რა რესურსი აქვს ბიუჯეტს

2013 წლის ბიუჯეტს ფინანსთა სამინისტრო წინა წლების ეკონომიკური ზრდის გათვალისწინებით ადგენს. ფინანანსთა მინისტრის მოადგილე განმარტავს, რომ უწყება კონკრეტული პროგნოზების დადებაზე ახლა მუშაობს და ციფრები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ამასთან, დავით ებრალიძის განმარტებით, 2013 წლის ბიუჯეტი 2011-2012 წლებში პროგნოზირებული ეკონომიკური ზრდის ანალოგიური იქნება, რაც ნიშნავს, რომ 2013 წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი ეკონომიკის 6-7%-იან ზრდაზე იქნება მორგებული.

ანალიტიკურ პორტალ ”ბიპიაიში” განმარტავენ, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდა პირდაპირ იქნება დამოკიდებული ქვეყანაში ინვესტიციების შემოდინებაზე. პორტალის დირექტორის, ირაკლი ლექვინაძის თქმით, არ არის გამორიცხული საარჩევნო პროცესების ფონზე დროებით შეჩერებული პროექტების გამო 2012 წლისთვის პროგნოზირებული ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი შემცირდეს.

მისი განცხადებით, ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რა დროში და როგორ შეძლებს ახალი მთავრობა ბიზნესმენების დარწმუნებას, რომ მათ ფულს ქვეყანაში საფრთხე არ ემუქრება. ლექვინაძის თქმითვე, 2013 წლის ეკონომიკურ ზრდას მნიშვნელოვნად განაპირობებს რუსული ბაზრის შესაძლო
გახსნაც.