ფინანსური მარკეტინგი: სადისკუსიო პრობლემები
გიორგი ცაავა ტექნიკურ და ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სრული პროფესორი
ცნობილია, რომ ფინანსური ურთიერთობები ყოველთვის ფულადი სახსრების რეალურ მოძრაობასთან არის დაკავშირებული და “გასაღების სტრატეგიის” პირობებში მისი მიმოქცევა კვლავწარმოების პროცესის მეორე – განაწილებისა და მესამე – გაცვლის სტადიებზე ხორციელდება. ამასთან, აღნიშნულ სტადიებზე ღირებულების (ფულადი სახით) მოძრაობის თავისებურებები განსხვავებულია რაც განაწილებისა და გაცვლის სტადიების – უშუალოდ ფინანსების ფუნქციონირების სფეროზე მიკუთვნების შესაძლებლობას არ იძლევა.
ამრიგად კვლავწარმოების მეორე – განაწილების სტადიაზე ღირებულების ფულადი ფორმის ცალმხრივ (შემხვედრი ეკვივალენტის გარეშე) მოძრაობას, გაცვლის (მესამე) სტადიაზე კი – ღირებულების ორმხრივ (შემხვედრ) მოძრაობას აქვს ადგილი; ამასთან, ერთ-ერთი მათგანი ფულადი ფორმით, ხოლო მეორე კი – სასაქონლო ფორმით ხორციელდება რაც თვალნათლივ შეიძლება დავინახოთ სქემაზე (იხ. ნახ. 1).
ფინანსების, როგორც ეკონომიკური კატეგორიის მნიშვნელოვან ნიშანთვისებას ფინანსური ურთიერთობების – განაწილებითი ხასიათი წარმოადგენს. ამასთან, ისიც უნდა აღინიშნოს რომ ფინანსური ურთიერთობების მხოლოდ განაწილებითი ხასიათის ნიშანთვისება საკმარისი არ არის ფინანსების არსის სრულად დასახასიათებლად. განაწილებითი ურთიერთობების ნაირსახეობას მივყავართ იქამდე რომ კვლავწარმოების პროცესის – განაწილების (მეორე) სტადიაზე ერთდროულად მონაწილეობენ სხვადასხვა ეკონომიკური კატეგორიები: ფინანსები კრედიტი შრომის ანაზღაურება ფასი და სხვა. უნდა აღინიშნოს რომ ფინანსები – არსებითად განსხვავდებიან ღირებულებითი განაწილების სტადიაზე ფუნქციონირებადი დანარჩენი (კრედიტი შრომის ანაზღაურება ფასი) კატეგორიებისაგან.
საზოგადოებრივი პროდუქტის ღირებულების განაწილების ფონდური ფორმა მოხმარებასთან წარმოების ორგანულად შეერთების შესაძლებლობას იძლევა და ამით მოხმარება – ახალი კვლავწარმოებითი ციკლის საწყის სტადიად ანუ ათვლის წერტილად გარდაიქმნება. თუ კვლავწარმოების პროცესს დინამიკაში განვიხილავთ მაშინ იგი უწყვეტად განმეორებადი ციკლების ერთობლიობის სახით წარმოგვიდგება რომელიც ოთხი თანმიმდევრული სტადიისაგან შედგება: წარმოების (წრ.) განაწილების (გწ.) გაცვლის (გც.) და მოხმარების (მხ.) ეს უკანასკნელი კი თავის მხრივ დაიყოფა: მოთხოვნილების – საწარმოო (სწ.) და პირადული დაკმაყოფილებისთვის (იხ. ნახ. 2).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარ ფინანსების, როგორც მეცნიერების არსებობის ხანგრძლივი ისტორიის მიუხედავად მათი არსი ბოლომდე ჯერ კიდევ შესწავლილი არ არის. ფინანსების არსის უფრო სრულად შემეცნების ამოცანა იმითაც რთულდება რომ იგი მისი გამოვლენის საგარეო ფორმებში ღრმად არის ჩამალული რომლებშიც ისინი საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა ფინანსური მოვლენების სახით ზედაპირზე წარმოჩინდებიან.
რეალობაა, რომ ადამ სმიტის კარლ მარქსისა და ჯონ კეინსის დროინდელი მიმოქცევადი ფულად ერთეულებთან მიმართებაში ჩამოყალიბებული კანონები თანამედროვე პირობებში სრულყოფილი ვერ იქნება და თანამედროვე ფინანსურ (საბაზრო) და ყოველგვარი ძვირფასი ლითონების უზრუნველყოფის გარეშე დარჩენილი (ფული დღეს, ძირითადად, ეროვნული ბანკის აქტივებით არის უზრუნველყოფილი) ფულადი სისტემა ახლებურ სიღრმისეულ კვლევას მოითხოვს. ამდენად დღეს არსებული კლასიკური ეკონომიკური და ფინანსური თეორიები შესაბამისი რესტრუქტურიზაციის განხორციელებას საჭიროებენ.
ფინანსურ მეცნიერებაში – ფინანსური ურთიერთობების ეკონომიკური ბუნებისა და მათი წარმოშობის საზღვრების შესახებ საკითხი სადისკუსიოდ გვესახება და საწარმოს მიერ სასაქონლო ბაზრებზე გასაღების სტრატეგიის ჩარჩოებში საქმიანობისას ფინანსებთან მიმართებში ტრადიციულად ორი მიდგომა გამოიყოფა.
პირველი მიდგომის თანახმად მიიჩნევენ, რომ ფინანსები – კვლავწარმოების პროცესის ბოლო სტადიებზე, საზოგადოებრივი პროდუქტის ღირებულების განაწილებისა და გადანაწილებისას წარმოიშობა.
მეორე მიდგომის თანახმად, ფინანსები – განიხილება როგორც კვლავწარმოების კატეგორია მთლიანობაში ამასთან ფინანსების შემადგენლობაში ასევე გაცვლის სტადიაზე წარმოშობილი ფულადი ურთიერთობებიც ჩაირთვება.
მდგომარეობა იცვლება, თუ სასაქონლო ბაზარზე საწარმო მარკეტინგული სტრატეგიის ჩარჩოებში მუშაობს და ჩვენი მოსაზრებით მარკეტინგული სტრატეგიისა და ეკოლოგიური მოთხოვნილებების გათვალისწინების პირობებში კვლავწარმოებითი პროცესი რეალურად მოიცავს შემდეგ ეტაპებს: 1) მოთხოვნილებების გამოვლენის2) საქონლის (მომსახურების) ან ფინანსური ინსტრუმენტების დამუშავების; ხოლო შემდეგ კი უკვე ცნობილი 3) წარმოების; 4) განაწილების; 5) მოხმარების 6) გაცვლის და ბოლოს 7) უტილიზაციის (იხ. ნახ. 3) .
თანამედროვე ფინანსების განვითარებაზე ზემომქმედი და განმსაზღვრელი ძირითადი ფაქტორების სახით შეიძლება დასახელებული იქნას:
1) სასაქონლო ბაზრებზე გასაღების სტრატეგიიდან – მარკეტინგულ სტრატეგიაზე გადასვლა და მარკეტინგული სტრატეგიის ფინანსური მენეჯმენტის შესაძლებლობები, დაწყებული მოთხოვნილების ფორმირების სტადიიდან და მისი დაკმაყოფილებით დამთავრებული;
2) ფინანსურ ბაზრებზე გასაღების სტრატეგიიდან მარკეტინგულ სტრატეგიაზე გადასვლა;
3) მაღალტექნოლოგიურ საქონლისა და მომსახურების საერთაშორისო ბაზრებზე კონკრეტულ ბრძოლაში სახელმწიფოს აქტიური მონაწილეობის მზარდი მნიშვნელობა;
4) ფინანსური ურთიერთობებისა და საკუთრების ურთიერთობების მზარდი ურთიერთშეღწევადობა რაც თავის გამოხატულებას პოულობს: ლიზინგის ფრანჩაიზინგის კონვერტირებადი ფასიანი ქაღალდების (მაგალითად ობლიგაციების აქციებში კონვერტაცია) იპოთეკის გირაოს და სხვა ბაზრების განვითარებაში;
5) ფინანსების სისტემური კავშირების სულ უფრო მეტი ხარისხით გაცნობიერება ტექნოლოგიების რესურსების პერსონალის მართვის კონტურებითან, ვინაიდან ფინანსური პრობლემების წყაროები ხშირად სწორედ აღნიშნულ სფერობეში დევს;
6) ეკოლოგიური მოთხოვნილებების დონის ამაღლება ადამიანის საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების მიზნით;
7) ფინანსების შემდგომი ინტეგრაციის აუცილებლობა საერთო-სამეცნიერო პროცესებში.
შესაძლებლად გვესახება რომ ძირითად ფონდებზე საკუთრების უფლებების გადანაწილების შედეგად ფინანსებს შეიძლება ასევე პრივატიზაციის პროცესებიც მიეკუთვნოს. ფასიანი ქაღალდების გამოყენება საწარმოს ქონებაზე საკუთრების წილობრივ უფლებაში ფინანსური რესურსების ტრანსფორმირების შესაძლებლობას იძლევა.
ფინანსებისადმი ფართო მიდგომის განხილვის უპირატესობის უტყუარი საფუძველი შეიძლება იყოს ის რომ ფინანსებთან და ერთმანეთთან დაკავშირებული ყველა კატეგორია (ფინანსები კრედიტი შრომის ანაზღაურება ფასი დაზღვევა) თუნდაც ფინანსური ინსტრუმენტის – გადასახადების მეშვეობით არის დაკავშირებული. სწორედ გადასახადების მეშვეობით არის ფინანსები უშუალოდ კვლავწარმოების პროცესის ყველა სტადიასთან და საქონლის სხვადასხვა დონეებთან დაკავშირებული.
დაინტერესებულ პირებს აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში დამოუკიდებელ მსჯელობაში შეიძლება დაეხმაროთ ქვემოთ მოყვანილი ეკონომიკური და ფინანსური კატეგორიების მახასიათებლების ანალიზის ლოგიკური მატრიცა (იხ. ცხრ. 1).
ამასთან ფინანსური ინსტრუმენტების ქვეშ ფართო მიდგომის ჩარჩობეში შემდეგი ფინანსური ინსტრუმენტები განიხილება (იხ. ცხ. 2):
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე შესაძლებელია შემდეგი მოკლე დასკვნის გაკეთება:
1. ფინანსები – გასაღების სტრატეგიის პირობებში კვლავწარმოების პროცესის თუ ოთხი სტადიიდან: წარმოება განაწილება გაცვლა მოხმარება, მხოლოდ ერთ – განაწილების სტადიას მოიცავს მარკეტინგული სტრატეგიის პირობებში ეკოლოგიური მოთხოვნილებების გათვალისწინებით ფინანსები ყველა შვიდივე სტადიაზე წარმოიშობა, რაც მეცნიერულ ფინანსებში საქმიანობის რიგი პრაქტიკულად მნიშვნელოვანი სფეროების ჩართვის თეორიული დასაბუთების შესაძლებლობას იძლევა რომლებიც ტრადიციულად ფინანსებს მიეკუთვნებოდა მაგრამ “ფინანსების” ადრე ჩამოყალიბებულ ცნებაში (ფასები შრომის ანაზღაურება კრედიტი) თეორიულად არ იყო ჩართული.