რა ღირს ესპანეთის გადარჩენა?
აკაკი როგავა
დამოუკიდებელი აუდიტორული დასკვნის შესაბამისად, სტაბილურობის აღსადგენად ესპანურ ბანკებს 62 მილიარდი ევრო დასჭირდებათ. როგორც CNNMoneyიუწყება, Oლივერ ჭყმან-სა და ღოლანდ Bერგერ-ის საფინანსო კონსულტანტების მიერ ჩატარებული გამოკვლევა ესპანურ საბანკო სისტემის აუდიტში პირველი ნაბიჯია, რომელიც ხელისუფლებამ მაისში დაიწყო და ორი ნაწილისგან შედგება. Oლივერ ჭყმან-ში მიიჩნევენ, რომ მოვლენების პესიმისტური სცენარით განვითარების შემთხვევაში, ბანკებს 51 მილიარდიდან 62 მილიარდ ევრომდე კაპიტალი დასჭირდებათ. Bერგერ-ის შეფასებით, ბანკებს 51,8 მილიარდი ევრო დასჭირდებათ. საბაზისო სცენარი მოითხოვს 16-დან 25 მილიარდ ევრომდე დახმარებას Oliver Wyman-ის გაანგარიშებით, ხოლო ღოლანდ Bერგერ-ის აზრით, ეს თანხა 25,6 მილიარდი ევროა.
ბოლო დროს ესპანური ბანკების გარშემო შექმნილმა გაურკვევლობამ ყველას აფიქრებინა, რომ ესპანეთს საბერძნეთის, ირლანდიისა და პორტუგალიის მსგავსად დახმარება დასჭირდებოდა. შედეგად, 10-წლიანი სახელმწიფო ობლიგაცების შემოსავლიანობა ივნისის შუა პერიოდისთვის რეკორდულად გაიზარდა და 7%-ს გადააჭარბა. ადრე ესპანეთი აცხადებდა, რომ მას ბანკების რეკაპიტალიზაციისთვის დასჭირდებოდა 100 მილიარდი ევრო. თუმცა, თანხის ზუსტი მოცულობა ჯერ უცნობი იქნება, ვიდრე არ დაიდება აუდიტორების დასკვნის მეორე ნაწილიც, რომელიც ივლისის ბოლოს დასრულდება. ინვესტორები შეშფოთებულები არიან იმის გამო, რომ ევროპული სტაბილიზების მექანიზმის სახსრების გარდა, როგორც საბერძნეთის შემთხვევაში, ობლიგაციების კერძო მფლობელებს მოუწევთ სახელმწიფო ვალების ჩამოწერა. მაგრამ ახლა საუბარი მიდის იმაზე, რომ ევროჯგუფი მიისწრაფვის, ესპანეთს უბიძგოს რეფორმების დაჩქარებისკენ. ევროზონის ფინანსთა მინისტრებმა მას უკვე მოუწოდეს, უახლოეს დღეებში დაფინანსება ოფიციალურად მოეთხოვა. საქმის გადადება, როგორც ექს-პერტები მიიჩნევენ, სიტუაციას ართულებს არა მარტო საბანკო სეგმენტში, არამედ მთლიანად ესპანეთის ეკონომიკაში, იმდენად, რამდენადაც კაპიტალის საკმარისობის პრობლემა იწვევს საწარმოების დაკრედიტების სწრაფ შეკვეცას. გარდა ამისა, ნელი რეფორმები იწვევს, როგორც ეს ესპანეთის სავალე ინსტრუმენტების შემოსავლიანობის ზრდის მაგალითზე ჩანს, შიდა ბაზარზე სესხების შემცირებას.
მოცემულ მომენტში ესპანური ბანკების პრევენციული რეკაპიტალიზაციის გატარება, ექსპერტების აზრით, ბევრად ლოგიკური ნაბიჯი იქნებოდა: ევროჯგუფს ახლა აქვს ასეთი პროცედურებისთვის აქტივები, ესპანური ბანკები დამატებით ლიკვიდურობას მიიღებდნენ და შეძლებდნენ რეიტინგის ახალ შემცირებასა და ინვესტორების გადინებას გაქცეოდნენ. ესპანეთისთვის დამატებითი პოზიტივია აუდიტორების შეფასება, რომელიც აჩვენებს, რომ ბანკებს სჭირდებათ სახსრების მხოლოდ 60%-იანი მოცულობა, რაც ევროჯგუფის მიერაა აკუმულირებული მათ დასახმარებლად. ექსპერტები ფიქრობენ, რომ სიტუაცია ჯერ კრიტიკული არ არის და დახმარების თხოვნაც დროულია, რადგან ჯერ ინვესტიციების გადინების პიკი არ არის.
თუმცა, ზოგიერთი ექსპერტი მიიჩნევს, რომ პესიმისტური სცენარისთვის გათვლილი თანხაც შესაძლოა არ ეყოს ესპანეთს. მას თავიდან შეიძლება დასჭირდეს 100 მილიარდი ევრო, რაც საჭიროა საბანკო სისტემის დროებითი მხარდაჭერისთვის. შემდგომში კი ყველაფერი საბერძნეთზე იქნება და-მოკიდებული, რომელმაც საშიში პრეცენდენტი შექმნა, ანუ თითქმის თავისივე მშპ-ის მოცულობის დახმარება მიიღო. ზოგიერთი ექსპერტი მიიჩნევს, რომ იმუშავებს დომინოს პრინციპი – საბერძნეთი, შემდეგ ესპანეთი, რომელსაც, სავარაუდოდ, მოჰყვება იტალიაც, სადაც ინვესტიციებისა და შინამეურნეობების მოთხოვნის ნელი ზრდა ეკონომიკის შემცირებას დაუდებს სათავეს. ექსპერტები ფიქრობენ, რომ საბერძნეთის დეფოლტის შემდეგ სავარაუდო მძაფრი ფაზა იქნება ევროპული ბანკების გაკოტრება, რომლებთაც ბერძნული სახელმწიფო ობლიგაციები აქვთ.
მართლაც, გამოქვეყნებული ციფრი, ეს არის მინიმალური მოცულობის თანხა, რომელიც განკუთვნილია ესპანეთის საბანკო სექტორის რეკაპიტალიზაციისთვის, ანუ არსობრივად ეს არის ქვეყნის საბანკო სექტორის გაჯანსაღებისთვის და “ცუდი აქტივებისგან” გასუფთავებისთვის საჭირო თანხა. მთლიანობაში ესპანეთის ეკონომიკის გადასარჩენად დასახელებული ციფრი საკმარისი არ იქნება. ასეთი პროგრამის ღირებულება, სრულყოფილი ფორმით, არის 130 მილიარდი ევრო, ხოლო იდეალურ ვარიანტში 150 მილიარდიც. ასეთ შემთხვევაში, ამ თანხაზე დაყრდნობით, ასევე ბიუჯეტის ხარჯების შემცირების, დასაქმების სექტორისა და სამრეწველო წარმოების გაჯანსაღებით, ესპანეთის ეკონომიკას ექნება რეალური შანსი არ გაიმეოროს ბერძნული სცენარი. ევროკავშირის ყველა მოთხოვნის შესრულების შემთხვევაში, ესპანეთში სიტუაციის გაუმჯობესების ხილვა უკვე 2013 წლის I კვარტალში იქნება შესაძლებელი.
ჯერჯერობით საქმის ვითარება მხოლოდ უარესდება. დაახლოებით ივნისის მეორე კვირას ფიქრობდნენ, რომ ესპანური ბანკებისთვის 40 მილიარდი ევრო იქნებოდა საჭირო, ეს თანხა ძირითადად Bankia-ს (დაახლოებით 19 მილიარდი ევრო), NovaGalicia-ისა და CatalunyaCaixa-ის (ერთობლივად 20 მილიარდი) საჭიროებების გამო დასახელდა, მაგრამ ამასთან, არ იქნა გათვა-ლისიწნებული სხვათა მოთხოვნები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ, შემდეგ აუდიტორულ დასკვნაში უკვე ბევრად დიდი ციფრი დასახელდება. ექსპერტები ფიქრობენ, რომ ასეთ შემჭიდროვებულ ვადებში შეუძლებელი იყო ზედმიწევნით ზუსტი დათვლა.
ზოგადად, ესპანური სიუჟეტი საკმაოდ დინამიურად ვითარდება: სულ ახლო წარსულში სტაბილურმა ქვეყანამ ჩააგდო სავალე ვალდებულებების განთავსება, 6,8% წლიური – ეს უკვე ხუმრობა აღარ არის. აუდიტორების მიერ მომზადებული ინფორმაციას ექსპერტები მალფუჭებადს უწოდებენ და თუ გავითვალისწინებთ ჩინოვნიკების სიყვარულს განხილვებისა და საუბრების მიმართ და უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებების მიღების გაჭიანურებას, არ შეიძლება გამოირიცხოს, რომ საბანკო სექტორისთვის საჭირო თანხამ თვალსა და ხელს შუა მოიმატოს 100 მილიარდ ევრომდე. და მაინც, თუ სიტუაციას ოპტიმისტურად შევხედავთ, ნათელია, რომ ესპანეთის ხელისუფლებას ბოლომდე გაცნობიერებული არ აქვს როგორ სიტუაციაში იმყოფებიან და ნელ-ნელა როგორ ღრმა სავალე ორმოში ეშვებიან.