ცხოვრება პროგნოზირებულზე სწრაფად ძვირდება

რედაქციისგან 

      აშშ-ის მთავარი ეკონომიკური ინდიკატორები 2010 წლის ოქტომბრის მონაცემებით გაიზარდა 0,5%-ით, ასეთი მონაცემი გამოქვეყნდა კვლევითი ორგანიზაციის ჩონფერენცე Bოარდ-ის მოხსენებაში. ერთი თვის წინ ეს მაჩვენებელი, დაზუსტებული მონაცემით ასევე 0,5%-ით იყო გაზრდილი და არა 0,3%-ით, როგორც ადრე იუწყებოდნენ. 

      აშშ-ის შრომის სამინისტროს მონაცემებით, სამომხმარებლო ფასები 2010 წლის ოქტომბერში წინა თვესთან შედარებით 0,2%-ით გაიზარდა, ანალიტიკოსები ვარაუდობდნენ, რომ ზრდის მაჩვენებელი 0,4% იქნებოდა. წლური გამოთვლით მიმდინარე წლის ოქტომბერში სამომხმარებლო ფასები 1,2%-ით არის გაზრდილი. საბაზისო სამომხმარებლო ინდექსი (ენერგომატარებლებისა და კვების პროდუქტების ფასების გამოკლებით) თვიური გამოთვლით, ოქტომბერში არ შეცვლილა, ხოლო მას თუ 2009 წლის ანალოგიურ პერიოდს შევადარებთ 0,6%-იანი ზრდაა დაფიქსირებული. 
      შრომის სამინისტროს მონაცემებითვე, აშშ-ში სამრეწველო ფასები მიმდინარე წლის ოქტომბერში წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 0,4%-ით. ანალიტიკოსები აკეთებდნენ პროგნოზს, რომ მოცემული მაჩვენებელი თვიური გამოთვლით გაიზრდებოდა 0,8%-ით. 2010 წლის სექტრემბერში თვიური გამოთვლით, მწარმოებელთა ფასების ინდექსი 0,4%-ით გაიზარდა. სამრეწველო ფასები კვების პროდუქტებისა და ენერგომატარებლების ფასების გამოკლებით აშშ-ში ოქტომბერში წინა თვესთან შედარებით დაკლებულია 0,6%-ით, მიმდინარე წლის სექტემბერში ეს მაჩვენებელი თვიური გამოთვლით გაზრდილია 0,1%-ით. 
      აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის მონაცემებით, 2010 წლის ოქტომბერში სამრეწველო წარმოების მოცულობა წინა თვესთან შედარებით არ შეცვლილა. ანალიტიკოსებს იმედი ჰქონდათ, რომ ეს მაჩვენებელი 0,3%-ით მოიმატებდა, ხოლო მას თუ გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს შევადარებთ, ვნახავთ, რომ 5,3%-იანი ზრდა ფიქსირდება. 
      გამოყენებული სიმძლავრეების კოეფიციენტი მიმდინარე წლის ოქტომბერში წინა თვესთან შედარებით არ შეცვლილა და ისევ 74,8% შეადგინა. ერთი წლით ადრე კი ეს მაჩვენებელი 70,7%-ის ნიშნულზე იყო. 
      აშშ-ის ვაჭრობის სამინისტროს მონაცემებით, საცალო გაყიდვის მოცულობა ქვეყანაში 2010 წლის ოქტომბერში წინა თვის მაჩვენებელთან შედარებით გაზრიდლია 1,2%-ით 373,1 მილარდ დოლარამდე, ანალიტიკოსები ფიქრობდნენ, რომ ზრდა 0,7%-იანი იქნებოდა. ამ მაჩვენებელს გასული წლის ანალოგიურ პერიოდს თუ შევადარებთ, ვნახავთ, რომ საცალო გაყიდვების მოცულობა თვიური გამოთვლით, გადასინჯული მონაცემებით, გაზრდილია 0,7%-ით და არა 0,6%-ით, როგორც ამას ადრე იუწყებოდნენ. 
      აშშ-ის შრომის სამინისტროს მონაცემებითვე, წარმოებული საქონლის მარაგები – მაკომპლექტებლები და ნახევარფაბრიკატები ქვეყნის საწყობებში, მიმდინარე წლის სექტემბერში აგვისტოსთან შედარებით გაზრდილია 0,9%-ით. წლიური გამოთვლით, ეს მაჩვენებელი გაზრიდლია 6,3%-ით. 
      ამერიკული საწარმოების გაყიდვები სექტემბერში წინა თვესთან შედარებით 0,5%-ით გაიზარდა, ხოლო გასული წლის სექტემბერთან შედარებით 8,9%-ით. 2010 წლის აგვისტოში საწარმოო საქონლის მარაგები – მაკომპლექტებლები და ნახევარფაბრიკატები – აშშ-ის საწყობებში, გადასინჯული მონაცემების თანახმად, 0,9%-ით არის მომატებული თვიური გამოთვლით (ადრე იუწყებოდნენ, რომ ეს მაჩვენებელი 0,6% იყო). 
      აშშ-ში ახალი სახლების მშენებელობა მიმდინარე წლის სექტემბერში წინა თვესთან შედარებით 11,7%-ით შემცირდა 519 ათას ერთეულამდე. ასეთი მონაცმები აშშ-ის ვაჭრობის სამინისტრომ გამოაქვეყნა. ექსპერტები პროგნოზს აკეთებდნენ, რომ ეს მაჩვენებელი გასულ თვეებში 590 ათას ერთეულს მიაღწევდა. ოქტომბრის მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შემცირებულია 1,9%-ით. გადასინჯული მონაცმებით, მიმდინარე წლის სექტემბერში აშშ-ში ახალი სახლების მშენებლობის მოცულობამ 588 ათასი ერთეული შეადგინა და არა 610 ათასი, როგორც ადრე იუწყებოდნენ. 
      ახალი სახლების მშენებლობაზე გაცემული ნებართვები ოქტომბერში სექტემბერთან შედარებით 0,5%-ით გაიზარდა 550 ათას ერთეულამდე (SAAR). 2009 წლის ოქტომბერთან შედარებით ახალი სახლების მშენებლობაზე გაცემული ნებართვები შემცირებულია 4%-ით. 
      პირველად სახელმწიფოს უმუშევრობაზე შემწეობისთვის ერთი კვირის განმავლობაში, რომელიც 13 ნოემბერს დასრულდა წინა კვირასთან შედარებით მიმართა 2 ათასი ადამიანით მეტმა და შეადგინა 439 ათასი ადამიანი. ასეთი მონაცემები გამოაქვეყნა აშშ-ის შრომის სამინისტრომ. ანალიტოკოსები ფიქრობდნენ, რომ ეს მაჩვენებელი 440 თასი იქნებოდა. 
      ევროზონა 
      Eurostat-ის საბოლოო მონაცემებით, ევროზონაში სამომხმარებლო ფასები 2010 წლის ოქტომბერში წლიური გამოთვლიღ 1,9%-ით გაიზარდა, რაც დაემთხვა კიდეც ანალიტიკოსების ვარაუდს. წინა თვესთან შედარებით ეს მაჩვენებელი ოქტომბერში 0,4%-ით არის გაზრდილი. მიმდინარე წლის სექტემბერში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით სამომხმარებლო ფასები ევროზონაში გაზრდილია 1,8%-ით. ევროზონის 27 ქვეყანაში სამომხმარებლო ფასები 2010 წლის ოქტომბერში წლიური გამოთვლით 2,3%-ით გაიზარდა, ხოლო თვიურით – 0,3%-ით. 
      ევროკავშირის ქვეყნებში მსუბუქი ავტომობილების გაყიდვების მოცულობა მიმდინარე წლის ოქტომბერში გასული წლის ოქტომბერთან შედარებით შემცირდა 16,6%-ით და 1 მილიონ 27 ათასი მანქანა შეადგინა, თანაც 2010 წლის 10 თვის განმავლობაში გაყიდვების მაჩვენებელი შემცირდა 5,5%-ით გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 11 მილიონი 279 ათასი 542 მანქანა შეადგინა. ეს ინფორმაცია ავტომწარმოებელთა ევროპული ასოციაციის ანგარიშში გამოქვეყნდა (ACEA). 
      Eurostat-ის მონაცემებით, 2010 წლის სექტემბერში ევროზონის სავაჭრო ბალანსის პროფიციტმა 2,9 მილიარდი ევრო შეადგინა. ანალიტიკოსები ვარაუდობდნენ, რომ სავაჭრო ბალანსის პროფიციტი 0,1 მილიარდ ევროს შეადგენდა, ხოლო აგვსიტოში გადასინჯული მონაცემების თანახმად, სავაჭრო ბალანსის დეფიციტმა 5 მილიარდი ევრო შეადგინა. ადრე ვარაუდობდნენ, რომ დეფიციტი 4,3 მილიარდი იქნებოდა. 2009 წლის სექტემბერში ევროზონის სავაჭრო ბალანსის პროფიციტმა 1,4 მილიარდი ევრო შეადგინა. ევროზონაში შემავალი 16 სახელმწიფოს ექსპორტის მოცულობა  სექტემბერში წლიური გამოთვლით 22%-ით გაიზარდა, ხოლო იმპორტისა – 21%-ით. თვიური გამოთვლით, სეზონური კორექტირებების გათვალისწინებით, ევროზონის ექსპორტი სექტემბერში 0,6%-ით გაიზარდა, ხოლო იმპორტი 2,5%-ით შემცირდა. ევროკავშირის 27 ქვეყანაში სავაჭრო ბალანსის დეფიციტმა წინასწარი მონაცემებით, 11,7 მილიარდი ევრო შეადგინა, მაშინ, როცა 2009 წლის სექტემბერში დეფიციტი 10,5 მილიარდ ევროს შეადგენდა. ამასთან, 2010 წლის სექტემბერში 2009 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით ევროკავშირის 27 ქვეყნის ექსპორტი 27%-ით გაიზარდა, ხოლო იმპორტმა 26%-ით მოიმატა. თვიური გამოთვლით, სეზონური კორექტირებების გათვალისწინებით, ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტი სექტემბერში 0,7%-ით გაიზარდა, ხოლო იმპორტი 1,5%-ით შემცირდა. 
      გერმანია 
      გერმანიის ფედერალური სტატისტიკური სამსახურის მონაცემებით, ქვეყანაში სამრეწველო ფასები 2010 წლის ოქტომბერში სექტემბერთან შედარებით 0,4%-ით გაიზარდა. ანალიტიკოსები ვარაუდობნენ, რომ ეს მაჩვენებელი თვიური გამოთვლით 0,3%-ით გაიზრდებოდა. წინა წლის ანალოგიურ პეროდთან შედარებით გერმანიაში სამრეწველო ფასები გაზრდილია 4,3%-ით. მიმდინარე წლის სექტემბერში კი ეს მაჩვენებელი, თვიური გამოთვლით, დაზუსტებული მონაცემებით, გაზრდილია 0,3%-ით, ხოლო წლიურით – 3,9%-ით. 
      ეკონომიკური კვლევითი ცენტრის ZEW-ის მონაცემებით, გერმანიაში საქმიანი მოლოდინის ინდექსმა 2010 წლის ნოემბერში შეადგინა 1,8 პუნქტი წინა თვის 7,2 პუნქტის წინააღმდეგ. ანალიტიკოსები თავიანთ პროგნოზებში ბევრად ოპტიმისტები იყვენენ და 6 პუნქტს ვარაუდობდნენ. გერმანიაში მიმდინარე ეკონომიკური პირობების ინდექსმა ნოემბერში 81,5 პუნქტი შეადგინა გასული თვის 72,6 პუნქტის საპირისპიროდ, როცა 75,0 პუნქტს პროგნოზირებდნენ. 
      საფრანგეთი 
      საფრანგეთის სამთავრობო მოხსენების თანახმად, საგდამხდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშმა, სეზონური ცვლილებების გათვალისწინებით, 2010 წლის სექტემბერში შეადგინა 4,4 მილიარდი ევრო. აგვისტოში საფრანგეთის საგადამხდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, გადასინჯული მონაცემებით, იყო 4,3 მილიარდი ევრო (ადრე იუწყებოდნენ, რომ დეფიციტი 4 მილიარდ ევროს შეადგენდა). 
      2009 წლიდან ევროზონის ბიუჯეტის დეფიციტი გასამმაგდა 
      ბიუჯეტის დეფიციტის პრობლემა, რომელსაც ევროზონის პერიფერიული სახელმწიფოები მწვავედ განიცდიან, მთელ რეგიონს აშფოთებს. ვეროს მიმოქცევის ზონაში შემავალი ქვეყნების ბოლო ექვსი ათეული წლის მანძილზე ყველაზე ღრმა კრიზისიდან გამოყვანის მცდელობა ფულადი სახსრების უმსხვილესი მასშტაბით შედინებაში გამოიხატა, სასწრაფო დახმარების ფარგლებში, რაც შეუძლებელი იყო არ ასახულიყო ცალკე აღებული სახლემწიფოების ბიუჯეტებზე, როგორც ევროზონის, ისე მთლიანობაში. ამის შედეგად, ევროს მიმოქცევის ზონაში შემავალი ქვეყნებისთვის დაწესებული ბიუჯეტის დეფიციტის 3%-იან ლიმიტს 2009 წელს ორჯერ აღემატება. 
      ლუქსემბურგში ევროპულმა სტატისტიკურმა ბიურომ გამოაცხადა მონაცემები, რომლის მიხედვითაც, ევროზონის 2009 წლის ვალი გასამმაგდა 2008 წელთან შედარებით. 2009 წლის შედეგების მიხედვით, ევროზონის ბიუჯეტის დეფიციტი რეგიონის მშპ-ის 6,3%-ს შეადგენს. მსგავსი სურათი ევროზონის არსებობის ისტორიაში, ანუ 1999 წლიდან მოყოლებული ჯერ არ დაფიქსირებულა. სტატისტიკამ ასევე აჩვენა, რომ საბერძნეთი, რომელიც ევროპაში გაჩენილი სუვერენული ვალის კრიზისში მთავარი დამნაშავეა, უფრო მეტად არის ვალებში ჩაფლული, ვიდრე ადრე ეგონათ. საბერძნეთის ბიუჯეტის დეფიციტი გადაისინჯა და ის უფრო მაღალი აღმოჩნდა – 13,6%-დან 15,4%-მდე. საბერძნეთის შემდეგ ყველაზე დიდი ბიუჯეტის დეფიციტი 2009 წელს ირლანდიას აქვს – მშპ-ის 14,4%. 
      ბიუჯეტის დეფიციტის მნიშვნელოვანი ზრდა ევროზონაში სავალე ტვირთის ზრდასაც ნიშნავს. კერძოდ, 2009 წელს ევროზონის სახელმწიფო ვალი მთლიანობაში გაიზარდა 2008 წლის 69,8%-დან 79,2%-მდე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გადაილახა 60%-იანი ლიმიტი, რომელიც დაწესებული იყო ევროზონისთვის. ამასთან ერთად, ვალის ტვირთი იზრდება არა მხოლოდ ევროს მიმოქცევის ზონაში, არამედ მთელი ევროპის მასშტაბით. გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, ბიუჯეტის დეფიციტის პირობებში, რომელიც ევროკავშირის 27 ქვეყნის მშპ-ის 6,8%-ს შეადგენს, ერთობლივი სახელმწიფო ვალი ერთობლივი მშპ-ის 74%-ს შეადგენს. კანონის თანახმად, იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებთაც ლიმიტით დაშვებულ ბიუჯეტის დეფიციტსა და სახელმწიფო ვალს აჭარბებენ, შეიძლება გამოყენებულ იქნას ეკონომიკური სანქციები, მაგრამ მსგავსი პრეცენდენტი ჯერ არ ყოფილა. 
      ევროპაში ფასები პროგნოზირებულზე სწრაფად იზრდება 
      ევროპაში ცხოვრება ძვირდება. ეს სხვადასხვა დოზით შეეხება ევროზონასა და დიდ ბრიტანეთს. თუმცა, ევროსა და ფუნტი სტერლინგის მიმოქცევის ზონაში ყოველთვიურ გამოხატულებაში ფასების ზრდაში განსხვავება უმნიშვნელოა. განსხვავება წლიურ გამოხატულებაში უფრო თვალშისაცემია. 
      ევროს მიმოქცევის ზონაში ოქტომბერში დაფიქსირებული სამომხმარებლო ფასების ზრდა ყველაზე შთამბეჭდავი იყო ბოლო ორი წლის მანძილზე. ლუქსემბურგში ევროპული სტატისტიკური ბიუროს მონაცემებით, სამომხმარებლო ფასების ინდექსი (CPI) მიმდინარე წლის ოქტომბერში სექტემბერთან შედარებით 0,4%-ით გაიზარდა, მაშინ, როცა მოსალოდნელი იყო 0,3%-იანი ზრდა, ხოლო წლური შეფასებით გაზრდილია 1,9%-ით. სამომხმარებლო ფასების ინდექსი, რომელიც არ შეიცავს ენერგომატარებლებსა და კვების პროდუქტებს, (Core CPI) ასევე გაიზარდა 1,1%-ით, როცა წლიური გამოთვლით, 1,0%-იან ზრდას ვარაუდობდნენ. ექსპერტები ფიქრობენ, რომ ინფლაციური ზეწოლის გაძლიერებას, პირველ რიგში, ნავთობის ფასების ზრდა იწვევს. 
      მხოლოდ ბოლო ორი თვის განმავლობაში ნავთობი 12%-ით გაძვირდა. თუმცა, ევროპის ცენტრალური ბანკის პროგნოზით, ევროს მიმოქცევის ზონაში ინფლაციური წნეხი ზომიერი იქნება. ნათელია, რომ მოსალოდნელი ზომიერი ინფლაცია ჯერ ევროპის ცენტრალური ბანკის მმართველი საბჭოს წევრების შეშფოთებას არ იწვევს და ნოემბრის დასაწყისში საბაზისო განაკვეთი არ შეუცვლიათ, იგი სარეკორდოდ დაბალ ნიშნულზე, 1%-ზე დატოვეს. ევროპის ცენტრალური ბანკის მხარდაჭერა ევროპელი მრეწველებისთვის აუცილებელია. რამდენადაც, სანავთობე კოტირებებისგან გამოწვეული ხარჯვის ზრდა წარმოებაში ინვესტიციებს ზღუდავს, რაც ევროპული ეკონომიკის მდგრადი აღდგენის პროცესის რისკებს ზრდის. 
      ინფლაცია პროგნოზს წინ უსწრებს დიდ ბრიტანეთშიც, რის შესახებაც გააკეთა მოხსენება ლონდონის სტატისტიკურმა ბიურომ. სამომხმარებლო ფასების ინდექსი (CPI) ოქტომბერში სექტემბერთან შედარებით 0,3%-ით გაიზარდა (მოსალოდნელი იყო 0,2%-იანი ზრდა), ხოლო წლიური გამოთვლითY- 3,2%-ით (მოსალოდნელი იყო 0,2%-იანი ზრდა). სამომხმარებო ფასების ინდექსი წლიურ გამოთვლაში, რომელიც არ ითვალისწინებს ენერგომატარებლებსა და კვების პროდუქტებს (ჩორე ჩPI), პროგნოზირებულზე მეტად გაიზარდა – 2,7% (2,6%-ის წინააღმდეგ). ამავე დროს, ოქტომბერში საცალო ფასების ზრდა სექტემბერთან შედარებით მოსალოდნელზე დაბალი აღმოჩნდა: საცალო ფასების ინდექსი (ღPI) 0,2%-ით გაიზარდა, მოსალოდნელი 0,3%-ის საწინააღმდეგოდ და წლიურ გამოხატულებაში 4,5% მოსალოდნელი +4,6%-ის საწინააღმდეგოდ. აქაც, ექსპერტები აცხადებენ, რომ სამომხმარებლო ფასების ზრდის სტიმულირება ნავთოპროდუქტების ფასებმა მოახდინა. 
      ინფლაციის მოსალოდნელზე მაღალი ზრდა ბრიტანეთის ცენტრალური ბანკის მეთაურისთვის მოულოდნელობა არ ყოფილა. მიმდინარე წლის თებერვლიდან, ინფლაციის დონე ბრიტანეთის მონეტარული ხელისუფლების მიერ დაწესებულ 3%-იან ზღვარს აჭარბებს. სწორედ იმის გამო, რომ წლიურ გამოხატულებაში ოქტომბრის ინფლაციამ ამ 3%-იან ბარიერს გადააჭარბა, ცენტრალური ბანკის მეთაურმა დიდი ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრს განმარტებითი ბარათი მისწერა. 
      “როგორც სჩანს, ინფლაციის მაჩვენებელი მომავალ 2011 წელსაც აწეული დარჩება” – ნათქვამია განმარტებით წერილში. “კომიტეტი მზად არის პოლიტიკის კორექტირება მოახდინოს ნებისმიერი მიმართულებით, რათა საშუალოვადიან პერსპექტივაში ინფლაცია 2%-ის ფარგლებში დაბალანსდეს” – ასე არწმუნებდა მერვინ კინგი თავის წერილში დიდი ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრს.