ვალუტისთვის ცოცვის სწავლება

რედაქციისგან 

ჩინეთის ახლადაღმოჩენილი ვალუტის მოქნილობა ამერიკასთან დაძაბულ სავაჭრო ურთიერთობებს მოაგვარებს, მაგრამ შესაძლებელია სხვისი ყურადღება მიიპყროს. ფინეთის იაფფასიან საქონელს ამერიკასთან მაშინაც კი შეუძლია ურთიერთობების გაფუჭება, როცა ისინი ტკბილად ბაასობენ. 2010 წლის ივნისის დასაწყისში, ამერიკელმა ჩინოვნიკებმა “შეიპყრეს” ჩინეთიდან მომავალი თაფლი, რადგან ის სურსათის უვნებლობის სტანდარტებს არ შეესაბამებოდა და შეიცავდა ჯანმრთელობისთვის საშიშ ანტიბიოტიკს. ამერიკულმა მხარემ ჩინეთს თაფლის კონტრაბადაში დასდო ბრალი. 

      მაგრამ მხოლოდ თაფლი არ წარმოადგენს ორ ქვეყანას შორის პრობლემურ საკითხს. კონგრესის ბევრი წევრი ჩინეთის ვალუტა იუანის ხელოვნურად გაიაფების შესახებ დაჟინებით საუბრობს და ბარაკ ობამას მეტი სიმტკიცის გამოჩენისკენ მოუწოდებს. 16 ივნისს მან დიდი ოცეულის ქვეყნების ლიდერებს წერილი მისწერა, სადაც ხაზგასმით აღნიშნა, რომ “ბაზარზე ორიენტებული ვალუტის გაცვლითი კურსი მსოფლიო ეკონომიკის სიცოცხლისუნარიანობისათვის უპირველესია””. 26-27 ივნისს ტორონტოში ლიდერების შეხვედრას ბევრი შიშით მოელოდა, მაგრამ 19 ივნისს ჩინეთმა განმმუხტველი ნაბიჯი საზეიმოდ გადადგა. ჩინეთის სახალხო ბანკმა განაცხადა, რომ გაზრდის ჩინური ვალუტის მოქნილობის დონეს, რომლის გაცვლითი კურსიც 2008 წლის ივლისის შემდეგ ხელოვნურად იყო გაჩერებული ნიშნულზე 6.83 დოლართან მიმართებაში. გაცვლითი კურსის დადგენისას, ჩინეთმა ყურადღება უნდა მიაქციოს ვალუტების კალათას და ასევე ბაზრის მოთხოვნასა და მიწოდებას. 
      ჩინეთში უცხოური ვალუტის ბაზარზე ცენტრალური ბანკი ყოველ დილით ადგენს დოლარის შესაბამისობას იუანისათვის. ბოლო ორი წლის განმავლობაში, მან ნება დართო ვალუტას დადგენილი კურსისთვის მხოლოდ ოდნავ გადაეხვია. ახლა კი, როგორც სჩანს, ჩინური ვალუტის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში 0,5%-ით გაიზრდება, მაგრამ მომდევნო დღეებში ზრდა ასეთი პროგრესული არ იქნება. 28 ივნისს კურსი 0,4%-ით გაიზრდა, მსგავს კურსზე იუანი ღირებულებაში 2-ჯერ გაძვირდება 174 სავაჭრო დღეში. 
      ბოლო ჯერზე, როდესაც ცენტრალურმა ბანკმა ვალუტას ცოცვის საშუალება მისცა, სამ წელიწადში იუანი დოლართან მიმართებაში 21%-ით გაიზრდა. მაგრამ ახლა, შესაძლებელია მოვლენები სხვაგვარად განვითარდეს, რადგან ჩინეთს ნამდვილად არ ექნება მის ვალუტასა და დოლარს შორის დიდი სხვაობის სურვილი. როგორც ცენტრალური ბანკი აცხადებს, ჩინეთს ახლა სავაჭრო პარტნიორების გრძელი და დივერსიფიცირებული სია აქვს. მიმდინარე წელს იუანი ევროსთან მიმართებაში 17%-ით გამყარდა. 
      ნებისმიერ დღეს შესაძლებელია იუანის გაცვლითი კურსის ვარდნა ან ზრდა დოლართან მიმართებაში. ჩინეთმა კარგად იცის, თუ როგორ უნდა შეაკავოს “ცხელი ფული”, რომელმაც შესაძლოა ქვეყნის დედაქალაქის კონტროლს გასცდეს და უფრო მყარი ვალუტით მოგების მიღების სურვილმა დასძლიოს. კვლევითი ფირმების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეს უკვე მოხდა. ვალუტა აძლიერებს ბაზრის მოლოდინს, რომ იუანი მხოლოდ 2,2%-ით შეფასდება მომავალი 12 თვის განმვლობაში, რაც ჩინეთსა და მის ფარგლებს გარეთ ფულის მოძრაობას შეუწყობს ხელს. 
      ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელობის გარეშეც კი, იუანზე ზეწოლა შესაძლოა ასატანი ყოფილიყო, აცხადებს ცენტრალური ბანკის მრჩეველი და უთითებს, რომ ჩინეთის სავაჭრო ნამატი მნიშვნელოვნად შემცირდა. 6 თვის წინ ამერიკელმა ეკონომისტებმა გამოთვლების შედეგად დაადგინეს, რომ იუანი 40%-ით უნდა გამყარდეს დოლართან მიმართებაში “წონასწორობის აღსადგენად”, რომელიც მათ განმარტეს, როგორც მთლიანი დასაქმების მიმდინარე ანგარიშის ნამატის 3%. ახლა ისინი მიჩნევენ, რომ იუანი მხოლოდ 24%-ით უნდა გამყარდეს დოლართან მიმართებაში და 14%-ით დანარჩენ სავაჭრო პარტნიორების ვალუტებთან მიმართებაში. 
      მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთის სავაჭრო ნამატი წინაკრიზისული პერიოდის მაჩვენებელს ჩამოუვარდება, აღსანიშნავია, რომ ამ კუთხით საკმაოდ შემცირდა ამერიკის ტოლერანტობა. “ჩინეთის ვალუტით მანიპულირება მიუღებელი იქნებოდა კარგი ეკონომიკის პირობებშიც კი და ახლა, როდესაც დასაქმების მაჩვენებელი 10%-ია, ჩვენ უბრალოდ ვერ ავიტანთ ამას”, – აცხადებენ ამერიკული მხარის წარმომადგენლები მას შემდეგ, რაც გამოქვეყნდა კანონპროექტი, რომელიც გადასახადებს აკისრებს ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც ხელოვნურად ჩაერევა უცხოური ვალუტის ბაზარში. ნობელის პრემიის ლაურეატი პოლ კრუგმანი აცხადებს, რომ როდესაც მსოფლიო ეკონომიკა მოთხოვნის დაბალ დონეს განიცდის, ქვეყნები, რომლებიც ცოტას ხარჯავენ და შემოსავალში კი ბევრს ღებულობენ გლობალური უმუშვერობის დონეს ამაღლებენ. 
      ობამას წერილში, რომელიც დიდი ოცეულის ქვეყნების ლიდერებს გაეგზავნათ, პრეზიდენტი აკრიტიკებს “იმ ქვეყნების მიერ ექსპორტზე მიჯაჭვულობას, რომლებსაც უკვე მსხვილი ნამატი აქვთ ქვეყნის გარედან”. ამ საკითხში დადანაშაულებული მხოლოდ ჩინეთი არ არის. გერმანიის მიმდინარე ანგარიშის ნამატი 2009 წელს 135 მლრდ დოლარია, ჩინეთისა კი 297 მლრდ დოლარი, მაგრამ საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ჩინეთის ნამატის კლება სწრაფი ტემპებით მიმდინარეობს. პროგნოზების თანახმად, მიმდინარე წელს გერმანიის ნამატი მხოლოდ 20 მლრდ დოლარით შემცირდება, ჩინეთისა კი 68 მლრდ დოლარით, რაც იმის მანიშნებელია, რომ მიმდინარე წელს კვლავ გაგრძელდება მსოფლიოს დანარჩენი ნაწილის საქონელსა და მომსახურებაზე მოთხოვნა. 
      ბოლო ორი წლის განმავლობაში, ჩინეთის მსგავსად, გერმანიაც ხელოვნურად იჭერდა ევროს კურსს. ევროპის ცენტრალურ ბანკს არავინ ადანაშაულებს ვალუტის კურსით მანიპულირებაში, მაგრამ ევროს გაცვლითი კურსის კლება იმას ნიშნავს, რომ ევროზონის წევრი ქვეყნები დამოკიდებულნი იქნებიან უცხოურ მოთხოვნაზე და არა შიდა მოთხოვნაზე. გოლდმან სათჩის პროგნოზით, ევროს დაფარვის ზონის მიმდინარე ანგარიში წელს ნამატს აჩვენებს, რომელიც მხოლოდ მომდევნო წელს გაიზრდება.