რეგიონული პოლიტიკის ევროპული გამოცდილება 

ევგენი ბარათაშვილი – ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სრული პროფესორი თამარ როსტიაშვილი – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი ნოდარ გრძელიშვილი – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის

საქართველო უნდა გახდეს კონკურენტუნარიანი ქვეყანა – ეს არის ყველაზე უფრო ხშირად განმეორებადი მოწოდება, რომლის მოსმენაც ხშირად გვიწევს სხვადასხვა მაღალი ეშელონების პირთა გამოსვლებიდან. საქართველოს რეგიონული ეკონომიკური განვითარება და ჩვენი რეგიონების კონკურენტუნარიანობის ამაღლება არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემა საქართველოსათვის, რადგან სხვაგვარად ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის მკვეთრი ზრდა უახლეს წლებში, ალბათ, ძნელად მისაღწევი იქნება. კერძოდ, რა არის კონკურენტუნარიანი რეგიონი, როგორ შევადაროთ ერთმანეთს სხვადასხვა რეგიონების კონკურენტუნარიანობა და როგორ გავზომოთ რეგიონის კონკურენტუნარიანობის დონე. უფრო ნათლად, როგორია ასეთი კონკურენტუნარიანობის ინდიკატორები. 

      ამ კითხვებზე პასუხის გაცემა არც ისე ადვილია. უპირველეს ყოვლისა, აუცილებლად უნდა განვმარტოთ, თუ როგორ გვესმის ჩვენ რეგიონული კონკურენტუნარიანობის შინაარსი. ეს არ გახლავთ იოლი ამოცანა, მაგრამ ვეცადოთ ავხსნათ. ცნობილია, რომ საწარმოს დონეზე კონკურენტუნარიანობა განისაზღვრება მისი უნარით – კონკურენცია გასწიოს, იზრდებოდეს და იღებდეს მოგებას. არაკონკურენტუნარიანი საწარმოები იძულებულნი არიან შეამცირონ თავიანთი მონაწილეობა ბაზარზე, ხოლო საბოლოო ჯამში შეწყვიტონ თავიანთი მოღვაწეობა. რასაკვირველია, უფრო ძნელია იმის განსაზღვრა, თუ რა არის კონკურენტუნარიანობა რეგიონის დონეზე. საქმე იმაშია, რომ კონკურენტუნარიანობა ჩვეულებრივ განიხილება მაკროკონცეფციის ფარგლებში და არა როგორც სპეციფიკური რეგიონული საკითხი. მეორე მხრივ, რეგიონის დონეზე კონკურენტუნარიანობის განსაზღვრა იმიტომ არის ძნელი, რომ არ არსებობს მაკრო დონეზე ფართო კონსენსუსი კონკურენტუნარიანობის განსაზღვრის თაობაზე და გარდა ამისა, თვით კონკურენტუნარიანობის განსაზღვრა ევოლუციას განიცდის დროში. მართლაც, იმ განსაზღვრებისგან განსხვავებით, რომელიც ბაზირებული იყო შედარებით უპირატესობათა და ფასობრივი კონკურენციის გაგებებზე, დღეს უკვე ნათლად იკვეთება გადასვლა ისეთ არამატერიალურ კონცეფციებზე, როგორიცაა სტრუქტურული კონკურენტუნარიანობა, ინოვაცია და ცოდნის ეკონომიკა. ამიტომ, ჩვენი აზრით, უნდა ავირჩიოთ კონკურენტუნარიანობის ისეთი განსაზღვრა, რომლის პირობებშიც შესაძლებელი იქნება ვიპოვოთ ინდიკატორები მისი გაზომვისათვის. ამ მხრივ, მისაბაძია ევროპის კავშირი. მათ ეს გააკეთეს. 
      ევროკავშირის მიერ მიღებული დებულების თანახმად, ქვეყნის ეკონომიკა კონკურენტუნარიანია, თუ მის მოსახლეობას აქვს საკმაოდ მაღალი და მზარდი ცხოვრების დონე და დასაქმების მაღალი დონე მყარ საფუძველზე. უფრო ზუსტად და კონკრეტულად ქვეყნის ეკონომიკა კონკურენტუნარიანად უნდა მივიჩნიოთ, თუ ეკონომიკური აქტიურობის დონეს არ მივყავართ ეკონომიკის არამყარ საგარეო საგადამხდელო ბალანსამდე და ეჭვქვეშ აყენებს მომავალი თაობების კეთილდღეობას. ქვეყნის ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის და ცხოვრების დონის ტრადიციულ საზომს წარმოადგენს მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა ერთ სულ მოსახლეზე. თუმცა, აუცილებელია კიდევ რიგი ინდიკატორები სოციალური სფეროს, გარემომცველი გარემოს, ჯანმრთელობის დაცვის, მოსახლეობის კეთილდღეობის, დასაქმების დონის (შრომისუნარიანი მოსახლეობის დასაქმების პროცენტი) და ნაყოფიერების (მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ დასაქმებულზე) პარამეტრების აღრიცხვისათვის. 
      შრომის ნაყოფიერება მიიჩნევა კონკურენტუნარიანობის კარგ მაჩვენებლად გამომდინარე იმ მოსაზრებიდან, რომ შრომის ნაყოფიერების ზრდა ამაღლებს კონკურენტუნარიანობას, ხოლო ეს უკანასკნელი, თავის მხრივ, ხელს უწყობს და გავლენას ახდენს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის უფრო მაღალ ტემპებს. მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა ზრდის დასაქმებას. დასაქმება და შრომის ნაყოფიერება მჭიდროდ არიან ერთმანეთთან დაკავშირებული, თუმცა ისინი საჭიროა განხილულ იქნან ცალკე, რადგან სინამდვილეში ერთი მაჩვენებლის მაღალი დონე აუცილებლად არ იწვევს მეორის მაღალ დონეს. მაგალითად, შეიძლება გავიხსენოთ უმუშევრობის დონის ზრდის შესახებ, რომელსაც ადგილი ჰქონდა ევროკავშირის ქვეყნებში 1980 წელს, – მაშინ აღინიშნა შრომის ნაყოფიერების დონის მაღალი ზრდა და დასაქმების უმნიშვნელო ზრდა. და მაინც მიუხედავად ყველაფრისა, დასაქმების ზრდის სწრაფი ტემპების მიღწევა აუცილებლად არ ეწინააღმდეგება შრომის ნაყოფიერების მაღალი დონით მიღწევას. სინამდვილეში, თუ ეკონომიკის ზრდა შეადგენს განსაზღვრულ მნიშვნელზე მეტს (ევროკავშირისათვის 2%) და მისი დონე შენარჩუნებულია ხანგრძლივვადიან საფუძველზე, ეს ყოველთვის გამოიწვევს დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას. ამიტომაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხანგრძლივვადიან პერსპექტივაში ყოველთვის არსებობს პირდაპირი დამოკიდებულება შრომის ნაყოფიერებასა და დასაქმების დონეს შორის. 
      ევროკავშირის პოლიტიკა კონკურენტუნარიანობის მიმართებით მდგომარეობს არაფასობრივი კონკურენციის განვითარებაში ცხოვრების დონის მხარდაჭერისა და ამაღლების მიზნით, სოციალური და მორალურ ფასეულობათა მხარდაჭერის მიზნით. შესაბამისად, ევროკავშირი აქცენტს აკეთებს სტრუქტურულ ფაქტორებზე, რომლებიც განსაზღვრავენ კონკურენტუნარიანობას და ხელს უწყობენ ხანგრძლივვადიან ზრდას, კერძოდ – ინოვაციების, ინფორმაციული ტექნოლოგიების და ადამიანური კაპიტალის სფეროში. ევროკავშირის საბჭოს ლისაბონის სხდომაზე წამოყენებულ იქნა ამოცანა, რათა მიღწეულ იქნას, რომ ევროკავშირის ეკონომიკა მომავალი ათწლეულის განმავლობაში მსოფლიოში გახდეს ყველაზე უფრო კონკურენტუნარიანი და მეცნიერებატევადი ეკონომიკა, რომელსაც მყარი ზრდის უნარი შესწევს უფრო ხარისხოვანი დიდი რაოდენობის სამუშაო ადგილების შექმნითა და სოციალური შემჭიდროების ერთიანობის უფრო მაღალი ხარისხით. 
      კონკურენტუნარიანობის მიმართებით არსებობს გამოკვეთილი ურთიერთკავშირი ინოვაციების, ადამიანურ კაპიტალსა და ინფორმაციულ ტექნოლოგიებს შორის. 
      ინოვაციებისადმი ყურადღებიანობა მიიჩნევა გლობალური კონკურენციის საუკეთესო პასუხად, აუცილებლობად ტექნოლოგიების ცვლილებებისადმი ადაპტირების და ახალი პროდუქციის მუდმივად წარმოების, ანუ წარმოების პოსტფორდული სისტემის ელემენტების. იმის უნარი, რომ მუდმივად ინერგებოდეს და ვითვისებდეთ ინოვაციებს, პირდაპირ არის დაკავშირებული მოსახლეობის საგანმანათლებლო დონესთან. ინფორმაციული ტექნოლოგიები ცოდნის განვითარების პროცესის ფუძემდებლურ ელემენტს წარმოადგენს. 
      მთლიანად ევროკავშირში რეგიონების კონკურენტუნარიანობის განვითარება დამოკიდებულია საწარმოო სტრუქტურის (მეცნიერებატევადი სამეურნეო საქმიანობისა და ინოვაციების განვითარების გზით) მოდერნიზაციითა და დივერსიფიკაციით ინფრასტრუქტურის ფიზიკური დონისა და ადამიანური კაპიტალის საკმაო დონის მიღწევაზე. ამასთან, აუცილებელია ჰორიზონტალური პირობების აღრიცხვა, რაც მდგომარეობს მყარ განვითარებაში გარემომცველ გარემოზე ზემოქმედების თვალსაზრისით. 
      ევროკავშირში რეგიონების კონკურენტუნარიანობის განვითარების ფუძემდებლურ ინსტრუმენტებს წარმოადგენენ სტრუქტურული ფონდები, რომლებიც აერთიანებენ რეგიონალური ეკონომიკების კონკურენტუნარიანობისა და შრომისნაყოფიერების ამაღლების პოლიტიკის სხვადასხვა მიმართულებებს, მათი შემოსავლიანობის გაზრდისათვის ხანგრძლივვადიან პერსპექტივაში. ფონდები მხარს უჭერენ ინვესტიციებს ინფრასტრუქტურაში, ადამიანურ კაპიტალში, ინოვაციური შესაძლებლობების რეალიზაციაში და გარემომცველი გარემოს მდგომარეობის გაუმჯობესებაში. 
      ევროკომისიის მიერ შემოთავაზებული 
      რეგიონების 
      კონკურენტუნარიანობის ინდიკატორები 
      ევროკავშირის რეგიონების კონკურენტუნარიანობის ინდიკატორების განსასაზღვრავად, ევროპული კომისიის მიერ გამოიყენება ბენჩმარკინგის მეთოდიკა (აქცენტით სტრუქტურულ ინდიკატორებზე ინოვაციების სფეროში, საწარმოების საქმიანობის პირობებზე, ახალ ტექნოლოგიებზე და ა.შ. ლისაბონის კონფერენციაზე მიღებული სტრატეგიის გათვალისწინებით კონკურენტუნარიანობის სფეროში). 
      როგორც ზემოთ იყო ნახსენები, კონკურენტუნარიანობის ინდიკატორების განსასაზღვრავად ერთ სულ მოსახლეზე, შრომის ნაყოფიერების გარდა, გათვალისწინებული უნდა იყოს სხვა ელემენტებიც (სოციალური სფერო, ჯანდაცვა, გარემოს დაცვა და ა.შ.). აღნიშნულ სფეროებში პროგრესის გასაზომად აუცილებლად უნდა იყოს შემუშავებული დამატებითი მეთოდები. გარდა ამისა, სტატისტიკა გვაძლევს მონაცემებს კონკურენტუნარიანობის ფაქტორებზე, რომლებიც დადებითად მოქმედებენ, მაგალითად, ინოვაციების განვითარებაზე. მიუხედავად ამისა, ინოვაციების სფეროში არსებობს სირთულეები, რომლებსაც ხვდებიან ამ პოლიტიკის გამტარებლები, რაც მდგომარეობს იმ ფაქტორების ერთდროულ გაზომვაში, რომლებიც იძლევიან საშუალებას მათი განხორციელებისა და ზემოქმედებისა კონკურენტუნარიანობაზე. ამავე დროს, მხედველობაში მისაღებია ის, რომ ევროკავშირში კონკურენტუნარიანობა დაფუძნებულია სტრუქტურულ რეფორმებზე (და არ მაკროეკონომიკურ პოლიტიკაზე და ფასეულ კონკურენციაზე). ამიტომ ინდიკატორების შერჩევა ძნელია. 
      განვიხილოთ ორი შემთხვევა ინდიკატორების გამოყენებისა, კონკურენტუნარიანობის გასაზომად – ინდიკატორები, რომლებიც გამოიყენება ეკონომიკური და სოციალური ინტეგრაციის ანგარიშებში და ინდიკატორები მონიტორინგის და შეფასების, რომლებიც გამოიყენება სტრუქტურული ფონდების ჩარჩოებში (ფარგლებში). 
      1. ეკონომიკური და სოციალური ინტეგრაციის ანგარიშები წარმოადგენენ შედეგს ევროკავშირის რეგიონების გამოკვლევებისა, რომელსაც აწარმოებდა ევროპული კომისია, რეგულარულ საფუძველზე. რეგიონების ერთმანეთთან შესადარებლად და მათი განვითარების დონის და კონკურენტუნარიანობის გასარკვევად შემოთავაზებულ იქნა შემდეგი ძირითადი რეგიონალური ინდიკატორების კლასიფიკაცია: 
       ეკონომიკა (მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე) მსყიდველობითი უნარის დონე, დასაქმებულობა მეურნეობის დარგებში, ევროპულ პატენტზე, განაცხადების რაოდენობა 1 მლნ. ადამიანზე). 
       შრომის ბაზარი (უმუშევრობის დონე, პირველ რიგში, ქალებში და ახალგაზრდებში; გაყინული უმუშევრობა, დასაქმებულობის დონე მოსახლეობის 15-64 წ.-ის ასაკის ადამიანებში). 
       დემოგრაფია (მოსახლეობის რაოდენობა, მოსახლეობის სიმჭიდროვე 1 კვ.კმ. მოსახლეობის პროცენტი 15 წლამდე, 15-64 წლამდე და 65 წლის ზემოთ). 
       განათლება (განათლების დონე 25-29 წლის პირებში). 
      ყურადღება უნდა მივაქციოთ იმ ფაქტს, რომ ეს მეთოდოლოგია არ გულისხმობს ყველა იმ ფაქტორების შედარებას, რომლებიც ამაღლებენ რეგიონების კონკურენტუნარიანობას, მაგრამ შესაძლებელს ხდის ანალიზი გაუკეთდეს იმ ფაქტორებს, რომლებიც ახდენენ არსებით გავლენას მასზე, რამდენადაც კონკურენტუნარიანობის ფაქტორების შედარებითი მნიშვნელობა განსხვავდება რეგიონების ტიპების მიხედვით. 
      2. 2000-2006 წწ. ევროკომისიამ წარმოადგინა მონიტორინგის ინდიკატორები და პროექტების და პროგრამების შეფასებები, რომლებიც ფინანსდებოდნენ ან ღებულობდნენ დამატებით დაფინანსებას სტრუქტურული ფონდების საშუალებებიდან. მოღვაწეობის სფეროები კლასიფიცირდებიან კატეგორიებად და ქვეკატეგორიებად. მოღვაწეობის ყველა სფეროს აქვს თავისი ინდიკატორი (რომელთაც სთავაზობენ, მაგრამ იძულებით არავის თავზე არ ახვევენ). ქვემოთ ნაჩვენებია ინდიკატორები მოღვაწეობის რამდენიმე სფეროსათვის, რომელიც დაკავშირებულია რეგიონების კონკურენტუნარიანობის ამაღლებასთან. 
      სამეცნიერო გამოკვლევების სფეროში, ტექნოლოგიების განვითარებაში და ინოვაციაში გამოიყენება შემდეგი ინდიკატორები: 
       პროდუქტის ინდიკატორი: რაოდენობა კვლევითი პროექტების, რომელსაც მხარი დაუჭირეს. რაოდენობა ასპიანტებისა (ქალები, კაცები), რომლებსაც მხარი დაუჭირეს. 
       რეზულტატის ინდიკატორი: წარმატებით დამთავრებული პროექტების პროცენტული რაოდენობა (პუბლიკაციების და ა.შ.) მკვლევართა რაოდენობა, რომელთაც მიენიჭათ სამეცნიერო ხარისხი (ქალები, კაცები); სამეცნიერო სამსახურში მიღებული თანამშრომლების რიცხვის ზრდა (კაცები, ქალები). 
       ზემოქმედების ინდიკატორი: შემუშავებული ინოვაციების რაოდენობა; ახალი საწარმოების რაოდენობა, რომლებიც მკვლევარი პერსონალის მიერ გაიხსნა. 
      გარდა ამისა, საწარმოებს და კვლევით ინსტიტუტებს შორის ინოვაციების სფეროში, ტექნოლოგიების გადაცემაში, ქსელისა და პარტნიორული ურთიერთობის შექმნაში გამოიყენება შემდეგი ინდიკატორები: 
       პროდუქციის ინდიკატორი: კომპანიების რაოდენობა, რომელთაც მიიღეს ფინანსური მხარდაჭერა სამეცნიერო კვლევების, ტექნოლოგიების განვითარების და ინოვაციების სფეროში და ტექნოლოგიების შეძენაში ჩატარებული კონსულტაციების და ტრენინგების რაოდენობა, მხარდამჭერი პროექტების ფირმებს და სამეცნიერო ინსტიტუტებს შორის. 
       შედეგის ინდიკატორები: საწარმოების რაოდენობა, რომლებმაც მიიღეს მხარდაჭერა თანამედროვე სამეცნიერო კვლევით პროექტებში, კაპიტალდაბანდებების ზრდა სამეცნიერო კვლევების, ტექნოლოგიების განვითარების და ინოვაციების სფეროში, რომლებიც ხორციელდება იმ საწარმოების მიერ, რომლებმაც მიიღეს მონაწილეობა ერთობლივ პროექტებში. 
       თანხმობების რაოდენობაზე ზემოქმედების ინდიკატორები, თანამშრომლობაზე კვლევით ინსტიტუტებს შორის, რომლებმაც მიიღეს ერთი წლის შემდეგ ფირმების დახმარება. საწარმოების რაოდენობა რეგიონებში, რომლებმაც მიიღეს მონაწილეობა პროგრამაში და აღნიშნეს დადებითი ეფექტები ტექნოლოგიების გადაცემით წელიწადნახევრის შემდეგ; რაოდენობა მხარდაჭერილი კომპანიებისა, რომლებმაც შეიძინეს პატენტი, ლიცენზია და მიიღეს მონაწილეობა ერთობლივ პროექტებში ერთი წლის შემდეგ; რაოდენობა ახალი პროდუქტების/პროცესების, რომლებიც ფირმების მიერ იქნა წარმოდგენილი ბაზარზე და მიიღეს ფინანსური მხარდაჭერა; დამატებული ღირებულება, მიღებული ორი წლის შემდეგ; საერთო/სუფთა დასაქმებულობა, შექმნილი ადგილების და პროცენტი მთლიანი დასაქმებულობის. 
      სამეცნიერო კვლევების, ტექნოლოგიების განვითარების და ინოვაციების ინფრასტრუქტურაში გამოიყენება შემდგი ინდიკატორები: 
       პროდუქტის ინდიკატორი: წარმოდგენილი ტერიტორია (ჰა), აშენებული გადაიარაღებული ფართობი (კვ.მ.); ერთობლივად შექმნილი სამსახურების რაოდენობა. 
       შედეგის ინდიკატორი: რაოდენობა მიღებული თანამშრომლების სამეცნიერო კვლევების, ინფორმაციული ტექნოლოგიების და კაპიტალის სფეროში. (კაცები, ქალები) რაოდენობა მცირე საწარმოების, რომელთაც მიიღეს დაშვება ერთობლივად წარმოდგენილ სამსახურში. 
       ზემოქმედების ინდიკატორი: მცირე საწარმოების რაოდენობა, რომლებშიც ერთი წლის შემდეგ პარკის ჩარჩოებში შექმნილია მცირე მაღალტექნოლოგიები. საწარმოების რაოდენობა, რომლებიც შექმნილია პარკის ჩარჩოებში ერთი წლის შემდეგ, საერთო/სუფთა დასაქმებულობა, (შექმნილი ან შენარჩუნებული ერთი წლის შემდეგ. სამუშაო ადგილების რაოდენობა და საერთო დასაქმებულობის პროცენტი). 
      მცირე საწარმოების სფეროსთვის (ტელესაკომუნიკაციო ინფრასტრუქტურა და ინფორმაციული საზოგადოება) მომსახურების შესაფასებლად და ელექტრონული ვაჭრობა, განათლება და ტრენინგი, ქსელების შექმნა გამოიყენება შემდეგი ინდიკატორები: 
       პროდუქტის ინდიკატორი: ახლად შექმნილი საწარმოების რაოდენობა, რომლებიც ემსახურებიან საინფორმაციო ტექნოლოგიებს (ონლაინ-მომსახურება, ელექტრონული ვაჭრობა და ა.შ.). 
       შედეგის ინდიკატორი: რაოდენობა მცირე საწარმოების, რომლებმაც მიიღეს ფინანსური მხარდაჭერა, რათა შეაღწიონ წარმოდგენილ სამსახურში (მაგ. შეღწევა ინტერნეტში), რაოდენობა მცირე საწარმოების, რომლებიც აწარმოებენ ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროების სამსახურს და ორგანიზებას უკეთებენ მათ კომერციულ რეალიზაციას. ინტერნეტის მომსახურების რაოდენობა წერტილებისა ადგილობრივი კავშირის ზონაში. 
       ზემოქმედების ინდიკატორი: საერთო/სუფთა დასაქმებულობა, შექმნილი ან შენარჩუნებული ორი წლის შემდეგ (რაოდენობა სამუშაო ადგილების ან პროცენტი საერთო დასაქმებულობის). 
      ბიზნესის საკითხების კონსულტაციების სფეროში (ინფორმაცია, ბიზნეს-გეგმა, მარკეტინგი, მენეჯმენტი, ექსპორტი, მართვა და ზემოქმედება გარემომცველ პირობებზე, ტექნოლოგიების შეძენა, სამეცნიერო კვლევების კონკურენტუნარიანობის ზრდა) გამოიყენება შემდეგი ინდიკატორები: 
       პროდუქტის ინდიკატორი: რაოდენობა მცირე საწარმოების (მფლობელები – კაცები, ქალები),      რომლებიც იღებენ კონსულტაციებს. 
       შედეგის ინდიკატორი: რაოდენობა მცირე საწარმოების, რომლებიც გახდნენ ექსპორტიორები, რაოდენობა მცირე საწარმოების, რომლებმაც დაიწყეს ექსპორტი ახალ ბაზარზე, მცირე საწარმოების პროცენტი, რომლებიც კმაყოფილი არიან წარმოდგენილი სამსახურის. 
       ზემოქმედების ინდიკატორი: პროცენტი ექსპორტული გაყიდვების ბრუნვის მცირე საწარმოების, რომლებმაც მიიღეს დახმარება 1,5 წლის შემდეგ, ნამატი ღირებულების გაზრდა 1,5 წლის შემდეგ, საერთო/სუფთა დასაქმებულობა, შექმნილი ან შენარჩუნებული 2 წლის შემდეგ (რაოდენობა სამუშაო ადგილების და პროცენტი საერთო დასაქმებულობის). 
      ადამიანური რესურსების შეფასებისათვის (ადამიანური სამუშაო ძალის და საწარმოო საქმიანობის მოქნილობა, ინოვაცია, ინფორმაციულ-კომუნიკაციური ტექნოლოგია) გამოიყენება ინდიკატორები: 
       პროდუქტის ინდიკატორი: რაოდენობა თანამშრომლების, რომლებმაც გაიარეს ტრენინგი (ტრენინგის ხანგრძლივობა, ტიპი), რაოდენობა მცირე საწარმოების, რომლებმაც მიიღეს ფინანსური მხარდაჭერა ტრენინგის ჩატარებაზე (ფინანსირების ზომა, ტიპი, ტრენინგის ხანგრძლივობა), ბენეფიციარების რაოდენობა. 
       შედეგის ინდიკატორი: მცირე საწარმოების ბიუჯეტის გაზდა და კადრების მომზადება (%). 
       ზემოქმედების ინდიკატორი: ბენეფიციარების რაოდენობა (პირებისა), რომლებმაც დაიწყეს ბიზნესი 2 წლის შემდეგ (კაცები, ქალები), ნამატი ღირებულების ზრდა 1,5 წლის შემდეგ; შრომისნაყოფიერების ზრდა მოსამსახურეების კვალიფიკაციის ამაღლების შედეგად (ერთ მოსამსახურეზე ბრუნვის ზრდის პროცენტი); საერთო/სუფთა დასაქმებულობა, შექმნილი ან შენარჩუნებული 2 წლის შემდეგ (რაოდენობა სამუშაო ადგილების და პროცენტი საერთო დასაქმებულობის). 
      სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში გამოიყენება შემდეგი ინდიკატორები: 
       პროდუქტის ინდიკატორი: აშენებული ან რეკონსტრუირებული ჩქაროსნული რკინიგზის სიგრძე, მშენებლობის დამთავრების ხარისხი, გაუმჯობესებული რკინიგზის ლიანდაგის სიგრძე. 
       შედეგის ინდიკატორი: დრო, რომელზეც გაკეთდა ეკონომია (მგზავრების დრო, გამრავლებული მომსახურების რაოდენობაზე), დროის ეკონომია (მგზავრების დრო გამრავლებული სატვირთო ან სამგზავრო ნაკადზე), ხელმისაწვდომობა (სიჩქარის ექვივალენტის შემცირება სწორ ხაზზე). 
       ზემოქმედების ინდიკატორი: სატვირთო და სამგზავრო ნაკადის გაზრდა 1 წლის შემდეგ: ზემოქმედება გარემოზე (ამაღლება, დადაბლება), ხმაურიანი დატვირთვის შეცვლა; საერთო/სუფთა დასაქმებულობა, შექმნილი ან შენარჩუნებული 2 წლის შემდეგ (რაოდენობა სამუშაო ადგილების და პროცენტი საერთო დასაქმებულობის). 
      კონკურენტუნარიანი რეგიონების სხვა 
      ინდიკატორები 
      ევროპული კომისიის გარდა ჩატარებულ სხვა გამოკვლევებშიც ჰქონდათ მიზანი: გამოერკვიათ რეგიონული  კონკურენტუნარიანობის ინდიკატორები. აღვნიშნოთ ზოგიერთი მათგანი. 
      “მსოფლიოსთან შეჯიბრში”. გამოკვლევა ჩატარებულია ბანკ “ბარკლაის” ექსპერტების მიერ. შედეგები გამოვეყნებულია 2002 წ. შედარებულია 15 მსოფლიოს კონკურენტუნარიანი რეგიონი (მათ შორის 10 არის ევროსაბჭოს რეგიონი) და მიღებული მცდელობის შედეგად გამოვლენილია კონკურენტუნარიანობის საერთო ფაქორები. მხედველობაში მისაღებია 15 რეგიონში სირთულე, თანმიმდევრული და ურთიერთსაწინააღმდეგო მონაცემებისა. გაკეთებულია დასკვნა, რომ თითოეულ რეგიონში არის მცირე რაოდენობა საერთო ფაქტორებისა, რომლებიც უზრუნველყოფენ წარმატებით განვითარებას. 
      “ინდიკატორი რეგიონალური კონკურენტუნარიანობის”. გამოკვლევა ჩატარებულია ბრიტანეთის ვაჭრობის და მრეწველობის სამინისტროს მიერ. ავტორების აზრით, შერჩეული 14 ინდიკატორი იძლევა რეგიონების კონკურენტუნარიანი ბალანსირებულ სურათს. ამასთანავე, მრავალი ფაქტორი მოქმედებს არა რეგიონალური კონკურენტუნარიანობის დონეზე, არამედ შედეგებზე. 
      “ბრიტანეთის ცენტრალური საგრაფოების კონკურენტუნარიანობის ბენჩმარკინგი”. გამოკვლევის შედეგები გამოქვეყნებულია 1997 წ. ჩატარებულია შედარება ამ რეგიონის კონკურენტუნარიანობის, ევროპის სხვა რეგიონებთან. ჩატარებული გამოკვლევების მცდელობით მიღებულია ზომები, რომლებიც ამაღლებენ რეგიონების კონკურენტუნარიანობას. გამოკვლევაში გამოყენებულია ბენჩმარკინგის მრავალგანზომილებიანი მოდელი, რომელიც შეიცავს 55 შედარებით მაჩვენებელს და თითოეულ მათგანს გააჩნია განსაზღვრული რეიტინგი. 
      “რეგიონის ინვესტიცირებული კლიმატის გამოკვლევა”. ამ გამოკვლევაში შემუშავებულია მეთოდოლოგია ბენჩმარკინგის რეგიონალური ინვესტიცირებული კლიმატის ხარისხის გასაზომად ჩრდილო-დასავლეთ ევროპის 40 რეგიონში, რომელიც რეგიონების გამოკითხულ მეწარმეთა შედეგების მიხედვით არის განსაზღვრული. ცვლილებები გამოყენებული გამოკვლევაში დაყოფილია 2 ჯგუფად: 1. ინდიკატორები, რომლებიც გამოხატავენ ბაზრის ურთიერთობებს და 2. საწარმოო სფეროს ფაქტორები. 
      რეგიონული პოლიტიკის ძირითადი მეთოდი 
      ევროპული ინტეგრაციის პროცესში რეგიონული პოლიტიკის განხორციელების უნივერსალურ მეთოდად მიჩნეულია კოოპერაციის მეთოდი, კერძოდ – მონეს მეთოდი. ეს მეთოდი გამოყენებულ იქნა ევროკავშირის განვითარების ყველა ეტაპზე, მათ შორის მაასტრიხტის 1991 წლის დეკემბრისა და 1992 წლის თებერვლის, აგრეთვე 2000 წლის ამსტერდამისა და ნიცის ხელშეკრულებების დადებისას, რომლებიც ითვალისწინებდნენ ევროკავშირის გაფართოებას 27 მონაწილე ქვეყანამდე. 
      ევროკავშირის “ძველ” წევრებზე საუბრისას შეიძლება დაბეჯითებით ითქვას, და ამის შესახებ ადრეც აღინიშნა, რომ რეგიონალური პოლიტიკა კარგად ართმევდა თავს დასახულ ამოცანას – მან გადაწყვიტა ძირითადი ტერიტორიული დისპროპორციების საკითხი და შექმნა ევროკავშირის რეგიონების კონვერგენციის წინაპირობები. 
      XXI საუკუნის პირველმა წლებმა წარმოაჩინა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თავისებურება – რეგიონების, როგორც საერთაშორისო ეკონომიკური და, ზოგიერთ შემთხვევაში, პოლიტიკური ურთიერთობის უშუალო, სუბიექტთა, მზარდი როლი. რეგიონების წინააღმდეგობა და, რაც უფრო მეტად გაცდება ნაციონალური დონეების ჩარჩოებს, კონკურენციისა და სპეციფიკურ “რეგიონულ კორპორაციებად” რეგიონების გარდაქმნის პირობებში სულ უფრო რთულდება ევროკავშირის ამოცანა დაძლიოს რეგიონთაშორისი დისპროპორციები, განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთის ევროპის ქვეყნებში (ყოფილი აღმოსავლეთის ბლოკიდან). ამ ამოცანის სირთულეზე მეტყველებს დღემდე შენარჩუნებული ტერიტორიული წინააღმდეგობები ევროპის კავშირის უკეთ განვითარებულ ზონაშიც კი (15 “ძველ” მონაწილე ქვეყანაში). 
      ევროპის ქვეყნების მოსახლეობაზე და სიმჭიდროვეზე წარმოდგენას იძლევა ცხრილი #1. 

baratashvili