვეთის შემცირება ძალიან დაბალ დონემდე არ ღირს, მისი კლება მაინც მოსალოდნელია. მიუხედავად იმისა, რომ გასული წლის ოქტომბრის შემდეგ ევროპის ცენტრალურმა ბანკმა (ეცბ), საერთო ჯამში, 225 პუნქტით შეამცირა რეფინანსირების განაკვეთი, ეს ზომები ჯერჯერობით საკმარისი არ აღმოჩნდა.
ევროზონის ხელისუფლება, ეკონომიკის გაჯანსაღების თვალსაზრისით, ზომების მიღებას არ წყვეტს. დღეისათვის ეკონომიკაში ფულის შედინების მოცულობამ, ევროპის ბანკებისთვის დახმარების გაწევის პროგრამის ფარგლებში, 1,2 ტრლნ ევროს მიაღწია, რასაც ემატება ეკონომიკის მასტიმულირებელი ზომების პაკეტი, რომელმაც 200 მლრდ ევრო შეადგინა; მიუხედავად ამისა, მას აღდგენის დასაწყისს ვერ ვუწოდებთ. მეტიც, ჯერ იმის ნიშნებიც კი არაა, რომ რეგიონის ეკონომიკურმა ვარდნამ ფსკერს მიაღწია.
ბოლო სამი კვარტალის განმავლობაში, ევროზონის ეკონომიკური ზრდის ტემპის თანმიმდევრული კლება სასესხო საშუალებების ღირებულებისა და წლის უმეტესი ნაწილის განმავლობაში ნავთობზე ფასის რეკორდული ზრდის შედეგი გახდა. ამას დაემატა წლის განმავლობაში ევროს კურსის დოლართან საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე ზრდა, რაც ევროპის ეკონომიკას საკმარის საზრუნავს უქმნიდა. მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის ფონზე, როდესაც ევროპული კომპანიების პროდუქციაზე მოთხოვნა კატასტროფულად მცირდება, მდგომარეობის გაუმჯობესებას უახლოესი თვეების მანძილზე არ უნდა ველოდოთ. BNP Paribas SA-ის წამყვანი ეკონომისტის – კენეტ უოტრეტის აზრით, 90-იანი წლების რეცესიასთან შედარებით, ვარდნის ტემპი უკვე ორჯერ მეტია. ბანკის ექსპერტები ევროზონის ეკონომიკის ვარდნას მინიმუმ სამი კვარტალის განმავლობაში ელოდებიან.
დოლარი ჯერჯერობით
არ იხევს უკან
თებერვლის ბოლო კვირას, აშშ-ს აქციათა ბაზრის 12 წლიან მინიმუმამდე ვარდნის ფონზე, Forex-ზე ვაჭრობა დოლარის სასარგებლოდ დასრულდა. ინვესტორებს არ სჯერათ, რომ ქვეყნის ხელისუფლება ფინანსური სიტუაციის სტაბილიზაციას შეძლებს.
ბაზრის მოთამაშეებზე ნეგატიური გავლენა იქონია CNBC-ის ცნობებმა იმის შესახებ, რომ სადაზღვევო კომპანიაAmerican International Group შეიძლება გაკოტრებულად იმ შემთხვევაში გამოცხადდეს, თუ მთავრობასთან მოლაპარაკება დამატებით დაფინანსებასთან დაკავშირებით ჩაეშლება.
აღნიშნული კვირის დასაწყისში, ძირითადი ვალუტების კურსების ცვლილება უმნიშვნელო იყო. ევრო/დოლარის სვალუტო წყვილის კოტირება 1,2738 დონეზე იყო. ბრიტანული ფუნტი დაახლოებით 1,4535 დოლარი ღირდა, ხოლო დოლარი/იენის წყვილის კოტირება 95,25 იყო. ფინანსური ბაზრების დაიმედებამ მაღალშემოსავლიანი ვალუტების დოლართან მიმართებაში გამყარებასა და საფონდო ბაზრების აღმასვლას შეუწყო ხელი.
აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ქვეყნის ძირითადი ბანკების მხარდასაჭერად, ფედერალური მთავრობის სრული პოტენციალის გამოყენების პირობა დადო, რათა კრედიტების გაცემა განახლდეს. თუმცა, აღნიშნა, რომ ამის განხორციელება რთულია, რადგან გადასახადის გადამხდელთა საკმაოდ დიდ თანხებს მოითხოვს.
მომდევნო დღეს ევროპის ვალუტები დოლართან მიმართებაში გახსნის ფასზე ძვირად იყიდებოდა. ევრო/დოლარის წყვილი 1,2868 ნიშნულზე იდგა, ბრიტანული ფუნტი სტერლინგი 1,4556 დოლარი ღირდა, ხოლო დოლარი/იენის წყვილის კოტირება კი 96.8 დონეზე იყო.
Forex-ზე მას შემდეგ გაჩნდა ამერიკული ვალუტის მოთხოვნა, რაც ცნობილი გახდა ევროპის რიგი არასასიამოვნო და აშშ-ს არაერთმნიშვნელოვანი ახალი ამბები. იანვარში აშშ-ს საცხოვრებელი ფართის მეორად ბაზარზე გაყიდვებმა 12 წლიან მინიმუმს მიაღწიეს – 4,49 მლნ სახლი წელიწადში. ეს 5,3%-ით ნაკლებია, ვიდრე დეკემბრის მაჩვენებელი – 4,74 მლნ. როგორც რიელტორების ეროვნულმა ასოციაციამ განაცხადა, გაყიდვების 45% იძულებითი სახის გაყიდვას წარმოადგენდა, მათ შორის იმ სახლებისა, რომლებიც მფლობელებმა სესხის გადაუხდელობის გამო დაკარგეს. იანვარში საცხოვრებელი ფართების მეორად ბაზარზე საშუალო ფასი წლიური 14,8%-ით ანუ 170,3 ათას დოლარამდე დაეცა.
იმავე კვირას უმუშევრობის პირველადი დახმარებისთვის მიმართვების რიცხვმა აშშ-ში 26 წლიან მაქსიმუმს მიაღწია. მთლიანად, სტატისტიკის მთელი ისტორიის განმავლობაში პირველად, უმუშევართა რაოდენობამ 5 მლნ ადამიანს გადააჭარბა. უამისოდაც მძიმე რეცესია რთულდება. უმუშევართა მიმართვების რიცხვი 36 ათასით გაიზარდა – 667 ათასამდე, რაც 1982 წლის შემდეგ უდიდესი მაჩვენებელია.
კვირის ბოლოს დოლართან მიმართებაში ევროპის ვალუტები გაიაფდა. ევრო/დოლარის წყვილი 1,27-ის ნიშნულს უახლოვდებოდა, ხოლო ბრიტანული ფუნტი სტერლინგი 1,4250 დოლარი ღირდა. დოლარი/იენის წყვილი 97,88 დონეზე კოტირდებოდა. მომდევნო კვირის ორშაბათს, საფონდო ინედქსების ახალი ვარდნის ფონზე, დოლარი ევროსთან მიმართებაში 1,255 პუნქტით გაიზარდა. მრავალი ექსპეტი თვლის, რომ აშშ ჯერ-ჯერობით შეინარჩუნებს თავშესაქცევი ვალუტის სტატუსს.

აშშ-ს აქციათა ბაზარი უფსკრულისკენ მიემართება

ვაჭრობა აშშ-ს საფონდო ბაზრებზე 23 თებერვალს წამყვანი ინდექსების საშუალოდ 3,5%-ით შემცირებით დაიხურა. ინვესტორები თვლიან, რომ ამერიკის მთავრობის ეკონომიკის მხარდასაჭერი გეგმა ქვეყანას რეცესიისგან ვერ გადაარჩენს.
ვაჭრობის შედეგების მიხედვით, მაღალტექნოლოგიური სექტორის კომპანიათა აქციები მას შემდეგ გაიაფდა, რაცMorgan Stanley-ის ანალიტიკოსებმა განაცხადეს, რომ ეს დარგი ეკონომიკური ძვრების მიმართ ერთ-ერთი ყველაზე მგრძნობიარეა. პერსონალური კომოპიუტერების ერთ-ერთი უმსხვილესი მსოფლიო მწარმოებელი კომპანიის -Hewlett-Packard Co.-ს აქციები, ვაჭრობის შედეგების მიხედვით, 6,3%-ით გაიაფდა, ხოლო პერსონალური კომპიუტერებისთვის მიკროსქემების უმსხვილესი მწარმოებლის – Intel Corp.-ის ფასიანი ქაღალდების ფასი კი 5,5%-ით დაეცა. 5,7%-ით გაიაფდა მრავალპროფილიანი სამრეწველო კონცერნის – General Electric Co.-ს აციები მას შემდეგ, რაც Deutsche Bank-ის ანალიტიკოსებმა განაცხადეს, რომ GE-ის ფინანსურ ქვეგანყოფილებას მალე შეიძლება დამატებითი ფინანსური დახმარება დასჭირდეს.
შესაბამისად, მთავრობის მხრიდან ქვეყნის ფინანსური სტრუქტურების მნიშვნელოვანი მხარდაჭერის შესახებ განცხადების ფონზე, უმსვილესი ამერიკული ბანკების – Bank of America Corp.-ისა და Citigroup Inc.-ის აქციები 3,2% და 9,7%-ით გაძვირდა.
23 თებერვლის შედეგებით Dow Jones-ის ინდექსი 250,89 პუნქტით შემცირდა (-3,41%), 7114,78 პუნქტამდე.Nasdaq-ისა კი 53,51 პუნქტით (-3,71%) 1387,72 პუნქტამდე, ხოლო შ&P-ის ინდექსი – 26,72 პუნქტით (-3,47%) 743,33 პუნქტამდე შემცირდა.
მეორე დღეს აშშ-ს საფონდო ბაზრების ინდექსები საშუალოდ 3,7%-ით გაიზარდა აშშ-ს ფედერალური სარეზერვო სისტემის თავმჯდომარის, ბენ ბერნანკის იმ განცხადების ფონზე, რომლის მიხედვითაც დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, პრობლემური ბანკების ნაციონალიზაცია აუცილებელი არ არის. ამასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვნად გაძვირდა ფინანსური სექტორის კომპანიების აქციები ქვეყნის უმსხვილესი ბანკების -Citigroup Inc.-ისა (+21,5%) და Bank of America Corp.-ით (+21%) სათავეში. 7,7%-ით მოიმატა აშშ-ს წამყვანი ბანკის -JP Morgan Chase & Co.-ს აქციათა ფასებმა, რომელმაც დივიდენდების 87%-ით შეკვეცის თაობაზე გამოაცხადა. ბანკის კოტირებებზე დადებითად აისახა მისი ხელმძღვანელობის განცხადება იმის შესახებ, რომ მიმდინრე ფინანსური წლის I კვარტალში იგი მნიშვნელოვან შემოსავალს მიიღებს.
24 თებერვლის ვაჭრობის შედეგებით Dow Jones-ის ინდექსი 236,16 პუნქტით გაიზარდა (+3.32%) 7350,94 პუნქტამდე, Nasdaq-ისა კი 54,11 პუნქტით (+3,9%) 1441,83 პუნქტამდე, ხოლო S&P-ის ინდექსი – 29,81 პუნქტით (+4.01%) 773,14 პუნქტამდე გაიზარდა.
25 თებერვალს საფონდო ბირჟაზე ვაჭრობა აშშ-ში წამყვანი ინდექსების შემცირებით დაიხურა, რადგან ინევსტორებმა სდაზღვევო სექტორის რიგ კომპანიებში დივიდენდების შემცირების შესახებ ცნობა პესიმისტურად აღიქვეს. შედეგად, სადაზღვევო კომპანია Lincoln National Corp.-ის აქციები 14%-ით გაიაფდა, მან დივიდენდების 95%-ით შეკვეცა გამოაცხადა და 5,7%-ით შემცირდა აშშ-ს მანქანებისა და უძრავი ქონების დამზღვევი უმსხვილესი კომპანიის – Allstate Corp.-ის აქციების ფასები, რამაც დივიდენდები ორჯერ შეამცირა.
ბაზარზე მაკროეკნომიკის მხრივაც არასასიხარულო ამბებია. სავაჭრო სესიის გახსნის შემდეგ აშშ-ს რიელტორების ეროვნული ასოციაციის მიერ გამოქვეყნებულმა მოხსენებამ, რომელიც საცხოვრებელი სახლების მეორად ბაზარზე სახლების გაყიდვის დინამიკას ეხებოდა, ხელი შეუწყო სამშენებლო სექტორის კომპანიათა კოტირებების შემცირებას. მოხსენების თანახმად, აშშ-ს საცხოვრებელი ფართების მეორად ბაზარზე სახლების გაყიდვების წლიური (ბოლო 12 თვის) მოცულობა 2009 წლის იანვარში 5,3%-ით შემცირდა 2008 წლის დეკემბრის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით და 4,49 მლნ ერთეული შეადგინა. ამ ფონზე საფონდო ბაზარზე 3,9%-ით გაიაფდა მიწის საბურღი მანქანების მწარმოებელი მსოფლიო ლიდერი კომპანიის – Caterpillar Inc.-ის აქციები და ასევე 7,3%-ით დაეცა ნიუ-ჯერსის შტატის უმსხვილესი დეველოპერული კომპანიის – Hovnanian Enterprises-ის აქციათა ფასები.
სავაჭრო სესიის შედეგებით Dow Jones-ის ინდექსი 80,05 პუნქტით შემცირდა (-1,09%) 7270,09 პუნქტამდე.Nasdaq-ისა კი 16,4 პუნქტით (-1,14%) 1425,43 პუნქტამდე, ხოლო შ&P-ის ინდექსი – 8,24 პუნქტით (-1,07%) 764,9 პუნქტამდე შემცირდა.
ბარაკ ობამას ადმინისტრაციამ, სამედიცინო დაზღვევის პროგრამა Medicare-ის ფარგლებში, შესაძლოა, მზღვეველებისთვის გადახდების მოცულობა შეამციროს და წამლების მწარმოებლებს პროდუქციაზე ფასდაკლება მოთხოვოს, ამან ინვესტორების შიში გამოიწვია, რამაც თავის მხრივ, სავაჭრო სესიის წამყვანი ინდექსები შემცირებით დახურა.
ამ სავაჭრო სესიის შედეგებით მნიშვნელოვნდ გაიაფდა ფარმაცევტული და იმ კომპანიების აქციები, რომლებიც სამედიცინო დაზღვევის მომსახურებას ეწევიან. კერძოდ, 13 და 19%-ით გაიაფდა UnitedHealth Group Inc.-ისა დაHumana Inc.-ის აქციები, ხოლო ფარმაცევტული კომპანია Eli Lilly & Co. და Merck & Co.-ის ფასიანი ქაღალდების ფასი შესაბამისად 4,7% და 6,7%-ით შემცირდა.
31%-ით გაიაფდა აშშ-ში განათლების მისაღებად კრედიტების გამცემი უმსხვილესი კომპანია SLM Corp.-ის აქციები, რადგან ამერიკის მთავრობის განცხადებით, იგი უახლოეს მომავალში მსგავსი პროფილის კომპანიებისთვის ფინანსური მხარდაჭერის გაუქმებას აპირებს.
სავაჭრო სესიის დაწყებისთანავე განმოქვეყნდა მორიგი მაკროეკონომიკური სტატისტიკის მონაცემები, ამანაც არ გაამართლა იმედები – ამჯერად, ახალი სახლების გაყიდვების მოცულობის შესახებ. 2009 წლის იანვარში აშშ-ში ახალი სახლის გაყიდვების მოცულობა 10,2%-ით შემცირდა 2008 წლის დეკემბრის მონაცემებთან შედარებით და 309 ათასი ერთეული შეადგინა, მაშინ, როდესაც პროგნოზით 330 ათასი ერთეული იყო გათვალისწინებული.
27 თებერვალს Dow Jones-ის ინდექსი 88,81 პუნქტით შემცირდა (-1,22%) 7182,08 პუნქტამდე. Nasdaq-ისა კი 33,96 პუნქტით (-2,38%) 1391,47 პუნქტამდე, ხოლო S&P-ის ინდექსი – 12,07 პუნქტით (-1,58%) 752,83 პუნქტამდე შემცირდა.
აღნიშნულ დღეს საფონდო ინდექსების შემცირება მიღებული კორპორაციული სიახლეებით იყო გამოწვეული. ინვესტორთა ყურადღების ცენტრში საბანკო სექტორის კომპანიები აღმოჩნდა, რომელთა კოტირებები, შეიძლება ითქვას, Citigroup-ის მიერ ბანკის სახელმწიფოს კუთვნილი 25 მლრდ დოლარის მოცულობის პრივილეგირებული აქციების ჩვეულებრივ აქციებში კონვერტაციის გამოცხადების შემდეგ განადგურდა, რის შედეგადაც, ამ ბანკის კოტირებები 39%-ით დეცა, ხოლო Bank of America-ის – 26%-ით. იმავდროულად, Wells Fargo & Co.-ის კოტირებები 15,97%-ით შემცირდა. JPMorgan Chase & Co.-ის აქციათა ფასმა 0,87% დაკარგა.
ნავთობის გაიაფებამ ნავთობკომპანიების აქციათა კოტირებების შემცირება გამოიწვია. ასე, მაგალითად, მსოფლიოს უმსხვილესი ნავთობკომპანიის ExxonMobil Corp.-ის აქციათა ფასი 4,3%-ით შემცირდა, ხოლო შედარებით უფრო მცირე კონკურენტი კომპანიების – Chevron Corp.-ისა და Conocco Phillips-ის კი – 3,89% და 2.86%-ით შესაბამისად.
სავაჭრო სესიის შედეგებით Dოწ ჟონეს-ის ინდექსი 119,15 პუნქტით შემცირდა (-1,66%) 7062,93 პუნქტამდე.Nasdaq-ისა კი 13,63 პუნქტით (-0,98%) 1377,84 პუნქტამდე, ხოლო შ&P-ის ინდექსი – 17,74 პუნქტით (-2,36%) 735,09 პუნქტამდე შემცირდა.
ნავთობის ბაზარი ორ ფაქტორს შორის მერყეობს
თებერვლის ბოლო კვირა ნავთობის ბაზარზე იმედიანად დაიწყო. “შავ ოქროზე” კოტირებები ოპეკის მიერ ნავთობმოპოვების მოცულობის შემცირების შესახებ მიღებული ინფორმაციის ფონზე იზრდებოდა. ალჟირის ენერგეტიკის მინისტრის განცხადებით, ნავთობის მსოფლიო ბაზარზე ექსპორტის შემცირების საკითხი შესაძლოა მარტში გამართულ შეხვედრაზე გადაწყდეს.
ნავთობის წარმოების დამატებით შემცირების შესახებ საუბრობდა ირანის წარმომადგენელიც ოპეკში მოჰამედ ალი ჰაბიტი. მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ შემდეგშიც გაგრძელდა ფასების ვარდნა “შავ ოქროზე”, მაშინ 15 მარტს დაგეგმილ შეხვედრაზე კარტელს მოპოვების მოცულობის შემდგომი შემცირების შესახებ მოუწევს. “ოპეკმა უნდა გაამყაროს ბაზარი, რაც ნავთობის წარმოების მოცულობის შემცირებას გულისხმობს”, – ხაზი გაუსვა მან.
გარდა ამისა, ფასების ზრდას 23 თებერვალს ხელი შეუწყო კონსალტინგური კომპანიის Petro Logistics Ltd.-ის პროგნოზებმა, რომლის თანახმადაც, თებერვალში ოპეკის 11 წევრი საერთო ჯამში ნავთობის მოპოვებას 3,8%-ით შეამცირებდა (ე.ი. 25,3 მლნ დღეში ბარელამდე). ამის ფონზე WTI მარკის ბარელი ნავთობის ფასი 40 დოლარზე მეტი იყო, ხოლო Brent-ის კოტირებებმა კი ბარელზე 43 დოლარს გადააჭარბა.
თუმცა, მიღწეული შედეგების შენარჩუნება ვერ მოხერხდა. “შავი ოქროს” აღმავალ დინამიკას საფონდო ბირჟებზე ხელი ვარდნამ შეუშალა. ინვესტორების გამო ნიადაგი გამოეცალათ ამერიკული აქციების კოტირებებს, რომელნიც ეჭვობდნენ, რომ ვაშინგტონი შეძლებს ბანკების მხარდაჭერას. შედეგად კი Dow Jones Industrial Averaje ინდექსმა თავის მინიმუმს 12 წლის განმავლობაში მიაღწია – 7114,78 პუნქტი NASDAQ კი 3,71%-ით შემცირდა, ხოლო შ&P კი – 3,47%-ით.
23 თებერვლის სავაჭრო სესიის შედეგებით New York Mercantile Exchange-ზე “ფიუჩერსული” კონტრაქტის ფასიWTI მარკის ნავთობზე 1,59 დოლარით შემცირდა 38,44 დოლარამდე 1 ბარელზე. InterContinental Exchange-ზე ლონდონში აპრილის კონტრაქტი Brent Crude ნავთობზე 0,9 დოლარით გაიაფდა, რადგან დაიხურა 40,99 დოლარი/ბარელი ნიშნულზე.
მეორე დღეს ნავთობის “ფიუჩერსებზე” პირველად გაიზარდა ბოლო სამი სავაჭრო დღის განმავლობაში. ერთი დღის განმავლობაში 1 ბარელ ნავთობზე ფასი 1,5 დოლარზე მეტად გაიზარდა, თუმცა გარიგების მაქსიმალური ფასები დაახლოებით 1 დოლარით უფრო დაბალ დონეზე შენარჩუნდა, ვიდრე წინა დღეს იყო.
ნავთობის “ფიუჩერსებზე” ფასების ზრდა განპირობებული იყო მათი ტექნიკური შესყიდვებით. წინა კვირის განმავლობაში ნავთობზე ფასები საშუალოდ 5,2%-ით დაეცა, ხოლო კვირის დასაწყისიდან კი – საშუალოდ 3,1%-ით, რის გამოც შემდგომი გაყიდვებისადმი ინტერესი შესუსტდა. ამსთანავე, ნავთობის “ფიუჩერსების” შესყიდვების განალხებას დამატებით ხელს უწყობდა აქციათა ბაზარზე შექმნილი სიტუაცია, როდესაც აშშ-ს წამყვანი საფონდო ინდექსები საშუალოდ 3,7%-ით გაიზარდა, მათ შორის Dow Jones-ის სამრეწველო ინდექსიც – 3,2%-ით.
25 თებერვალს ბაზრის მონაწილეთა პოზიტიურ განწყობას, ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მარაგებზე ინფორმაციამ შეუწყო ხელი. მრავალი კვირის განმავლობაში მოთხოვნა ბენზინზე პირველად გაიზარდა. მისი მარაგების შემცირებასა და ნავთობის მარაგების უმნიშვნელო ზრდასთან ერთად, ამან დადებითი მხარდაჭერა აღმოუჩინა ნავთობის “ფიუჩერსების” კოტირებებს. საფონდო ინდექსების ვარდნის მიუხედავად, ფასებმა WTI მარკის ნავთობზე ბარელზე 42 დოლარს გადააჭარბეს და წინა დღესთან შედარებით 6%-ით ურფო მაღალ დონეზე დაიხურა.
25 თებრვლის სავაჭრო სესიის შედეგებით New York Mercantile Exchange-ზე აპრილში მიწოდების ვადის მქონე “ფიუჩერსული” კონტრაქტის ფასი WTI მარკის ნავთობზე 2,54 დოლარით გაიზარდა, 42,50 დოლარამდე 1 ბარელზე.InterContinental Exchange-ზე ლონდონში აპრილის კონტრაქტი Brent Crude ნავთობზე 1,79 დოლარით – 44,29 დოლარამდე 1 ბარელზე.
აშშ-ს ენერგეტიკული ინფორმაციის სამმართველოს (EIA) ყოველკვირეული მონაცემების თანახმად, ზედიზედ მეორედ ბაზრის მონაწილეთათვის სასიამოვმნო მოულოდნელობა გახდა ინფორმაცია ბენზინის მარაგების შესახებ -EIA-ს თანახმად, 20 თებერვალს, დახურული კვირის მონაცემებით, იგი ქვეყანაში 3,4 მლნ ბარელით შემცირდა. თუმცა, ნამდვილი სიურპრიზი აღმოჩნდა მონაცემები ბენზინის მოხმარების შესახებ, რომელიც ბოლო ოთხი კვირის განმავლობაში 1,7%-ით გაიზარდა და დღეში 8,985 მლნ ბარელი შეადგინა. ამ ფონზე ნავთობის ფასებმა დაუყოვნებლივ დაიწყეს ზრდა, რაც გასაკვირი არ იყო, განსაკუთრებით მაშინ, თუ გავითვალისწინებთ, რომ მაქსიმუმებიდან ფასების შემცირების ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი 2008 წლის ივნისში მოთხოვნის კლება იყო. როგორც ერთ-ერთმა ანალიტიკოსმა აღნიშნა “მოთხოვნა ბრუნდება!”.
26 თებერვლის სავაჭრო სესია, ნავთობზე ფასების მნიშვნელოვანი ზრდით დაიხურა. ბაზრის მონაწილეებმა ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მარაგების შესახებ აშშ-ს ენერგეტიკის სამინისტროს პოზიტიური მონაცემებით სარგებლობა განაგრძეს, რითაც კვირის ბოლო ორი დღის განმავლობაში ნიუ იორკში ნავთობის კოტირებები 12%-ზე უფრო მეტად გაიზარდა, გადააჭარბა რა ბარელზე 45 დოლარის ნიშნულს.
26 თებრვლის შედეგებით, New York Mercantile Exchange-ზე აპრილის “ფიუჩერსული” კონტრაქტის ფასი WTIმარკის ნავთობზე 2,52 დოლარით გაიზარდა 45,22 დოლარამდე 1 ბარელზე. InterContinental Exchange-ზე ლონდონში აპრილის კონტრაქტი Bრენტ ჩრუდე ნავთობზე 2,22 დოლარით გაძვირდა, დაიხურა რა 46,51 დოლარი/ბარელი ნიშნულზე.
კვირის განმავლობაში აქტიური ზრდის მიუხედავად, ნავთობის ბაზარმა ვაჭრობა მინორულად დაასრულა. წინა სამი დღის საყოველთაო ოპტიმიზმი აშშ-ს უარყოფითი მაკროეკონომიკური მონაცემების შედეგად განადგურდა, რმაც ნავთობზე მოთხოვნის შემდგომ დინამიკასთან დაკავშირებით, ბაზრის მონაწილეთა შეშფოთება გააძლიერა.
27 თებერვლის შედეგებით, New York Mercantile Exchange-ზე აპრილის “ფიუჩერსული” კონტრაქტის ფასი WTIმარკის ნავთობზე 0,46 დოლარით შემცირდა 44,76 დოლარამდე 1 ბარელზე. InterContinental Exchange-ზე ლონდონში აპრილის კონტრაქტი Bრენტ ჩრუდე ნავთობზე 0,16 დოლარით გაიაფდა, დაიხურა რა 46,35 დოლარი/ბარელი ნიშნულზე.
როგორც ექპერტები აღნიშნავენ, ნავთობის ბაზარი ორ ფაქტორს შორის იყოფა. ერთი მხრივ – თავად ბაზრის ფუნდამენტალური მაჩვენებლების გაუმჯობესება და მეორეს მხრივ – გამძვინვარებული ეკონომიკური ვარდნა მოთხოვნაზე ახდენს გავლენას.
თებერვლის ბოლო კვირამ ყოველივე ნათელი გახადა – იგი ფასების ვარდნით მსოფლიო რეცესიის გაღრმავების დამადასტურებელი ახალი ფაქტების ფონზე დაიწყო, ნავთობის ფასები მაშინვე ავარდა, რადგან ცნობილი გახდა ენერგეტიკული ინფორმაციის სამმართველოს ანგარიშგების შედეგები, სადაც ასახული იყო ნავთობის მარაგების შემცირება და სათბობზე მოთხოვნის ზრდა. მიუხედავად ამისა, კვირის ბოლოს გამოქვეყნებულმა ეკონომიკურმა სიახლეებმა მკვეთრად შეცვალა ბაზრის მონაწილეთა განწყობა.