EBRD-ის პრეზიდენტი: საქართველოში კარგი ბიზნეს-გარემოა, რომელსაც პოლიტიკური ხედვა სჭირდება

საქართველოში კარგი ბიზნეს-გარემოა, რომელსაც პოლიტიკური ხედვა სჭირდება, – ამის შესახებ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პრეზიდენტმა, სუმა ჩაკრაბარტიმ ”ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში განაცხადა.
EBRD-ის პრეზიდენტის თქმით, საქართველოში ძალიან ღია ბიზნეს გარემოა და კარგი ადგილია იმისათვის, რათა მან გლობალური ეკონომიკური განახლებით სარგებელი ნახოს.

”საქართველოს ნავთობი არ აქვს, მაგრამ ამ ქვეყანას წყლის რესურსი აქვს და შესაბამისად, ჰიდროენერგია მისი მნიშვნელოვანი წყაროა ელექტროენერგიის სხვა ქვეყნებისთვის მისაწოდებლად. ასევე საქართველო ძალიან კარგი რეგიონალური ლოჯისტიკური ცენტრია”, – აღნიშნა ჩაკრაბარტიმ და დასძინა, რომ ამ დარგებში ინვესტიციებია საჭირო, რაშიც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი გეგმავს ქვეყანას დაეხმაროს.

”დარწმუნებული ვარ, რომ თუ საქართველო მართლაც შეძლებს გადალახოს შიდა პოლიტიკური დაპირისპირება და ინვესტიციების მოსაზიდად სამომავლო სტრატეგია დასახოს, ის მართლაც კარგ შედეგს გვაჩვენებს”, – განაცხადა ჩაკრა-
ბარტიმ.