ნიგერიაში საქართველოდან წელს 4 მილიონი დოლარი გადაირიცხა
ყველაზე მეტ ფულს საქართველოდან რუსეთში აგზავნიან: ეროვნული ბანკის ინფორმაციით, წელს იანვარ-სექტემბერში მეზობელ ქვეყანაში თითქმის 39 მილიონი დოლარი გადაირიცხა.მეორე ადგილზე ტრანსფერების მოცულობით უკრაინაა (16,4 მილიონი დოლარი), მესამეზე კი საბერძნეთი (დაახლოებით, 12 მილიონი დოლარი).
საინტერესოა, რომ გადარიცხვების არეალს ბოლო წლებში აფრიკაც შეემატა. 2012 წლის მაისიდან მნიშვნელოვნად გაიზარდა ტრანსფერები ნიგერიაში. წელს ცხრა თვის განმავლობაში ამ ქვეყანაში 4 მილიონი დოლარი გადაირიცხა. წელს სექტემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ გადარიცხულმა თანხამ სულ 13,8 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 35%-ით მეტია შარშანდელთან შედარებით.