ასოცირების შედეგები ქართულ ეკონომიკაზე სწრაფად აისახება
27 ივნისს საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონია გაიმართა. დოკუმენტს საქართველოს მხრიდან ხელი მოაწერა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ევროკავშირის მხრიდან – ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზუმ, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა ჰერმან ვან რომპეიმ და ასევე ევროკავშირი წევრი 28 ქვეყნის ლიდერმა.
საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულება 1135-გვერდიანია.
საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის შემდგომი ნაბიჯი პარლამენტების მიერ დოკუმენტის რატიფიკაციაა. ხელშეკრულების სრულად ძალაში შესვლა 2015 წლისთვის არის ნავარაუდევი, თუმცა უკვე მიმდინარე წლის შემოდგომაზე წინმსწრებად ამოქმედდება შეთანხმების ნაწილი, მათ შორის DCFTA – ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება.
ექსპერტთა მხრიდან უკვე მოჰყვა გამოხმაურება ამ ნიშვნელოვან მოვლენას. როგორც ეკონომიკის ექსპერტმა ემზარ ჯგერენაიამ „პრაიმტაიმის“ პრეს-კლუბში განაცხადა: „ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი დღეა, რომლისკენაც საქართველო დიდი ხანი მოდიოდა. დავიწყოთ იქიდან, რომ როდესაც ჩვენ დამოუკიდებლობის დეკლარირება გვაკეთეთ 90-იან წლებში, რეალურად, მაშინაც და მომდევნო, დაახლოებით, ათი წელი რეალურად ვიყავით რუსეთის ნაწილი. რუსეთზე ეკონომიკურ დამოკიდებულებას განაპირობებდა ის, რომ ყველაფერი მიბმული იყო რუსეთის ბაზართან. რუსეთს შეეძლო ნებისმიერ წუთს ამ დეკლარირებული თვისუფლებისთვის ბოლო მოეღო. წლების განმავლობაში ჩვენ მუდმივად ვეძებდით საგარეო ვაჭრობაში პარტნიორს, ორგანიზაციას თუ ქვეყანას, რომელიც მხარს დაუჭერდა საქართველოს და ჩვენს ეკონომიკურ განვითარებას. ჩვენ ხშირად ვახსენებთ ე.წ. „აზიურ ვეფხვებს“, განვითარებულ აზიურ ქვეყნებს და არასდროს ვუსვამთ ხაზს იმას, რომ ეს ქვეყნები იმიტომ არიან წარმატებულნი, რომ მათი ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ევროპაა.
წლების განმავლობაში ჩვენი საზრუნავი იყო შეგვეცვალა ვაჭრობის გეოგრაფია, დავიწყეთ GSP-თი, ანუ შეღავათიანი ტარიფებით. სიმართლე გითხრათ, ამით ჩვენ ბევრ შედეგს ვერ მივაღწიეთ, ოდნავ ვისწავლეთ, თუ როგორ უნდა გვემუშავა ევროპასთან. შემდეგ ევროპამ უფრო მეტი ასპარეზი მოგვცა და ე.წ. „GSP+“-ის რეჟიმში გადაგვიყვანა, რომლის ფარგლებშიც 7000 დასახელების საქონელზე მოხსნა საბაჟო გადასახადი. მაგრამ ტარიფების გარდა, დაჩა არასატარიფო ბარიერები, რომელმაც ხელი შეუშალა საქართველოს ბიზნესს შერწყმოდა ევროპას. შემდგომ უკვე, როცა გარდავქმენით და შევცვალეთ ჩვენი ცხოვრების წესი, მიდგომები და ა.შ., ვფიქრობ, პოლიტიკური პროცესების გამოც, ევოპამ შემოგვთავაზა სრული და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭობის რეჟიმი“.
ემზარ ჯგერენაიას შეფასებით, ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა უმნიშვნელოვანესია ინვესტიციების ზრდის კუთხით:
„როცა ინვესტორი იღებს გადაწყვეტილებას, მოახდინოს ინვესტირება ამა თუ იმ ქვეყანაში, ის ითვლის ამ ქვეყნის ბაზრის მოცულობას. რადგან საქართველო პატარა ქვეყანაა, ინვესტორთა მხრიდან მუდმივად მიმდინარეობს ორჭოფობა ინვესტირების თაობაზე. ამ ხეშეკრულების თანახმად, საქართველო ხდება უკვე ევროპის ბაზრის ნაწილი და როცა ვინმე ინვესტირებას აკეთებს საქართველოში, ის იმანენტურად მოიაზრებს მთელს ევროპას, როგორც ბაზარს. ეს არის ძალიან დიდი შესაძლებლობა მოსახლეობისთვის. როდის იგრძნობს ამას მოსახლეობა? მინიმუმ 2-3 წლის შემდეგ. დრო სჭირდება იმას, რომ ჩვენ გადმოვიტანოთ საწარმოები ევროპიდან ან აზიიდან საქართველოში, მოვახდინოთ ინვენტარიზაცია, ავამუშაოთ და შემდგომ ეს ყველაფერი დაუბრუნდეს მოსახლეობას, როგორც მეტი შემოსავალი, სოციალური დაცვის მხრივ მეტი გარანტიები და, ბუნებრივია, მაღალი ხელფასი.
ევროპასთან ვაჭრობა ძალიან რთულია ბევრი ქვეყნისთვის, საუბარია იმ ქვეყნებზე, რომელთაც ძალიან მაღალ დონეზე აქვთ საექსპორტო წარმოება განვითარებული. მათთვის არსებობს ლიმიტირების ცნება, ევროპის ბაზარზე იმ ოდენობის საქონელს ვერ შეიტანენ, რისი წარმოებაც შეუძლიათ, რადგან მათთვის გარკვეული ბარიერები არსებობს. მაგრამ თუ ისინი მოიხმარენ საქართველოს, როგორც საწარმოო სივრცეს („აწარმოე საქართველოში“ Made In Georgia ნიშნით) მათ უფრო გაუადვილდებათ შესვლა ევროპის ბაზარზე. წარმოიდგინეთ, ინვესტიციების რამხელა ნაკადი წამოვა საქართველოში, რომ მათ მოახდიონ წარმოების განვითარება და ისარგებლონ იმ ლიმიტებით, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია“.
ეკონომიკის ექსპერტი ასევე უსვამს ხაზს სტაბილური გარემოს მნიშვნელობას ქვეყანაში, რომელიც ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორია ინვესტორებისათვის საინვესტიციო გარემოს შფასებისას:
„ძალიან მნიშვენლოვანი ნაწლი ეს არის სიმყარე ბიზნესში. ჩენ სულ ვლაპარაკობთ, რომ საქართველოში არის გაურკვევლობა, არასტაბილურობა, ეს შიდა საკითხები, ნაციონალური მოძრაობა იქნება ხელისუფლებაში თუ ოცნება, უცხოელ ინვესტორს დიდად არ ადარდებს. მან იცის ერთი რამ – ამ ქვეყანაში არის სიმშვიდე, სიწყნარე და სიმყარე. როცა ჩვენ ვართ ევროპასთან ასოცირებულები და როცა ევროპული ბაზარი არის ჩვენი მეორე საპირწონე პინაზე, უცხოელმა იცის, რომ მას შეუძლია 5-10-20 წელი გათვალოს ბიზნეს გეგმა და ჩადოს ინვესტიცია, რადგან ამ ქვეყანაში ბევრი რამე ცუდისკენ არ შეიცვლება. რა თქმა უნდა, მოძრაობა იქნება ყოველთვის, ბაზარი მგრძნობიარე და მერყევია, ასევე პოლიტიკური გარემოც, მაგრამ აქ ლაპარაკია იმაზე, რომ სიმყარე შემოვა ჩვენს ეკონომიკაში. ეს ცნება საკმაოდ მნიშვნელოვანია ბიზნესისათვის, რადგან ბიზნესი 1 და 2 წლით არ წყდება, ის გრძელვადიან გეგმებზეა გათვლილი.
გარდა ამისა, ნებისმიერმა მაღალი კლასის ბიზნესმენმა იცის ერთი რამ – დღეიდან საქართველო იქნება გარკვეულ ჩარჩოებში ჩასმული. კარგია ეს თუ ცუდი, ამაზე ერთდ ვმსჯელოთ. დემოკრატიის ჩარჩოები იქნება ეს, თუ რეგულირების ჩარჩოები, საქართველო ევროპულ გზას ვერ გადაუხვევს. ეს ბიზნესისთვის არის ძალიან კარგი ნიშანი. როგორიც არ უნდა იყოს მომავალში ჩვენი მთავრობა, მას ძალიან გაუჭირდება ამ ევროპული ჩარჩოებიდან გადახვევა. ეს 1200-გვერდიანი ხელშეკრულება არის სწორედ ის მოთხოვნები, იქნება ეს ეკონომიკური თუ პოლიტიკური, რომელშიც უნდა ვიმოძრაოთ ჩვენ იმისათვის, რომ ვიყოთ ევროპის პარტნიორი. ამავე დროს, ინვესტორისთვის ეს არის ძალიან მყარი გარანტია იმისა, რომ საქართველოში სერიოზული, რევოლუციური რყევები აღარსოდეს აღარ იქნება“.
ეს იმას ნიშნავს, რომ საქართელოს გარდაუვლად მოუწევს რეფორმების განხორციელება თითქმის ყველა სფეროში. ამაზე სპციალისტებიც ამახვილებენ ყურადღებას:
„დღეიდან საქართველოს მოუწევს მომავალი 2-3 წლის განმავლობაში სერიოზული ძირფესვიანი რეფორმების ჩატარება. რეფრმა გულისხობს საკანონმდებლო ნაწილსაც, სტანდარტების ნაწილსაც, ბიზნესის მენეჯმენტსაც, ხარისხსაც და აბსოლუტურად ყველა იმ რეგულაციას, რომელსაც ევროპული ბაზარი ითხოვს ნებისმიერი ექსპორტიორისგან. როგორც ყველა რეფორმას, ამ რეფორმასაც გააჩნია ხარკი – რა თქმა უნდა, ქართულ ბიზნესს ცხოვრება პირველ ეტაპზე გაუძვირდება. მათ მოუწევთ სტანდარტების დაცვა ხარისხის მხრივ, შემადგენლობის მხრივ, ფიტოსანიტარიის მხრივ. 1200-გვერდიანი ნაშრომი იწყება სწორედ ამ ფიტოსანიტარიის კონტროლის გაძლიერებაზე საუბრით, საკმაოდ მძაფრად არის წარმოდგენილი უსაფრთხოების ნაწილი კვების პროდუქტებში, წარმოებაში, ჰიგიენაში და ასე შემდგომ. ქვეყნას მოუწვეს გაატაროს ძალიან მძლავრი ფინანსური ზომები იმისათვის, რომ პირველი, ტექნიკურად მოამზადოს ლაბორატორიები, ტექნიკური პირობები და სტანდარტები და მეორე, ფსიქოლოგიურად მოამზადოს კვალიფიკაციის კუთხითაც ჩვენი მოქალაქეები იმისთვის, რომ სხვა სივრცეში და სხვა კონტექსტში იმუშაონ. მაგრამ, როგორც გამოცდილება გვიჩვენებს, ევროპელები ეხმარებიან ყველა იმ ქვეყანას, რომელიც ცდილობს ყველა ეს რეფორმა განახორციელოს. ასე იყო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, ევროპამ ასობით მილიონი დოლარი დახარჯა ბალტიისპირეთის ქვეყნებში, პოლონეთში, უნგრეთში და სხვა სახელმწიფოებში. საკმაოდ მძლავრი დოზით ეხმარება ევროპა იმ ქვეყნებს, რომლებიც ცდილობენ ევროპულ ასიმილაციას. იმედი მაქვს, რომ საქართველოს შემთხვევაშიც ასე იქნება და ვიმედოვნებ, უახლოეს მომავალში უფრო კონკრეტულად გავიგონებთ, თუ რამდენი მილიონით აფინანსებს ამ რეფორმებს ევროპა საქართველოში. მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ეს პირდაპირ არ დააწვება ქართულ ბიზნესს. თუ არ მივიღებთ მხედველობაში იმას, რომ კუსტარული ბიზნესები, რომლებიც ისედაც არ უნდა ყოფილიყვნენ ბაზარზე, ვეღარ იარსებებენ. ერთი რამ ხაზგასმით მინდა გითხრათ – როცა ევროპით გვაშინებენ, ეს იუმორის მომგვრელია. საშიში ის იყო, როცა გაურკვევლობაში ვცხოვრობდით. ასოცირების შემდეგ საშიში თითქმის აღარაფერია. რა თქმა უნდა, ჩვენზეა დამოკიდებული სრული ინტეგრაცია ევროპასთან – როცა ჩვენ მივიღებთ თავისუფალ სავიზო რეჟიმს, როგორ მოიქცევა თითოეული ქართველი ევროპაში, როგორ იმუშავებს იქ, ამაზე იქნება ჩვენი იმიჯი დამოკიდებული. ჩვენ უნდა განვასხვავოთ ერთმანეთისგან სავიზო რეჟიმი და სამუშაო რეჟიმი, სამუშაო რეჟიმს რომ მივაღწიოთ, ჩვენ ცალკე ხელშეკრულება უნდა გვქონდეს ამასთან დაკავშირებით ევროპასთან გაფორმებული. მთელი რიგი კასკადია კანონმდებლობის, რომელიც ჩვენ ჰარმონიზაციაში უნდა მოვიყვანოთ და შევასრულოთ ის მოთხოვნები, რომელიც ევროპას გააჩნია“, – დასძენს ემზარ ჯგერენაია.
მისი შეფასებით, საქართველოს მოსახლეობა ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების შედეგებს ძალიან სწრაფად იგრძნობენ:
ემზარ ჯგერენაია: „2015 წლიდან დაიწყება სერიოზული იმპლიმენტაცია, უკვე ვიცი ინვესტორების განწყობა, ისინი ამისთვის ემზადებიან, ფულს თვლიან, თუ რამდენით ნაკლები გადასახადის გადახდა მოუწევთ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოდან შეიტანენ ევროპაში პროდუქციას. 2015-16 წლიდან იქნება საკმაოდ სერიოზული ძვრები. ყველა საქონლისთვის იხსნება ევროპის ბაზარი. აქ არ არის რაიმე ჩამონათვალი, მაგრამ არის რამდენიმე საქონელი, რომელზეც ყურადღებაა გამახვილებული, მაგალითად – ნიორი. რატომ მაინცდამაინც ნიორი? ბრიუსელმა მიიღო რეგულაციები ნიორთან, შაქრის ჭარხალთან, ხორბალთან და რძესთან დაკავშირებით. ეს არის სუბსიდირებული დარგები და განსაკუთრებით აკნტროლებენ მათ. მაგალითად, ნიორს თუ გარკვეულ რაოდენობაზე მეტს შევიტანთ ევროპაში, იწყება დემპინგური ფასების შემოწმება. დღეს მოეწერა შეთანხმებას ხელი და პროცესი დაიწყო, მაგრამ როდის დასრულდება ის არავინ იცის. რადგან ევროპა იცავს თავის ბაზარს, გეუბნება, რომ შენ დემპინგურ ფასში ნიორი არ უნდა შეიტანო იქ, ამაზეა საუბარი. და ეს ეხება ბევრ საკითხს. ჩვენ გვჭირდება მუდმივი, პერმანენტული მონიტორინგი ჩვენი ევროპასთან ურთიერთობის,ის არ დასრულებულა, პირიქით, დღეს იწყება“.
ეკონომიკის ექსპერტი რუსეთის თემასაც გამოეხმაურა. ჯგერენაიას განცხადებით, რუსეთის მხრიდან გაკეთებული განცხადებები ემბარგოსთან დაკავშირებით ქვეყნისთვის საფრთხის შემცვლელი არ არის:„ევროკავშირის წევრობასა და ასოცირებას შორის განსხვავებაა. ჩვენ რომ ვიყოთ ევროკავშირის წევრი, ძალიან რთული დამოკიდებულება იქნებოდა რუსეთთან. რადგან ასოცირებული წევრი ვართ, ეს არ გვავალდებულებს, რომ ჩვენ შიდა ბაზარი დავარეგულიროთ ევროპული ბაზრის შესაბამისად. ევროპაში ჩვენ შეგვაქვს საქონელი თავისუფად, ყოველგვარი ბარიერებისა და ტარიფების გარეშე, ასევე მათაც. ამავდროულად, რუსეთთან ჩვენ დაკავშირებული ვართ ორმხრივი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებით, ეს ნიშნავს იმას, რომ საბაჟო გადასახადით არც იქით იბეგრება საქნელი და არც აქეთ. ასეთი ხელშეკრულება გვაქვს უკრაინასთან, აზერბაიჯანთან, ყაზახეთთან. ეს ორმხრივი ხელშეკრულებები ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებას ნამდვილად არ უშლის ხელს. რუსეთმა გააკეთა ერთი რამ, რომ მიგვაჩვია ურუსეთოდ ცხოვრებას. ახლა რუსეთის მხრიდან ჩვენთვის ემბარგოს დაწესებას აზრი არ აქვს. ლავროვის განცხადება არაფერი იყო, გარდა იმისა, რომ მან თქვა ხელს თუ დამარტყამთ მეც დაგარტყამთო. საქართველომ ემბარგო გადაიტანა, ამან რუსეთს შედეგი არ მისცა, გარდა იმისა, რომ უფრო ძლიერი გამოვიდა საქართველო თავის ევროპული მისწრაფებებიდან. მართალია, არავინ იცის რას იზამს რუსეთი სამომავლოდ, მაგრამ არ მგონია ეს გზა მან ისევ გაიმეოროს. ისინი დღეს გადართულები არიან უკრაინაზე და ჩვენ ეს შანსი უნდა გამოვიყენოთ“, – აცხადებს ემზარ ჯგერენაია.