მსოფლიო ეკონომიკა ციფრებში
ლევან როგავა
აშშ-ის შრომის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყნის მშპ მესამე კვარტალში წინა კვარტალთან შედარებით 2,0%-ით გაიზარდა. ანალიტიკოსები ვარაუდობდნენ, რომ ქვეყნის მშპ აღნიშნულ პერიოდში გაიზრდებოდა 1,9%-ით.
ეს არის პირველი შეფასება აშშ-ის მშპ-ისა 2012 წლის საანგარიშო კვარატალში. მეორე შეფასება გამოქვეყნდება მიმდინარე წლის 29 ნოემბერს. უნდა აღინიშნოს, რომ მესამე კვარტალში წინა კვარტალთან შედარებით ეკონომიკის ზრდა საკმაოდ შთამბეჭდავია, როდესაც ამერიკის ეკონომიკა 1,3%-ით გაიზარდა. მშპ-ის ზრდა განაპირობა სამომხმარებლო ხარჯების ზრდამ, რომელიც, როგორც ცნობილია, აშშ-ის ეკონომიკის დრაივერია, ასევე, ფედერალური მმართველობის ხარჯების ზრდამ და იმპორტის შემცირებამ (მისი ზრდა მშპ-ის დინამიკაში უარყოფით გავლენას ახდენს). ამავდროულად, 2012 წლის მესამე კვარტალში საექსპორტო მონაცემები საკმაოდ სუსტი აღმოჩნდა. სამომხმარებლო ხარჯების ზრდამ 2,0% შეადგინა, მაშინ როცა მიმდინარე წლის მეორე კვარტალში ეს მაჩვენებელი 1,5%-ით გაიზარდა. საქონლისა და მომსახურების ექსპორტი (რეალურ გამოხატულებაში) მესამე კვარტალში შემცირდა 1,6%-ით მეორე კვარტლის 5,3%-იანი ზრდის საპირისპიროდ. იმპორტი (რეალურ გამოხატულებაში) საანგარიშო სამი თვის მანძილზე შემცირდა 0,2%-ით მეორე კვარტლის მაჩვენებელთან, როცა ზრდა 2,8%-ით მოხდა. ფედერალური მმართველობის ხარჯები (რეალურ გამოხატულებაში) და მთლიანი ინვესტიციები გაიზარდა 9,6%-ით მეორე კვარტალში 0,2%-ით შემცირების შემდეგ. საქმიანი მარაგების ცვლილებების გათვალისწინების გარე-შე, მშპ მესამე კვარტალში 2,1%-ით გაიზარდა, მაშინ როცა წინა კვარტალში ეს მაჩვენებელი 1,7%-ით გაიზარდა.
ფედერალური სარეზერვო სისტემის ღია ბაზარზე ოპერაციების კომიტეტის (FOMC) სხდომის შემდგომ გავრცელებულ მონაცემებში ნათქვამია, რომ საკვანძო სააღრიცხვო განაკვეთი შენარჩუნდა 0-0,25%-ის დიაპაზონში წლიურად. ეს გადაწყვეტილება პროგნოზირებული იყო ანალიტიკოსების უმრავლესობის მიერ. ფედმა განაცხადა, რომ საბაზისო განაკვეთი დარჩება ძალიან დაბალ ნიშნულზე, 2015 წლის შუა პერიოდამდე მაინც. საკვანძო განაკვეთი (ეგრეთ წოდებული, ფედერალურ ფონდებზე განაკვეთი) მტკიცდება თითქმის ნულოვან ნიშნულზე 2008 წლის დეკემბრის შემდეგ. 23-24 ოქტომბრის სხდომის შედეგით ფედს არ მიუღია ახალი გადაწყვეტილება, მაგრამ განაცხადა, რომ თვალყურის დე-ვნებას განაგრძობს ქვეყანაში ეკონომიკური სიტუაციის განვითარებაზე და კომენტარი გააკეთა მისი გაუმჯობესების თაობაზე, მათ შორის, უმუშევრობის მაჩვენებლის კლებაზე. გარდა ამისა, ანგარიშში ნათქვამია, რომ არსობრივ რისკებად ისეთი პრობლემები რჩება, როგორც ევროპის სავალე კრიზისი და უძრავი ქონების ბაზარზე არსებული მდგომარეობა. გრძელვადიანი ინფლაციის პროგნოზი საკმაოდ კარგია. ზედმეტად რბილ ფულად-საკრედიტო პოლიტიკის შენარჩუნებას FOMC-ის 10 წევრიდან 9-ამ მისცა ხმა. წინააღმდეგ ხმა მისცა რიჩმონდის სარეზერვო ბანკის პრეზიდენტმა ჯეფრი ლეკერმა, რო-მელიც აზრს ვერ ხედავს განაკვეთის ასეთ დაბალ ნიშნულზე შენარჩუნების აუცილებლობას ასე დიდი ხნის მანძილზე.
აშშ-ის ვაჭრობის სამინისტროს მონაცემებით, მიმდინარე წლის სექტემბერში წინა თვესთან შედარებით ახალი სახლების გაყიდვების მოცულობა გაიზარდა 5,7%-ით და შეადგინა 389 ათასი ერთეული. ანალიტიკოსები ამ მაჩვენებელს 385 ათასი ერთეულის დონეზე ვარაუდობდნენ. ამასთან, სექტემბერში ახალი სახლების გაყიდვების მოცულობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 27,1%-ით მეტი აღმოჩნდა, ანუ 306 ათასი სახლი. აგვისტოს მაჩვენებელი გადაიხედა შემცირების მიმართულებით და შეადგინა 368 ათასი ერთეული 373 ათასის ნაცვლად.
ქვეყნის ვაჭრობის სამინისტროს მონაცემებით, აშშ-ში ხანგრძლივი მოხმარების საქონელზე შეკვეთების მოცულობა 2012 წლის სექტემბერში წინა თვესთან შედარებით 9,9%-ით გაიზარდა. ანალიტიკოსები ამ მაჩვენებლის ზრდას 6,9%-ის ფარგლებში ვარაუდობდნენ. სატრანსპორტო საშუალებებზე შეკვეთების გამოკლებით, ხანგრძლივი მოხმარების საგნებზე შეკვეთების მოცულობა, მიმდინარე წლის სექტმებერში წინა თვესთან შედარებით, 2,0%-ით გაიზარდა, ხოლო თავდაცვისთვის საჭირო პროდუქციის შეკვეთების გარეშე – 9,1%-ით. გადასინჯული მონაცემების თანახმად, 2012 წლის აგვისტოში ხანგრძლივი მოხმარების საგნებზე შეკვეთები 13,1%-ით შემცირდა, როცა ადრე 13,2%-იან კლებაზე საუბრობდნენ.
Reuters-ისა და მიჩიგანის უნივესიტეტის მიერ გაკეთებული მოხსენების თანახმად, აშშ-ში სამომხმარებლო ნდობის ინდექსმა, 2012 წლის ოქტომბერში, საბოლოო მონაცემებით, შეადგინა 82,6 პუნქტი სექტემბრის 78,3 პუნქტთან შედარებით. ანალიტიკოსები ვარაუდობდნენ, რომ ოქტომბრის მაჩვენებელი 83 პუნტქი იქნებოდა. ადრე იუწყებოდნენ, რომ ეს მაჩვენებელი ოქტომბრის თვეში 83,1 პუნქტი იქნებოდა. რაც შეეხება მიმდინარე ეკონომიკური პირობების ინდექსს, იგი მიმდინარე წლის ოქტომბერში წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 2,4 პუნქტით და შეადგინა 88,1 პუნქტი, ხოლო მომხმარებლის მოლოდინის ინდექსმა მოიმატა 5,5 პუნქტით 79,0 პუნქტამდე (ადრე იუწყებოდნენ, რომ ეს მაჩვენებლები 2012 წლის ოქტომბერში იქნებოდა 88,6 და 79,5 პუქნტი შესაბამისად).
აშშ-ის შრომის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში უმუშევრობისთვის სახელმწიფოსადმი პირველადი მიმართვების რაოდენობა 20 ოქტომბერს დასრულებული კვირის შედეგებით, შემცირდა 369 ათასით. ანალიტიკოსები ამ მაჩვენებელს 370 ათასის დონეზე ვარაუდობდნენ. წინა კვირის დაზუ-სტებული მონაცემებით, რომელიც 13 ოქტომბერს დასრულდა, მიმართვების რაოდენობამ 392 ათასი შეადგინა და არა 388 ათასი, როგორც ადრე ვარაუდობდნენ.
დიდი ბრიტანეთი
დიდი ბრიტანეთის ეროვნული სტატისტიკური ბიუროს წინასწარი მონაცემებით, ქვეყნის მშპ მიმდინარე წლის მესამე კვარტალში 1,0%-ით გაიზარდა წინა კვარტალთან შედარებით. ანალიტიკოსები ამ მა-ჩვენებლის ზრდას 0,6%-ით ვარაუდობდნენ. წლიურ გაანგარიშებაში დიდი ბრიტანეთის მშპ, წინასწარი მონაცემებით, 2012 წლის მესამე კვარტალში არ შეცვლილა, თუმცა ექსპერტები მაჩვენებლის კლებას 0,5%-ით ვარაუდობდნენ. 2012 წლის მეორე კვარტალში ქვეყნის მშპ-ის შემცირება არ გადასინჯულა და კვარტალურ გაანგარიშებაში 0,4% შეადგინა, ხოლო წლიურში – 0,5%. ამ სახით, 2012 წლის მესამე კვარტალში ბრიტანულმა ეკონომიკამ რეცესიიდან გამოსვლა შეძლო, რომელშიც იგი იმყოფებოდა სამი კვარტლის განმავლობაში ზედიზედ. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მიმდინარე წლის მეორე კვარტალში ეკონომიკის საკმაოდ ძლიერი შემცირება დაფიქსირდა 2009 წლის შემდეგ.
ბრიტანეთის მშპ-ის დინამიკის მესამე კვარტლის წინასწარმა მონაცემებმა თვალშისაცემად გადააჭარბეს ანალიტიკოსების პროგნოზებს. ბრიტანეთის ეკონომიკამ ყველაზე შესამჩნევი ზრდის (კვარტალურ გაანგარიშებაში) დემონსტრირება მოახდინა 2007 წლის მესამე კვარტლიდან, დაფიქსირდა ყველაზე მნიშვნელოვანი ზრდა 2010 წლის მეორე კვარტლიდან წარმოების სექტორში და მომსახურების სექტორში 2007 წლის მესამე კვარტლიდან.
გერმანია
გერმანიის საქმიანი განწყობის ინდექსი, რომელსაც ქვეყანაში კვლევითი ინსტიტუტი Iფო ითვლის, 2012 წლის ოქტომბერში სექტემბერთან შედარებით შემცირდა და შეადგინა 100 პუქნტი. ანალიტიკოსები ამ მაჩვენებლის ზრდას 101,5 პუქნტის დონეზე ვარაუდობდნენ. წინა თვეს ინდექსის მნიშვნელობა, გადასინჯული მონაცემებით, განისაზღვრა 101,4 პუქნტით (როგორც ადრე იუწყებოდნენ). მიმდინარე საქმიანი პირობების ინდექსმა 2012 წლის ოქტომბერში შეადგინა 107,3 პუნქტი ანალიტიკოსების 109,8 პუნქტის მოლოდინის ნაცვლად, ხოლო მოლოდინის ინდექსმა – 93,2 პუქნტი 93,7 პუნქტის ნაცვლად.
კვლევითი ინსტიტუტის GfK-ის მონაცემების მიხედვით, გერმანიაში სამომხმარებლო ნდობის ინდექსის წინმსწრები მაჩვენებელი ნოემბრისთვის წინა თვესთან შედარებით გაიზარდა და შეადგინა 6,3 პუნქტი. ანალიტიკოსები მაჩვენებლის მნიშვნელობას 5,9 პუნქტის დონეზე ელოდნენ. 2012 წლის ნოემბერში ინდექსმა მიაღწია ყველაზე მაღალ მაჩვენებელს 2007 წლის ოქტომბრის შემდეგ. 2012 წლის ოქტომბერში სამომხმარებლო ნდობის ინდექსმა, გადასინჯული მონაცემებით, შეადგინა 6,1 პუნქტი, როცა ადრე 5,9 პუქნტს ვარაუდობდნენ. 2011 წლის ნოემბერში ეს მაჩვენებელი 5,4 პუნქტი იყო.
დიდი ბრიტანეთის ეკონომიკა აღდგენის ნიშნებს აჩვენებს
იდ ბრიტანეთს, როგორც ჩანს, რეცესიიდან გამოსვლის ცუდი შანსი არ აქვს. ყოველ შემთხვევაში, წინასწარი მონაცემების თანახმად, სამი კვარტლის შეუჩერებელი ვარდნის შემდეგ, დიდი ბრიტანეთის მშპ მიმდინარე წლის მესამე კვარტალში კვარტალურ გამოხატულებაში გაიზარდა 1,0%-ით. წლიურ გამოხატულებაში ბრიტანეთის ეკონომიკა სტაგნირებს გასული ორი კვარტლის განმავლობაში. დიდი ბრიტანეთის ეროვნული სტატისტიკური ბიუროს მიერ გამოქვეყნებულმა მასალებმა გადააჭარბა ანალიტიკოსების მოლოდინს, რომლებთაც წინა კვარტალთან შედარებით ზრდა 0,6%-ის დონეზე ივარაუდეს, ხოლო წლიურ გამოხატულებაში – 0,5%-იანი კლება. აღმოჩნდა, რომ ბრიტანული ეკ-ონომიკის ზრდამ ყველაზე შთამბეჭდავი შედეგი აჩვენა ბოლო ხუთი წლის მანძილზე, 2007 წლის მესამე კვარტლიდან.
თუმცა, ანალიტიკოსებს მაინც ეჭვი ეპარებათ და კითხვას სვამენ, მართლაც ასე კარგად არის თუ არა დიდ ბრიტანეთში ყველაფერი? ნუთუ მართლა ასე გამყარდა ქვეყნის ეკონომიკა, რომ ვარდნის ჯაჭვი გაარღვია და გამოვიდა რეცესიიდან საბოლოოდ და შეუქცევადად? ალბათ, უფრო არა, ვიდრე კი. საქმე იმაშია, რომ მესამე კვარტალში დაფიქსირებული აქტივობა განპირობებული იყო დროებითი ხასიათის ერთდროულად სამი ფაქტორით. პირველ რიგში, გასათვალისწინებელია, ივნისში საკმაოდ ხანგრძლივი შვებულებები, რომლის წყალობითაც მშპ მიმდინარე წლის მეორე კვარტალში თვალშისაცემად (0,5%) შემცირდა. შესაბამისად, მესამე კვარტალში ზრდის ეფექტმა თავი იჩინა. მეორე, თავის დადებით ეფექტს იძლევა ზაფხულში ჩატარებული ოლიმპიური თამაშები. მხოლოდ სპორტულ არენაზე დასასწრები ბილეთების გაყიდვამ, ეროვნული სტატისტიკური ბიუროს ექსპერტების შეფასებით, მშპ-ის ზრდას 0,2% შემატა. გარდა ამისა, აგვისტოს სტატისტიკამ აჩვენა, რომ აქტივობა გაიზარდა ბრიტანეთის ეკონომიკის მომსახურების ისეთ სფეროებში, როგორებიცაა სასტუმროები, ტრანსპორტი, გასართობი ადგილები და შრომითი მოწყობის სააგენტოები. ასე რომ, იმის ალბათობა, რომ მშპ-ის ერთპროცენტიანი მატება მიწურულ კვარტალში ერთდჯერადი დროებითი ფაქტორებით იყო განპირობებული, საკმაოდ მაღალია. ეს იმას ნიშნავს, რომ მეოთხე კვარტალში ვარდნა გაგრძელდება.
თუმცა, ასე გადაჭრით საუბარიც არ იქნება მართებული და, შესაძლოა, ზრდა მხოლოდ ამით არ იყო განპირობებული. არა ერთი ექსპერტი ავითარებს აზრს, რომ ზრდა ერთჯერადი ღონისძიებების შედეგი არ ყოფილა. მაგალითად Capital Economics-ის ექსპერტები ამბობენ, რომ მშპ-ის ზრდაში დროებითი ფაქტორებით გამოწვეული ზრდის წილი იყო 0,7%, ხოლო დანარჩენი 0,3% ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების შედეგია. მაგრამ თუნდაც ასე იყოს, ჯერჯერობით მნიშვნელოვან გაუმჯობესებაზე საუბარი არ შეიძლება იყოს. გასულ წელს მშპ არ გაზრდილა, ხოლო წინასარეცესიო პიკთან შედარებით ის 3%-ით ქვემოთ რჩება.
ერთი მხრივ, ამოწურულ კვარტალში დაფიქსირდა ყველაზე შესამჩნევი ზრდა (კვარტალურ შედარებაში) მწარმოებლურ სექტორში ბოლო ორი წლის მანძილზე (2010 წლის მეორე კვარტლიდან) და ყველაზე დიდი ზრდა მომსახურების სფეროში ბოლო ხუთი წლის განმავლობაში (2007 წლის მესამე კვარტლიდან). თუმცა, ამავდროულად, დიდ ბრიტანეთში საქმიანი აქტივობის გამოკვლევა აჩვენებს, რომ წარმოების მოცულობის ზრდა ზოგიერთ სექტორში ან არ იზრდება ან უმნიშვნელოდ მცირდება. ამიტომაც, დიდი ბრიტანეთის ეკონომიკის საბოლოოდ გამოსვლა რეცესიიდან საკმაოდ ეჭვისმომგვრელი ფაქტია. გარდა ამისა, მშპ-ის მონაცემებიც ჯერჯერობით წინასწარია და საბოლოო მონაცემები შესაძლოა სერიოზულად გადაისინჯოს და არ არის გამორიცხული შემცირების მიმარ-თულებითაც.
ოფიციალური ლონდონი, როგორც ჩანს, არ ელოდება ქვეყანაში ეკონომიკური პრობლემების სწრაფ მოგვარებას. ჯერ კიდევ აგვისტოს დასაწყისში ინგლისის ბანკმა მკვეთრად შეამცირა ბრიტანული ეკონომიკის ზრდის პროგნოზი მოკლევადიან პერსპექტივაში იმ საშიშროების ფონზე, რომ საფინანსო კრიზისი იმაზე მეტ ხანს გაგრძელდება, ვიდრე ელოდნენ. უახლოეს ორ წელიწადში დიდი ბრიტანეთის ეკონომიკის ზრდა შეადგენს 2% წელიწადში და არა 2,67%-ს, როგორც ადრე პროგნოზირებდნენ, – ნათქვამია ინგლისის ბანკის მიერ გაკეთებულ მოხსენებაში. ეკონომიკური სტიმულირების მიზნით, ბრიტანულმა ცენტრალურმა ბანკმა ივლისში გაზარდა რაოდენობრივი ლიბერალიზმის პროგრამა (QE), რომლის ფარგლებშიც ცენტრალური ბანკი შექმნის საფინანსო სისტემაში ახალ რეზერვებს კიდევ 50 მილიარდი ფუნტი სტერლინგის ღირებულების ფასიანი ქა-ღალდების შესყიდვით, რომლის საერთო მოცულობა 375 მილიარდი ფუნტი სტერლინგი იქნება. გარდა ამისა, ინგლისის ბანკმა დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებასთან ერთად ჩაუშვა საბანკო სექტორის შემსუბუქებული დაფინანსების პროგრამა იმ პირობით, რომ ბანკები აქტიურად გასცემენ იპოთეკურ და ბიზნეს კრედიტებს. რაც შეეხება ინგლისის ბანკის მეთაურს, მერვინ კინგს, ის დარწმუნებულია, რომ კრიზისამდელ მაჩვენებლებამდე დაბრუნებას საკმაო დრო დასჭირდება, ხოლო ქვეყანაში ეკონო-მიკის აღდგენა დამოკიდებულია ევროზონის სიტუაციაზე. “მასშტაბური საბანკო კრიზისის შემდეგ, ეჭვი მეპარება, რომ მალე დავუბრუნდებით ხელსაყრელ კონიუნქტურას. ვშიშობ, რომ ეს დიდ დროს წაიღებს”.
აშშ-ის ეკონომიკის ზრდამ მოლოდინს გადააჭარბა
ოლო სამი თვის მანძილზე ამერიკის ეკონომიკამ სწრაფი ზრდის ტემპი აჩვენა. მიმდინარე წლის მეორე კვარტლის 1,3%-იანი ზრდის შემდეგ, აშშ-ის მშპ მესამე კვარტალში 2,0%-ით გაიზარდა წლიურ ტემპში გადათვლით (ანნუალ რატე). ასეთი მონაცემები აშშ-ის ვაჭრობის სამინისტროს ეკონომისტებმა გამოაქვეყნეს. მართალია, ეს უწყების ექსპერტების მხოლოდ წინასწარი მონაცემებია და საბოლოო მონაცემები, შესაძლოა, მკვეთრად გადაიხედოს, მაგრამ იმას, რომ აშშ-ის ეკონომიკა აშკარად უმჯო-ბესდება, ისეთი ფაქტორები ადასტურებს, როგორიც არის მოხმარების, მშენებლობის მოცულობისა და სახელმწიფო ხარჯების ზრდა.
სამომხმარებლო ხარჯები – ამერიკული ეკონომიკის ძირითადი დრაივერი, რომელიც ქვეყნის მშპ-ის 70%-ზეა პასუხისმგებელი – მიმდინარე წლის მეორე კვარტალთან შედარებით 2,0%-ით გაიზარდა. ამასთან, მისი ზრდა დაჩქარდა 1,5%-დან წინა კვარტალში, რაც ოპტიმიზმით განაწყობს ამერიკელებს. ეკონომიკის ზრდაში მომხმარებლების ხარჯების ზრდამ მესამე კვარტალში 1,4 პროცენტული პუნქტი შეიტანა. უნდა აღინიშნოს, რომ საცალო გაყიდვებმა აგვისტოსა და სექტემბერში მნიშვნელოვანი ზრდა აჩვენა თითქმის ორწლიანი პერიოდის მანძილზე (2010 წლის ბოლოდან). გაჯეტების მიმართ ამერიკელების მაღალი ინტერესის პარალელურად, განსაკუთრებით Apple-ის iPhone-ის მიმართ, აღინიშნა ავტომობილების გაყიდვების საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი. მხოლოდ სექტემბერში აშშ-ში 14,9 მილიონი დოლარის ღირებულების ავტომობილი გაიყიდა და ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2008 წლის შემდეგ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, შეერთებული შტატების მოსახლეობამ თავიანთი ხარჯების ზრდა დაიწყეს არა პირველადი მოხმარების საგნებზე, არამედ ისეთ საგნებზე, როგორიცაა ავტომობილი, რაც, რასაკვირველია, წარმოადგენს მათი რწმენის გამოხატულებას ხვალინდელი დღის მიმართ.
ეკონომიკური ზრდისადმი რწმენასა და, შესაბამისად, კეთილდღეობის ზრდისაც, აძლიერებს უძრავი ქონების ბაზრის აღდგენაც. იპოთეკურ კრედიტებზე დაბალი განაკვეთები და სახლებზე სტაბილური ფასები შინამეურნეობებს საშუალებას აძლევს, გაიუმჯობესონ ცხოვრების პირობები, მით უფრო, რომ უმუშევრობის შემცირება (8,1%-დან 7,8%-მდე) აძლიერებს ოპტიმისტურ განწყობას.
მართალია, მყიდველუნარიანობა მესამე კვარტალში წინა კვარტალთან შედარებით შემცირდა, ვინაიდან ინფლაციით კორექტირებული რეალური შემოსავლების ზრდა მკვეთრად შენელდა – 3,1%-დან 0,8%-მდე წლიურ ტემპში გადანაწილებით. შემცირდა დანაზოგების დონეც – 4,0%-დან 3,7%-მდე. მიუხედავად ამისა, სამომხმარებლო აქტივობის გაძლიერება უკვე იწვევს მშენებლობის ზრდის აღდგენას, რომლის მოცულობაც მეორე კვარტალში 8,5%-იანი ზრდის შემდეგ მესამე კვარტალში 14,4%-მდე გაიზარდა. სამშენებლო სექტორში აქტივობის ამოფრქვევამ მშპ-ის ზრდაში 0,3 პროცენტული პუნქტი შეიტანა და მეტიც, აშშ-ის ვაჭრობის სამინისტროს მონაცემებით, სექტემბერში ამერიკელებმა მეტი სახლი იყიდეს, ვიდრე ნებსიმიერ თვეს ბოლო ორი წლის მანძილზე, ხოლო 2012 წელს აშშ-ის საცხოვრებელ სახლებზე მოთხოვნა 27,1%-ით გაიზარდა.