რაჭაში წელს 979 ტონა ყურძენი დაიკრიფა
ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ყურძნის გადამუშავებაში მონაწილეობას 24 კომპანია იღებდა. მათივე განცხადებით, თუ გასულ წელს ხვანჭკარის დასამზადებელი ყურძნის მუჯურეთულის და ალექსანდროულის ღირებულება 5 ლარის ფარგლებში იყო, წელს კილოგრამზე 7-დან 8,50 ლარამდე დაფიქსირდა.
მაღალი ფასის გამო ხვანჭკარაზე სახელმწიფო სუბსიდია არ გავრცელდა. რაჭაში რთველზე მონიტორინგს სამართალდამცველებიც ახორციელებდნენ, რისი მიზანიც, ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ჯიშების აღრევის თავიდან აცილება და ნამდვილი სახვანჭკარე ყურძნის მიღება იყო.