აშშ-ის PPI ინდექსი შემცირდა
აკაკი როგავა
აშშ-ის შრომის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყნის სამომხმარებლო ფასები 2011 წლის ივნისში წინა თვესთან შედარებით 0,2%-ით შემცირდა. ამჯერად ეს ციფრი დაემთხვა ანალიტიკოსების მოლოდინს. დაზუსტებული მონაცემებით, სამომხმარებლო ფასები მიმდინარე წლის მაისში ასევე 0,2%-ით გაი-ზარდა (როგორც ადრე იუწყებოდნენ). ენერგომატარებლებისა და კვების პროდუქტების ფასების გამოკლებით სამომხმარებლო ფასები ივნისში თვიურ გაანგარიშებაში 0,3%-ით გაიზარდა. მაისში კი ეს მაჩვენებელი ასევე 0,3%-ით გაიზრდა.
აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის მონაცემებით, ქვეყნის სამრეწველო წარმოების მოცულობა მიმდინარე წლის ივნისში წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 0,2%-ით, ანალიტიკოსები მოელოდნენ, რომ ეს მაჩვენებელი 0,4%-ით გაიზრდებოდა. გასული წლის ივნისთან შედარებით აშშ-ის სამრეწველო წარმოების მოცულობა მიმდინარე წელს მომატებულია 3,4%-ით. გამოყენებული სიმძლა-ვრეების კოეფიციენტი მიმდინარე წლის ივნისში არ შეცვლილა და დარჩა ძველებურ ნიშნულზე – 76,7%. ერთი წლით ადრე ეს მაჩვენებელი 74,5%-ს შეადგენდა. მიმდინარე წლის მაისში, გადასინჯული მონაცემებით, სამრეწველო წარმოების მოცულობა თვიურ გაანგარიშებაში 0,1%-ით შემცირდა, ხოლო გამოყენებული სიმძლავრეების კოეფიციენტმა შეადგინა 76,7%. ორივე მონაცემები დაემთხვა ადრინდელ მაჩვენებლებს.
აშშ-ის შრომის სამინისტროს მონაცემებით, მიმდინარე წლის ივნისში იმპორტულ საქონელსა და მომსახურებაზე წინა თვესთან შედარებით ფასებმა 0,5%-ით დაიკლო. ამასთან, ფასები ექსპორტზე მიმდინარე წლის ივნისში 0,1%-ით გაიზარდა. მიმდინარე წლის მაისში, საბოლოო მონაცემებით, იმპორტულ საქონელსა და მომსახურებაზე, წინა თვესთან შედარებით ფასები 0,1%-ით გაიზარდა (ადრე ასევე 0,2%-იან ზრდას იუწყებოდნენ). წლიურ გამოხატულებაში იმპორტულ საქონელსა და მომსახურებაზე ფასები ივნისში 13,6%-ით არის გაზრდილი, ხოლო ექსპორტირებულზე კი – 9,9%-ით.
აშშ-ის შრომის სამინისტროს მონაცემებით, სამრეწველო ფასები მიმდინარე წლის ივნისში წინა თვესთან შედარებით 0,4%-ით შემცირდა. ანალიტიკოსები ვარაუდობნენ, რომ ეს მაჩვენებელი თვიურ გამოხატულებაში მხოლოდ 0,2%-ით შემცირდებოდა. PPI ინდექსის შემცირება ივნისის თვეში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო 2010 წლის თებერვლის შემდეგ. მწარმოებელთა ფასების ინდექსი მაისში თვიურ გაანგარიშებაში 0,2%-ით გაიზრდა. სამრეწველო ფასები, საკვები პროდუქტებისა და ენერგომატარებლების გამოკლებით, მიმდინარე წლის ივნისში წინა თვესთან შედარებით 0,3%-ით გაიზარდა. 2011 წლის მაისში ეს მაჩვენებელი თვიურ გამოხატულებაში 0,2%-ით გაიზარდა.
აშშ-ის ვაჭრობის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყნის სავაჭრო ბალანსის დეფიციტი მიმდინარე წლის მაისში აპრილთან შედარებით 50,2 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. ანალიტიკოსები ვარაუდობდნენ, რომ ეს მაჩვენებელი 42,7 მილიარდამდე გაიზრდებოდა. 2011 წლის აპრილში აშშ-ის სავაჭრო ბალანსის უარყოფითი სალდო, გადახედილი ინფორმაციის თანახმად, განისაზღვრა 43,63 მილიარდი დოლარით. ადრე იუწყებოდნენ, რომ დეფიციტმა 43,7 მილიარდ დოლარს მიაღწია. მიმდინარე წლის მაისში ქვეყნის იმპორტის მოცულობამ შეადგინა 225,08 მილიარდი დოლარი (+2,6% წინა თვესთან შედარებით), ხოლო ექსპორტისამ კი – 174,86 მილიარდი (-0,5% აპრილთან შედარებით). ამასთან, წლურ გამოხატულებაში აშშ-ის იმპორტი 2011 წლის მაიში 15,9%-ით გაიზარდა, ხოლო ექსპორტი – 15,0%-ით.
აშშ-ის ვაჭრობის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში საცალო გაყიდვების მოცულობა მიმდინარე წლის ივნისში წინა თვესთან შედარებით 0,1%-ით გაიზარდა. ანალიტიკოსები ამ მაჩვენე-ბლის კლებას 0,1%-ით ელოდნენ. წინა წლის ივნისთან შედარებით საცალო გაყიდვების საერთო მოცულობა აშშ-ში მიმდინარე წლის ანალოგიურ პერიოდში 8,1%-ით გაიზარდა. 2011 წლის მაისში ეს მაჩვენებელი, გადასინჯული მონაცემებით, 0,1%-ით შემცირდა თვიურ გამოხატულებაში (ადრე 0,2%-იან კლებას იუწყებოდნენ).
აშშ-ის ვაჭრობის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყნის საწყობებში ნახევარფაბრიკატების მაკომპლექტებელი წარმოებული საქონლის მარაგები მიმდინარე წლის მაისში აპრილთან შედარებით 0,1%-ით გაიზარდა. ანალიტიკოსები ამ მაჩვენებლის ზრდას 0,8%-ის ფარგლებში ელოდნენ თვიურ გაანგარიშებაში. წლიურ გაანგარიშებაში ეს მაჩვენებელი გაზრდილია 11,6%-ით. ამერიკელი მეწარმეების გაყიდვები მიმდინარე წლის მაისში წინა თვესთან შედარებით 0,1%-ით არის შემცირებული, ხოლო წინა წლის მაისთან შედარებით 11,6%-ით არის მომატებული. ქვეყნის საწყობებში ნახევარფაბრიკატების მაკომპლექტებელი წარმოებული საქონლის მარაგები მიმდინარე წლის აპრილში, გადასინჯული მონაცემებით, თვიურ გაანგარიშებაში 1,0%-ით გაიზარდა (ადრე 0,8%-იან ზრდას იწუყებოდნენ).
ექსპერტების მოლოდინი ევროზონის ეკონომიკასთან მიმართებაში გამართლდა
Eurostat-ის საბოლოო მონაცემებით, ევროზონაში სამომხმარებლო ფასები 2011 წლის ივნისში წლიურ გამოხატულებაში 2,7%-ით გაიზარდა. მონაცემები მთლიანად დაემთხვა ანალიტიკოსების მოლოდინს. წინა თვესთან შედარებით ევროზონის სამომხმარებლო ფასები ივნისში არ შეცვლილა. მიმდინარე წლის მაისში ეს მაჩვენებელი წლიურ გამოხატულებაში გაზრდილია 2,7%-ით და არ შეცვლილა წინა თვის მაჩვენებელთან შედარებით. რაც შეეხება ეროკავშირს, აქ მიმდინარე წლის ივნისში სამომხმარებლო ფასები წლიურ გაანგარიშებაში 3,1%-ით გაიზარდა, ხოლო თვიურ გამოხატულებაში კი – 0,1%-ით. ევროზონის წლიურმა ინფლაციამ გადააჭარბა ევროპის ცენტრალური ბანკის სამიზნე ბარიერს, რომელიც 2%-თან არის ახლოს.
ევროზონაში სამრეწველო წარმოების მოცულობა მიმდინარე წლის მაისში წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 0,1%-ით. ანალიტიკოსები ელოდნენ, რომ ეს მაჩვენებელი 0,4%-ით მოიმატებდა. წლიურ გამოხატულებაში სამრეწველო წარმოების მოცულობა ევროზონაში მიმდინარე წლის მაისში 4,0%-ით გაიზარდა. გადასინჯული მონაცემების თანახმად, 2011 წლის აპრილში ეს მაჩვენებელი ევროზონაში თვიურ გამოხატულებაში გაიზარდა 0,2%-ით. რაც შეეხება ევროკავშირის 27 ქვეყანას, სამრეწველო წარმოების მოცულობა მიმდინარე წლის მაისში თვიურ გამოხატულებაში გაიზარდა 0,4%ით, ხოლო წლიური გაანგარიშების მიხედვით კი – 4,0%-ით. ევრზონის მიმდინარე წლის მაისის სავაჭრო ბალანსის სალდო ჯერჯერობით ნულოვანია. ანალიტიკოსები ელოდნენ, რომ სავაჭრო ბალანსის დეფიციტი შეადგენდა 4,9 მილიარდ ევროს. მიმდინარე წლის აპრილში ევროზონის სავაჭრო ბალანსის დეფიციტი, გადასინჯული მონაცემებით, განისაზაღვრა 4,8 მილიარდი ევროთი. ადრე იუწყებოდნენ 4,1 მილიადიანი დეფიციტის შესახებ. 2011 წლის მაისში ევროზონის სავაჭრო ბალანსის დეფიციტმა შეადგინა 4,9 მილიარდი ევრო. ევროზონაში შემავალი 17 ქვეყნის ექსპორტის მოცულობა მიმდინარე წლის მაისში წლიურ გამოხატულებაში გაიზარდა 21%-ით, ხოლო იმპორტისა კი – 16%-ით.
მიმდინარე წლის მაისში ევროზონის ექსპორტი სეზონური კორექტირებების გათვალისწინებით თვიური გაანგარიშებით 1,5%-ით გაიზარდა, ხოლო იმპორტი – 0,2%-ით. 2011 წლის მაისში ევროკავშირის 27 ქვეყანაში სავაჭრო ბალანსის დეფიციტმა, წინასწარი მონაცემებით, 13,2 მილიარდი ევრო შეადგინა, მაშინ, როცა ერთი წლის წინ დეფიციტი შეადგენდა 16 მილიარდ ევროს.
მიმდინარე წლის აპრილში ევროკავშირის სავაჭრო ბალანსის დეფიციტმა შეადგინა 16,4 მილიარდი ევრო, ამასთან, მიმდინარე წლის მაისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ევროკავშირის 27 ქვეყანაში ექსპორტის მოცულობა 21%-ით გაიზარდა, ხოლო იმპორტის კი – 16%-ით. თვიურ გაანგარიშებაში ევროკავშირის 27 ქვეყანაში ექსპორტი სეზონური კორექტირებების გათვალისწინებით, მიმდინარე წლის მაისში გაიზარდა 1,1%-ით, ხოლო იმპორტი – 0,7%-ით.