განახლებადი და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების გამოფენა

მაკა ღანიაშვილი

ენერგოეფექტურობა დღითიდღე უფრო აქტუალური ხდება მსოფლიოში, რაც გამოწვეულია ენერგო რესურსებზე მზარდი ფასებით, ეკოლოგიური პრობლემებით და შეზღუდული ენერგორესურსებით. ეტაპობრივად თბოიზოლაციის, გათბობისა და განათების სისტემების გაუმჯობესებით და ძველი საყოფაცხოვრებო ტექნიკის ახალი, ენერგოეფექტური მოდელებით ჩანაცვლებით, შესაძლებელია, კომუნალური გადასახადებისა და გარმოზე ნეგატიური გავლენის შემცირება. ამიტომაც, მოსახლეობაში მსგავსი ტექნოლოგიის პოპულარიზაციას და სამშენებლო პროცესში დანერგვას დიდი მნიშვნელობა ენიჭება მთლიანად ქვეყნისათვის.

24 ივნისს საქართველოში, ისევე როგორც მთელ ევროპაში, მდგრადი ენერგეტიკის ყოველწლიური კვირეული დაიწყო, რომელიც 28 ივნისამდე გაგრძელდა.

კვირეულის ორგანიზატორები ევროპის მასშტაბით ევროკომისიის მთავარი დირექტორატი ენერგეტიკის დარგში, კონკურენტუნარიანობისა და ინოვაციების ევროპული სააგენტო, სხვა ევროპული ინსიტიტუტები, ენერგეტიკის სფეროში მოღვაწე ცნობილი სახელმწიფო ორგანიზაციები და კერძო კომპანიები არიან.
ყოველწლიური კვირეულის მიზანია, საზოგადოების სხვადასხვა ფენას შეახსენოს განახლებადი ენერგეტიკისა და ენერგოეფექტურობის როგორც გლობალური, ასევე, ლოკალური ეკოლოგიური, სოციალური და ეკონომიკური პრობლემების შერბილების პოტენციალი. საქართველოში ეს ღონისძიებები 2010 წლიდან ტარდება, როდესაც ”ენერგო ეფექტურობის ცენტრი” თანამოაზრეებთან ერთად, ენერგეტიკული დღის ჩატარების ინიციატორი გახდა. მას შემდეგ, მდგრადი ენერგეტიკის დღეები საქართველოში ყოველწლიურად აღინიშნება.

როგორც ”ენერგოეფექტურობის ცენტრ საქართველოში~ აცხადებენ: `ჩვენი კავშირი, ”BP საქართველო” და მისი პარტნიორების მიერ დაფინანსებული პროექტის _ ”განახლებადი ენერგიის და ენერგოეფექტური პროექტები საქართველოს თემებისთვის” და ევრო კომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის _ ”მერების შეთანხმების გაძლიერების მოდელი საქართველოსა და უკრაინისთვის: სამოდელო გადაწყვეტილებები აღმოსავლეთ პარტნიორობის და ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის” ფარგლებში, ვუერთდებით ევროკავშირის ინიციატივას, მონაწილეობას ვიღებთ ევროპის მდგრადი ენერგეტიკის კვირეულში და ორგანიზებას ვუკეთებთ საქართველოს მდგრადი ენერგეტიკის აღნიშნული კვირეულის ფარგლებში დაგეგმილ სხვადასხვა ღონისძიებებს, რომელთა მხარდამჭერები საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო, თბილისის იუსტიციის სახლი, თბილისის სატრანსპორტო კომპანია, თბილისის მერია, თვითმართველი ქალაქი რუსთავი, გორის მუნიციპალიტეტი, თბილისი ბოულინგ ცენტრალი და ჰიპერმარკეტი ”გუდვილი” არიან”.

კვირეულის ფარგლებში დაგეგმილ სხვა ღონისძიებებთან ერთად 24-25 ივნისს გაიმართა განახლებადი და ენერგოეფექტური ტექნოლოგიური გამოფენა, რომელზეც წარმოდგენილი იყო განახლებადი და ენერგოდამზოგავი ტექნოლოგიები და აღნიშნული ტექნოლოგიების მომწოდებელი და მწარმოებელი კომპანიები.

კომპანია ”EBM General”-ი მომხმარებლებს სთავაზობდა დანიური კონცენრნის Dანფოსს-ის შვილობილი კომპანია Devi-ის გათბობის სისტემის რეგულირებასა და მართვას, ენერგოდამზოგავ მოწყობილობებს, ასევე დენით გათბობის ახალი თაობის ტექნოლოგიებს. Danfoss-მა შექმნა სპეციალური მარეგულირებელი, რომლის საშუალებითაც მომხმარებელი აკეთებს 20%-მდე ეკონომიას. რადგან ოთახის ტემპერატურა მუდმივად ცვალებადია, რეგულატორისა და სარქველის საშუალებით მომხმარებელს შეუძლია ჰქონდეს თანაბარი და კომფორტული ტემპერატურა მთელს სახლში _ მოწყობილობა აღიქვამს ოთახში არსებულ ტემპერატურას და ინარჩუნებს სასურველ ნიშნულზე შედეგად, ჰაერის გათბობის მხოლოდ 1°C-ით შემცირება უზრუნველყოფს სითბოს 5-10%-ის ეკონომიას.

გათბობა-გაგრილების ენერგოდამზოგავ სისტემებს სთავაზობდა დამთვარიელებელს გერმანული კომპანია GEWATT-ი. ”ჩვენი პროდუქცია ძალიან ეკონომიურია და მუშაობს განახლებადი ენერგიის ბაზაზე. მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში ენერგოდამზოგავი ტექნოლოგიების გამოყენების კულტურა ამ ეტაპზე ჩამოყალიბებული არ არის. რომ გითხრათ, რომ ამ პროდუქციაზე არის დიდი მოთხოვნა, არ იქნება მართალი. მაგრამ ტენდენცია ნელ-ნელა იცვლება და შესაბამისი რეკლამა და ინფორმაციის გავრცელება საზოგადოების ცნოებიერების ამაღლებას შეუწყობს ხელს” _ აცხადებს ირაკლი ახალაია, GEWATT-ის პროექტების მენეჯერი.

ენერგოეფექტურობის ცენტრი დაარსდა 1998 წელს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით და ევროკავშირის დაფინანსებით, თაცის-ის პროექტის ”Creation of ან Energy Efficiency center and Development Natural Energy Study in Georgia” ფარგლებში. ცენტრის ძირითადი მიზანია ქვეყანაში ენერგოეფექტურობის და ენერგეტიკული ბალანსის გაუმჯობესება, გარემოზე მავნე ზემოქმედების შემცირება, მრეწველობისა და კომერციის კონკურენტუნარიანობის ამაღლება.

ენერგოეფექტურობის ცენტრი საქმიანობას ახორციელებს ოთხი მიმართულებით: ენერგოეფექტურობა _ ღონისძიებების და ქმედებების ერთობლიობა, რომელიც მიმართულია მოხმარებული ენერგიის რაოდენობის შემცირებისაკენ, წარმოებული პროდუქციისა და მომსახურეობის ხარისხობრივი და რაოდენობრივი მაჩვენებლების ცვლილების გარეშე. როგორც ცენტრის წარმომადგენლები აცხადებენ, საკუთარი და საერთაშორისო ექსპერტული ანალიზი საფუძველს გვაძლევს განვაცხადოთ, რომ ენერგიის დაზოგვის ეკონომიკური პოტენციალი საქართველოსა და ჩვენი რეგიონის სხვა ქვეყნებისათვის ვარირებს 30-40%-ს შორის.

ენერგოეფექტურობის უდიდესი მნიშვნელობა აღიარებულია სიღარიბის დაძლევისა და ეკონომიკური განვითარებისა და გარემოს დაცვის ეროვნული სამოქმედო გეგმის სახელმწიფო პროგრამებში.

ენერგოეფექტურობის ცენტრის საქმიანობის ერთ-ერთ ძირითადი მიზანს განახლებადი ენერგო რესურსების გამოყენების განვითარება წარმოადგენს. ამისათვის ცენტრმა შეისწავლა ტექნიკურ-ეკონომიკური რესურსების პოტენციალი და ანალიზის საფუძველზე შეარჩია და განახორციელა რიგი პროექტები, როგორც ჰიდრო, ასევე ბიო და მზის ენერგიის გამოყენებით.

მანანა დადიანი, ”ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველოს” განახლებადი ენერგიების სექტორის ხელმძღვანელი: ჩვენ 60-მდე პროექტი გვაქვს შესრულებული. ეს გამოფენა მესამე წელია ტარდება, მდგრადი ენერგეტიკის კვირეულის ფარგლებში. კომპანიების მხრიდან დაინტერესება არის გამომდინარე იქიდან, რომ ამ გამოფენაში მონაწილეობა მათთვის არის უსასყიდლო. ჩვენ გვსურს ხელი შევუწყოთ ენერგოდამზოგავი ტექნოლოგიების პოპულარიზაციას მოსახლეობაში. ის ინოვაციური ტექნოლოგიები, რომელიც გამოფენის მონაწილე კომპანიებს აქვთ, აუცილებელად უნდა გაიცნოს ხალხმა.

ს.ე. _ მოსახლეობაში რამდენად მაღალია ე.წ. ენერგოდამზოგავი კულტურა? თუ იცნობს ხალხი ამ თემას საერთოდ?
მ.დ.
_ ბოლო წლებში მოსახლეობაში ამ საკითხში გათვითცნოებიერების დონე ნამდვილად გაზრდილია. ჩვენი მუშობის 13-წლიანი გამოცდილებიდან პირველი 5-6 წელი დალაპარაკებაც კი რთული იყო ამ თემაზე. ხალხს არ ესმოდა რაზე იყო საერთოდ საუბარი. მაგრამ ახლა ასე აღარაა. მოსახლეობაში ნელ-ნელა ჩნდება კულტურა იმისა, რომ მათ ენერგია დაზოგონ, გამოიყენონ განახლებადი ენერგიის წყაროები და ა.შ.

დედამიწის მოსახლეობა რამდენიმე წელიწადში გაორმაგდება. ამ დროისათვის ენერგეტიკოსებმა 10 მილიარდი ადამიანი უნდა უზრუნველყონ სუფთა ენერგიით, გარემოს დაცვის გათვალისწინებით. ამიტომ მთელს მსოფლიოში მიმდინარეობს ფართომასშტაბიანი მუშაობა განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარებისათვის.

ექსპერტთა შეფასებით, საქართველო მდიდარია განახლებადი ენერგიის ისეთი წყაროებით, როგორიცაა: თერმული წყლები, მზის და ქარის ენერგია, მცირე ჰიდრო და ბიო მასის პოტენციალი, რომელთა ათვისება და გამოყენება საგრძნობლად გააუმჯობესებს საქართველოს ენერგეტიკულ ბალანსს.