სად იხდიან მეტს, რომელ პროფესიას უხდიან მეტს ან სად ვისწავლოთ, რომ მეტი გადაგვიხადონ

რედაქციისაგან
არასამთავრობო ორგანიზაცია თავისუფალი ეკონომიკის და ბიზნესისი ინსტიტუტი (თები) წარმოგიდგენთ დღეს მისაღები გამოცდების ციებ-ცხელება იწყება. აბიტურიენტები პროფესიასა და სასწავლებელს ირჩევენ, ბაკავლავრები მაგისტრატურის პროფილსა და სასწავლო დაწესებულებას, მაგისტრები კი სამუშაო ადგილს და პროფესიას ჩვენ გთავაზობთ ევროპულ ანალიზს რომელი პროფესიაა იქ შემოსავლიანი და ქართული სამუშაო ბაზრის მიმოხილვას. ასევე უმაღლესი დაწესებულებების შემოთავაზებასა და ფასს, არჩევანი თქვენზეა.

დღეს ადამიანები პროფესიას გულდასმით ირჩევენ. მისი შეფასებისას მეტ
ყურადღებას აქცევენ კარიერის გაუმჯობესების პერსპექტივას, სტრესს და უქმე დღეების რაოდენობას.
30 პერსპექტიული პროფესიის გამოსარჩევად ექსპერტებმა 19 დაწესებულებიდან 250 სამუშაო ადგილის ჩამონათვალი შეადგინეს. მათში შევიდა ის სამუშაო ადგილები, რომლებსაც მომდევნო 10 წლის განმავლობაში კარიერის გაუმჯობესების პერსპექტივა და საშუალო ხელფასი ჰქონდათ ბონუსების ჩათვლით.
ჟურნალ Money-ისა და ვებ გვერდ Salay.com-ის მონაცემების მიხედვით, ამჟამად ყველაზე პერსპექტიულ დასაქმებულად პროგრამული უზრუნველყოფის თანამშრომელი, კოლეჯის პროფესორი, ადმინისტრატორი და ფინანსური მრჩეველი მიიჩნევა, რომლებიც 10 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ხელფასს გამოიმუშავებენ.
ამა თუ იმ პროფესიის ღირსებები გამომუშავების სიდიდის, კარიერის ზრდის პერსპექტივითა და სტრესის ხარისხის მიხედვით განისაზღვრა. მხედველობაში მიიღეს კარიერის გაუმჯობესების პერსპექტივაც მომდევნო 10 წელიწადში, მაგრამ ხელფასის გამოანგარიშებისას ბონუსები გამოირიცხა. ასე რომ, პროგრამული უზრუნველყოფის მენეჯერი წელიწადში საშუალოდ 80 000 დოლარს გამოიმუშავებს, 10 წლის შემდეგ კი 117 000 დოლარს, მეორე ადგილზე კოლეჯის პროფესორია, კვირაში მისი სამუშაო საათების გამოთვლისას ვნახავთ, რომ ის ყველაზე ნაკლებს მუშაობს. მასწავლებელთა პროფესიაში კიდევ ერთი პლუსია, მათ ყველაზე ხანგრძლივი შვებულება აქვთ – 31 დღე, ასევე ყველაზე ნაკლები სტრესი და მეტი შემოქმედების საშუალება ეძლევათ.
ჟურნალ Money-ის მთავარი რედაქტორი ქრეიგ მათერსი აცხადებს, რომ ხალხი ისეთ სამუშაოს ეძებს, სადაც სტრესის ალბათობა ნაკლები იქნება. 250 სამუშაო ადგილიდან Money-მ და Salay.com-მა ამოიღეს ის სამუშაო ადგილები, სადაც ხელფასის ზრდის პერსპექტივა შენელებულია. ისინი ამერიკის შრომითი ბიუროს სტატისტიკას იყენებენ და ატარებენ საზოგადოებრივ გამოკითხვებს. აღმოჩნდა, რომ 26 000 ადამიანი სტრესულ მდგომარეობაშია. ჩამონათვალში მეშვიდე ადგილზე კომპიუტერის ანალიტიკოსია, კადრების განყოფილების მენეჯერი მეოთხე ადგილზეა, სარეკლამო აგენტი – 11, გამყიდველი – 21, უძრავი ქონების სააგენტოს თანამშრომელი – 23, სოციალური უზრუნველყოფის სისტემის მენეჯერი – 26, ჯანდაცვის სისტემის მენეჯერი კი – 28.
ექიმების პროფესიიდან ჩამონათვალში შევიდნენ ქირურგის ასისტენტი, ფარმაცევტი, ფსიქოლოგი, ფიზიოთერაპევტი, პლასტიკური ქირურგი. საფინანსო სფეროდან – მესამე ადგილზე ფინანსური საკითხის მრჩეველია, მეექვსეზე ბაზრის ანალიტიკოსი, მერვეზე კი უძრავი ქონების შემფასებელი.
Salay.com-ის ვიცე-პრეზიდენტი აცხადებს, რომ მართალია სამსახურის ყველაზე მთავარი განმსაზღვრელი ხელფასია, მაგრამ პროფესიის არჩევისას კარიერის გაუმჯობესების პერსპექტივას, სტრესსა და უქმე დღეების რაოდენობას დიდი ყურადღება ექცევა.
1. პროგრამისტი
2. კოლეჯის პროფესორი
3. მრჩეველი ფინანსურ საკითხებში
4. კადრების განყოფილების მენეჯერი
5. თერაპევტის ასისტენტი
6. საბაზრო ანალიტიკოსი
7. IT ანალიტიკოსი
8. უძრავი ქონების შემფასებელი
9. ფარმაცევტი
10. ფსიქოლოგი
11. სარეკლამო მენეჯერი
12. ფიზიოთერაპევტი
13. ტექნიკოსი
14. ქირურგი
15. მეცნიერი მედიკოსი
16. მეცნიერი ფიზიკოსი
17. ინჟინერი
18. სასწავლო გეგმის შემდგენელი (მეთოდისტი)
19. რედაქტორი
20. საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი
საქართველოში ყველაზე შემოსავლიანი დაქირავებული პროფესიებია:
საერთაშორიშო პროექტების, ან ორგანიზაციების მენეჯერი – 1000-10000 ლარი;
სამთავრობო სახელისუფლებო სტრუქტურებში, ეკონომისტი, იურისტი, უცხო ენების ფილოლოგი, პროგრამისტი სპეციალისტი – 300-3000 ლარი;
კომუნიკაციური და სატრანსპორტო ფირმების სპეციალისტები – 500-5000;
ბანკების კლერკები (ეკონომისტი იურისტი პროგრამისტი) – 300-10000;
დიპლომატი – 2000-5000;
დიზაინერი – 700-3000;
ექიმი – 500-3500;
იურისტი – 500-5000;
პროგრამისტი – 500-2500;
სამხედრო პირი – 500-2500;
კავშირგაბმულობის სპეციალისტი – 500-2500;
საჰაერო ტრანსპორტის, სახმელეთო, საზღვაო ტრანსპორტის სპეციალისტი – 350-2000;
ენების სპეციალისტი – 350-2000;
ეკონომისტი – 300-4000;
ბუღალტერი – 250-2000;
პიარის სპეციალისტი – 300-2000;

ვინ რას გთავაზობთ

კავკასის უნივერსიტეტი
სწავლების საფასური: 4000 წელიწადში ბაკალავრიატი;
განსაკუთრებული მოთხოვნები: ინგლისური ენის ცოდნა;
ფაკულტეტები: ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტი, სამართლის ფაკულტეტი.
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (გაუ)
სწავლების საფასური: 3500-4000;
განსაკუთრებული მოთხოვნები: ინგლისური ენის ცოდნა;
ფაკულტეტები: ბიზნესის ადმინისტრირება; სამართლის ფაკულტეტი.
ESM
ფაკულტეტები: მენეჯმენტი, ფინანსები, ბიზნესი, ეკონომიკა, მათემატიკა, ინგლისურ და გერმანულ ენებზე. ბაკალავრიატის სწავლის ქირა 2007 წლიდან – 5200 ლარი;
მაგისტრატურა: 1. IT ტექნოლოგიები, 2 კურსი 4200 აშშ დოლარი; 2. მენეჯმენტი, მარკეტინგისა და ფინანსების საკითხები – 5500 აშშ დოლარი.
საქართველოს საზოგადოებრივ მეცნიერებათა უნივერსიტეტი
სწავლების გადასახადი – თითო საგანი 250 ლარი; სწავლების ხანგრძლივობა – 2 წელი; სავალდებულო საგანთა რაოდენობა – 15 საგანი.
განსაკუთრებული მოთხოვნები: ინგლისური ენის ცოდნა;
ფაკულტეტები: ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, სამართლის ფაკულტეტი, კომპიუტერული ტექნოლოგიების ფაკულტეტი.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სწავლების ქირა 2005-2006 წლისთვის, ბაკალავრიატი:
ა) ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი: I კურსი – 1250 ლარი, II-III-IV კურსი – 500 აშშ დოლარი;
ბ) ჰუმანიტარული ფაკულტეტი: I კურსი – 2000 ლარი, II-III-IV კურსი – 800 აშშ დოლარი;
გ) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი; სპეციალობები – ფსიქოლოგია, პრესის ჟურნალისტიკა, ტელე-რადიო ჟურნალისტიკა, სოციოლოგია, პოლიტოლოგია და სხვ.: I კურსი – 1500 ლარი; II-III-IV კურსი – 500 დოლარი;
დ) საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობები: I კურსი – 1500 ლარი, II-III-IV კურსი – 600 აშშ დოლარი;
ე) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი; სპეციალობები – ფინანსები და საბანკო საქმე, აღრიცხვა, კონტროლი, აუდიტი, საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობები: I კურსი – 1500 ლარი, II კურსი – 800 აშშ დოლარი, III კურსი – 600 აშშ დოლარი, IV კურსი – 600 აშშ დოლარი;
ეკონომიკის თეორია, მაკროეკონომიკა, სტატისტიკა, ეკონომიკური კიბერნეტიკა: I კურსი – 1500 ლარი, II-III-IV კურსი – 500 დოლარი;
ვ) საბაჟო საქმე და ელექტრონული ვაჭრობა: I კურსი – 1500 ლარი, II-III-IV კურსი – 500 დოლარი;
ზ) საერთაშორისო ბიზნესი, საფინანსო-საბანკო სამართალი: I კურსი – 1500 ლარი, II კურსი – 800 აშშ დოლარი, III კურსი – 700 აშშ დოლარი, IV კურსი – 700 აშშ დოლარი;
მაგისტრატურა
ა) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ყველა სპეციალობა: I კურსი – 1500 ლარი, II კურსი – 600 დოლარი;
ბ) ანგლისტიკა ამერიკანისტიკა: I კურსი – 1700 ლარი; II კურსი – 900 აშშ დოლარი;
გ) დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობების ისტორია: ფასი – 1100 აშშ დოლარი;
დ) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი; სპეციალობები: საერთაშორისო ეკონომიკა, ფინანსები და საბანკო საქმე: I-II კურსი – 1700 ლარი;
ე) საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობები, სახელმწიფო ფინანსები, საბანკო საქმე, ბიზნესის სამართალი: I-II კურსი – 1000 აშშ დოლარი;
ვ) მედიცინის ფაკულტეტის ყველა სპეციალობა: 700 აშშ დოლარი.
ტექნიკური უნივერსიტეტი
სწავლების საფასური – 550-1100 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარებში.
სამშენებლო ფაკულტეტი, ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტი, ჰუმანიტარულ-ტექნიკური ფაკულტეტი.
ილია ჭავჭავაძის სახელობის თბილისის უნივერსიტეტი
სწავლების ქირა – 590 ლარი წელიწადში
ფაკულტეტები: იურიდიული, ეკონომიური, სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, პედაგოგიკის ფაკულტეტი, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტი, კომპიუტერული ტექნოლოგიების ფაკულტეტი.
მაგისტრატურა არ აქვს.