ჩინეთის “დიადი იმპერიის” ახალი ხედვა
მოამზადა ნინო არველაძემ
ზოგიერთმა დროის მსვლელობას ჯერ ფეხი ვერ აუბა და ჩინეთს კვლავ ჩამორჩენილ ქვეყნად მიიჩნევს, მაგრამ თვით ჩინელები საკუთარ თავს სხვაგვარად აფასებენ და ზესახელმწიფოსთვისაც კი ლიდერობის ჩამორთმევას არც თუ უიმედოდ ცდილობენ.
მსოფლიოში ცვლილებების ქარია. ჩინეთში ისეთებმაც კი დაიწყეს ღელვა, როგორებიც გლობალური ეკონომიკური კრიზისით დიდ ხეირს ნახულობენ. გასაოცარი იყო გასული სამი დეკადის განმავლობაში ჩინეთის აღმავლობის ტემპი, მაგრამ ულტრანაციონალისტური ჩარჩოს სრულყოფისათვის ერთი შტრიხი აკლია – დასავლეთის თანმხლები დაკნინება. ახლა მსოფლიოს ლიდერ ქვეყნებში კაპიტალიზმი წელში მოხრილი დაიარება. რეცესიამ ევროპასა და იაპონიას ძლიერად დახვია ხელი, ამიტომ ჩინელები მათ მეტოქეებადაც კი არ მიიჩნევენ. სუპერსახელმწიფო ამერიკამაც პიკს მიაღწია. ჩინეთის ლიდერები ცდილობენ ენთუზიაზმი არ შეიმჩნიონ, მაგრამ პეკინში იგრძნობა, რომ ჩინელები გლობალურ ძალაუფლებას თითქმის საკუთრად მიიჩნევენ.
ჩინეთის პრემიერ-მინისტრ უენ ჯაიაბაოს აღარ სურს ჩინეთი მსოფლიო საკითხებში მოკრძალებულ მოთამაშედ მიიჩნეოდეს და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას განსაკუთრებული ხაზგასმით აღნიშნავს, ის ჩინეთს “ველიკაია დერჟავად” მოიხსენიებს და ღელავს ამერიკის მფლანგველობასთან დაკავშირებით, რაც მის 1 ტრილიონ დოლარს საფრთხეს უქმნის. სასაცილოდ არ ჰყოფნის ამერიკის ახალი ფინანსთა მინისტრის განცხადებები ჩინური ვალუტის ხელოვნური შეფასების შესახებ, პეკინში კი ჰილარი კლინტონს თანასწორივით ხვდებიან. ჩინეთის ცენტრალური ბანკის მმართველი ჩუ ქსიაონჩუანი, დოლარის გრძელვადიან პერსპექტივაში ჩანაცვლების მიზნით, “სუპერ-სუვერენული სარეზერვო ვალუტის” შექმნის იდეით გამოდის. ის მკვეთრად გაზრდიდა ახალი ვალუტის განსაკუთრებული სესხების უფლებას, საერთაშორისო აქტივებს, რომლებიც წინა საუკუნის 60-იან წლებში საერთაშორისო სავალუტო ფონდმა შექმნა, რაც დიდი ოცეულის გადაწყვეტილებას 250 მლრდ. დოლარის გამოყოფას ახალ ბიძგს მისცემდა. ჩინეთის მხრიდან (და საერთოდ ახალი ბაზრების მხრიდან) ეს პირველი საერთაშორისო დონის შემოთავაზებაა.
ჩინეთის ცენტრალური ბანკის მმართველის წინადადებას აზიის რამდენიმე ქვეყანა, ასევე ბრაზილია და რუსეთი ემხრობიან. აშშ და რამდენიმე სხვა სახელმწიფო საჩქაროდ უარყოფს შემოთავაზებულ წინადადებას და დოლარს გლობალურ როლს ანდობს. აშკარაა, რომ ისინი შიშობენ, რადგან ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიღება დოლარის მიმართ ნდობას შეარყევს, მის გაცვლით კურსს დააგდებს, რაც ევროსა და სხვა ვალუტების გაცვლითი კურსის აწევას გამოიწვევს. მსგავსი არასტაბილურობა უკიდურესად უარყოფითად აისახება აშშ-ის, ევროპისა და, საერთოდ, გლობალურ მცდელობაზე – დაძლიონ კრიზისი. პრობლემა ისაა, რომ ფინანსურ სტაბილურობას უფრო დიდი საფრთხე ემუქრება. ჩინეთსა და სხვა მონეტარულ ხელმძღვანელობებს რეზერვის სახით 5 000 მლრდ. დოლარს ფლობენ, დოლარის მიმართ ნდობის დაკარგვა აშშ-ის უზარმაზარ საბიუჯეტო დეფიციტს გამოიწვევს. მსოფლიო იცვლება და ჩინეთი, მისთვის უჩვეულო საჯარო განცხადებაში, საკუთარ რეზერვზე გარანტიებს ითხოვს. ჩინეთის ცენტრალური ბანკის მმართველი აცხადებს, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან სპეციალური აქტივების სარეზერვო სისტემა უნდა შეიქმნას, საიდანაც საჭიროების შემთხვევაში, წევრ ქვეყნებს, საკუთარი მონაწილეობის მიხედვით, კრედიტის აღება შეეძლებათ. მსგავს იდეაზე მოლაპარაკება საერთაშორისო სავალუტო ფონდში XX საუკუნის 70-იანი წლების ბოლოს მიმდინარეობდა, რომლისთვის დეტალურად გაწერილი გეგმაც კი შეიქმნა. დოლარის არასასურველი კონვერტაციის ნაცვლად, ბაზრის გავლით, მისი მფლობელები დოლარს საერთაშორისო სავალუტო ფონდის სპეციალურ აქტივებში დეპოზიტის სახით განათავსებენ, რაც ჩინეთისთვის ასე სასურველ დივერსიფიკაციად იქცევა. ჩინეთის წინააღმდეგ მთავარი არგუმენტი ის არის, რომ მისი ვალუტის ხელოვნურად გაიაფების გამო, რეზერვის მოცულობით ყველა დანარჩენ ქვეყანას პროპორციით ჯობნის. ამიტომ მსოფლიოში მიიჩნევენ, რომ დოლარის გაცვლითი კურისის ვარდნის გამო ჩინეთი იზარალებს, მაგრამ თანაგრძნობას არ იმსახურებს, საქმე კი ისაა, რომ ჩინეთში, როგორც ჩანს, მსგავსი ზარალისთვის მზად არიან და მას ექსპორტის სუბსიდიად მოიაზრებენ. მთავარია არ არსებობს საიმედო მინიშნება, რომ ჩინეთი ვალუტის კურსით მანიპულირებას შეწყვეტს. ჩინეთი მსოფლიოს უფრო და უფრო აშინებს, მეტიც, მისთვის იდეალური იქნება თუ აშშ არაფორმალურ G2 პარტნიორობას ჩამოაყალიბებს, და გლობალურ ეკონომიკურ მმართველობას მრავალმხრივი ინსტიტუტების სასარგებლოდ რეფორმებს გაატარებინებს.
აშშ-ში დიდ უკმაყოფილებას გამოთქვამენ და აცხადებენ, რომ ეკონომიკის დახმარების ყველაზე მოცულობითი პროგრამა ჩინეთშია. ამერიკის ბანკებისგან განსხვავებით, რომელთა უმრავლესობასაც სესხების გაცემის სურვილი აღარ აქვს, ჩინეთში კორპორაციებსა და შიდა მეურნეობებზე გაცემული სესხების მოცულობა გაიზარდა. ყურადღება უნდა მიექცეს ჩინეთის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო პროგრამას, რომელიც ჩინეთის მშპ-ის თითქმის ორი პროცენტის ტოლია, ანუ ჩინეთი ფულს ისეთ სექტორებში დებს საიდანაც მისი ამოღების მაღალი ალბათობაა. კრიზისის განმავლობაში ჩინეთმა წინ წამოსწია სოციალური პროგრამები, რაც ეკონომიკის დასაბალანსებლად მოსახერხებელი ინსტრუმენტია. ერთი სიტყვით, ეკონომიკური კრიზისის დაძლევის მხრივ, ამჟამად მსოფლიოში ყველაზე ხელსაყრელ მდგომარეობაში სწორედ ჩინეთია, მას აშშ-ზე მეტი ბერკეტი გააჩნია, რომელსაც ტოქსიკური ფინანსური აქტივებიც კი არ აქვს, ამიტომ მთავრობას საფინანსო ინსტიტუტებში თანხების ინექციის გაკეთება არ სჭირდება. იმ დროს, როცა აშშ-ის მოთხოვნა მკვეთრად მცირდება, ჩინეთის მოთხოვნის ტემპი – მხოლოდ ნელდება. ახლა ჩინეთი მანქანების უმსხვილესი ბაზარია მსოფლიოში, მან შეერთებული შტატებიც კი უკან ჩამოიტოვა, ავტომობილების 90%-ს ჩინელები ნაღდი ფულით ყიდულობენ, რადგან ბანკები ავტომანქანებზე სესხებს თითქმის არ გასცემენ. მარტში ჩინეთმა, სამხრეთი ჩინეთის ზღვაში ამერიკულ სადაზვერვო გემთან დაკავშირებით, ურთიერთობის დაძაბვა ღიად სცადა. ევროპა კი ჰორიზონტიდან ქრება: ევროკავშირის სამიტი შეწყდა, საფრანგეთი კი შავ სიაში ხვდება, რადგან ნიკოლა სარკოზი დალაი ლამასთან შეხვედრას ბედავს.
ჩინეთს სერიოზული იდეის ტალღამ გადაუარა: გეოპოლიტიკურ თამაშებში ორპოლუსიანი ურთიერთობები ყალიბდება, ახლა მსოფლიოში ჩინეთი და ამერიკა ლიდერობენ. ლონდონის აპრილის სამიტზე ოცეულის ჯგუფის კი არა, ბარაკ ობამასა და ჰიუ ჯინტაოს შორის ორეულის ჯგუფის შეხვედრას ელოდნენ. ეს ფაქტი მხოლოდ ევროპელებს არ აღელვებთ, რომლებმაც ჯორჯ ბუშის ერთპოლარული პოლიტიკისგან თავი გაითავისუფლეს და მისი წყნარი ოკეანის ორი მონოპოლისტით ჩანაცვლება აღარ სურთ, ღელავენ იაპონელებიც, რომლებსაც დიდი ხნის განმავლობაში აგიჟებდა მათი აზიელი მეტოქე. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩინეთს ძლიერთან ერთად სუსტი მხარეებიც აქვს. იგი ისევ ღარიბ ქვეყნად რჩება, წინ კი ახალი საუკუნის ურთულესი წელიწადი ელის. უხეში გაანგარიშებით, ქვეყანაში სამსახურის გარეშე 20 მლნ. ადამიანი დარჩა, რაც დიდი პრობლემაა. მსოფლიო ბანკმა ჩინეთის წლიური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6.5%-მდე შეამცირა. მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან შედარებით ის მაინც ძალიან მაღალი მაჩვენებელია, მაგრამ ჩინელების უმეტესობა მიიჩნევს, რომ პროგნოზი სხვა არაფერია, თუ არა რეცესიის მანიშნებელი. ჩინეთში დაძაბულობა იწყება – ქვეყნის განვითარების მიზნით მიწაჩამორთმეულები, სამსახურიდან დათხოვნილები და ა.შ. უკმაყოფილონი არიან. იმ შემთხვევაშიც კი, თუ წელს სასწაულით, ჩინეთის მშპ დასახულ 8%-ს მიაღწევს, უკმაყოფილო ჩინელების რიცხვი არ შემცირდება. ჩინელების თვითკმაყოფილების ზრდასთან ერთად, ქვეყნაში ცხარე დებატების საგანი ქვეყნის ეკონომიკუკრი სისტემა და იმ დიადი იმპერიის ტიპია, როგორიც ჩინელ მთავრობას სურს მიიღოს. სახალხო ეროვნული კონგრესი დახურულ კარს მიღმა შეხვედრებს ამჯობინებს, ლიბერალები კი ღია განხილვების მომხრენი არიან. ჩინეთის ლიდერებს საფრთხე მემარცხენე ნაციონალისტებისგანაც ელით, რომლებსაც ჩასაფრებულის პოზიცია უკავიათ და მოსალოდნელ დაღმავლობას მიმდინარე, ბაზარზე ორიენტირებული რეფორმების შესაჩერებლად მარჯვე დროდ მიიჩნევენ. შესაძლოა გაბრაზებული ჩინეთი ქსენოფობიამაც შეიპყროს. ასე რომ, იმაზე მეტად გაურკვეველ მდგომარეობაშია, ვიდრე ამას დასავლელები ფიქრობენ. მსოფლიო ჯერ ორპოლუსიანი არ გამხდარა, მნიშვნელოვანია ინდოეთის ფაქტორიც მსოფლიოში.
თუ გრძელვადიან პერსპექტივაში ობამა ჩინეთის ინდოეთისა და ბრაზილიის მრავალმხრივ ლიბერალურ სისტემაში ჩაბმას, მისი პოსტის დატოვებამდე ვერ მოახერხებს, ისტორიას ობამას მარცხზე საუბარი თავისუფლად შეეძლება. მოკლევადიან პერსპექტივაში მან ჩინეთს პირობების შესრულება უნდა აიძულოს და ლაფსუსებისთვის დატუქსოს. ბუშის ადმინისტრაცია ჩინეთს საერთაშორისო სისტემაში “პასუხიმგებელი მეწილის” სტატუსს ანიჭებდა. ოცეულის ჯგუფი ჩინეთისათვის შესანიშნავი ასპარეზია, რათა გლობალურ გადაწყვეტილებებში მთავარი როლის თამაშის უფლება მოიპოვოს.
ჩინეთის უზარმაზარი მოსახლეობა მოძველებული თემაა, საქმე ის არის, რომ ქვეყანამ მთავარი გეოპოლიტიკური აქტივი გამოიყენა და გაერთიანებული ერების უშიშროების საბჭოში ადგილი დაიმკვიდრა, ის პროგრესს ამუხრუჭებს და მუდმივად იმართლებს თავს, რომ არ სურს სხვა ქვეყნების ურთიერთობებში ჩარევა, მაგრამ რაც ეკონომიკას შეეხება, ჩინეთის სუსტი წერტილია.თუ რომელიმე ქვეყანამ გლობალიზაციის ტალღით იხეირა – ჩინეთია, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ასეულობით მილიონმა ადამიანმა საშუალო ფენაში გადაინაცვლა. ოცეულის ჯგუფი მას შანსს აძლევს ჩინეთში მომხდარი ცვლილებები გაასაჯაროოს, მას საერთაშორისო სავალუტო ფონდის დახმარებას და აღმოსავლეთ ევროპაში კრიზისისგან დაზარალებული ქვეყნებისათვის თანხების გამოყოფას სთხოვენ. პეკინში ბევრს საერთაშორისო სავალუტო ფონდის იგნორირება სურს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს ეხმარება, რომელიც ანტიჩინური მენტალობის კამპანიას ავრცელებდნენ. მართალია, მსგავსი წვრილმანების გადაბიჯება და თანხის გადახდა მხოლოდ ერთი ნაბიჯი იქნება, სამაგიეროდ იმისი ნიშანიც, რომ ჩინეთს უკვე კარგად ესმის თუ რას ნიშნავს “დიადი იმპერია”.