ენერგეტიკის მდგრადი განვითარების რეგულირების პრინციპები
დემურ ჩომახიძე
მონოგრაფიაში მსოფლიო გამოცდილების საფუძველზე, გაშუქებულია ენერგეტიკის სახელმწიფო რეგულირების არსი, პრინციპები, ამოცანები, მისი სტრატეგიული მიზნები და გავლენა ქვეყნის მაკროეკონომიკურ პარამეტრებზე, ეფექტიანი რეგულირების საფუძვლები ფასწარმოქმნასა და ლიცენზირებაში.
ამ თვალსაზრისით გაანგარიშებულია საქართველოში ენერგეტიკის რეგულირების 15-წლიანი გამოცდილება და მიღწეული შედეგები, გამოთქმულია მოსაზრებები მისი სრულყოფისათვის და სხვ.
განკუთვნილია მკითხველთა ფართო წრისათვის: სამეცნიერო და პრაქტიკოსი მოღვაწეებისათვის, უმაღლეს სასწავლებელთა პროფესორ-მასწავლებლებისათვის და სტუდენტებისათვის. იგი სასარგებლო იქნება ქვეყნის საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებაში დასაქმებულებისათვის, ყველასთვის, ვინც ამ პრობლემით არის დაინტერესებული.