გაერთიანებულ სამეფოში იპოთეკური ბაზრის კრიზისი გაღვივდა
რედაქციისაგან
მიმდინარე წლის ნოემბერში გაერთიანებული სამეფოს საბინაო ფასებმა 12 წლის განმავლობაში ყველაზე მეტად იკლო. ფირმების მონაცემებით, ბინებზე ფასები დაახლოებით 0.8%-ით შემცირდა, კლების პირველი ნიშნები კი გასული წლის თებერვალში გამოჩნდა. ოქტომბერში იპოთეკური ფასების წლიური ინფლაცია 9.7% იყო, ნოემბერში კი – 6.9%.
ინგლისის ბანკი აცხადებს, რომ საცხოვრებელი სახლების მშენებლობისთვის მიწის დამტკიცების შესახებ თანხმობები მკვეთრად შემცირდა, მსგავსი კლება ინგლისში 3 წლის განმავლობაში არ დაფიქსირებულა. ბანკის მონაცემებით, ოქტომბერში სახლის მყიდველებისთვის 88 000 თანხმობა გაიცა, რაც სექტემბრის მაჩვენებელს 12%-ით ჩამორჩება, ხოლო გასული წლის ოქტომბრის მაჩვენებელს კი – 31%-ით.
საბინაო მშენებლობის შესახებ თანხმობების რაოდენობა ოპითეკური ბაზრის აქტივობის ინდიკატორია. მონაცემები ამ ბაზრის კრიზისზე მეტყველებს. ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ მაღალი საპროცენტო განაკვეთები, საბინაო ფასების ზრდის ნაკლებად მოსალოდნელობა და მოსახლეობის არასახარბიელო საშუალებები ბაზარზე უარყოფითად აისახა და მოთხოვნის მნიშვნელოვნად შემცირება გამოიწვია.
იპოთეკურ ბაზარზე ფასების 0.8%-იანი კლება 1995 წლის შემდეგ არ დაფიქსირებულა. მშენებლების გამოთტვლების თანახმად, კი გაერთიანებულ სამეფოში საკუთრების საშუალო ღირებულება 186 044 გირვანქა სტერლინგია, რაც გასული წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელს 12. 000 გირვანქა სტერლინგით აღემატება.
ექსპერტების განცხადებით, კრიზისი გლობალურ ფინანსურ ბაზარზე არსებული პრობლემების გამო გაძლიერდა. ბანკებს ფულის სასესხებლად უფრო მეტის გადახდა უწევთ, შედეგად კი გასესხებულ ფულზე მაღალ საპროცენტო განაკვეთებს ითხოვენ. ზოგიერთი ანალიტიკოსი ფინანსურ ბაზარზე უფრო მეტი ნაღდი ფულის “გადაქაჩვას” ითხოვს, რათა ბანკებმა საკუთარ საქმიანობებში მარაგების დაგროვება შეძლონ.
ყველა ინდიკატორი მიანიშნებს, რომ საბინაო გაყიდვები მკვეთრად მცირდება, საბინაო ფასების ინფლაცია კი რთულად დასამორჩილებელი ხდება. მცირდება მშენებლობისთვის გაცემული ნებართვები და აქედან გამომდინარე, პოტენციურ მყიდველთა რაოდენობაც.