მთავარი მოვლენები ციფრებში
მოამზადა სოფიკო სიჭინავამ
აშშ
აშშ-ის ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ მიიღო გადაწყვეტილება შეენარჩუნებინა საკვანძო სააღრიცხვო განაკვეთი წლიური 0-0,25%-ის დიაპაზონში, ნათქვამია ფედერალური სარეზერვო სისტემის ღია ბაზარზე ოპერაციების კომიტეტის ბოლო სხდომის შედეგებში (FOMC), ეს გადაწყვეტილება ანალიტიკოსების უმრავლესობის მიერ პროგნოზირებული იყო.
ფედერალური სარეზერვო სისტემის პროგნოზის მიხედვით, ქვეყნის შიდა პროდუქტის ზრდა მიმდინარე წელს 2,4%-ს არ გადააჭარბებს. უწყებამ იწინასწარმეტყველა, რომ უახლოეს წლებში იქნება ბევრად ნაკლები ზრდა, უფრო მაღალი უმუშევრობა და ინფლაციის შერბილება. 2012 წლისთვის მშპ-ის ზრდის პროგნოზი მერყეობს 1,9%-დან 2,4%-მდე, მიმდინარე წლის აპრილის პროგნოზისგან განსხვავებით (2,4-2,9%). 2013 წლისთვის სავარაუდო ზრდა არის 2,2-2,8% ადრე ნავარაუდევი 2,7-3,1%-ის ნაცვლად. რაც შეეხება 2014 წელს, პროგნოზის თანახმად, მშპ-ის ზრდა იქნება 3-3,5%. ამერიკაში დასაქმების პროგნოზიც საკმაოდ პესიმისტური გახდა. უმუშევრობის დონე მიმდინარე წელს, პროგნოზის თანახმად, შეადგენს 8-8,2%-ს 7,8-8%-ის ნაცვლად. 2013 და 2014 წლისთვის პროგნოზი ბევრად კარგია: 7,5-8% და 7-7,7% შესაბამისად. ფედერალური სარეზერვო სისტემის პროგნოზით, ინფლაცია მიმდინარე წელს შეადგენს 1,2-1,7%-ს აპრილში გაკეთებული 1,9-2%-იანი პროგნოზის ნაცვლად. 2013 წლისთვის ინფლაცია სავარაუდოდ იქნება 1,5-2% (ადრე ვარაუდობდნენ 1,6-2%-ს). პერსონალურ მოხმარებაზე ხარჯების ინდექსი მიმდინარე წელს მოსალოდნელია 1,7-2%-ის ფარგლებში, ხოლო 2013 წლისთვის – 1,6%-ის.
კვლევითი ორგანიზაციის ჩონფერენცე Bოარდ-ის მოხსენების თანახმად, აშშ-ის წამყვანი ეკონომიკური ინდიკატორების ინდექსი მიმდინარე წლის მაისში 0,3%-ით გაიზარდა. ანალიტიკოსები ელოდნენ, რომ ინდექსის მნიშვნელობა 0,1%-ით გაიზრდებოდა და 95,8 პუნქტს მიაღწევდა. მიმდინარე წლის აპრილში მოცემული მაჩვენებელი, დაზუსტებული მონაცემებით, წინა თვესთან შედარებით შემცირდა 0,1%-ით.
აშშ-ის რიელტორების ასოციაციის მონაცემებით, მიმდინარე წლის მაისში ქვეყანაში მეორად ბაზარზე საცხოვრებელი სახლების გაყიდვების მოცულობა შემცირდა 1,5%-ით და შეადგინა 4,55 მილიონი ერთეული. ანალიტიკოსები ელოდნენ, რომ ეს მაჩვენებელი გასულ თვეს 4,570 მილიონ სახლს შეადგენდა. ამასთან, აშშ-ის მეორად ბაზარზე საცხოვრებელი სახლების გაყიდვების მაისის მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 9,6%-ით მეტი აღმოჩნდა (4,15 ათასი ერთეული). 2012 წლის აპრილის გადასინჯული მონაცემი კი 4,62 ათასი ერთეულია (როგორც ადრე იუწყებოდნენ).
აშშ-ის შრომის სამინისტროს მონაცემებით, უმუშევრობის გამო სახელმწიფოსადმი პირველადი მიმართვების რაოდენობა, კვირის განმავლობაში, რომელიც 16 ივნისს დამთავრდა, შემცირდა და შეადგინა 387 ათასი. ანალიტიკოსები ელოდნენ, რომ ეს მაჩვენებელი იქნებოდა 383 ათასი. დაზუსტებული მონაცემებით, შემწეობის გამო მიმართვების რაოდენობამ, წინა კვირას, რომელიც 9 ივნისს დასრულდა, შეადგინა 389 ათასი და არა 386 ათასი, როგორც ადრე იუწყებოდნენ.
გერმანია
გერმანიის სტატისტიკური სამსახურის მონაცემებით, ქვეყანაში სამრეწველო ფასები, 2012 წლის მაისში წინა თვესთან შედარებით შემცირდა 0,3%-ით. ანალიტიკოსები ელოდნენ, რომ მაჩვენებელი 0,2%-ით შემცირდებოდა. 2011 წლის მაისთან შედარებით გერმანიის სამრეწველო ფასები მიმდინარე წლის ანალოგიურ პერიოდში არ შეცვლილა. 2012 წლის აპრილში სამრეწველო ფასები თვიურ გა-ანგარიშებაში გაიზარდა 0,2%-ით, ხოლო წლიურით – 2,4%-ით.
კვლევითი ინსტიტუტის Iფო-ს მიერ გაანგარიშებული გერმანიის საქმიანი განწყობის ინდექსი 2012 წლის ივნისში წინა თვესთან შედარებით შემცირდა და შეადგინა 1,5,3 პუნქტი. ანალიტიკოსები ფიქრობდნენ, რომ ამ ინდექსის მნიშვნელობა 1,5 პუნქტი იქნებოდა. შედეგად, გერმანიაში საქმიანი აქტივობის ინდექსი, რომელიც ზედიზედ ორი თვეა ვარდნის დემონსტრირებას ახდენს, ორი წლის წინანდელ მინიმალურ ნიშნულს დაუბრუნდა. გასულ თვეს ინდექსი შეადგენდა 106,9 პუნქტს. ივნისში მიმდინარე საქმიანი პირობების ინდექსმა შეადგინა 113,9 პუნქტი ანალიტიკოსების მიერ გაკეთებული 112,3 პუნქტის ნაცვლად, ხოლო მოლოდინის ინდექსმა 97,3 პუქნტი 99,8 პუნქტის ნაცვლად.
ეკონომიკური კვლევითი ცენტრის (ZEW) მონაცემებით, 2012 წლის ივნისში გერმანიის საქმიანი მოლოდინის ინდექსმა შეადგინა მინუს 16,9 პუნქტი წინა თვის 10,8 პუნქტის სანაცვლოდ. ამით ანალიტიკოსებმა დააფიქსირეს ინდექსის ბევრად მნიშვნელოვანი შემცირება 1998 წლის შემდეგ. გერმანიაში მიმდინარე ეკონომიკური პირობების ინდექსი 2012 წლის ივნისში შემცირდა 33,2 პუნქტამდე ერთი თვის წინანდელი 44,1 პუნქტიდან, როცა პროგნოზი იყო 39,8 პუნქტი.
გერმანიის საქმიან წრეებში პანიკა მწიფდება
ევროზონის ეკონომიკის უკანასკნელმა დასაყრდენმა, გერმანიამ, როგორც ჩანს, შესაძლოა მალე დაკარგოს ზრდის იმპულსი. ევროპის ნომერ პირველმა ეკონომიკამ, რომელიც ევროზონის ზრდას უზრუნველყოფდა, უკვე დაკარგა თავისი ზრდის უმნიშვნელოვანესი დრაივერი O- ექსპორტი. მაკროე-კონომიკის ბოლო მონაცემები იმაზე მეტყველებს, რომ ვარდება არა მხოლოდ ექსპორტის მოცულობა, არამედ ახალი შეკვეთებისაც, მცირდება სამრეწველო წარმოების მოცულობა და ამ ყველაფრის მიზეზი ევროპის იმ ქვეყნებში სახელმწიფო ხარჯების შემცირებაა, რომლებიც გერმანიის მთავარი სავაჭრო პარტნიორები არიან. ჯერჯერობით გერმანიის ეკონომიკას ვარდნისგან შიდა მოთხოვნა იცავს, რომელსაც მხარს უმაგრებს მზარდი ხელფასები და ბოლო ოცი წლის მანძილზე დაფიქსირებული ყველაზე დაბალი უმუშევრობის მაჩვენებელი. თუმცა, უახლოეს თვეებში გერმანიის ეკონომიკის ეს უმნიშვნელოვანესი დრაივერიც შეიძლება საფრთხის ქვეშ დადგეს. საქმე იმაში მდგომარეობს, რომ გერმანელ ბიზნესმენებსა და ინვესტორებს შორის იზრდება პანიკური განწყობა, რასაც მოწმობს მანჰეიმის ევროპული ეკონომიკის კვლევითი ცენტრისა (ZEW) და მიუნჰენის ინსტიტუტის (IFO) მონაცემები.
ძEჭ-ის ექსპერტების ანგარიშის მიხედვით, მაჩვენებელი ZEW Survey (Economic Sentiment) – უახლესი ნახევარი წლის მანძილზე გერმანიის ეკონომიკის განვითარების მიმართ ინვესტორების მოლოდინის ინდიკატორი ივნისში -16,9 პუნქტამდე დაეცა მაისის 10,8 პუნქტიდან. ეს არის ყველაზე დაბალი მაჩ-ვენებელი ბოლო 14 წლის განმავლობაში. რაც შეეხება გერმანული ეკონომიკის მიმდინარე შეფასებას, მიმდინარე ეკონომიკური სიტუაციის ინდიკატორი ZEW Survey (Current Situation) მაისის 44,1 პუნქტიდან (მაქსიმალური 9 თვის განმავლობაში) 33,2 პუნქტამდე დაეცა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ივნისის მაჩვენებელები, რომლის გასაანგარიშებლად ინსტიტუტის ექსპერტებმა რამდენიმე ასეული საფინანსო ექსპერტი გამოკითხეს, აჩვენებს, რომ ევროპული ეკონომიკის მდგომარეობით ინვესტორები სერიოზულად არიან შეშფოთებულნი. მათ შეშფოთებას ისიც აძლიერებს, რომ ევროპა ისევ სავალე კრიზისის ზეწოლის ქვეშაა და გერმანული ბიზნესის განვითარებაზე მისი გავლენა ძლიერია ექვსთ-ვიან პერსპექტივაში. “აღნიშნული ანგარიში საკმაოდ სერიოზული გაფრთხილებაა მიმდინარე წელს გერმანიის ეკონომიკის განვითარების პერსპექტივის საკმაოდ ოპტიმისტური შეფასების საპირწონედ. სახეზეა ქვეყნებში ეკონომიკური აქტივობის მკვეთრად გამოხატული ვარდნა, რომლებიც გერმანიასთან მჭიდრო სავაჭრო კავშირში არიან”, – აცხადებს ZEW-ის პრეზიდენტი ვოლფანგ ფრანცი.
რაც შეეხება მიუნჰენის ინსტიტუტის (IFO) მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგებს, რომელიც გერმანიაში საქმიან აქტივობას უკავშირდება, ისიც მეტყველებს უახლესი 6 თვის მანძილზე პესიმისტური მოლოდინის გაძლიერებას. საქმიანი აქტივობის მაჩვენებელი (IFO Business Climate) 2012 წლის ივნისში მაისის 106,9 პუნქტიანი ნიშნულიდან 105,3 პუნქტამდე ჩამოვიდა. გერმანელ ბიზნესმენებს შორის ასეთი პესიმისტური განწყობა არ დაფიქსირებულა 2010 წლის მარტის შემდეგ. უფრო შთამბეჭდავი ვარდნა აჩვენა უახლესი ნახევარი წლის მანძილზე საქმიანი მოლოდინის ინდექსმა (IFO Expectations) – წინა მაჩვენებლიდან, რომლიც უტოლდებოდა 100,8 პუნქტს 97,3 პუნქტამდე დაეცა. რაც შეეხება მოცემულ მომენტში ბიზნესის შეფასების მაჩვენებელს (IFO Current Assessment), წინა თვის მაჩვენებელთან შედარებით (113,2 პუნქტი), შემცირების მოლოდინის მიუხედავად, 113,9 პუქნტამდე გაიზარდა.
7000 გერმანული კომპანიის ხელმძღვანელის, ინვესტორებისა და ანალიტიკოსების გამოკითხვამ აჩვენა, რომ გერმანიის ეკონომიკური ზრდის პოტენციალი ჯერ საკმაოდ მაღალია. ყოველ შემთხვევაში, მოცემულ მომენტში გერმანელი მეწარმეები დამაჯერებლად იყენებენ იმ პოტენციალს, რაც უნარჩუნებს გერმანულ პროდუქციას აზიის ქვეყნებში პოპულარობას და ხელს უწყობს ე.წ. ამ ქვეყნებში საექსპორტო ბუმს. გერმანული კომპანიები ჯერეჯრობით იმკიან გერმანულ ხარისხიან პროდუქციაზე ჯერ კიდევ მაღალი მოთხოვნის ნაყოფს განვითარებადი ქვეყნებიდან და, პირველ რიგში, ჩინეთიდან, ბრაზილიიდან, ინდოეთიდან და რუსეთიდან. თუმცა, შორის არ არის დღე, როცა ყველა ზემოთ დასახელებულ, დინამიურად განვითარებად ქვეყნებში გერმანიის საექსპორტო პროდუქციაზე მოთხოვნა დაეცემა, რადგან ამ ქვეყნებში თვალნათლივ შეინიშნება ეკონომიკური ზრდის შენელების ტენდენცია. გერმანიის ბიზნეს-წრეებში ეს კარგად ესმით და სწორედ ამის გამო იზრდება მათ განწყობაში დამთრგუნველი პანიკის შეგძნება.
მსოფლიო ავტოწარმოების აღიარებული ლიდერი Bayerische Motoren Werke AG, რომელმაც მიმდინარე წელს რეკორდული მოგება მიიღო, რაც ჩინეთსა და აშშ-ში ავტოკონცერნის ავტომობილებზე არნახულ მოთხოვნას უკავშირდება, აცხადებს, რომ ევროპის სუვერენული ვალის გამო განვითარებადი კრიზისი ავტომობილების ბაზარზე რეალიზებას შეაჩერებს. თუმცა, უნდა ითქვას, რომ მაჩვენებლები, რომლებსაც ZEW-სა IFO-ის ექსპერტები იკვლევენ, ეკონომიკური ზრდის ინიდკატორებს არ წარმოადგენენ, თუმცა, ცვლილებებს კარგად ასახავენ. გერმანიის ეკონომიკა, კვლევების შედეგების მიხედვით, უახლოეს თვეებში ისეთი დიდი ტემპებით არ განვითარდება, როგორც წინა კვარტალში. თუმცა, ოფიციალური ბერლინის მოლოდინი ბევრად ოპტიმისტურია – Bundesbank-ის ექსპერტების პროგნოზი ქვეყნის მშპ-ის განვითარებასთან და-კავშირებით ასეთია – 2012 წელს 0,6%-დან 1,0%-მდე.
დიდი ბრიტანეთი
დიდი ბრიტანეთის ეროვნული სტატისტიკური ბიუროს მონაცემებით, ქვეყნაში სამომხმარებლო ფასები მიმდინარე წლის მაისში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2,8%-ით გაიზარდა. ანალიტიკოსები პროგნოზირებდნენ, რომ სამომხმარებლო ფასები 3,0%-ით გაიზრდებოდა. მიმდინარე წლის აპრილში წლიურმა ინფლაციამ გადასინჯული მონაცემებით შეადგინა 3,0%, როგორც ადრე ვარაუდობდნენ. თვიურ გაანგარიშებაში, მიმდინარე წლის მაისში სამომხმარებლო ფასები შემცირდა 0,1%-ით. 2012 წლის აპრილში სამომხმარებლო ფასები წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 0,6%-ით. სამომხმარებლო ფასების საბაზისო ინდექსი, რომელიც გამოითვლება ენერგომატარებლების, კვების პროდუქტების, ალკოჰოლისა და თამბაქოს ფასების გამოკლებით, მიმდინარე წლის მაისში წლიურ გაანგარიშებაში გაიზარდა 2,2%-ით. 2012 წლის აპრილში ამ მაჩვენებლის ზრდამ წლიურ გამოხატულებაში შეადგინა 2,1%. სამომხმარებლო ფასების საბაზისო ინდექსი მიმდინარე წლის მაისში თვიურ გაანგარიშებაში 0,1%-ით გაიზარდა, ხოლო აპრილში 0,6%-ით.
დიდი ბრიტანეთის სტატისტიკური სამმართველოს ინფორმაციით, ქვეყანაში უმუშევრობის მაჩვენებელი 2012 წლის მაისში განისაზღვრა 4,9%-ით, ანალიტიკოსებიც სწორედ ამ ციფრს ვარაუდობდნენ. 2012 წლის მაისში წინა თვესთან შედარებით უმუშევობის გამო შემწეობისთვის სახელმწიფოს პირველად მიმართა 8,1 ათასით მეტმა ადამიანმა და შეადგინა 1 მილიონ 599 ათასი. ანალიტიკოსები მიმართვების რაოდენობის კლებას 3 ათასით ვარაუდობდნენ. დიდ ბრიტანეთში უმუშევრობის მაჩვენებელი, რომელიც საერთაშორისო შრომის ორგანიზაციის მიერ გამოითვლება, აჩვენებს, რომ სამი თვის მანძილზე (მიმდინარე წლის თებერვალი-აპრილი) შემცირდა 0,2%-ით წინა სამ თვესთან შედარებით (2011 წლის ნოემბერი-2012 წლის იანვარი).
მიმდინარე წლის მაისში დიდ ბრიტანეთში საცალო გაყიდვების მოცულობა წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 1,4%-ით. ანალიტიკოსები ელოდნენ, რომ თვიურ გაანგარიშებაში ეს მაჩვენებელი 1,2%-ით გაიზრდებოდა. 2011 წლის მაისთან შედარებით საცალო გაყიდვების მოცულობა 2,4%-ით გაიზარდა. ეს მაჩვენებელი, დაზუსტებული მონაცემებით, თვიურ გაანგარიშებაში შემცირებულია 2,4%-ით, ხოლო წლიურით – 1,1%-ით.