იენა საფრთხეშია
გასული თვის ერთ-ერთი მთავარ მოვლენად, ალბათ, უნდა მივიჩნიოთ იაპონური იენას, უკვე როგორც ჩანს, არაკონტროლირებადი დასუსტება დოლართან მიმართებაში. წყვილმა მთავარი ფსიქოლოგიური ბარიერი 100-იანი ნიშნული გადალახა. იქმნება შთაბეჭდილება, რომ იაპონურ ვალუტას მუხრუჭებმა უმტყუნა და უკონტროლოდ უფსკრულისკენ მიექანება. ყველაფერი კი შარშან დაიწყო ახალი მთავრობის დეკლარაციით ექსპორტის სტიმულირების აუცილებლობაზე – ფულის მასშტაბური ემისიის და იენის ხელოვნურად დასუსტების მეშვეობით.
მათ ეს პროცესი 2012 წლის ნოემბრიდან დაიწყეს და დღემდე წარმატებით აგრძელებდნენ. ჯამში კი იენა დოლართან მიმართებაში დასუსტდა 25 პროცენტით, რაც წამყვანი ქვეყნის ვალუტისთვის წარმოუდგენელი ვარდნაა. იაპონიის მთავრობის გეგმით, იენა უნდა მიეყვანათ 100 ნიშნულამდე და შემდგომ მოეხდინათ მისი სტაბილიზება.
სწორედ ეს ნიშნული იქნა დაძლეული და ისმის კითხვა – თუ ეს პროცესი მართულია და კონტროლირებადი, რა არის ამაში საგანგაშო?
საქმე იმაშია, რომ ჯერ კიდევ თებერვალში სერიოზულმა ანალიტიკოსებმა და, მათ შორის, ჯორჯ სოროსმა, ამ პოლიტიკის მიმართ გარკვეული სკეპტიციზმი გამოთქვეს. მათი აზრით, ზედმეტმა ფულადმა ემისიამ და მთავრობის ჩარევამ, შესაძლოა, დაარღვიოს ბალანსი ქვეყნის ეკონომიკის სტრუქტურაში და გამოიწვიოს ინვესტიციების მასიური გადინება იაპონიიდან, რაც შესაძლოა იენას არაკონტროლირებად ვარდნაში გადაიზრდოს.
გამოდის, რომ გზაგასაყართან დღეს – რა მიმართულებით განვითარდება იენის მომავალი და ვინ აღმოჩნდება მართალი – იაპონიის მთავრობა თუ სოროსი.
თუ უახლოეს ხანში იენა დასტაბილურდება 100 ნიშნულის ფარგლებში – მთავრობის პოლიტიკა აღმოჩნდება მართალი, ხოლო თუ ვარდნა შეუქცევად პროცესად გადაიქცევა – მაშინ სოროსის მიერ გამოთქმული წინასწარმეტყველება კიდევ ერთხელ გამართლდება კატასტროფიული შედეგებით.
მომზადებულია კომპანია ”Admiral Markets” ანალიტიკური ჯგუფის მიერ
Admiral Markets