გოგი თოფაძის კომპანია რუსეთში ბიზნესის დაწყებას ვერ ახერხებს
კომპანია ”ყაზბეგის” დამფუძნებელი რუსეთში ბიზნესის დაწყებას ვერ ახერხებს. მიზეზად გოგი თოფაძე საქართველო-რუსეთს შორის დაძაბულ პოლიტიკურ ვითარებას ასახელებს. მისი თქმით, ”ყაზბეგის” ლიცენზიის ქვეშ რუსეთში ლიმონათის ჩამოსხმით რამდენიმე კომპანია იყო დაინტერესებული, თუმცა მათთან შეთანხმება ვერ შედგა.
თოფაძე იმედოვნებს, რომ პოლიტიკური ურთიერთობა რუსეთთან არჩევნების შემდეგ დალაგდება და კომპანია რუსულ მხარესთან ”ყაზბეგის” კონცენტრატის და ტექნოლოგიების მიწოდებას დაიწყებს. ინფორმაციისთვის: ”ყაზბეგს” ჩაის 7 და ლიმონათის 14 სახეობის კონცენტრატი გააქვს უკრაინაში, ბელორუსიასა და ყაზახეთში.