სახელმწიფო შესყიდვებზე დაზოგილი თანხა ნახევარ მილიარდ ლარს აჭარბებს
დღევანდელი მდგომარეობით, ელექტრონული ტენდერების საშუალებით სახელმწიფო შესყიდვებზე დაზოგილი თანხა 517 მილიონლარზე მეტს შეადგენს.
სახელმწიფო შესყიდვების სისტემა, რომელიც დღეს მოქმედებს საქართველოში, 2010 წლის 1 დეკემბრიდან ჩამოყალიბდა და მთლიანად ელექტრონიზებული გახდა. ამ ხნის განმავლობაში 85 ათასამდე ტენდერი გამოცხადდა.