რუსულ-აზერბაიჯანული ფლირტი

რედაქციისაგან

რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრის კომენტარისას, აღნიშნა, რომ რუსეთ-აზერბაიჯანის გაზის შეთანხმება, კრიზისის მიუხედავად, ენერგორესურსების მიწოდების დივერსიფიკაციასა და ენერგოუსაფრთხოების პრობლემების გადაწყვეტას შეუწყობს ხელს.

მედვედევის თქმით, ეს სანიტერესო სფეროა აღნიშნული ქვეყნებისთვის. კომპანიები პირდაპირ მოლაპარაკებებს აწარმოებენ და საკმაოდ დიდი შანსია, რომ რუსეთის, აზერბაიჯანისა და კომერციული კომპანიების ინტერესებიდან გამომდინარე, მიღწეული იქნება სრულფასოვანი შეთანხმება. რაც ენერგეტიკული ურთიერთთანამშრომლობის მხრივ, ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია.
მეორე მხრივ, ენერგეტიკული დივერსიფიცირების, ენერგოუსაფრთხოების პრობლემის გადაწყვეტის შესახებ საუბრის დაწყების შესაძლებლობა იქმნება. რაც დღეისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად საჭიროა ფიქრი იმაზე, თუ როგორ უნდა იქნას უზრუნველყოფილი ენერგეტიკული უსაფრთხოება. არაერთხელ აღინიშნა, რომ რუსეთი ამ თემასთან დაკავშირებული სრულფასოვანი კონვენციების, სწორი საერთაშორისო რეჟიმების შექმნისა და ამ ორ ქვეყანას შორის ყოვლისმომცველი ურთოერთობების მომხრეა, რაც მომგებიანი იქნება ორივე მხარისთვის.
აღსანიშნავია, რომ “გაზპრომსა” და აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიას შორის ხელმოწერილ იქნა ურთიერთგაგების მემორანდუმი. ამ დოკუმენტის თანახმად, მხარეები ბაქო-ნოვო-ფილიას გაზსადენის მეშვეობით, 2010 წლის იანვრიდან, აზერბაიჯანიდან გაზის მსხვილმასშტაბიანი ტრანსპორტირების პირობებზე უნდა შეთანხმდნენ.
სააგენტო Regnum-ის მონაცემებზე დაყრდნობით
აზერბაიჯანი, საქართველო და თურქეთი პირდაპირი ენერგოხიდის გაყვანისათვის მზად არიან
აზერბაიჯანი, საქართველო და თურქეთი მზად არიან, პირდაპირი ენერგოხიდი გაიყვანონ. როგორც ეროვნული ენერგეტიკული ოპერტაორის, “აზერენერჯი”-ის პრეზიდენტმა – ეთიბარ პირვერდიევმა აღნიშნა, მოცემულ შემთხვევაში, სამივე მხარე აღნიშნული პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკურ დეტალებზე მუშაობს.
აღნიშნული პროექტი საკმაოდ მნიშვნელოვანი და რაციონალურია ეკონომიკური თვალსაზრისით. მის ფარგლებში გათვალისწინებულია ძველი 500 კილოვატის სიმძლავრის მქონე ელექტროგადამცემი ხაზის რეკონსტრუქცია, რომელიც საქართველოსა და აზერბაიჯანს აკავშირებს. პირვერდიევის თქმით, ზოგიერთი ტექნიკური საკითხის დარეგულირების შემდეგ, აზერბაიჯანი თავისი ელექტროენერგიის თურქეთის ბაზარზე გატანას შეძლებს. დღეისათვის საქართველო ელენერგიის 90%-ს ჰიდრორესურსებზე დაყრდნობით გამოიმუშავებს, ხოლო აზერბაიჯანი თავისი ელექტროენერგიის 90%-ს თბოელექტროსადგურების მეშვეობით იღებს. ამ ქვეყნების პოტენციალის გაერთიანებით, ისინი თურქეთში ყოველწლიურად 600 მეგავატის გაყიდვას შეძლებენ, საიდანაც 45 მეგავატი აზებაიჯანისა იქნება, ხოლო 150 – საქართველოსი. როგორც სააგენტო “კავკაზპრესისი” აღნიშნავს, სამი ქვეყნის ენერგორესურსების გაერთიანების შესახებ საუბარი უკვე 10 წელია მიმდინარეობს.
ანგარიშგებაში უზბეკეთის, თურქმენეთისა და საქართველოს შესახებ მონაცემები არ არის.
სააგენტო ღეგნუმ-ის მონაცემებზე დაყრდნობით
საქართველო და ჭჰიტე სტრეამ Pიპელინე თეთრი ნაკადის გაზსადენის მშენებლობას 2012 წელს დაიწყებს
საქართველოს ენრგეტიკის მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა და ბრიტანული კომპანიის, ჭჰიტე შტრეამ Pიპელინე ჩომპანყ-ის დირექტორმა რობერტო პირანიმ ხელი მოაწერეს მემორანდუმს “თეთრი ნაკადის” რეალიზაციის შესახებ. პროექტი “თეთრი ნაკადი” შუააზიური და აზერბაიჯანული გაზის ყოფილი საბჭოთა კავშირის დასავლეთ ქვეყნებსა და აღმოსავლეთ ევროპაში, რუმინეთის, საქართველოს, უკრაინისა და მოლდავეთის გავლით მიწოდებას ითვალისწინებს.
“თეთრ ნაკადს” ფაქტობრივად ევროკავშირი აფინანსებს. როგორც რობერტო პირანიმ განაცხადა, წინასაპროექტო სამუშაოებს ევროკავშირი დააფინანსებს, რისთვისაც გამოყოფილია სამი გრანტი. ალექსანდრე ხეთაგურის თქმით კი, პროექტი კასპიის გაზის რესურსების სწრაფად ათვისებას ისახავს მიზნად, რაც NABUჩჩO-ს პროექტის რეალიზაციას შეუწყობს ხელს და ევროკავშირის რეკომენდაციების შესაბამისად, ევროპისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის დასავლეთის ქვეყნების გაზმომარაგების დივერსიფიცირებას მოახდენს.
“თეთრი ნაკადის” მილსადენის სიგრძე 2500 კმ-ს აღემატება, მისი მაქსიმალური გამტარუნარიანობა წელიწადში 22 მლრდ. კუბმეტრს მიაღწევს. საინვესტიციო ღირებულება (მიმდინარე ფასების შესაბამისად) კი – დაახლოებით 5 მლრდ. დოლარს შეადგენს. მშენებლობა 2012 წელს დაიწყება. პროექტის პირველი ფაზის – უკრაინისა და მოლდავეთის სამხრეთ საზღვრისკენ მიმართული შავ ზღვაზე გამავალი სატრანზიტო მონაკვეთების დასრულება 2015 წელს გეგმება. “თეთრი ნაკადი” ფაქტობრივად დღეისათვის არსებული თურქეთ-აზერბაიჯანის მილსადენის, ბაქო-თბილის-არზრუმ-ანკარას განშტოებას წარმოადგენს.
სააგენტო ღეგნუმ-ის მონაცემებზე დაყრდნობით
საკუთარი მოსახლეობის პენსიების შემცირებით ესტონეთი საქართველოს ეხმარება
16 აპრილს ევროპის უსაფრთხოებისა და თანამეგობრობის ორგანიზაციის საქართველოს ეკონომიკის აღდგენის შესახებ პროგრამის ფარგლებში, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა და აღჭურვილობა რვა სასოფლო-სამეურნეო ასოციაციას გადაეცა.
აღნიშნული ასოციაციები შიდა ქართლის რეგიონში 2008 წელს შეიქმნა. მათი მიზანი იყო იმ მეურნეობათა დახმარება, რომლებიც პომიდვრის, კომბოსტოს მოყვანითა და კალმახის მოშენებით არიან დაკავებულნი, რათა გაიზარდოს მათი მწარმოებლურობა. დახმარების სახით გადაცემულ იქნა ტექნიკის 51 ერთეული.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს მეურნეობისთვის დახმარების ამ პარტიის სპონსორები შვედეთის, ნორვეგიისა და ესტონეთის მთავრობები იყვნენ.
როგორც ცნობილია, 2008 წლის შემოდგომაზე ესტონეთს ფინანსურ-ეკონომიკურმა კრიზისმა უწია, რომელიც ექსპერტთა დაკვირვებით, ახლაც ღრმავდება. 9 აპრილს ესტონეთის მთავრობამ, 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრების ეკონომიის მიზნით, წამოაყენა წინადადება, რომ სახელმწიფოს, საპენსიო ფონდებში კერძო საპენსიო გადარიცხვების დახმარებისთვის აუცილებელი სახსრების გადახდაზე უარი ეთქვა.
საპენსიო სისტემის მეორე სავალდებულო საფეხური, რომელიც ესტონეთში 2006 წლიდან მოქმედებს, გულისხმობს, რომ მუშაკის ხელფასის ყოველ 200 კრონზე (12,8 ევრო), რომელიც მისი პენსიის მეორე საფეხურისთვის გამოიყოფა, სახელმწიფო 400 კრონს (25,6 ევრო) გასცემს.
ესტონეთის კერძო ფინანსური დაწესებულებები და პროფკავშირები კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან მთავრობის წინადადებას, რომ უარი ითქვას სახელმწიფოს მხრიდან დამატებითი შენატანის გაკეთებაზე და საპენსიო რეფორმის მონაწილეთა მხრიდან, სახელმწიფოს წინააღმდეგ, სასამართლო ინსტანციებში სარჩელის მასობრივად შეტანით იმუქრებიან.