მსოფლიო ნახშირორჟანგის გარეშე – ენერგო ეფექტურ რაიონებთან ერთად
დიდი ხანია მსოფლიო ენერგო-ეფექტურობის გაზრდას ცდილობს. განვითარებული ქვეყნები სპეციაური სამოქმედო გეგმებს ადგენენ, თუ როგორ უნდა მოხდეს ნახშირორჟანგის გამოყოფის შემცირება და განახლებად ენერგიაზე ეტაპობრივად გადასვლა. მნიშვნელოვანი შედეგის მისაღწევად აუცილებელია, რომ არა მხოლოდ მთავრობები და მსხვილი კომპანიები ზრუდავდნენ CO2-ს ემისიის შემცირებაზე, არამედ თითოეული ინდივიდი, ენერგიის დაზოგვასა და განახლებადი წყაროების გამოყენებაზე ფიქრი ყოველდღიურ ჩვეულებად უნდა იქცეს.
ექსპერტთა შეფასებით, ენერგო ეფექტურობის უფრო მეტი მაშტაბის მისაღწევად მომავალში, მნიშვნელოვანია, რომ თითოეული მოქალაქის ჩვევები შეიცვალოს ენერგიის მოხმარებასთან მიმართებაში. ე.წ. ენერგორაიონებიAარის მაგალითი, თუ როგორ შეიძლება მარტივად გათბობა-გაგრილების პრობლემის გადაწყვეტა ნაკლები თბოდანახარჯებით, მაშინ როდესაც სისტემური ტექნოლოგიური განახლებები ხდება. CO2-ის ემისიის შესამცირებლად მხოლოდ მთავრობების მცდელობა და მათ მიერ ”ჭუჭყიანი” საწვავის გამოყენების შემცირება არ არის საკმარისი. აუცილებელია რეალურ ცხოვრებაშიც ცვლილებების განხორციელება.
ნახშირორჟანგის გამოყოფის შემცირება, უნდა დაიწყოს მიმდინარე ენერგომოხმარების შემცირებაზე ფიქრით. უნდა შემცირდეს ენერგიის გამოყენება. დღეისათვის საწვავის მხოლოდ 40% გარდაიქმნება ელექტროენერგიად. კვლევები აჩვენებს, რომ ბევრ განვითარებულ ქვეყანაში ენერგიის მხოლოდ ნახევარი აღწევს მომხმარებლებამდე, დანარჩენი ”გზაში” იკარგება.
ნავთობის მიმდინარე ფასების გათვალისწინებით, განვითარებულ ქვეყანაში ეს დაახლოებით 1000 ევროს დანაკარგია ერთ მოქალაქეზე. წიაღისეუოლი საწავავიდან განახლებად ენერგიაზე გადასვლა პრობლემის გადაჭრის მხოლოდ ნაწილია. უფრო დიდი ეფექტის მისაღწევად, საჭიროა ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება, როგორც წიაღისეული საწვავის, ასევე განახლებადი ენერგიის ბაზაზე მომუშავე საწარმოებისათვის.
აუცილებელია ტექნიკური და ტექნოლოგიური ინოვაციების დანერგვა-ათვისება, რომელიც ასევე უწყობს ხელს ენერგოეფექტურობის მიღწევას. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებს მსოფლიო მიაღწიოს მნიშვნელოვან წარმატებას ნახშირორჟანგის გამოყოფის შემცირებასა და კლიმატის დაბინძურებასთან ბრძოლაში.
ენერგოეფექტურ რეგიონებს, რომლებიც ერთდროულად რამდენიმე ენერგოეფექტურ ტექნოლოგიურ ბაზაზე მუშაობს, შეუძლიათ შეამცირონ ნახშირორჟანგის გამოყოფა. მსგავსი რაიონების არსებობა აძლევს საშუალებას ქარხნებს, გამოიყენონ ენერგიის სხვადასხვა წყაროები, მათ შორის განახლებადი ენერგიაც, როგორიცაა ქარი, მზისა და გეოთერმული ენერგია. ნელ-ნელა ენერგოეფექტურმა რეგიონებმა ფართოდ უნდა მოიცვას ყველა კონტინენტი.
ენერგოეფექტურ რეგიონები საშუალებას აძლევს ქარხნებს, მიაღწიონ ენერგოდაზოგვის 90%-ს. მათი ფართო გამოყენება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ქვეყნებისთვის, რომელთათვისაც დღეს ენერგომატარებლების იმპორტი ძალიან ძვირი ჯდება. ენერგოიმპორტიორები კი დიდ დანახარჯებზე რომ არაფერი ვთქვათ, ხშირად ენერგიის ექსპორტიორ ქვეყნებზე ხდებიან გეოპოლიტიკურად დამოკიდებული. ძვირი საწვავის ადგილობრივი განახლებადი ენერგიით ჩანაცვლებით, ენერგოეფექტური რეგიონები ხელს შეუწყობენ ნახშირორჟანგის გამოყოფის შემცირებასაც.
ევროპა უკვე ახდენს თავისი გამოცდილების ექსპორტს ენერგოეფექტურ რეგიონებთან დაკავშირებით, ევროპის ფარგლებს გარეთ. 2030 წლისთვის მსოფლიო მოსახლეობის 60% იცხოვრებს ქალაქში. ქალაქები მოიხმარენ მსოფლიო ენერგომოხმარების 75%-ს. რაც უფრო მეტი ენერგოეფექტური რეგიონი იარსებებს, მით უფრო ადვილი იქნება ამ გამოწვევასთან გამკლავება.
დანიური კომპანია `დანფოსი~, რომლის მუშაობის მთავარ ხაზს ენერგოეფექტურობის მიღწევა წარმოადგენს, ბაზარს სთავაზობს ენერგოეფექტურ ქვესადგურებს, რომლებიც განსაკუთრებით აქტიურად სწორედ ენერგოეფექტურ რეგიონებში გამოიყენება.
მაგალითისათვის, ”დანფოსის” ქვესადგურებია დამონტაჟებული ფინეთის ქალაქ ჰელსინკში, შტოცკმანნ მაღაზიაში. ეს არის ყველაზე დიდი სუპერმარკეტების ქსელი ფინეთში, რომელსაც ყოველ წელს ჰყავს 17 მილიონი მომხმარებელი. აქ განლაგებულია თითქმის ყველა ცნობილი ბრენდის მაღაზია. შენობის ტემპერატურა რეგულირდება კომპანია ”დანფოსის” 7.8 MW ქვესადგურით. როგორც კომპანიის გაყიდვების მენეჯერი ჯუსო ვიტიკაინენი აცხადებს, მათ უკვე დიდი გამოცდილება აქვთ ენერგორაიონების გათბობა-გაგრილების სისტემების წარმოებაში. ”დანფოსმა” ჰელსინკის სავაჭრო ქსლეში რამდენიმე ქვესადგური დაამონტაჟა. კომპანია თავის თავზე იღებს როგორც წარმოებას, ასევე პროდუქციის ადგილამდე მიტანასა და მონტაჟს. კომპანიის წარმომადგენელთა განცხადებით, მსგავსი ტექნოლოგიური ინოვაციები სულ უფრო აქტუალური ხდება და არა მარტო ევროპაში, არამედ მთელ მსოფლიოში.