”პროკრედიტ ბანკში” აგროსესხებზე აქტიურობენ
”საქართველოს ბანკის” შემდეგ სესხებზე მოთხოვნის გააქტიურებაზე საუბრობენ ”პროკრედიტ ბანკშიც”. ”პროკრედიტ ბანკში” აცხადებენ, რომ ბიზნეს-სესხებზე მოთხოვნა სტაბილურია, თუმცა, განსაკუთრებული აქტივობა აგრო სექტორში შეიმჩნევა. რაც შეეხება საპროცენტო განაკვეთებს, ბანკის ცნობით, ცვლილება არ მომხდარა და დღესდღეობით ”პროკრედიტ ბანკის” საპროცენტო განაკვეთები ბაზარზე არსებულ განაკვეთებთან მიმართებაში კონკურენტუნარიანია.