ბალერინა და დემონი
მოამზადა თამუნა ვაშაკიძემ
ოცი წლის წინ იმედის მომცემმა ქართველმა გოგონამ მოსკოვის ქორეოგრაფიული სასწავლებელი დაამთავრა. დღეს მსოფლიოში სახელგანთქმული ნინო ანანიაშვილი შემოქმედებით იუბილეს აღნიშნავს და წარმატებებსაც აღწევს. მალე მოსკოვში მისი მონაწილეობით ახალი ბალეტის პრემიერა შედგება.
როცა საბალეტო სკოლიდან თეატრში მივედი, პირველი რვა წელი, ძირითადად, სხვის მაგივრად, ან ვიღაცის უეცარი ავადმყოფობის გამო ვცეკვავდი. თეატრში პატარა პრობლემები შემექმნა და ახალი ჰორიზონტების დაპყრობა გადავწყვიტე. დიდ თეატრთან კავშირის გაუწყვეტლად შევძელი საოცარ სამყაროში კარის შეღება. ეს 1988 წელს მოხდა. დღეს ჩემი მუშაობის სურვილი და შესაძლებლობები ერთმანეთს ემთხვევა.
ნინო, არც ისე დიდი ხნის წინ თქვენი მორიგი პრემიერა ამერიკის ბალეტის თეატრში შედგა. რომელ სცენაზე გამოდიხართ, როგორც “ყოველთვის მიწვეული ვარსკვლავი?
ამერიკაში უკვე “მიწვეულს?? აღარ მეძახიან, მე უფრო ამ ჯგუფის სისტემატური მოცეკვავე ვარ, რადგან უკვე რვა წელია ამ ქვეყნის ბალეტის თეატრთან ერთად გამოვდივარ. ამჯერად ცნობილ ქორეოგრაფ, მარკ მორისთან ერთად ვმუშაობ, მის ერთმოქმედებიან ბალეტზე – “გონგი??. ეს სრულიად თანამედროვე ოპუსია კლასიკური ბალერინებისათვის – “დამსხვრეული პლასტიკა??; შორეულ-აფრიკული მუსიკა; ხუთი სოლისტი, ყველა-ვარსკვლავი: სიუზენ ჯაფფი, ამანდა მაკკეროუ, ჯულია კენტი და ეშლი ტატლი.
რეცენზენტები ამტკიცებენ, რომ მორისმა მინი-რევოლუცია მოახდინა: კორდებალეტისთვის უპირატესობის მინიჭებით, ბალეტის პრიმადონების თავმოყვარეობა გააზრებულად შელახა და ყველა სოლისტი ჩრდილში მოაქცია.
გარკვეულ ეტაპზე ეს ასეც არის. ის ამბობდა – “დაე, ჩემს ბალეტებში კორდებალეტის გოგონებმა თავი დედოფლებად იგრძნონ??, მე ეს არ ამაღელვებს. ჩემთვის გასაგებია, რომ მორისი გარკვეულ მხატვრულ ამოცანებს წყვეტს, მას არაჩვეულებრივად საინტერესოდ აქვს გაკეთებული მასობრივი საშემსრულებლო სცენური “გაყრები??.
საერთოდ, ყველა ქორეოგრაფი, მათ შორის, ჯორჯ ბალანჩინიც ამბობდა, რომ ის ვარსკვლავებს არ ქმნის. არადა, ჯგუფში სულ ვარსკვლავები ჰყავდა. კორდებალეტის ცეკვები იმდენად რთული იყო, რომ მისი შესრულების შემდეგ ძნელი არ არის ნებისმიერი გოგონას სოლისტად ქცევა.
თქვენ მოსკოვში პრემიერისთვის ემზადებით, სადაც დაიდგმება ბალეტი, “ლეია? რუსი ებრაელის ან-სკოვის მისტიკური პიესის “დიბუკის? მიხედვით. საიდან გაქვთ კაბალესა და ხასიდური ლეგენდების ინტერესი?
სპექტაკლის დადგმის იდეა “დიბუკის?? მიხედვით ქორეოგრაფ, ალექსი რატმანსკის ეკუთვნის. ეს ბრწყინვალე პიესაა, რომლის მთავარი იდეა – პიროვნების გაორებაა, როცა ერთ ადამიანში ორი არსია და ეს პლასტიკით უნდა გადმოსცე. აქ, უბრალოდ, მოცეკვავის პროფესიონალიზმის გამოწვევაა! როცა ჩემს გმირში სახლდება დემონი-დიბუკი, პიესაში ის იწყებს მამაკაცის ხმით ლაპარაკს. ცეკვაში კი მე მამაკაცური, ძლიერი ელემენტები მიჩნდება. ალექსეი რატმანსკიმ კაბალთან დაკავშირებული სცენები მშვენივრად გააკეთა, რაც გასაგები მიზეზების გამო, არც ისე ადვილია. მეკითხებიან – ნუთუ შესაძლებელია კაბალისტური გამოანგარიშებებით ცეკვა? ის, ვინც ებრაულ რელიგიას და მისტიკას ოდნავ მაინც იცნობს, პიესას ადვილად შეაფასებს, დანარჩენები მიხვდებიან. ბალანჩინი მართალს ამბობდა – “ბალეტს არ სჭირდება ყველაფრის დაღეჭვა და პირში ჩადება??.
რა თქმა უნდა, ჩვენი ბალეტი თეატრისთვის შექმნილ ვახტანგოვის ცნობილ სპექტაკლს, “გადიმას?? არ ჰგავს, რომელშიც კოსტიუმები მოქმედების ადგილს და ეპოქას მიგვანიშნებენ: რუსეთის დასავლეთით, XIX-XX საუკუნეების ებრაული ადგილის საზღვარს.
იგივე თემის დასადგმელად რატომ არ დაესესხეთ ბეჟარის და რობინსის ცნობილ ბალეტებს?
სამწუხაროდ, მე ეს სპექტაკლები არ მინახავს, მაგრამ ბეჟარს ბალეტი სულ სხვა მუსიკაზე აქვს დადგმული, რობინსის ბალეტმა კი წარმატება ვერ მოიპოვა. ლეონარდ ბერნშტაინის მუსიკა, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ, სპეციალურად რობინსის “დიბუკისთვის?? არის დაწერილი. ამის გამო საავტორო უფლებებთან დაკავშირებით პრობლემები გვქონდა. ჩვენ არ შეგვეძლო იგივე სახელი გვეწოდებინა ბალეტისთვის, ამიტომ მას მთავარი გმირის სახელი – “ლეია?? ეწოდა.
ზემოთ აღნიშნულ მუსიკაზე იმედს არავინ ამყარებდა. საავტორო უფლებების მემკვიდრეებთან მოლაპარაკება ძალიან ძნელი იყო. ბოლოს, დავმეგობრდით – ჩემმა რეპუტაციამ გაჭრა (იცინის). რუსეთში ბერნსტაინი არასოდეს დაუკრავთ, ჩვენ ნოტებსაც კი ვერ ვპოულობდით. ბალეტი ცოცხალი ორკესტრით, მომღერლების თანხლებით შესრულდება. ორკესტრს სერგეი სტადლერი უდირიჟორებს.
საიუბილეოდ, მშობლიურ, დიდ თეატრში რას ისახავთ მიზნად?
თეატრის დირექციას საბთ-ში საიუბილეო საღამოს ჩატარება შევთავაზე და თანხმობა მივიღე. ვაპირებდი, “რაიმონდის?? და “გედების ტბის?? ცეკვას და კიდევ – ბალანჩინის სპექტაკლის, “სიმფონია დო-მაჟორის?? ჩვენებას. ეს ბალეტი ცოტა ხნის წინ აფიშაში იყო, მაგრამ ბალეტის ხელმძღვანელობამ ვერ შეძლო რეპეტიციისთვის კორდებალეტიდან მოცეკვავეების გამოყოფა. საბოლოოდ, გადაწყდა – პირველი მოქმედება “დონ კიხოტი?? იქნება, შემდეგ ცოტა პა-დე-დე, რომელსაც მე და ამერიკიდან მოწვეული ვარსკვლავები ვიცეკვებთ. ჩამოვლენ – პალომა ერერა, ხოსე-მანუელ კარრენო, ჯუზეპპე პიკონე და მესამე მოქმედებაში შესრულდება – რატმანსკის ბალეტი “სიზმრები იაპონიაზე??. ძალზე სამწუხაროა, რომ ბალანჩინის ბალეტები: “სიმფონია?? “მოცარტიანა?? და “ცეცხლი?? თეატრში არ სრულდება. თუმცა, მათ დადგმაზე ძალიან ბევრი ძალისხმევა იქნა გაწეული.
ამბობენ, რომ ყოფილ სამხატვრო ხელმძღვანელთან, გენადი როჟდესტვენსკისთან ურთიერთობის გაწყვეტის შემდეგ თქვენ ბალანჩინის ბალეტების შესრულებაზე მოითხოვეთ უფლება…
სიცრუეა! მე არც არავისთან არ მქონია კონფლიქტი და არც არაფერს ვითხოვდი.
მაშინ აფიშაზე ბალანჩინი რატომ არ არის?
ეს შეგიძლიათ, დიდი თეატრის ბალეტის ხელმძღვანელობას ჰკითხოთ. ალბათ, თვლიან, რომ ბალანჩინი ჩვენ არ გვჭირდება.
მიმდინარე რეპერტუარის სპექტაკლების დროს, სცენაზე თუ გამოჩნდებით და რას გააკეთებთ იუბილეს შემდეგ?
გამოსვლების განსაზღვრულ რიცხვებზე თეატრთან ხელი მაქვს მოწერილი, მაგრამ არ ვიცი, ეს როდის იქნება. ჯერჯერობით, ცნობილი მხოლოდ ის არის, რომ იანვარში ვიცეკვებ “მაკნატუნას??. ჩემი სეზონი მთლიანად დაგეგმილია. თებერვალში ვაშინგტონში მაქვს გამოსვლა, ვცეკვავ “კორსარს?? და “გედების ტბას??. შემდეგი გასტროლები ისრაელში და ამერიკაში მექნება. აბთ-ში ახალი ბალეტების რეპეტიციებს გავივლი, რომელსაც ქორეოგრაფი, ჯეიმს კუდელკა დგამს. და კიდევ, ეშტონის “ამაო სიფრთხილეს?? ვიცეკვებ.
“ამაო სიფრთხილეს? ამერიკაში შეასრულებთ, და არა მოსკოვში ან საბთ-ში. ამ ბალლეტს კიდევ სად დგამენ?
აქ ჩემთვის არაფერი შემოუთავაზებიათ.
ნინო, ჩემი აზრით, სასწრაფოდ უნდა დაიდგას ბალეტი “დემონი??, სადაც თქვენ თამარს იცეკვებთ. როლი თითქოს სპეციალურად თქვენთვის არის შექმნილი, რასაც თქვენს სამშობლოში, საქართველოში, დიდი სიხარულით შეხვდებიან.
როცა ამერიკელი ქორეოგრაფი, ბენ სტივენსონი თბილისში ჩამოვიდა, ის გაოგნდა იმით, რომ საქართველოს ისტორიაში ქალებს მნიშვნელოვანი როლი უჭირავთ – წმინდა ნინო, რომელმაც საქართველოში ქრისტიანობა შემოიტანა; ქეთევან-წამებული; თამარ მეფე. მან მითხრა – სცენარი მომეცით და მე ამ თემაზე ბალეტს დავდგამო. ჩვენ ავღელდით – როგორ შეიძლება ამის თამაში? ეს ხომ უდიდეს პასუხისმგებლობას მოითხოვს. რომ არ გამოვიდეს? მაგრამ, საერთოდ, თქვენი იდეა მაცდუნებლად ჟღერს, თუ კი ამ საქმეს ხელს ნიჭიერი ქორეოგრაფი მოჰკიდებს…