მსოფლიო რეცესიას აზია დაამარცხებს
მოამზადა ნინო არველაძემ
მსოფლიო ეკონომიკის მიმოხილვა წარმოადგენს საერთაშორისო სავალუტო ფონდის პერსონალის ანალიზებსა და ეკონომიკური განვითარების პროექტებს მსოფლიო დონეზე, ქვეყნების მთავარი ჯგუფებისა და ინდივიდუალური ქვეყნების შესახებ. ფონდი ორიენტებულია ეკონომიკური პოლიტიკის მთავარ საკითხებზე, ისევე როგორც, ეკონომიკურ განვითარებასა და პერსპექტივებზე. მიმოხილვა ჩვეულებრისამებრ კეთდება წელიწადში ორჯერ.
რთული გლობალური რეცესიის შემდეგ, ეკონომიკის ზრდა დადებით შედეგებს აჩვენებს, რადგან სახელმწიფო პოლიტიკის ჩარევამ მოთხოვნის ზრდა გამოიწვია და ფინანსურ ბაზრებზე უნდობლობა და სისტემატიური რისკი შეამცირა.
მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ეკონომიკის გაჯანსაღების ნიშნები და მაჩვენებლები მტკიცე არ არის, რადგანაც ფინანსური სისტემა კვლავ დაუძლურებულია, სახელმწიფო პოლიტიკის მხარდაჭერა საფეხურეობრივად უნდა მოიხსნას და მეურნეობები ეკონომიკებში, რომლებიც ფასების ვარდნის გამო დაზარალდნენ, კვლავ გააგრძელებენ დანაზოგების შექმნას – ნათქვამია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მსოფლიო ეკონომიკის მიმოხილვაში.1
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორი, დომენიკ შრტაუს-კანი აცხადებს, რომ ზოგიერთ ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა დაბრუნდა, თუმცა კი, კრიზისი ჯერ არ დასრულებულა, ამიტომ, მიზანშეწონილია კრიზისიდან გამოსასვლელი სტრატეგიების შემუშავება, მაგრამ ნაადრევია მათი განხორციელება.
მიმოხილვის თანახმად, 2010 წელს ჩინეთის ეკონომიკა 9%-ით, ინდოეთისა კი, 6.4%-ით გაიზრდება. იაპონიის ეკონომიკა 1.7%-ით გაიზრდება, აშშ-ისა კი, 1.5%-ით, ხოლო ევროზონის 0.3%-ით.
ფონდის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ჩინეთში განხორციელებული ეკონომიკის სტიმულის პოლიტიკა, კრიზისის დაძლევაში აზიის სხვა ქვეყნებსაც დაეხმარება. ბრაზილია ლათინური ამერიკის ქვეყნებში ეკონომიკური ზრდის სტიმულად მოიაზრება. აშშ-ში, სადაც 2007 წელს საკრედიტო კრიზისი დაიწყო, ეკონომიკა მომავალ წელს 1.5%-ით გაიზრდება, მას შემდეგ, რაც 2009 წელს შემცირდება 2.7%-ით. 2010 წლის მეორე ნახევარში აშშ-ის უმუშევრობა 10.1%-ს გადააჭარბებს, ობამას 787 მლრდ დოლარიანი ეკონომიკური სტიმულის პაკეტის დახმარებით კი, აშშ-ის ეკონომიკური ზრდა ნელ-ნელა დაიწყება.
ევროზონაში, 2009 წელს ეკონომიკა 4.2%-ით შემცირდება, 2010 წელს კი, 0.3%-ით გაიზრდება. ფონდმა გაერთიანებული სამეფოსათვის ეკონომიკური ზრდა 0.9%-მდე გაზარდა მომავალი წლისათვის. გერმანიის ეკონომიკა 2010 წელს 0.3%-ით გაიზრდება, ესპანეთისა კი, 0.7%-ით შემცირდება.
მსოფლიოს ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკა 2010 წელს არის სინგაპური, რომელიც 4.1%-ით გაიზრდება, მასთან მიახლოებულია ტაივანი, სლოვაკეთი, სამხრეთ კორეა და ჰონგ კონგი.
მიმოხილვაში კვლავ რჩება რისკის ფაქტორები. შესაბამისი მონეტარული და ფისკალური პოლიტიკების ნაადრევი აღსასრული განსაკუთრებული საკითხია, რადგან პოლიტიკური სარჩულით უკუქმედება შესაძლებელია შეცდომით იქნეს გაგებული ეკონომიკის გაჯანსაღების პირველ ეტაპზე. მთავარ მოთხოვნად კვლავ რჩება ფინანსური სექტორის ჯანმრთელობის აღდგენა, მხრდამჭერი მაკროეკონომიკური პოლიტიკის ფონზე. ამავე დროს, საჭიროა, პოლიტიკოსებმა დაიწყონ მზადება პოლიტიკური მხარდაჭერის შესამცირებლად. მთავრობების მიერ გატარებული პოლიტიკები საჭიროებენ მოთხოვნის ხელახალ დასაბალანსებელ ინსტრუმენტს, რადგან ეკონომიკებმა, რომლებმაც აქტივებზე ფასების ვარდნა განიცადეს, დაგროვების განაკვეთები უნდა ასწიონ. მზარდი უმუშევრობა და სიღარიბის შემცირება სოციალური გამოწვევების წინაშე აღმოჩნდნენ, რაც განსაკუთრებულ მიდგომებს მოითხოვს.
მცირდება გლობალური რეცესია
გლობალური ეკონომიკა კვლავ გაიზრდება, რაც აზიის ეკონომიკების დამსახურებაა, თუმცა, თავმდაბალი ზრდის მაჩვენებლები წარმოადგინეს მსოფლიოს სხვა ქვეყნებმაც. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ეკონომიკის გაჯანსაღების მაჩვენებლები ძალიან მაღალი არ არის, საქმინობების დონე კვლავ ძლიერ ჩამორჩება წინაკრიზისულ პერიოდისას. მსოფლიო ეკონომიკის ზრდა წარმოებაში დაბანდებების დამსახურებაა, შეიმჩნევა საცალო გაყიდვების საფეხურეობრივი გაუმჯობესების ნიშნები და საბინაო ბაზრის გამყარება. რადგანაც გაუმჯობესებულია პერსპექტივები, იზრდება სასაქონლო ფასები და მსოფლიო ვაჭრობა ხელახლა იწყებს სიჩქარის აკრეფვას.
რეცესიის უკუქცევა გამოწვეულია ძლიერი სახელმწიფოებრივი პოლიტიკით მოწინავე და ბევრ ახალ ეკონომიკებში, რომლებმაც მხარი დაუჭირეს მოთხოვნას და გააბათილეს გლობალური დეპრესიისადმი შიში. სწრაფი რეაგირება მოახდინეს ცენტრალურმა ბანკებმა – შეამცირეს საპროცენტო განაკვეთები და მოახდინეს ფულადი ინექციები. მთავრობებმა გაატარეს ფისკალური სტიმულის პოლიტიკა, დაეხმარნენ ბანკებს გარანტიებითა და კაპიტალის ინექციით. ყველა აღნიშნულმა მიღებულმა ზომამ ერთად, შეამცირა უნდობლობის ხარისხი. მთავარ საკითხად რჩება, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება დაწყებითი უკუქცევა. საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მნიშვნელოვანია, არის თუ არა ის ნამდვილად მსოფლიო ეკონომიკის გაჯანსაღების ნიშანი? თუ ის განახლებული რეცესიაა მომავალი წლისათვის, რადგანაც მონეტარული და ფისკალური პოლიტიკები სტიმულს კარგავენ და კერძო მოთხოვნა ვეღარ ინარჩუნებს მამოძრავებელ ძალას შეზღუდული კრედიტების ფონზე? საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ წარმოდგენილ მსოფლიო ეკონომიკის მიმოხილვაში აღწერილია საშუალო დონე: მსოფლიო ეკონომიკაში არსებობს გაუმჯობესების ნიშნები, მაგრამ ის ისტორიულ სტანდარტებს ჩამორჩება. პროგნოზების თანახმად, რეცესიის მიმდინარე უკუქცევა საკმაოდ ნელი ტემპებით განვითარდება, რაც კრედიტების შეზღუდვის და გარკვეული დროის მონაკვეთში უმუშევრობის ზრდის ფონზე განვითარდება. მსოფლიო ეკონომიკის ზრდა 2010 წლისათვის დაახლოებით 3%-ს მიაღწევს. 2010-2014 წლებში გლობალური ეკონომიკის ზრდა საშუალოდ 4%-ზე მეტი და 5%-ზე ნაკლები იქნება. გაგრძელდება ფინანსური და კორპორატიული რესტრუქტურიზაცია, ასევე, ადგილი ექნება წარმოების დეფიციტს, რაც ინფლაციის დაბალ მაჩვენებელზე შენარჩუნებას შეუწყობს ხელს. იმის გამო, რომ წამყვანი ეკონომიკები ამჯობინებენ დანაზოგებზე დიდი ყურადღების გამახვილებას, შემცირდება მოთხოვნის დონე. ნელ-ნელა მცირდება ეკონომიკური დაღმავლობის რისკები, მაგრამ ისინი საბოლოოდ მაინც არ არიან აღმოფხვრილნი.
სასესხო დავალიანებებისა და სამუშაო ადგილების შემცირება
2009 წლის მეორე მეოთხედში, გლობალური აქტივობა 3%-ით გაიზარდა, ხოლო 2009 წლის პირველ მეოთხედში კი, 6%-ით შემცირდა. მიუხედავად აღნიშნული დადებითი ინფორმაციისა, მოსალოდნელია ფირმების გაკოტრება, უმუშევართა რიცხვის ზრდა და ასევე, უსიცოცხლო იქნება კერძო მოხმარებისა და ინვესტიციების დონე, რადგანაც მეურნეობები ცდილობენ გაუმკლავდნენ შემოსავლისა და ქონების დანაკარგებს. ფირმები გადამეტებული სიმძლავრით განაგრძობენ აქტივობას, სესხის აღების პირობები კი, კვლავ შეზღუდულია. ისტორია შთაგვაგონებს, რომ აღნიშნული ძალები ფინანსური კრიზისის ფონზე კიდევ დიდხანს იარსებებენ. მართალია, სახელმწიფოების მიერ გატარებულმა პოლიტიკამ კრიზისი შეარბილა, მაგრამ სახელმწიფოს დახმარება მომავალში შემცირდება.
წინსვლა, სიძნელეები, ფინანსური პირობები
მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მსესხებლისთვის ჯერ კიდევ დიდ სირთულეებს უკავშირდება სესხის აღება, რეცესიიდან გამოსვლის ნიშნები მეტად ნათელია ფინანსურ ბაზრებზე. მთავრობების მიერ გატარებულმა პოლიტიკამ, შემცირებულმა საპროცენტო განაკვეთებმა და ეკონომიკის მდგომარეობის გაუმჯობესების მოლოდინმა დიდი ბიძგი მისცა ბევრი ბაზრის ძალების აღდგენას, ისევე როგორც, საერთაშორისო კაპიტალის მოძრაობის ხელახალ ზრდას. თავდაპირველად, გამოცოცხლების მთავრი მამოძრავებელი ძალა იყო სახელმწიფო პოლიტიკა, რომელიც მოიცავდა ფინანსური ინსტიტუტებისათვის მიცემულ გარანტიებს, კაპიტალის ინექციებს, ლიკვიდურობის დაზოგვას და საკრედოტო ბაზარზე ჩარევას. ახლა, ზრდის გაუმჯობესებული პერსპექტივები შემცირებული რისკებით კვლავ ფინანსურ პირობებში ბრუნდებიან. უნდა აღინიშნოს, რომ კვლავ გამოწვევების წინაშე დგანან დაბალფასიანი მსესხებლები, განსაკუთრებით, მცირე და საშუალო საწარმოები და მეურნეობები. სეკურიტიზაციული ბაზრები კვლავ რთულ მდგომარეობებში არიან, რაც გარკვეულწილად ზღუდავს ბაზრების უნარს, გასცენ კრედიტები. ზოგადად, უნდა აღინიშნოს, რომ ბაზრებზე კვლავ აქტუალურად დგას ეკონომიკური დაღმავლობის რისკები, ფინანსური ზეწოლის ინდიკატორები კი, კვლავ მაღალია.
2009 წლის პირველი მეოთხედიდან, ფასიანი ქაღალდების ბაზარმა მყარი მოგება აჩვენა, შემცირდა კორპორატიული რისკები და – ბანკთაშორის ბაზრების რისკებიც, იმასთან შედარებით, რამაც 2008 წელს Lეჰმან Bროტჰერ”ს-ის გაკოტრება გამოიწვია. ინვესტორები ცდილობენ ფონდების დივერსიფიცირებას. წამყვანი ეკონომიკების საბანკო სისტემის ნდობამ დიდი სტიმული მიიღო, რადგან შემოსავლის მიღება მოსალოდნელზე მაღალია და წარმატებული ბანკების კაპიტალი იზრდება. ჯერ კიდევ დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ბანკების შემოსავლების მდგრადობა და საკრედიტო რისკების მაღალი დონე, სასესხო დავალიანებების არადროულად გადახდა ბანკების მიერ სასესხო დანაკარგების აღიარების პროცესს განაგრძობს და აყოვნებს.
გაუმჯობესებულია საერთაშორისო კაპიტალის მოძრაობა, მათ შორის, დიდ როლს თამაშობს ახალი ბაზრები. მიმდინარე წლის დასაწყისიდან, მსოფლიო აქტივობის მაჩვენელი მოსალოდნელზე კარგ შედეგს აჩვენებს, განსაკურებით, აზიასა და ლათინური ამერიკის ქვეყნებში. 2009 წლის შუა პერიოდიდან, ახალი ბაზრების კორპორატიული და სუვერენული გარიგებების ხელახლა დაფინანსების რისკები მკვეთრად დაეცა, იმაზე მეტადაც კი, ვიდრე ევროპის ახალ ბაზრებზე და დსთ-ის სახელმწიფოებში. მომწიფებულ ბაზრებზე მაღალი კლასის კორპორატიულ მსესხებლებს შეუძლიათ ფულის საკმაოდ იოლად მიღება, მაგრამ უფრო რთული მდგომარეობაა ამ მხრივ ისეთი მსესხებლებისათვის, რომლებსაც მცირე კრედიტები აქვთ. მიუხედავად ბაზრების წარმატებებისა, მაინც რჩება მტკივნეული წერტილები, განსაკუთრებით კი, ევროპის ახალ ბაზრებზე და სხვა ქვეყნები ძალიან დამოკიდებულნი არიან გარე დაფინანსებაზე. საზღვარგარეთული დაფინანსებები ახალი ბაზრების ბანკებისათვის კვლავ რთულ საკითხად რჩება. ხელახლა დაფინანსებისა და გაკოტრების რისკი კორპორატიულ სექტორში კვლავ მაღალია, განსაკუთრებით, ევროპის ახალ ბაზრებზე, მაგრამ ასევე, მომცრო ზომის კორპორაციებისათვის აზიასა და ლათინურ ამერიკაში.
პოლიტიკის მიზნები
პოლიტიკის პრიორიტეტად, სანამ ეკონომიკური ზრდა დამაკმაყოფილებელ დონეს მიაღწევს, კვლავ რჩება ფინანსური სექტორის გაჯანსაღება და მაკროეკონომიკური პოლიტიკის მხარდაჭერა, თუმცა, დირექტიულმა ორგანოებმა უნდა დაიწყონ მზადება სახელმწიფოს მხრიდან ჩარევების შესამცირებლად. ძალიან მნიშვნელოვანია კრიზისის შემდგომ პერიოდისათვის მაკროეკონომიკური სტრატეგიის შემუშავება, რათა მოხდეს ფასებისა და ფინანსური შემოდინებების სტაბილიზაცია. პოლიტიკის მთავარი მიზანია, თავიდან აიცილოს უკიდურესობა: სახელმწიფოს ჩარევის ძალიან ადრეული შეწყვეტა, რაც საფრთხის წინაშე დააყენებს მიღწეულ შედეგებს, ან ძალიან ხანგრძლივი ჩარევა სახელმწიფოს მხრიდან, რაც დააზარალებს სახელმწიფო ბალანსის შენარჩუნებას.
ძირითადი მდგომარეობა
საბანკო კრიზისი კვლავ ზემოქმედებს წარმოების მოცულობაზე, თუმცა, ეკონომიკური ზრდის ტემპი ნელ-ნელა ღდგება. დავალიანებების, ინვესტიციების და მწარმოებლურობის მოცულობის შემცირება ქმნის წარმოების მოცულობის გრძელვადიან პერსპექტივაში შემცირებას. ამ მხრივ, შეიმჩნევა სერიოზული სხვაობები ქვეყნებს შორის.
მოკლევადიანი მაკროეკონომიკური სტიმულები და სტრუქტურული ღინისძიების რეფორმები, როგორც წესი, ასოცირდებიან წარმოების მოცულობის კლების შემცირებასთან.
მიღებული შედეგები აჩვენებენ, რომ მაკროეკონომიკური პოლიტიკის ენერგიულ საპასუხო ზომებს, შეუძლიათ ამ შეკუმშვის შემცირება. გატარებულ სტრუქტურულ რეფორმებს ასევე, შეუძლიათ წარმოების მოცულობის შემცირების შეზღუდვა.
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 1 ოქტომბრის შეხვედრაზე განაცხადა, რომ ბოლოს და ბოლოს მსოფლიო ეკონომიკა ცდილობს რეცესიიდან გამოსვლას, რაც პირველ რიგში, აზიის სწრაფი ცვლილებების დამსახურებაა.
საერთაშორისო სავალუტო ფონდი თითქმის 1 წელიწადია, რაც იმედის მომცემ პროგნოზს არ აქვეყნებდა, ახლა კი განაცხადა, რომ “გლობალური რეცესია დასასრულს მიუახლოვდა””.
აზიის ეკონომიკების დახმარებით მსოფლიო ეკონომიკა 2010 წლისათვის გაიზრდება. ფონდი აცხადებს, რომ 2009 წლისათვის მსოფლიო ეკონომიკის 1.1%-ით შეკუმშვას ელის, თუმცა, 2010 წლისათვის მაჩვენებელი 3.1%-ით გაიზრდება.
2009 წლის ივლისში საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზების თანახმად, 2009 წელს მსოფლიო ეკონომიკა 1.4%-ით შემცირდებოდა, 2010 წელს კი 2.5%-ით გაიზრდებოდა.
მოხსენების თანახმად, 2010 წლიდან, ოთხი წლის განმავლობაში, ფინანსური კრიზისის აღმოფხვრამდე, მსოფლიო ეკონომიკის საშუალო ზრდა 4%-ზე მაღალი და 5%-ზე დაბალი იქნება.
მიმდინარე წელს, მოხსენების მიხედვით, მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკები ნამდვილად ვერ გამოაქვეყნებენ სახარბიელო მაჩვენებლებს, 2010 წლიდან კი, დაიწყება მსოფლიო ეკონომიკის გაჯანსაღება. ესპანეთი იქნება ერთადერთი ევროზონის ქვეყანა, სადაც ეკონომიკა შეიკუმშება მომავალ წელს, თუმცა პროგნოზების თანახმად, ევროპის ეკონომიკის შემცირება სულ უფრო და უფრო ნაკლები ხდება. საწინააღმდეგო მდგომარეობაა ახალ და განვითარებად ეკონომიკებში, რომელთა მაჩვენებელი მიმდინარე წელს 1.5%-ით გაიზრდება.