ლითონების ბაზარი 2010 წელს
მაკა ღანიაშვილი
ფოლადის აქტიური წარმოება და გამოყენება მსოფლიომ მე-19 საუკუნიდან დაიწყო, რაც ტექნიკური რევოლუციის შედეგი იყო. ფოლადი ეკონომიკური ზრდისა და განვითარების ნაწილია, რადგან მის გარეშე წარმოუდგენელია ინფრასტრუქტურის განვითარება, ტრანსპორტის საშუალებების, სახლისა თუ ნებისმიერი დანიშნულების ნაგებობის აშენება და სხვა. ნედლეულებს შორის მოხმარების მხრივ ფოლადი ნავთობის შემდეგ მეორე ადგილზეა. ისეთ სწრაფად განვითარებად ქვეყნებში, როგორიც არის ინდოეთი და ჩინეთი, სადაც ინდუსტრია ბოლო წლების განმავლობაში ყვავის, მასზე მოთხოვნა სულ უფრო იზრდება. თუმცა ეკონომიკური კრიზისის კვალი ფოლადის ბაზარსაც დაეტყო.
ორიათას რვა წელს მსოფლიოს ფოლადის ინდუსტრიამ 1 327 მილიონი ტონა ფოლადი აწარმოა, რაც 1970 წლის მაჩვენებელზე 223%-ით მეტია. 2008 წელს ყველაზე მსხვილი მწარმოებელი კომპანიები კი იყვნენ Arcelormittal – 103.3 მილიონი ტონა, Nippon Steel – 37.5 მილიონი ტონა და Baosteel Grouპ – 35.4 მილიონი ტონა.
ფოლადის ფასმა პიკს 2008 წლის ივლისში მიაღწია, როდესაც ტონა ფოლადი 1120 აშშ დოლარი ღირდა. 2008 წლის აგვისტოდან კი გლობალური ფინანსური კრიზისის ზეგავლენით ფასებმა დაცემა დაიწყო. 2008 წლის ოქტომბერში ტონა ლითონის ფასმა ისტორიულ მინიმუმს მიაღწია და 250 აშშ დოლარი შეადგინა. ამის შემდეგ ფოლადის ფასი მერყეობდა. მაგალითად, 2009 წლის თებერვალში ფასებმა 420 აშშ დოლარი შეადგინა, მარტისთვის კი კვლავ 250 დოლარამდე დაეცა. 2009 წლის ივლისის შემდეგ ფასებმა ზრდა დაიწყო (საშუალოდ 390 დოლარი), ოქტომბრის შუა რიცხვებიდან კი ფასებმა ისევ იკლო და 340 აშშ დოლარამდე შემცირდა.
მსოფლიოში ფოლადის მწარმოებელი უმსხვილესი კომპანია ArcelorMittal-ი 2010 წელს 10 ათასი თანამშრომლის შემცირებას გეგმავს. 2009 წლის პირველ ნახევარში კომპანია იძულებული იყო, ფოლადის წარმოება ორჯერ შეემცირებინა, რათა მსოფლიო ბაზარზე მოთხოვნილების შემცირების კომპენსირება მოეხდინა. თუმცა ზაფხულიდან ფოლადის წარმოების მსოფლიო ბაზრის კონიუნქტურა გაუმჯობესდა და ფოლადი 10-30%-ით გაძვირდა. გაიზარდა წარმოების მოცულობაც.
ამის მიუხედავად, AრცელორMიტტალ-ის ხელმძღვანელი ლაქშმი მიტალი ვარაუდობს, რომ დარგი განვითარების კრიზისამდელ დინამიკას 2012 წელს დაუბრუნდება. მიტალის პროგნოზით, მსოფლიოში მოთხოვნა ფოლადზე 2009 წელს 10%-ით შემცირდა. მსოფლიო ფოლადის ასოციაციის ჭორლდ შტეელ-ის მონაცემებით კი ეს მაჩვენებელი 15%-ია.
ArcelorMittal-ი კრიზისამდელ პერიოდშიც მომსახურე პერსონალის მიმართ მკაცრი დამოკიდებულებით იყო ცნობილი. კრიზისის დაწყებისთანავე კომპანიამ აშშ-ში განთავსებული საწარმოებიდან 50%-ზე მეტი თანამშრომელი გაათავისუფლა. კომპანიის შემოსავალი წლის პირველ ნახევარში ორჯერ შემცირდა. კომპანიის სუფთა წაგებამ კი 1,39 მლრდ ევრო შეადგინა.
თანამშრომლებს ამცირებენ სხვა კომპანიებიც. გერმანიის ფოლადის მწარმოებელი კორპორაცია ThyssenKrupp-ი 20 ათასი თანამშრომლის შემცირებას გეგმავს. ამის შესახებ კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ეკენჰარდ შულცმა განაცხადა. შულცის თქმით, 2009 წლის სექტემბრისთვის კომპანიაში 187 ათასი ადამიანი მუშაობდა. მოსალოდნელია, რომ მიმდინარე წლის ბოლოს კომპანიაში 167 ათასი თანამშრომელი დარჩება. თჰყსსენKრუპპ-ი თანამშრომლებს დანაკარგების შემცირების მიზნით გაათავისუფლებს. ადრე კომპანია 2008-2009 საფინანსო წლის რეკორდული, 2,36 მლრდ ევროს მოცულობის დანაკარგების შესახებ აცხადებდა (წწწ. ლენტა.რუ).
ფოლადის ბაზარი ევროპაში
ევროპის მასშტაბით ფოლადის ბაზარზე დაღმასვლა 2009 წელს დაიწყო. მხოლოდ პირველ კვარტალში ფოლადზე მოთხოვნა ევროპაში, 2008 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 23%-ით დაეცა. ივლისიდან ბაზარზე შედარებით გამოცოცხლება შეინიშნებოდა და 2009 წლის ბოლოსთვის მოთხოვნის 18%-იანი კლებაღა დაფიქსირდა. მართალია ახლა ფინანსური სიტუაცია ასე თუ ისე სტაბილურდება, მაგრამ ექსპერტები მიიჩნევენ რომ რეალური ძვრები და აღმასვლა ფოლადის ბაზარზე 2011 წლამდე არ არის მოსალოდნელი, რადგან ფოლადის მომხმარებელი კომაპანიები ისევ კრიზისის შედეგების გავლენის ქვეშ არიან. 2010 წელს ფოლადზე მოთხოვნის ძალიან მცირე ზრდაა მოსალოდნელია – დაახლოებით, 0,9%-ით, 2011 წელს კი ექპერტები ფოლადზე მოთხოვნის 4%-იან ზრდას ელიან.
2009 წელს ფოლადის იმპორტი ევროპაში 54%-ით შემცირდა. თუმცა 2010-2011 წლებში სიტუაციის გამოსწორება იმპორტის მხრივ მოსალოდნელია ფოლადზე ჩინეთიდან სულ უფრო მზარდი მოთხოვნის გამო. ექსპერტები ელიან, რომ იმპორტი 2010 წელს 24%-ით გაიზრდება, 2011 წელს კი კიდევ 10%-ით. რაც შეეხება ექსპორტს, 2009 წელს ფოლადის ექსპორტი სხვა ქვეყნების მიმართულებით ევროკავშირში 14%-ით შემცირდა. 2010 წელს ექსპორტის ზრდა 1%-იანი მაჩვენებელია მოსალოდნელი, 2011 წელს კი 7%-იანი1.
ფოლადის ინდუსტრიის ცენტრი აზიაში ინაცვლებს
ალუმინის მწარმოებელმა რუსულმა გიგანტმა, კომპანიამ “რუსალმა”” გადაწყვიტა, თავისი აქციების 10% ჰონკონგის ბირჟაზე გაიტანოს. ეს პირველი პრეცედენტია ამ კომპანიის ისტორიაში აქციების ემისიისა. კომპანია “რუსალი”” ალუმინის წარმოების სფეროში დღეისათვის მსოფლიოს ყველაზე დიდი კომპანიაა. ის მსოფლიო წარმოების, დაახლოებით, 16%-ს ფლობს, გააჩნია წარმომადგენლობები მსოფლიოს 17 ქვეყანაში და დასაქმებული ჰყავს, დაახლოებით, 90 000 ადამიანი.
საინტერესო ფაქტია, რომ რუსულმა გიგანტმა აქციების განსათავსებლად არა დასავლური, მაგალითად ნიუ-იორკის, ან ლონდონის ბირჟები, არამედ აღმოსავლეთით ჰონკონგის ბირჟა აირჩია. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კი, როგორც რუსი ექსპერტები მიიჩნევენ, ის არის, რომ აზიაში კრიზისის გავლენა ნაკლებად იგრძნობა, ვიდრე დასავლეთში და არ არის გამორიცხული, ლონდონსა და ნიუ-იორკიდან საფინანსო ცენტრებმა შანხაიში, ჰონგკონგსა და სინგაპურში გადაინაცვლონ.
განსაკუთრებით დიდი პერსპექტივები ჩანს აზიის ალუმინის ბაზარზე. დღეისათვის აზია ლითონის მსოფლიო წარმოების 1/3-ს აწარმოებს და მსოფლიო მასშტაბით წარმოებული ლითონის ნახევარს მოიხმარს. ჩინეთი არის მსოფლიო ლიდერი ალუმინის წარმოებაში (იხ. ცხრილი #2).
განვითარებულ ქვეყნებში წარმოება შემცირებულია, მათ შორის ისეთ სფეროებშიც, რომლებიც ალუმინის მომხმარებლები არიან, ამიტომ ამან გამოიწვია მოთხოვნის შემცირება. მოთხოვნა აშშ-სა და ევროპის ბაზრებზე “რუსალსაც”” შეუმცირდა, პერსპექტივა დასავლეთის ბაზრებზე ჯერ კიდევ ბუნდოვანია. მაგალითად კომპანია Boeing-მა მიმდინარე წლის პირველ სამ კვარტალში მხოლოდ 181 ახალ ავიალაინერზე მიიღო შეკვეთა, მაშინ როცა 2007 წელს ეს მაჩვენებელი 870 იყო. ეს რაც შეეხება დასავლურ წარმოებას. აზიაში კი წარმოება უკეთეს დღეშია, ამიტომ “რუსალიც”, ბევრი სხვა კომპანიის მსგავსად, ნელ-ნელა აღმოსავლეთისკენ ინაცვლებს.2
რაც შეეხება ჩინეთს, იქ წელიწადში 13 მილიარდი ტონა ალუმინი იწარმოება, რაც აშშ-ს მაჩვენებელზე 2-ჯერ მეტია. ჩინეთის სულ უფრო მზარდი წარმოების გათვალისწინებით, განსაკუთრებით კი ისეთ სფეროებში, როგორიც არის ავტომობილების, ბოინგების თუ იარაღის წარმოება, ჩინეთში ალუმინზე 30 მილიარდ ტონამდე მოთხოვნაა. ქვეყნის შიგნით გაზრდილი მოთხოვნის პარალელურად ჩინეთიდან ალუმინის ექსპორტი კლებულობს. 2007-2008 წლებში ალუმინის ექსპორტი 1,2 მილიარდი ტონიდან 0,8 მილიარდ ტონამდე შემცირდა. უკვე ამ წლის დასაწყისიდან კი ჩინეთმა ალუმინის იმპორტი დაიწყო. ამიტომ დიდია პერპექტივა იმისა, რომ მომდევნო წლებში ჩინეთი, ევროპასთან ერთად, ლითონის ერთ-ერთი ყველაზე დიდი იმპორტიორი გახდეს. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ შანხაიში ლითონების სავაჭრო ბირჟა შეიქმნა, რომელიც ლონდონის ლითონების ბირჟის ანალოგი და კონკურენტი იქნება.
ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ამ სავაჭრო ბირჟის არსებობა კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ალუმინის ბაზრის განვითარებას ჩინეთში. თუმცა ახლა მხოლოდ ცოტას თუ ახსოვს, რომ ჯერ კიდევ 1978 წელს ალუმინზე არავითარი საბირჟო ფასი არ არსებობდა. მოვაჭრეები გრძელვადიანი კონტრაქტებით ვაჭრობდნენ. ფასებს ადგენდა მსოფლიოს 6 მსხვილი კომპანია – Alcia, Alcan, Kaiser, Reynolds, Pechiney da Alusuisse. რამდენიმე მათგანი თავისი ფასების კატალოგს აქვეყნებდა, რაც მიიჩნეოდა კიდეც მსოფლიო ფასებად. 1978 წელს დაარსდა ლონდონის ლითონის ბირჟა, რომლის მთავარი მიზანიც იყო, მოთხოვნის შესაბამისად წარმოებულიყო ფასები ალუმინზე და ე.წ. “დიდი ექვსეულის”” კარტერული ფასებისთვის ბოლო მოეღოთ. თავდაპირველად “დიდი ექვსეულის”” ქვეყნებმა უარი თქვეს ბირჟაში მონაწილეობაზე, მაგრამ თანდათან ამისთვის თავის არიდება შეუძლებელი გახდა. 1984 წელს Alcan-ი გახდა უკანასკნელი კომპანია, რომელმაც უარი თქვა საკუთარი ფასების კატალოგის გამოქვეყნებაზე. ასე გადავიდა ალუმინის ფასწარმოქმნა საბირჟო სისტემაზე.
ლონდონის ბირჟას კი ახლა უკვე შანხაის ბირჟაც გაუწევს კონკურენციას და ეს სულაც არ არის გასაკვირი, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ალუმინის წარმოებაც და მასზე მოთხოვნაც აზიის კონტინენტზე უფრო დიდია.