სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ქვემო ქართლის რეგიონის შემსყიდველებს შეხვდა
2014 წლის 10 მაისს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის „დემოკრატიული მმართველობა საქართველოში“ წარმომადგენლებთან ერთად ქვემო ქართლის რეგიონში მოქმედი შემსყიდველი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.
მრგვალი მაგიდის თემა სახელმწიფო შესყიდვების პროცედურები, სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებისას გამოვლენილი ხარვეზების მონიტორინგი, კონსოლიდირებული ტენდერი, რა პრობლემებს აწყდებიან შემსყიდველი ორგანიზაციები სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას, სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული სისტემის უკეთ გამოყენების შესაძლებლობები, სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების საბჭოს საქმიანობა, თეთრი სია, შავი სია დასხვადაკავშირებულისაკითხებიიყო.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოდან საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის დირექტორი დავით მარღანია, მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორი კონსტანტინე გუგეშაშვილი, სააგენტოს ანალიტიკოსი ალექსანდრე ჩხიკვიშვილი, კომუნიკაციების მენეჯერი ეკა გაბადაძე დაქვემო ქართლის რეგიონში მოქმედი შემსყიდველი ორგანიზაციების წარმომადგენლები ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის და რუსთავის მუნიციპალიტეტებიდან და სხვა ტერიტორიული ორგანოებიდან.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ მსგავსი ღონისძიება უკვე გამართა კახეთის და შიდა ქართლის რეგიონის შემსყიდველებთან, უახლოეს პერიოდში კი ანალოგიური შეხვედრა გურია-იმერეთისა და აჭარის რეგიონებში ჩატარდება.