სახელმწიფო გარდამავალ პერიოდში

რედაქციისაგან

თქვენს წინაშეა ცნობილი მეცნიერი ეკონომისტისა და საზოგადო მოღვაწის, “შოკური თერაპიის” ავტორის, პროფესორ ლეშეკ ბალცეროვიჩის უაღრესად საყურადღებო და საინტერესო ნაშრომი “სახელმწიფო გარდამავალ პერიოდში”.

წიგნის პოლონურიდან თარგმნა ეკუთვნის საქართველოში ასევე ცნობილ მეცნიერ-ეკონომისტსა და პუბლიცისტს, ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატს ამბროსი გრიშიკაშვილს.

პოსტოციალისტურ ქვეყნებში მიმდინარე ეკონომიკის ტრანსფორმაცია-გარდაქმნის პროცესების ანალიზი და თავისებურებების შესწავლა უმნიშვნელოვანესია საერთოდ და, კერძოდ, საქართველოსათვის. ამ მხრივ, ფრიად საყურადღებოა პოლონეთის გამოცდილების გათვალისწინება, რომელსაც ეძღვნება პროფესორ ლ. ბალცეროვიჩის წინამდებარე შრომა. ეს გამოცდილება საყურადღებოა იმდენად, რამდენადაც პოლონეთმა უკვე განვლო ეკონომიკური რეფორმების ის ფაზა, რომელსაც საქართველო სსრ კავშირის დაშლისა და დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ადგას.

ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სახელმწიფო როლის განსაზღვრის საკითხი. იგი გარდამავალი ეკონომიკის პირობებში მრავალ დისკუსიას განაპირობებს.

წიგნი განკუთვნილია ეკონომისტების, სტუდენტების და, საერთოდ, ყველა იმ მკითხველისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან თავისი ქვეყნის ბედ-იღბლით.