ცისფერ ნათებაში ჩაკარგული ადამიანური რესურსები
სარედაქციო წერილი
ოცდამეერთე საუკუნის ინოვაციურმა ტექნოლოგიებმა ტრადიციული კომუნიკაციისა და მასობრივი ინფორმაციის გავრცელების და მიღების საშუალებები თანდათანობით ჩაანაცვლა და, სავარაუდოდ, საბოლოო ჯამში, გააქრობს კიდეც. მთავარი დამნაშავე ინტერნეტია, რომელიც 1960-იან წლებში აკადემიურ წრეებში გაჩნდა. 90-იან წლებში კი ნებისმიერ მსურველს მოდემის საშუალებით ინტერნეტში ჩართვის შესაძლებლობა მიეცა. ხოლო 2000-იან წლებში, ვებ 2.0 პრინციპების ჩამოყა-ლიბებით ინტერნეტი თავიდან დაიბადა. ზოგადად ინტერნეტმა და კონკრეტულად სოციალურმა მედიამ, ახალი პრინციპები ჩამოაყალიბა და ტრადიციული მასმედიის სახე საბოლოოდ შეცვალა.
გაზეთმა დაკარგა თავისი უმთავრესი ფუნქცია – მკითხველისთვის ინფორმაციის ოპერატიულად მიწოდება, ბეჭდურ მედია საშუალებებს თავისი ინტერნეტ გამოცემებიც აქვთ, სადაც ბევრ ისეთ მასალებსაც ვხვდებით, რომელიც ნაბეჭდი სახით არასოდეს გამოცემულა, ასევე, ჟურნალისტებისა და სხვა პირების ბლოგებს, ვებგვერდები მდიდარია ვიდეო მასალებითა და სხვა თვალისაჩინოებით და, რაც ყველაზე მთავარია, ინფორმაციის გავრცელება-მიღების ახალი ფორმა იძლევა მკითხველისა და სტატიის ავტორის უშუალო კონტაქტის, აზრის გაცვლა-გამოცვლის საშუალებას კომენტარების სახით.
ინტერნეტი ოპერატიულობაში ტელევიზიებსაც ეცილება, თუმცა, ესეც რომ არა, დღეს მომხმარებელს საკუთარ ინტერნეტ-ტელევიზიაზე მიუწვდება ხელი. მაგალითად, YouTube-ის საშუალებით დღეს ნებისმიერ მსურველს შეუძლია საკუთარი ინტერნეტ ტელე არხი იქონიოს. ერთ-ერთ ასეთ ტელეარხს (www.youtube.com/user/ijustine ) 500 000-ზე მეტი ხელმომწერი ჰყავს. ინტერნეტმა შეარყია ტელევიზიის “პრაიმ ტაიმის” ცნება და კონკრეტულ არხზე კონკრეტულ გადაცემას ბევრი მომხმარებელი აღარ ელოდება. www.myvido-sa და სხვა მსგავსი რესურსის მქონე ვებგვერდების წყალობით დღეს უკვე შესაძლებელია არა მხოლოდ რამდენიმე საათის, ერთი კვირის დაგვიანებითაც კი იხილოთ სასურველი მონაკვეთი ნებისმიერი ტელევიზიის საეთერო ცხოვრებიდან. იგივე შეიძლება ითქვას რადიოგადაცემებზეც. მათ ვებგვერდებზე ნებისმიერი გადაცემის მოსმენაა შესაძლებელი. ასეთ სიტუაციაში აზრს კარგავს რეკლამაც კი თავისი ტრადიციული გაგებით. წარსულს ჩაბარდა დრო, როცა მომხმარებელს მხოლოდ მდუმარე მსმენელის როლში უწევდა ყოფნა, დღეს სოციალური ქსელების საშუალებით ნებისმიერი თავმოყვარე კომპანია აქტიურობს და მარკეტინგს მომხმარებელთან უშუალო კონტაქტით ახორციელებს.
რა მოხდება მაშინ, როცა ყველა ადამიანს ექნება საშუალება ინტერნეტი დღეში სამი საათით მაინც მოიხმაროს, როცა “ონლაინ ცხოვრება” ყველა მოქალაქის ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდება? რამდენი პროფესია გაქრება უკვალოდ და რა პროფესიებზე გაჩნდება მოთხოვნა. გამოიწვევს თუ არა ციფრული ტექნოლოგიის განვითარება ადამიანურ რესურსებზე მოთხოვნის შემცირებას?
ჯერჯერობით ყველაფერი აქეთკენ მიდის. რეკლამის დამკვეთები სულ უფრო ხშირად მიმართავენ ონლაინ რეკლამას, რადგან მსოფლიოში ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობა გამუდმებით იზრდება. აშშ-ში ინტერნეტ რეკლამის მოცულობამ პირველად 2010 წელს გადააჭარბა ბეჭდვითი მედიის მიერ მოზიდულ რეკლამას. ანალოგიური ტენდენციის დაფიქსირებას რუსეთში ექსპერტები 2011 წლის ბოლოსათვის ელოდებიან.
აშშ-ის სარეკლამო ბაზრი ლაკმუსის ქაღალდივითაა დანარჩენი მსოფლიოსთვის. 2010 წელს ამერიკაში სარეკლამო ბიუჯეტი 6.5%-ით, 131.1 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. რეკლამის ყველაზე დიდი ზრდა ტელევიზიებსა და ინტერნეტზე (10-10%იანი) მოდის. ჟურნალებში რეკლამის ზრდა მხოლოდ 2.9%-ით მოხდა, ხოლო გაზეთებში, ართუ ზრდა, არამედ სარეკლამო შემოსავლების 3.5%-ით კლება დაფიქსირდა. ამერიკელი ექსპერტები მიმდინარე წელს ბეჭდვით მედიაში განთავსებული რეკლამის 6%-ით შემცირებას, ხოლო ინტერნეტ რეკლამის 10.5%-იან ზრდას პროგნოზირებენ.
ბეჭდვითი მედიის მიმართ რეკლამის დამკვეთთა ინტერესის დაკარგვა გამოწვეულია იმით, რომ ადა-მიანები სულ უფრო დიდ დროს უთმობენ ინტერნეტს. არაბული რევოლუციების შემდეგ, ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობა მსოფლიოში ერთბაშად რამდენიმე მილიონით გაიზრდა და დაახლოებით 1.73 მილიარდს მიაღწია. საქართველოში, 2010 წლის მონაცემებით, ინტერნეტის მომხმარებელთა რაო-დენობა მოსახლეობის 28%-ს შეადგენს, რაც დაახლოებით 1 288 250 ადამიანია.
თუმცა, ექსპერტთა შეფასებით, ინტერნეტმომხმარებელთა ზრდა არ არის ერთადერთი მიზეზი იმისა, რომ ტრადიციულ მედიასაშუალებების სარეკლამო შემოსავლები იკლებს. ამ ტენდენციაზე არანაკლებ გავლენას ახდენს ეკონომიკური სირთულეები.
რუპერტ მერდოკის იმპერიის მარცხი
თუ როგორ კარგავს ბეჭდური მედია გავლენას, ერთი მედია მაგნატისა და მისი იმპერიის ისტორიიდანაც კარგად სჩანს. რუპერტ მერდოკმა, მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა და მდიდარმა ადამიანმა, საქმიანობა ერთი ავსტრალიური გაზეთის შეძნით დაიწყო. ახლა ის ასობით ჟურნალ-გაზეთის, ათობით რადიოსადგურისა და ტელევიზიის, წიგნის გამომცემლობებისა და რამდენიმე ონ-ლინე პროექტის მფლობელია. თუმცა, ბოლოს წლების განმავლობაში მისი იმპერია დიდებას, ხოლო თვითონ მერდოკი გავლენას კარგავს.
1987-1997 წლებში მისი აქტივების მოცულობა საშუალოდ 4-ჯერ, 7 მილიარდი აშშ დოლარიდან 30 მილიარდამდე გაიზარდა, უკანასკნელი 14 წლის განმავლობაში კი, ეს მაჩვენებელი მაქსიმალური 76.5 მილიარდი დოლარიდან 2011 წლის მარტისთვის, 46 მილიარდ დოლარამდე შემცირდა. თუმცა, ამგვარი შედეგები მარტო გლობალური ფინანსური კრიზისის ან ცუდი მენეჯმენტის ბრალი არ არის. “ქაღალდის გენია” ძალაუფლებას კარგავს იმიტომ, რომ დღეს ძალაუფლება ტრადიციული მედია საშუალებებიდან ინტერნეტისკენ ინაცვლებს. აქამდე მერდოკისა და მისი იმპერიის მთავარი იარაღი ოპერატიულობა იყო, თუმცა, ცხადია, რომ ინტერნეტთან ოპერატიულობის კუთხით კონკურენცია, ფაქ-ტობრივად, შეუძლებელია.
სოციალური ვებგვერდების ეპოქაში მერდოკს წარმატება ვერც MySpace-მა მოუტანა. გასული წლის ბოლოს მან განაცხადა, რომ არ იქნება MySpace-ის გაყიდვის წინააღმდეგი, თუნდაც ზარალის ფასად. თუ 2005 წელს მისი ფასი 500 მილიონ დოლარს შეადგენდა, ახლა ამ სოციალური ქსელის სავარაუდო ღირებულება მხოლოდ 200 მილიონია. MySpace-ს აჯობა Facebook-მა, რომელიც ყველაზე პოულარული სოციალური ქსელია დღეს მსოფლიოში. მისი მომხმარებლების რადენობა უკვე აჭარბებს ნახევარ მილიარდ ადამიანს. Mყშპაცე-ს ყოველდღიური აუდიტორია 60 მილიონ ადამიანს არ აღემატება, Facebook-ისა კი 150 მილიონს შეადგენს. ამასთანავე, MySpace-ის სარეკლამო შემოსავლები 40%-ით, 347 მილიონ დოლარამდე შემცირდა. მთავარი, რის გამოც ექსპერტთა შეფასებით MySpace-მა Facebook-თან ბრძოლა წააგო ის არის, რომ MySpace ნელ-ნელა არაოპერატიული, მოუქნელი და, რაც მთავარია, რეკ-ლამაზე ზედმეტად ორიენტებული გახდა. მიუხედავად იმისა, რომ 2005 წელს მერდოკის სოციალურ ქსელს რეკლამიდან ყოველთვიურად 1 მილიონი შემოსავალი ჰქონდა, მენეჯმენტმა ეს არ იკმარა. სარეკლამო აქტიურობამ ძალიან დიდი მოგება მოიტანა და შემოსავლები რეკლამიდან 50-ჯერ გაიზრდა, მაგრამ მხოლოდ საწყის ეტაპზე, სარეკლამო განცხადებების მოზღვავებამ მალე მომხმარებელთა დაკარგვა გამოიწვია.
ამის შემდეგ მერდოკმა და მისმა გუნდმა სრულიად დაკარგა ინტერესი Mყშპაცე-ის მიმართ. ახლა მათთვის მთავარი სამიზნე – ინტერნეტ-რევოლუციაა. ახლა მთავარი მიზანი, მომხმარებლისაგან რაც შეიძლება მეტი შემოსავალის მიღებაა, რომ ნაკლებად იყვნენ დამოკიდებულნი რეკლამაზე. ევროპასა და აზიაში შემოსავლის 70%-ს მედიაჰოლდინგი ხელმომწერებისა და სხვა მომხმარებლისაგან იღებს, კომპანიის მიზანია იგივე მაჩვენებელს აშშ-შიც მიაღწიოს. პირველი ნაბიჯი ამისკენ უკვე გადადგმულია, დღეს ისეთი გამოცემების ვებგვერდები, როგორიცაა თჰე ჭალლ შტრეეტ ჟოურნალ, თჰე თიმეს და თჰე შუნდაყ მხოლოდ ხელმომწერებისთვის არის ხელმისაწვდომი. რა მოიგო ან წააგო ამით მერდოკმა და მისმა იმპერიამ? სულ რამდენიმე თვეში გაზეთებმა ონლაინ აუდიტორიის 60-90% დაკარგეს. მაგრამ მერდოკსა და მის გუნდს ეს დიდად არ ანაღვლებთ, ვინაიდან მათი დევიზია “მილიონობით “უფასო” მომხმარებლის დაკარგვა ღირს 1000 ისეთი ხელმომწერის არსებობად, რომელიც შემოსავალს იძლევა”. ინტერნეტსივრცის მნიშვნელობის ზრდაზე მეტყველებს ისიც, რომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში თჰე თიმეს-მა მხოლოდ დიდ ბრიტანეთში 200 000 ახალი აბონენტი შეიძინა, რომელთაგან 105 000 ინტერნეტ ვერსიის ხელმომწერია.
ახალი ეტაპი იქნება გაზეთების სპეციალური ვერსიების გამოშვება იპად-ებისა და იპჰონ-ებისათვის. იPად-ის მომხმარებლებისათვის გაზეთის ფასი კვირაში 99 ცენტია. ჯერჯერობით მსგავს პროექტებს დიდი წარმატება არ აქვთ, თუმცა, ექსპერტები მიიჩნევენ, რომ მალე ისინი მკითხველთა ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი გახდება.
ინტერნეტის განვითარებისა და მისი მომხმარებელთა რაოდენობის ზრდის კვალდაკვალ, სოციალური მედიის როლი სულ უფრო იზრდება. მთავარი, რითაც სოციალური მედია ტრადიციული მედიასაშუალებებისგან განსხვავდება, ისაა, რომ ახალი მედიის ძირითად ნაწილს თვითონ მომხმარებელი ქმნის. შეიძლება ითქვას, რომ ინტერაქციის შესაძლებლობა უდევს საფუძვლად სოციალური მედიის დიდ პოპულარობას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ურთიერთობის ეს ფორმა კარგი შესაძლებლობაა იმისათვის, რომ ერთნაირი ინტერესების მქონე ადამიანები ერთმანეთს დაუკავშირდნენ. ბოლო პერიოდში სულ უფრო ხშირია მასობრივი გამოსვლები, რომელთაც საფუძვლად სხვადასხვა სოციალური ქსელებში მომხმარებელთა აქტიურობები დაედო. მაგალითად, 2009 წლის გაზაფხულზე მოლდოვაში განვითარებული მოვლენები “Twitter-ის რევოლუციად” მოინათლა. არაბულ ქვეყნებში მასობრივი გამოსვლები კი Fაცებოოკ-ის სახელთან ასოცირდება.
ამის შემდეგ ალბათ გასაკვირი აღარ არის, რომ რამდენიმე კვირის წინ Mიცროსოფტ-მა შკყპე-ს შეძენის შესახებ გააკეთა განცხადება. მისი სავარაუდო ფასი 8.5 მილიარდი დოლარია. ბევრი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ Mიცროსოფტ-მა შკყპე-ს შესაძენად “ძალიან ძვირი” გადაიხადა, თუმცა ანალიტიკოსები იმასაც აღნიშნავენ, რომ ამ გარიგების მთავარი გამარჯვებულიFacebook-ია, ვინაიდან Microsoft-ი Facebook-ის ინვესტორია, ამ სოციალურ ქსელს ექნება შკყპე-ს სერვისებზე წვდომის საშუალება. რაც მის ძალაუფლებასა და გავლენას თანამედროვე მსოფლიოში კიდევ უფრო გაზრდის.
მაგრამ სოციალური მედია ყოვლისშემძლე არ არის. მას კარგი დახმარების გაწევა შეუძლია თითოეული ადამიანის საქმიანობის და იდეების მსოფლიოსთვის გასაცნობად, რაც სოციალური მედიის დიდი პლუსია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მისი შესაძლებლობები არ არის უსასრულო. ადამიანები სოციალური ქსელების შექმნამდეც ახერხებდნენ კომუნიკაციას და არანაკლებ წარმატებით.
მობილური ბანკინგი
რამდენიც არ უნდა ვეძებოთ უარყოფითი მხარეები, ფაქტია, რომ სოციალური ვებგვერდები დღეს მსოფლიოში პოპულარობის ზენიტშია და არა მარტო პერსონალურ თუ პორტატული კომპიუტერების მომხმარებელთა შორის. გასული წლის განმავლობაში სმარტფონების მომხმარებელთა რაოდენობა 72%-ით გაიზარდა და დაახლოებით 400 მილიონს მიაღწია. პარალელურად იზრდება სოციალური ვებგვერდების მომხმარებელთა რაოდენობა – 2010 წლის სექტემბრისთვის სოციალურ ქსელებზე დარეგისტრირებული იყო 978 მილიონი ადამიანი, რაც 22%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. შეიძლება ითქვას, რომ სოციალურმა ქსელებმა და სმარტფონებმა 21-ე საუკუნეში ერთმანეთი იპოვეს. თწიტტერ-ის მომხმარებელთა 40% სმარტფონებით სარგებლობს. Facebook-ის იმ მომხმარებელთა რაოდენობა, რომელიც სოციალურ ქსელს მობილურის საშუალებით უკავშირდება 1 წლის განმავლობაში 50-დან 200 მილიოამდე გაიზრდა.
თუმცა ეს ყველაფერი არ არის, ინჟნერ-ტექნიკოსებმა მობილურს კიდევ ერთი ინოვაციური დანიშნულება მოუძებნეს – მობილური ბანკინგი, რომელიც სხვადასხვა სახის მომსახურების შინიდან გაუსვლელად გადახდის საშუალებას იძლევა. დღეს დაახლოებით 1 მილიარდი მობილურის მომხმარებელი საბანკო სერვისებით ვერ სარგებლობს, ეს არის პოტენციური კლიენტურა მობილური ბანკისგისთვის. მსგავსი ტიპის მომსახურება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი განვითარებადი ქვეყნებისთვის და ისეთ ადგილებში მცხოვრები ადამიანებისათვის არის, რომელთათვისაც საბანკო მო-მსახურება ადვილად ხელმისაწვდომი არ არის. ამიტომაც გასაკვირი არ არის, რომ მობილური ბანკინგი დიდი წარმატებით დაინერგა ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ფილიპინები და კენია.
აღსანიშნავია, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, სადაც უკვე შესაძლებელია მობილურებით მომსახურებისა და კომუნალური გადასახადების გადახდა. MobiPay-თ სარგებლობა მარტივია, მომხმარებელს მობილურ ტელეფონში სპეციალური კოდი აქვს, რომელსაც სისტემაში გზავნის. სისტემაში კოდის დამახსოვრება და შემდეგ მისით სარგებლობა ხდება. მობილური ტელეფონის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში, ელექტრონული ფული დაცულია. MobiPay არის გადახდის ახალი, მოქნილი ფორმა, რის მეშვეობითაც მომხმარებელს შეუძლია გადაიხადოს კომუნა-ლური გადასახადები, მომსახურების საფასური სასურველ სავაჭრო ობიექტებში (მაღაზიებში, სუპერმარკეტებში, აფთიაქებში, კაფეში, რესტორანში, ბენზინგასამართ სადგურზე და სხვა მრავალ ადგილას), შეავსოს მობილური ოპერატორის სასაუბრო დრო, გადაუგზავნოს თანხა ახლობელს და განახორციელოს სხვა მრავალი ოპერაცია.
ქართველი მომხმარებლისათვის ეს სერვისი ხელმისაწვდომი აშშ-ში 2008 წელს დაფუძნებულმა კერძო კომპანია “ოუფენრევოლუშენმა” გახადა. კომპანია კლიენტებს სთავაზობს ისეთ მობილურ ფინანსურ მომსახურებას, რომელიც იძლევა გადახდის ოპტიმიზირებულ საშუალებას მობილურ სავაჭრო ეკოსისტემების ქსელებში. მან პირველი რეგიონალური მოქმედი ფილიალი, “ოუფენრევოლუშენ ჯორჯია” 2009 წელს გახსნა, საიდანაც გეგმავს მთლიანად ევრაზიის მომსახურებას. “ოუფენრევოლუშენ ჯორჯიამ” სათაო კომპანიის მიერ ლიცენზირებული ტექნოლოგიის გამოყენებით, შექმნა რეგიონალური დაცული მობილური ელექტრონული ფულადი ოპერაციების დამუშავების პლატფორმა (MoBI პლატფორმა), რომელიც მოემსახურება აღმოსავლეთ ევროპის, რუსეთის, ცენტრალური აზიისა და შუა აღმოსავლეთის ბაზრებს.
როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, საქართველოში შემოსვლს რამდენიმე მიზეზი არსებობდა. მათი შეფასებით, “საქართველო მობილური საფინანსო მომსახურებისათვის საუკეთესო ბაზარია, რადგან გამოირჩევა მობილური სატელეფონო მომსახურების ფართო გავრცელებით, საფინანსო მომსახურების მუდმივად მზარდი სექტორით, გადახდის სისტემების მოქნილობით, ეკონომიურობის მოთხოვნის დაკმაყოფილების ახალი გზების ძიებით, რომელიც ბოლო ხანებში შეინიშნება და მომხმარებლის ძლიერი ინტერესით. საქართველო ასევე გამოირჩევა ხელსაყრელი საგადასახადო პირობებით, ინვესტიციებისათვის ხელის შემწყობი ბიზნეს-გარემოთი და პროგრესული საკანონმდებლო რეჟიმით”.
MobiPay-ის გადახდის სისტემით სარგებლობა პირველ ეტაპზე მხოლოდ “ჯეოსელის” აბონენტებისთვის იქნება ხელმისაწვდომი. მისი გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერი თაობის მობილურ ტელეფონზე.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, “MobiPay”-ის მომხმარებელს აღარ მოუწევს ბანკში მისვლა, რაც განსაკუთრებით მოსახერხებელი სოფლის მცხოვრებთათვის არის, ვინაიდან მათგან ბანკის ფილიალები ხშირად რამდენიმე კილომეტრით არის დაშორებული. ამიტომაც სხვადასხვა ოპერაციების განხორციელება მათგან ერთდროულად მოითხოვს, როგორც დამატებით ფინანსურ ხარჯებს, ასევე დროის დიდი რესურსის დაკარგვასაც. MobiPay-ის მომსახურებისთვის მომხმარებელი იხდის მცირე გადასახადს ან იხდის თითოეული ოპერაციისთვის გარკვეულ საკომისიოს, რაც მნიშვნელოვნად მცირეა იმ თანხებთან შედარებით, რასაც მომხმარებელი იხდის გადახდის სხვა ფორმების გამოყენების დროს, რასაც სოფლიდან ქალაქში ტრანსპორტირების ხარჯებიც ემატება. ამიტომაც ექსპერტები მიიჩნევენ, რომ მობილური ბანკინგი შეიძლება გახდეს სოფლებიდან მოსახლეობის გადინების შეჩერების წინაპირობა, რადგან ის უფრო კომფორტულს გახდის სოფლის მკვიდრთა ყოფას. თუმცა, ამ სერვისის ფართო მასშტაბებით დანერგვამ, შესაძლოა, გამოიწვიოს სხვადასხვა საბანკო მომსახურებებისათვის საჭირო მუშახელზე მოთხოვნის შემცირება. რაც იმას ნიშნავს, რომ ინოვაციური ტექნოლოგიები ამ შემთხვევაშიც შეიძლება გახდეს სხვადასხვა პროფესიებზე მოთხოვნის შემცირების წინაპირობა.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით შეიძლება ითქვას, რომ ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვას და ახალი, სოციალური მედიის განვითარებას შეიძლება მოვუძებნოთ, როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარეები. მართალია, ტექნოლოგიური მიღწევები ადამიანთა ცხოვრებას უფრო კომფორტულს ხდის, მაგრამ სანაცვლოდ, იწვევს სამუშაო ადგილების შემცირებას ეკონომიკის ბევრ დარგში.