რესპუბლიკური საავადმყოფო ინვესტორებისგან საბოლოო გადაწყვეტილებებს ელოდება
რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან მიმართებაში საბოლოო შეთანხმება ჯერ არ შემდგარა, ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა. როგორც ცნობილია, რესპუბლიკური საავადმყოფო შესაძლოა, კანადელი ინვესტორებისგან სახელმწიფომ გამოისყიდოს. მინისტრის თქმით, საავადმყოფოსთან დაკავშირებით ვითარება რთულია და ინვესტორებთან გაფორმებული ხელშეკრულება კაბალურია. კანადურ მხარეს სამი შესაძლო ვარიანტი შესთავაზეს, საიდანაც ერთი იყო არსებული, უკვე ვადაგასული ხელშეკრულების გაგრძელება იგივე პირობებით, მეორე _ განახლებული პირობებით ხელშეკრულება, როდესაც სახელმწიფო და კერძო პარტნიორობის ფონდის დაფუძნება მოიაზრებოდა და მესამე – ხელშეკრულების შეწყვეტა.