უსაფრთხოების სისტემების კურიკულუმი
მაკა ღანიაშვილი
საერთაშორისო კომპანია ASIS-მა თავის წევრ კომერციულ კომპანიებს შორის ჩაატარა გამოკვლევა იმასთან დაკავშირებით, თუ რა ზეგავლენას ახდენს უსაფრთხოების სისტემები ეკონომიკური განვითარების დონეზე და განვითარების დინამიკაზე. ASIS-ი უსაფრთხოების მენეჯმენტთა მსოფლიო მასშტაბის პროფესიული ორგანიზაციაა.
გამოკითხული ორგანიზაციების მენეჯერთა 78%-მა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ მიმდინარე ეკონომიკური კლიმატის პირობებში ბიზნესის წარმოებისას გაზრდილი კრიმინალური თუ ტერორისტული საფრთხეების გათვალისწინებით, სულ უფრო მზარდ მნიშვნელობას იძენს უსაფრთხოებისა და დაცვის სისტემები. საინტერესოა, რამდენად ეთანხმებიან უცხოელ კოლეგებს ქართველი ბიზნესკომპანიების წარმომადგენლები და რამდენად ექცევა ყურადღება საქართველოში ოფისებისა და ბინების დაცვას. ამის გასარკვევად იმ კომპანიებს მივმართეთ, რომლებიც აღნიშნული მომსახურების სერვიზს სთავაზობენ ქართველ მომხმარებელს.
შპს “ალგანის დაცვის სამსახურის უფროსი მიშა მეხრიშვილი: ჩვენ ვართ კერძო კომპანია, დაცვის სამსახური შ.პ.ს. “ალგანი”. ბაზარზე გამოვედით 2004 წლიდან. ობიექტს ვიცავთ სხვადასხვა საშუალებით. ესენია: მცველები, ცენტრალიზებული პულტი, საგანგაშო ღილაკი. ვაკეთებთ როგორც საგანგაშო, ასევე სახანძრო სიგნალიზაციის მონტაჟს. გვაქვს ნებისმიერი სერვისი, რისი გამოცდილებაც ამ მიმართულებით მსოფლიოში არის და რასაც მომხმარებელს უცხოური დაცვის სამსახურები სთავაზობენ: სათვალთვალო კამერები, მსხვრევის დეტექტორი და ა.შ. ჩვენი ტექნიკური სამსახური აკეთებს ყოველგვარი მოწყობილობის მონტაჟს. ასევე, კლიენტის სურვილის შემთხვევაში, დაცვით უზრუნველყოფას ვახდენთ მცველებითაც, ცოცხალი ძალით.
– კერძო ბინების დაცვაზე რას იტყოდით? რამდენად ხშირად მოგმართავენ ადამიანები ბინის დაცვის სურვილით?
– არიან კლიენტები, რომლებიც სისტემატიურად იცავენ სახლს სიგნალიზაციის მეშვეობით. როცა ადამიანი შინიდან გადის, სახლი აყავს სიგნალიზაციაზე და როცა ბრუნდება – სიგნალიზაციას კოდით ხსნის. მაგრამ არის კატეგორია კლიენტების, რომლებიც ამას აკეთებენ სეზონურად და მხოლოდ მაშინ მიმართავენ დაცვის სამსახურს, როცა ქალაქიდან გადიან, ვთქვათ, როცა დასასვენებლად მიდიან ზაფხულშიDდა სახლი ცარიელი რჩება. ასეთ შემთხვევაში, ჩვენ სახლი დროებით აგვყავს სიგნალიზაციაზე. ანუ გვაქვს დროებითი, სეზონური და გრძელვადიანი მომსახურების სერვისები.
თუმცა, აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ ჩვენს კლინტებს შორის უფრო ჭარბობს შ.პ.ს.-ები და ინდ.მეწარმეები, ანუ, ძირითადად, ჩვენი კლიენტია ის, ვისაც ბიზნესი აქვს. მიახლოებითი ციფრებით რომ ვთქვათ, მთელი კლიენტურიდან ბინების დაცვის სურვილით ჩვენ მხოლოდ 10% მოგვმართავს, ყველა დანარჩენი კი კომერციული ფართებია.
– როგორია მომსახურეობის ტარიფები თქვენს კომპანიაში?
– ფასებზე ასე ზეპირად ვერაფერს იტყვი. ფასი გამომდინარეობს იქიდან, თუ რას იცავ. სააბონენტო გადასახადი დიფერენცირებულია და, შესაბამისად, დიფერენცირებულია უსაფრთხოების სისტემების მონტაჟის ღირებულებაც. წინასწარ ზეპირად ვერ განსაზღვრავ, რამდენი მოძრაობის, ან მსხვრევის დეტექტორი დაჭირდება ობიექტს, ან რა ფართია დასაცავი, რამდენი ფანჯარა აქვს, რამდენი კარი აქვს. ყოველივე ამას კი დიდი მნიშვნელობა აქვს და სანამ ტექნიკური სამსახური ობიექტს ადგილზე არ შეისწავლის, ფასებზე წინასწარ საუბარი რთულია. ავტომატურად, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სააბონენტო თანხაც დიფერენცირებულია. მაგალითად, იმ ობიექტისათვის, სადაც 1000 ლარის საქონელია დაწყობილი, სააბონენტო შეიძლება იყოს დაბალი, რადგან ჩვენ 100%-იან პასუხისმგებლობას ვიღებთ მატერიალურ ზარალზე. მაგრამ სააბონენტო გადასახადი ავტომატურად იზრდება საიუველირო მაღაზიისათვის, სადაც პროდუქცია შეიძლება იყოს 100 და 200000 ლარის ღირებულების.
გარდა ამისა, “ალგანს” თავის საქმიანობა დაზღვეული აქვს სადაზღვევო კომპანია “აი-სი ჯგუფში. ასე რომ, მისი საქმიანობა და მისი კლიენტიც დაზღვეულია ნებისმიერი შემთხვევისგან. 500-მდე ობიექტს ვიცავთ, რომელშიც აუარებელი ქონებაა და რომელზეც პასუხისმგებელი ჩემი ჯიბით ვერ გავხდები. ამიტომ მე ჩემს საქმიანობას ვაზღვევ და ავტომატურად ვაზღვევ კლიენტსაც. ეს კლიენტისთვის მნიშვნელოვანი და საინტერესოა. მე ვეუბნები მას, რომ მე თავად ვარ დაზღვეული და ვარ პასუხისმგებელი მის ქონებაზე ზარალის შემთხვევაში”.
კლიენტების შემცირებას უჩივის ბოლო პერიოდში უსაფრთხოებისა და დაცვის სამსახურის – შპს “ალიგატორის დირექტორის მოადგილე მიხეილ მელუა. ჩვენთან საუბრისას მან აღნიშნა: თვეების მიხედვით შემოსულ კლიენტთა რაოდენობის მიხედვით ვერ იტყვი, რომ მომხმარებელთა ზრდის ტემპი მზარდია ან კლებადი. ანუ, შეიძლება ამ წლის აპრილში მეტი კლიენტი შემოვიდეს წინა წლის აპრილთან შედარებით და პირიქით. მაგრამ იმის თქმაც შეუძლებელია, რომ ობიექტების შემოსვლის ტემპი მუდმივად იზრდებოდეს. საერთო ჯამში, კლიენტების რაოდენობა მზარდი იყო 2003 წლიდან, ანუ მას შემდეგ, რაც ჩვენ ბაზარზე ვართ. მაგრამ ამ ბოლო პერიოდში, მოყოლებული წინა წლის ზაფხულიდან, მათმა რაოდენობამ საგრძნობლად იკლო. ამის ძირითადი მიზეზი ისაა, რომ ხალხს გადახდა გაუჭირდა. ბევრმა ხელშეკრულება საერთოდ გააუქმა, რადგან აღარ შეეძლოთ სააბონენტო თანხის გადახდა, მიუხედავად იმისა, რომ ფასები იგივე დარჩა და ჩვენ მომსახურების თანხა არ გაგვიზრდია.”
– რა თანხით შეუძლია მომხმარებელს ისარგებოს უსაფრთხოების სისტემებით?
– ბინების დაცვის სისტემების სააბონენტო გადასახადი იწყება თვეში 60 ლარიდან, ხოლო ორგანიზაციებისთვის – 80 ლარიდან. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ კლიენტს ჩვენ დავუწესებთ ვთქვათ 200 ლარიან სააბონენტო გადასახადს.Kის თვითონ ირჩევს 80-ს გადაიხდის, 100-ს თუ 150-ს, რადგან სააბონენტო გადასახადის თანხა მიბმულია ზარალის დადგომის შემთხვევაში მისი ანაზღაურების ოდენობაზე. კლიენტი თავად წყვეტს რა ღირებულების ქონების დაცვა უნდა. თავადვე იცის რა ფასეულობა დევს დასაცავ ობიექტზე და ამის მიხედვით ირჩევს მომსახურების პაკეტს და სააბონენტოს, რომელიც განსაზღვრავს ზარალის ანაზღაურების შესაბამის პირობებს. ჩვენთან სააბონენტოს მაქსიმალური ღირებულება არის 250 ლარი, ამ სააბონენტო პაკეტზე ვანაზღაურებთ 25000 ლარის ზარალს.
– ეს ტარიფის ზედა ზღვარია?
– დიახ, მაგრამ თუ ვინმე მოითხოვს უფრო მეტის ანაზღაურებას, ჩვენ შეგვიძლია მას ახალი ინდივიდუალური ტარიფი დავუწესოთ. თუმცა ეს რეალურად არ არის საჭირო, რადგან ჩვენ ოპერატიულად ვემსახურებით ყველა ობიექტს. მაგალითად, ჩვენი ერთ-ერთი ობიექტია “ბეკო”. განგაშის შემთხვევაში, ჩვენი ჯგუფი 3 წუთში უკვე ადგილზე უნდა იყოს. ფაქტობრივად, წარმოუდგენელია 3 წუთში 25000-ზე მეტი პროდუქციის გატანა. აქედან გამომდინარე, არ არსებობს აუცილებლობა იმისა, რომ ჩვენ სააბონენტო გადასახადის თანხა გავზარდოთ ზარალის მეტი მოცულობით ანაზღაურების პირობით.
– კერძო პირები ჭარბობენ თქვენს კლიენტებს შორის, რომლებიც ბინების დაცვის სურვილით მოგმართავენ თუ კომერციული და იურიდიული ფირმები?
– ჩვენი კლიენტების უმეტესობა კომერციული ან იურიდიული პირია. ვიცავთ ბინებსაც, მაგრამ მათი რაოდენობა დიდი არ არის. პროცენტულად, დაახლოებით, 65-35%-ზეა კომერციული ფართებისა და ბინების წილი. ბინა ისეთი რამაა, რის დასაცავადაც ხშირად არ მოგვმართავს ადამიანი. ბინას უბრალოდ კეტავენ და სულ ესაა. ასევე შეიძლება ითქვას პატარა მაღაზიების მფლობელებზე. ისინიც, უბრალოდ, ბოქლომით კეტავენ მაღაზიას ღამით.
კერძო პირების მხრიდან დაცვისა და უსაფრთხოების სისტემების მიმართ ნაკლებ ყურადღებას უჩივის დაცვის სამსახურ “დარაკას გენერალური დირექტორი ლევან დალბაშვილიც: “ჩვენს კომპანიაში მომხმარებელთა ზრდის დინამიკა, სამწუხაროდ, არ შეიმჩნევა. ეს განსაკუთრებით ბოლო პერიოდზე ითქმის, მიუხედავად იმისა, რომ სააბონენტო გადასახადი ძვირი არ არის. იგი დაახლოებით 50 ლარიდან იწყება და მომხმარებელს სხვადასხვა ღირებულების პაკეტს ვთავაზობთ. კერძო პირებისათვის ყველაზე მაღალფასიანი 100 ლარიანი სააბონენტო პაკეტია. კომპანიებისათვის შეთავაზებული ყველაზე ძვირი პაკეტის ფასი კი 120 ლარია. ჩვენი კლიენტების უმეტესობაც კომპანიები და ფირმები არიან, მოსახლეობას კი ურჩევნია საკუთარი ძალებით მიხედოს ბინების უსაფრთხოებას და მიმართავენ ისეთ მეთოდებს, როგორიცაა რკინის დარაბები, გისოსები და ა.შ.”
როგორც რამდენიმე კომპანიასთან საუბრისას გავარკვიეთ, საქართველოში დაცვისა და უსაფრთხოების სისტემებს არცთუ ისე დიდი ყურადღება ექცევა. მოსახლეობას 50 და 80 ლარიანი სააბონენტოს გადახდა ემძიმება, მიუხედავად იმისა, რომ უსაფრთხოებისა და დაცვის სისტემების არარსებობის შემთხვევაში ზარალი შეიძლება გაცილებით დიდი იყოს.
სახლებისა თუ ოფისების უზრუნველყოფა შესაძლებელია აგრეთვე მაღალი ხარისხის საიმედო საკეტების, ბოქლომებისა და სახელურების მეშვეობით, რომელთაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებათ დაცვის სამსახურით არ სარგებლობის შემთხვევაში. საინტერესოა, რამდენად ხარისხიან პროდუქციას სთავაზობს მომხმარებელს ამ სეგმენტში ქართული ბაზარი? აღნიშნულ საკითხზე ჩვენ ვესაუბრეთ სარემონტო-სამშენებლო სამუშაოების შემსრულებელი ფირმის “პრიზმას წარმომადგენელს თამაზ ჯალაღონიას: დღეს საქართველოში საკეტებისა და სახელურების ბაზარზე წარმოდგენილია თითქმის ყველანაირი, ყველა ხარისხისა და ფასის პროდუქცია. არის იტალიური და გერმანული პროდუქტი, ასევე უფრო დაბალი ხარისხისა და ფასის ჩინური საკეტებიც. მაგრამ როცა ადამიანი მიდის საიმედო საკეტის საყიდლად, იგი გადაწყვეტილებას ფასის მიხედვით არ ღებულობს, რადგანაც საკეტს უსაფრთხოებისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს.
– რამდენად შეიძლება საქართველოში უმაღლესი ხარისხის პროდუქციის შეძენა?
– არიან, რა თქმა უნდა, სხვადასხვა ცნობილი ფირმები, რომელთა პროდუქციაც შემოდის საქართველოში. მაგალითად ე.წ. “შტირლიცები, იგივე Aბლოყ. ეს არის ფინური კომპანია, რომლის პროდუქციაც ხარისხითაც გამოირჩევა და ფასითაც. ეს პროდუქცია ახლა ჩვენთან ძალიან იშვიათად შემოაქვთ, ან ჩამოაქვთ Aბლოყ-ს დაბალფასიანი პროდუქცია, იმიტომ რომ იაფიანი პროდუქტი რაოდენობრივად უფრო მეტი იყიდება, ვიდრე ძვირიანი. საქართველოს ბაზარზე არის იტალიური “ჩიზარის საკეტები, აგრეთვე კომპანია “მოტურას პროდუქტი, რომლებიც ასევე მაღალი ხარისხით გამოირჩევა. უნდა ითქვას, რომ საქართველოში ახალა იმდენი რამ შენდება, რომ ბაზარს ვერ გაავსებს, არა თუ სამი, 10 ფირმაც კი. თუ 2-3 წლის წინ მარტო კარკასული მშენებლობის პროცესზე მოდიოდა მშენებლობების 60-70%, ახალა მათ მოპირკეთებაზე მოდის უკვე 80-90%. რაც შეეხება ფასებს, ისინი, რა თქმა უნდა, განსხვავებულია ხარისხის შესაბამისად, მაგრამ უნდა გვახსოვდეს: არ არსებობს იაფი და კარგი. ძვირადღირებული და ხარისხიანი საკეტების ერთ-ერთი დამახასიათებელი თვისება ისაა, რომ მას დაცვის დიდი მექანიზმები აქვს. მასთან უროს და სხვა რამე ხელსაწყოს ზედმეტად თუ იხმარ, იკეტება თვითონ საკეტი და მისი გაღება უკვე შეუძლებელია. ასეთ შემთხვევაში კარი უნდა მოჭრა, სხვაგვარად მას ვერ გახსნი. სხვადასხვა კომპანიებთან ამ თემაზე საუბრისას მათ სწორად აღნიშნეს – ბოლოს და ბოლოს, ეს კარი ხომ არ იქნება 1000 დოლარზე მეტი ღირებულების. ზარალი კი, სახლში ქურდის შემოღწევისას, იქნება გაცილებით მეტი! ამიტომაც აქვს საკეტების ხარისხს უდიდესი მნიშვნელობა.
რაც შეეხება თვითონ კომპანიებს, რომლებიც აღნიშნულ პროდუქციას აწარმოებენ: თბილისში, მშენებლობისა და ინტერიერის მე-14 საერთაშორისო გამოფენაზე 20-23 მაისს წარმოდგენილი იყო საკეტების, ბოქლომების და სახელურების მწარმოებელი წამყვანი ფინური კომპანია Aბლოყ, რომელიც ლიდერია მსოფლიო ელექტრომექანიკური საკეტების ტექნოლოგიათა შემუშავებაში. მისი ისტორია იწყება 1907 წლიდან, მარტივი საკეტების წარმოებით. კომპანიას დღეს პროდუქცია გააქვს 70-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის აშშ-ში, შვედეთში, საფრანგეთში, რუსეთში, გაერთიანებულ სამეფოში, გერმანიაში, ესპანეთში, პოლონეთში, კანადასა და სხვა ქვეყნებში. “აბლოი” ISO 9001 (1980 წლიდან) და ISO 14001 სერთიფიკატების მფლობელია (1990 წლიდან). საქართველოში ამ ფირმის პროდუქცია უკვე რამდენიმე წელია შემოდის, 2008 წელს კი დაარსდა მისი ოფიციალური წარმომადგენლობაც.
კომპანიის ასორტიმენტში შედის: მექანიკური და ელექტრომექანიკური საკეტები, საკეტები ლითონისა და საოფისე ავეჯისათვის, ბოქლომები, ცილინდრები სხვადასხვა ტიპის ჩამონტაჟებული საკეტებისათვის, სახელურები, კარების მიმხურავები, აგრეთვე კარების ავტომატიკა და მოწყობილობა “ანტიპანიკა საევაკუაციო გასასვლელებისათვის.
როგორც კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ Abloy-ს ფირმის საკეტები განაგრძობენ საიმედოდ ფუნქციონირებას კოროზიით ყველაზე მკაცრი გამოცდის შემდეგაც. სწორედ ამიტომ არის რეკომენდირებული აღნიშნული პროდუქციის გამოყენება ყველაზე მკაცრ კლიმატურ და მძიმე საექსპლოატაციო პირობებში. მტკიცე მასალები და ბორის შემცველი გამოწრთობილი ფოლადი უზრუნველყოფს საიმედო დაცვას სახელურის რკალის გაბურღვისა და გახერხვის წინააღმდეგ.
“აბლოის მარკის საკეტების ეს თვისება, რომელზეც ზემოთაც ვსაუბრობდით, საშუალებას იძლევა ასე თუ ისე უსაფრთხოდ დატოვოთ სახლი თუ ოფისი.