ცხრა წელიწადში მდიდრების რიცხვი 38%-ით გაიზრდება
მსოფლიოში ძალიან მდიდარი ადამიანების რიცხვი იზრდება და უკვე მთელი ინდუსტრია შეიქმნა მათთვის მომსახურების გასაწევად. მაგრამ სად ცხოვრობენ ეს ადამიანები, რომლებიც მრავალმილიარდიან ქონებას აგროვებენ და რა ვიცით მათ შესახებ.
იქმნებიან კომპანიები და ვებგვერდები, რომლებიც იკვლევენ და აანალიზებენ ძალიან მდიდარი ადამიანების რაოდენობას და მათ მოთხოვნებს. საინტერესოა, რა დასკვნები დადეს ამ რესურსებმა მდიდარი ადამიანების შესახებ.
Knight Frank-ის ყოველწლიური ანგარიშის პროგნოზის მიხედვით, რომელიც შედგენილია კვლევითი ორგანიზაცია Wealth Insight-ის მიერ, 2013-დან 2023 წლამდე პერიოდში მილარდელების რიცხვი (იანგარიშება დოლარში) მსოფლიოში 38%-ით გაიზრდება და 2315 ადამიანს შეადგენს. ეს ციფრი მართალია არც ისე დიდია, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ეს ადამიანები ერთპიროვნულად ფლობენ 30 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების აქტივებს, ის საკმაოდ შთამბეჭდავი ხდება. პროგნოზის მიხედვით, მილიარდელები გამრავლდებიან მსოფლიოს ყველა რეგიონში, თუმცა, განვითარებად ეკონომიკებში უახლეს ათწლეულებში მათი რიცხვის ზრდა უფრო მაღალი იქნება.
2023 წლისთვის აზიაში ყველაზე მეტი მილიარდელი იქნება, აქ ზრდა მეტი იქნება, ვიდრე ჩრდილოეთ ამერიკაში ან ევროპაში. გასათვალისწინებელია აზიის მოსახლეობის მრავალრიცხოვნობაც და ასევე ინფლაციაც: მილიარდი დღეს ბევრად მეტი ღირს, ვიდრე 10 წლის შემდეგ ეღირება.
თუკი მილიარდელების რაოდენობას განვიხილავთ ქვეყნების მიხედვით, 2013 წლისთვის მათი უმრავლესობა ძველებურად აშშ-ში იცხოვრებს. შემდეგ მოდის ჩინეთი, რუსეთი და ინდოეთი, სადაც პროგნოზის მიხედვით, მდიდრების რიცხვი სწრაფად მოიმატებს.
კვლევიდან ერთი უცნაური დასკვნა კეთდება: მულტიმილიონერები, რომლებმაც ქონება დამოუკიდებლად დააგროვეს, ორჯერ მეტნი არიან მათთან შედარებით, რომლებმაც სიმდიდრე მემკვიდრეობით მიიღეს ან მას თვითონ მიუმატეს მნიშვნელოვანი ოდენობა.
მდიდრების წინაშე, რომლებმაც თვითონ შექმნეს თავიანთი სიმდიდრე, დილემა დგას: გადასცენ თუ არა ეს სიმდიდრე შვილებს მემკვიდრეობით თუ მისი დიდი ნაწილი მათ უწყალობონ, ვისაც ის ძალიან სჭირდება. მულტიმილიარდელი ედვარდ ჩჟუ ჩინეთში აშშ-დან 20 წლის წინ ჩავიდა. ის მიიჩნევს, რომ ნიჭიერმა ადამიანებმა ნულიდან უნდა დაიწყონ და სწორედ ამას უსურვებს თავის შვილებს.
სქესის თვალსაზრისით, საინტერესოა, რომ თითქმის 90%, ვინც ფლობს 30 მილიონზე მეტ ქონებას – მამაკაცია და შესაძლოა არც ისე გასაკვირია, რომ ძალიან მდიდარი ადამიანებისთვის დიდ სირთულეს არ წარმოადგენს ცხოვრების მეგზურის პოვნა, კვლევის მიხედვით ჩანს, რომ როგორც ქალები, ისე მამაკაცები ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე ქორწინებაში იმყოფებიან.