ამერიკელი მშენებლების განწყობის ინდექსი 50 პუნქტს ვერ აღწევს
ამერიკელმა მშენებლებმა შეიძლება მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ აშშ-ის ეკონომიკის ზრდაში მიმდინარე წელს. ამერიკული უძრავი ბაზარი მის მიმართ ინტერესს თანდათან იბრუნებს, რამაც შესაძლოა აქტივობის ზრდა გამოიწვიოს სამშენებლო სექტორში. სტატისტიკურმა ინფორმაციამ აჩვენა, რომ თებერვალში ახალი სახლების მშენებლობაზე გაცემული ნებართვები წინა თვესთან შედარებით 4,6%-ით მეტი აღმოჩნდა.
იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ იანვარში 2012 წლის დეკემბერთან შედარებით გაცემულია ახალი სახლების მშენებლობაზე ნებართვების 0,6%-ით ნაკლები, აშკარაა, რომ სახეზეა პირველად საცხოვრებელ სახლებზე მოთხოვნის გაძლიერება. ასეთი მაღალი მოთხოვნა ახალ საცხოვრებელ სახლებზე არ დაფიქსირებული ხუთი წლის მანძილზე. აშშ-ის ვაჭრობის სამინისტროს მონაცემებით, დაკმაყოფილებული ნებართვების რაოდენობა მიმდინარე წლის თებერვალში 946 ათასი შეადგინა, მაშინ როცა იანვარში 904 ათასი გაიცა.
მიუხედავად ამისა, ახალი სახლების მშენებლობების დაწყების სტატისტიკა ჯერ დამაჯერებელი არ არის, გასულ თვეს ახალი სახლების მშენებლობების დაწყება თვიურ გაანგარიშებაში 0,8%-ით გაიზარდა, მაგრამ იანვრის მკვეთრი შემცირების შემდეგ _ 7,3%-ით. აშშ-ის ვაჭრობის სამინისტროს მონაცემებით, ამერიკელმა მშენებლებმა თებერვალში 917 ათასი ახალი სახლის შენება დაიწყეს, ხოლო იანვარში მხოლოდ 890 ათასის. რჩება იმის იმედი, რომ ამ სურათის შექმნაში მცირე როლი არ მიუძღვის ძლიერი ბაზის ეფექტს _ გასული წლის ნოემბერთან შედარებით დეკემბრის იგივე მაჩვენებელი 16,8%-ით არის გაზრდილი და, ალბათ, ისეთივე მაღალი მაჩვენებლის შენარჩუნება რთული გახდა. არსებობს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პოზიტიური ფაქტორი. თებერვლის მაჩვენებელი მიანიშნებს ერთოჯახიანი სახლებზე მოთხოვნის ზრდას, აღნიშნულ თვეს ამ ტიპის 0,5%-ით მეტი სახლის მშენებლობა დაიწყეს ამერიკელმა მშენებლებმა, ვიდრე ერთი თვით ადრე. ერთოჯახიანი ახალი სახლების მშენებლობის დაწყების მსგავსი რაოდენობა (618 ათასი) არ დაფიქსირებულა 2008 წლის ივნისის შემდეგ. თებერვალში წინა თვესთან შედარებით 1,4%-ით მეტ მრავალბინიან სახლსა და თაუნჰაუსს ჩაეყარა საფუძველი. ზედმეტი არ იქნება, აღინიშნოს, რომ 2012 წლის დეკემბერში დაფიქსირდა მსგავსი ტიპის სახლების მშენებლობის მაჩვენებლის ყველაზე დიდი ნახტომი ბოლო 4 წლის განმავლობაში – 365 ათასი ახალი მშენებლობა. ამ მაჩვენებლით შესაძლებელია დავასკვნათ, რომ არენდისთვის განკუთვნილ ბინებზე მოთხოვნა იზრდება.
ისიც უნდა აღინიშნოს, რომ აშშ-ის მთელს ტერიტორიაზე სიტუაცია ერთნაირად არ ვითარდება. ოთხი რეგიონიდან ახალი სახლების მშენებლობის დაწყების ზრდა მხოლოდ ორში გაიზარდა. ამერიკის შუა დასავლეთ ნაწილში ეს მაჩვენებელი 37,5%-ით გაიზარდა, ჩრდილო-აღმოსავლეთში – 18,4%-ით. ამასთან, დასავლეთში ახალი სახლების მშენებლობის მოცულობა 7,2%-ით შემცირდა, ხოლო სამხრეთში – 5,7%-ით.
ხელმისაწვდომმა იპოთეკურმა კრედიტებმა უნდა შეძლონ აშშ-ის უძრავი ქონების ბაზრის აღდგენის მხარდაჭერა. მაგალითად, იპოთეკური კრედიტების საშუალო ღირებულება მარტის ბოლო კვირას 3,63%-ით შემცირდა ერთი წლის წინანდელ 3,92%-თან შედარებით. ”ახალმშენებლობებზე ნებართვების რაოდენობის ზრდა ძალიან სოლიდური და მნიშვნელოვანი სიგნალია. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უმუშევრობის შემცირების ფონზე”, _ ამბობს PNV Financial Services Group Inc.-ის მთავარი ეკონომისტი გას ფაუჩერი.
იმის შესახებ, რომ საცხოვრებელი სახლების მშენებლობა აშშ-ში სტაბილური აღდგენის გზას დაადგა, ისიც მეტყველებს, რომ პირველად შვიდი წლის მანძილზე, გასულ წელს მშპ-ის ზრდის 2,2% სწორედ ახალი სახლების მშენებლობაზე მოდიოდა. წელსაც, უკვე არსებობს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ ეს წვლილი გაიზრდება. Morgan Stanley-ის ანალიტოკოსების შეფასებით, საცხოვრებელი უძრავი ქონების მშენებლობის ზრდის მოცულობამ მიმდინარე წელს შეიძლება 15% შეადგინოს.
თუმცა, მიუხედავად ამისა, ეროვნული ასოციაციის Association of Home Builders/Wells Fargo-ის ექსპერტები მარტის კვლევების საფუძველზე აცხადებენ, რომ ამერიკელ მშენებლებს შორის განწყობა გაუარესდა _ კომპანიის სპეციალისტების მიერ გაანგარიშებული ნდობის ინდექსი თებერვალთან შედარებით 2 პუნქტით შემცირდა 44 პუნქტამდე. ამასთან, თვითონ ფაქტი, რომ მაჩვენებელი 50 პუნქტს არ აჭარბებს, უკვე მეტყველებს იმის შესახებ, რომ რესპოდენტების უმრავლესობა ოპტიმისტურად არ არის განწყობილი და არ სჯერა სექტორში სტაბილური ზრდის. ამაში, ალბათ, უმნიშვნელო როლს არ ასრულებს ისეთი ფაქტორები, როგორიცაა დაკრედიტების გაუარესების მოლოდინი მთლიანად ქვეყანაში და მოწოდების სიმცირე, რაც სამშენებლო კომპანიების დანახარჯებს ზრდის ნედლეულზე. ამასთან, კალიფორნიაში სამშენებლო კომპანიის Ryland-ის პრეზიდენტი აღმასრულებელი დირექტორი ლარი ტ. ნიკოლსონი წლის დასაწყისიდან უამრავ პოზიტიურ სიგნალს ხედავს და დარწმუნებულია, რომ 2013 წელს მშენებლობის მოცულობა გაიზრდება.