საქართველოსა და ევროკავშირს შორის ხელმოწერილი ასოცირების ხელშეკრულება და ქვეყნის მომავალი
რევაზ კაკულია
ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი
2014 წლის 27 ივნისს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ხელმო-წერილი ასოცირების ხელშეკრულება ღრმა და ყოვლისმომცველი დოკუმენტია, რომელიც თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობის შექმნას ეხება. ეს ხელშეკრულება აღრმავებს სავაჭრო-ეკონომიკურ და პოლიტიკურ ურთიერთობებს ევროკავშირთან, რაც ინვესტიციებისათვის დამატებითი სტიმულის მიმცემი იქნება. განსაკუთრებით საყურადღებოა ის სიკეთეები, რომლებსაც იძლევა ევროპის ბაზარზე გასვლის შანსი ქართული პროდუქციის გატანისა და დასავლური საქონლის ქართულ ბაზარზე შემოსვლის სფეროებში. ამასთან, ეს დოკუმენტი ხელს შეუწყობს უვიზო მიმოსვლას ევროპის ქვეყნებში, ევროპული ფასეულობების დანერგვას გამჭვირვალე და სტაბილურ ბიზნეს გარემოს ჩამოყალიბებას, ქვენის საინვესტიციო მიმზიდველობის ამაღლებას, შესაბამისად უცხოური ინვესტიციების ზრდას; ქვეყნის მდგრად განვითარებასა და ბუნებრივი რესურსების რაციონალურად გამოყენებას, ახალი საწარმოების და საექსპორტო პროდუქციის შექმნას, ქართული პროდუქციის საექსპორტო ბაზრების დივერსიფირებასა და გაფართოებას და სხვ..
ასოცირების ხელშეკრულების ძალაში შესვლისთანავე ჩვენი ქვეყნის ყველა პროდუქტი ევროკავშირის ბაზარზე იმპორტის საბაჟო ტარიფისაგან გათავისუფლდება.
ჩვენთვის სწავლული ეკონომისტისათვის მთავარია გავარკვიოთ ასოცირების ხელშეკრულებას ეკონომიკური პოზიციებიდან რა მნიშვნელობა ენიჭება?
ეკონომიკური თვალთახედვით ამ ხელშეკრულების მნიშვნელობა, მართლაც განუზომელია. თუმცა ქვეყანას შეზღუდული რესურსები გააჩნია, რაც ბიზნესის განვითარებისათვის მეტად არასასურველია. ამასთან, ქვე-ყანაში დღეს ფუნქციონირებად ბიზნესს მოეხსნება არსებული შეზღუდვები, რომლის განუყოფელი ნაწილი ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაა, რაც მსოფლიოს ყველაზე დიდ ბაზარზე შეუზღუდავი წვდომის საშუალებას მოგვცემს. გასა-თვალისწინებელია, რომ ევროკავშირის ქვეყნებში დაახლოებით 500 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, რომელთა მსყიდველობითუნარიანობა ყველაზე მაღალია. პროდუქცია, რომელსაც ეწერება – “წარმოებულია საქართველოში” – ამ ბაზარზე გასვლას თავისუფლად შეძლებს. ასოცირების ხელშეკრულების საშუალებით, ევროპის ბაზრებზე იმ ინვესტორების წარმოებული პროდუქციაც მოხვდება, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში თანხის დაბანდებასა და ბიზნესაქტივობის წამოწყებას მოისურვებენ. ასოცირების ხელშეკრულება, რა თქმა უნდა, გარკვეულ რეგულაციებსაც გულისხმობს და ისიც მკაცრადაა განსაზღვრული, რა შემთხვევაში უნდა დაეწეროს პროდუქციას, რომ საქართველოშია წარმოებული. ასოცირების ხელშეკრულება საქა-რთველოში დამზადებულ პროდუქციას არ ზღუდავს, რომ მხოლოდ ევროპის ბაზარზე შევიდეს, პირიქით, ის თავისუფლად შევა მსოფლიოს ნებისმიერ ბაზარზე, რადგან, ევროკავშირის სტანდარტები მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია და, თუ ქართული პროდუქცია ამ სტანდარტებს დააკმაყოფილებს, არც ერთ ბაზარზე პრობლემა არ ექნება. ისმის კითხვა: ევროკავშირი ქართველი და საქართველოში მოღვაწე მეწარმეებისგან კონკრეტულად მაინც რას ითხოვს?
საქართველოში დამზადებული საკვები უვნებელი პროდუქცია კი უსაფრთხო უნდა იყოს. ასოცირების ხელშეკრულებაში მთავარი მომხმარებელთა უფლებების დაცვაა, რაც ნიშნავს, რომ ბაზარზე გატანილი საქონელი უსაფრთხო და უვნებელი უნდა იყოს. ეს ბიზნესისთვის, გარკვეულწილად, ტვირთი იქნება, რადგან ასეთი რეგულაცია დამატებით ხარჯებსაც გულისხმობს, მაგრამ მეორე მხრივ, საქონელი კონკურენტუნარიანი გახდება და მაღალ სტანდარტებს დააკმაყოფილებს, რაც საბოლოოდ, ქართულ ეკონომიკის მოცულობას გაზრდის. ყველაფერი ეს ძალიან ბევრ სიკეთესთანაა დაკავშირებული, თუნდაც იმასთან, რომ ქვეყნის შემოსავლები მოიმატებს, ეკონომიკური უსაფრთხოების ფონი გაიზრდება, ხოლო სოციალური უთანასწორობა შემცირდება. ამ ხელშეკრულებას ბევრი სხვა სიკეთეც მოჰყვება, რაც მხოლოდ ბიზნესს არ უკავშირდება. ვგულსიხმობ, ცხოვრების მაღალ დონეს, უსაფრთხოებას, სტაბილურობას, უკეთესი მომავლის რწმენას, უკეთეს განათლებასა და ჯანმრთელობას, მოქალაქეებისა და მომხმარებლების უფლებების მაღალ დონეზე დაცვას.
ამასთან, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ასოცირების ხელშეკრულებასთან დაკავშირებით ზედმეტი მოლოდინი არ უნდა გვქონდეს, რადგან ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოს ეკონომიკა მალე აყვავდება. ამას გარკვეული ეტაპები სჭირდება.
ხელშეკრულებაში გათვალისწინებულია ქართული რეალობა და ისიც, თუ რამდენად რთულია იმ პირობების შესრულება, რაც საჭიროა. ეს ნიშნავს, რომ ევროპული რეგულაციები და სტანდარტები ეტაპობრივად დაინერგება და ამ შემთხვევაში შოკური თერაპია გამორიცხული იქნება.
უნდა ვირწმუნოთ, რომ ევროკავშირის რეგულირებისა და სტანდა-რტების დანერგვა ქვეყნის ეკონომიკას მძიმე ტვირთად არ დააწვება. ბიზნესისათვის მნიშვნელოვანი იცოდეს, როგორ ვითარდება ქვეყანა და რას უნდა ელოდოს, თუნდაც ოთხი-ხუთი წლის შემდეგ. ასოცირების ხელშეკრულება მნიშვნელოვანია იმიტომაც, რომ მხოლოდ შიდა კი არა, უცხოური ინვესტიციებისათვის ერთგვარი სამართლებრივი გარანტიაა.
ასოცირების ხელშეკრულება შიდა ბაზარს, რა თქმა უნდა, უხარისხო იმპორტისგანაც დაიცავს. როგორც წესი, ამ ხელშეკრულების მოწი-ნააღმდეგეები, ხშირად აპელირებენ, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია ცხოვრების გაძვირებას გამოიწვევს. გარკვეულ ეტაპზე, შესაძლოა, პროდუქცია გაძვირდეს, მაგრამ ცხოვრების დონე იმდენად გაიზრდება, არ შეიძლება, ეს მთავარი მიზეზი იყოს, რის გამოც ამხელა შესაძლებლობებზე უარს ვერ ვიტყვით. ცხოვრების დონის ზრდა მეტ შემოსავალს ნიშნავს, მეტი შემოსავლით კი ადამიანი მცირედით გაძვირებულ პროდუქციასაც უპრობლემოდ შეიძენს. სამაგიეროდ, ზუსტად ეცოდინება, პროდუქტი სრულიად უსაფრთხო და უვნებელია. ცალსახად ვერ ვიტყვი, რომ პროდუქცია აუცილებლად გაძვირდება, რადგან არავინ იცის, რა, როგორ მოხდება. შესაძლოა, მოულოდნელად, ისეთი კლიმატური პირობები შეიქმნას, მოსავალი არ მოვიდეს, რაც კონკრეტულ პროდუქტს გააძვირებს და იგი ასოცირების ხელშეკრულებასთან კავშირში არ არის. ესა თუ ის პროდუქტი, შესაძლოა, საერთაშორისო ბაზრებზე არსებული ფასების რყევის გამოც გაძვირდეს ან გაიაფდეს, მით უმეტეს, საქართველო მსოფლიო ბაზრებზეა მიბმული და მაგალითად, შაქრის, ხორბლის, ან საწვავის ფასის ცვლილება ჩვენზე არაა დამოკიდებული.
ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული თუ რამდენად მეტ სარგებელს მოგვიტანს იგი.
რაც უფრო ზედმიწევნით და მონდომებით შეასრულებს საქართველო იმ რეგულაციებს, რომელიც ხელშეკრულებაშია ჩადებული და რაც უფრო მალე მოვიყვანთ ჩვენს კანონმდებლობას ევროპულთან შესაბამისობაში, მით მეტ სარგებელსაც მივიღებთ და უფრო სწრაფადაც.
ცნობისთვის, ასოცირების შეთანხმება განუსაზღვრელი ვადით იდება, თუმცა ნებისმიერ მხარეს შეუძლია შეთანხმების დენონსაცია მეორე მხარისათვის შეტყობინების გაგზავნის გზით, რის შემდეგაც ხელშეკრულება მოქმედებას წყვეტს ექვსი თვის ვადაში.
ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობა, ევროპის ბაზარზე გასვლის შანსი ქართული პროდუქციისათვის და დასავლური პროდუქციის ქართულ ბაზარზე შემოსვლა, უვიზო მიმოსვლა ევროპის ქვეყნებში, ევროპული ფასეულობების დანერგვა და ა.შ. ესაა იმ სარგებლის ძირითადი ნაწილი, რასაც საქართველო ეტაპობრივად მიიღებს. მანამდე კი ეს დოკუმენტი რატიფიცირებას გაივლის.
საქართველომ და ევროკავშირმა მიიღეს “ასოცირების დღის წესრიგი”, რომელიც ასოცირების შესახებ შეთანხმებით აღებული ვალდებულებების პრიორიტეტული საკითხების სამწლიან (1014-1016) გეგმას წარმოადგენს.
თითოეულმა ჩვენგანმა უნდა ირწმუნოს, რომ ასოცირების ხელშე-კრულება იძლევა პერსპექტივაში საშუალებას, რომ შეხვიდე და დამკვიდრდე ევროპის ბაზარზე. თან შეხვიდე არა რაღაც შენი სურვილის მიხედვით, ან შენ როგორც გინდა, იმ ფორმით, არამედ მკაცრად რეგლამენტირებული ნორმებით, რომელიც უკვე განსაზღვრულია. ევრო-კავშირმა ამ ხელშეკრულებით ჩვენს ქვეყანას დაუწესა თამაშის წესები. ჩვენი მიზანი უნდა გახდეს ვაწარმოოთ მსოფლიო სტანდარტების დონის და კონკურენტული პროდუქცია.
ამასთან, საყურადღებოა შემდეგი მომენტიც, აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ, ევროკომისიის თავმჯდომარე ბაროზამ და გერმანიის კანცლერმა ანჟელა მერკელმა შეთანხმებულებივით ახლახან განაცხადეს, რომ უახლოეს მომავალში ნატო-სა და ევროკავშირის წევრობა არ მოხდება. სწორედ ამიტომ საქართველომ, რომელმაც 27 ივნისს ხელი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას მოაწერა მხოლოდ ვალდებულებებს დასჯერდა უფლებების გარეშე, რაც საქართველოს დამოუკიდებლობაზე უარის თქმის მეორე და საბოლოო აქტს წარმოადგენს.
იმ პრობლემებს შორის, რომლებიც ამ ხელშეკრულებით წინა პლანზე იქნება წამოწეული, საყურადღებოა ჩვენს დიდ მეზობელთან – რუსეთთან ურთიერთობების სრულყოფა.
მითი და ზღაპრები იმის შესახებ, რომ პირსისხლიანი რუსეთი ჩვენი ქვეყნის გადაყლაპვას ლამობს და ამაზე ოცნებობს, არარეალურია.
ისტორიის დიდი ცოდნა არ სჭირდება იმას, რომ მას შემდეგ, რაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მსოფლიოში ახალი პოლიტიკური წესრიგი დამყარდა, არ ყოფილა შემთხვევა, გაეროს მიერ აღიარებული სახელმწიფო მეორე ქვეყანას ისე შთაენთქას, რომ სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა დაეკარგოს.
იმის მაგალითი, რომ ამერიკელების მიერ მომზადებული და “გაწვრთნილი” ქართული ჯარი მიჰყავთ ერაყში, ავღანეთში, სირიაში საომრად, საიდანაც ზოგი იღუპება, ზოგი კი ავადმყოფი გვიბრუნდება. თანაც მათი ანაზღაურება მნიშვნელოვნად მცირეა, ვიდრე აშშ-ს ჯარისკაცისა, ამის შედეგად ამერიკა ხარჯავს მცირე თანხებს და მათ მიერ ჩვენი ხელისუფლებისათვის გადმორიცხული თანხები ნაციონალების ჯიბეში ილექება.
დღეს საქართველოს პრობლემების გადაწყევტა რუსეთს არ ძალუძს. მას საკუთარ ქვეყანაში დღეს იმდენი პრობლემა გააჩნია, რომ ჩვენი “თრევა” დიდ ფინანსურ ხარჯებთან არის დაკავშირებული. ამასთან, ნაციონალების მიერ საქართველოსათვის დასავლეთი ციური მანანაა და რუსეთი კი მტერი, ასე რომ ვფიქრობთ, იმიტომ ვართ კარგად.
სხვის იმედზე ყოფნა სიკეთეს ვერ მოგვიტანს. თითოეულ ჩვენთაგანს ვერც დასავლეთი და ვერც აშშ მხოლოდ სიყვარულის და მეგობრობის გამო უანგაროდ არ დაგვეხმარება!..
არავის იმედზე ყოფნა რომ არ შეიძლება, ამას 20 წელია ხაზგასმით აღვნიშნავთ და ვწერთ. ამიტომ არ უნდა აქციო საკუთარი სამშობლო ზესახელმწიფოების საჭიდაო მოედნად. მაინც რა ადეკვატური პასუხი უნდა გაეცა რუსეთისთვის ევროპას? სერიოზულად ელოდა ვინმე, რომ სააკაშვილის გარდა, თუნდაც მსოფლიოში ერთი ადამიანი მოიძებნებოდა, რომელიც რუსეთს დაუწყებდა ომს? ევროპის წამყვან ქვეყნებს – საფრანგეთს და გერმანიას აქვთ რუსეთთან ომის ისტორიული გამოცდილება. შვედებსაც, სხვათა შორის, რომლებიც რუსებს ბარბაროსებს უწოდებდნენ, რადგან მან საკუთარი სახელმწიფო საჯიჯგნად არ მისცა. თუ რუსეთი შემოიჭრება, ელოდეთ შეშფოთებას, აღშფოთებას და ერთწლიან ვითომ “სანქციებს”, როგორც 2008-ში, ან, იძახეთ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტივით, რომ გავიმარჯვეთ! საქართველო ძალის გამოყენებით ვერც ტერიტორიებს დაიბრუნებს და ვერც რუსეთს დაამარცხებს.
ხომ არ დგას უკვე ჩვენს წინაშე საკითხი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნების, თუნდაც აფხაზეთისა და ცხინვალის გარეშე?
ვიდრე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა დარღვეულია, ყოველგვარი რიტორიკა, რომ “დანარჩენ” საქართველოს მიხედავ, და მერე, როცა იქნება, ამ საკითხსაც მოაგვარებ, ღალატის ტოლფასია! ჩვენ რუსებსაც უნდა ველაპარაკოთ, მაგრამ პირველ რიგში აფხაზებთან და ოსებთან უნდა მოვძებნოთ საერთო ენა. უკიდურესად მცდარია მოსაზრება, რომ ისინი “რასაც რუსები ეტყვიან, იმას იზამენ”. ეს ასე არ არის, არც რუსეთთან მოლაპარაკება გამოვა მათ ზურგსუკან და რუსეთიც არ წავა ამაზე. ერთადერთი, ვინც “აფხაზეთისა და ცხინვალის გარეშე” საქართველოს პერსპექტივაზე ლაპარაკობს, ეს სწორედ ის “სანატრელი” ნატოა, რომლის წარმომადგენლებიც გვთავაზობენ – თქვენ თვითონ მოუფიქრეთ რაიმე ისეთი სტატუსი იმ ორ რეგიონს, რომ მათზე ნატოს წესდების მე-5 მუხლი არ გავრცელდეს! არადა, თუ არა ეს მუხლი – კოლექტიური თავდაცვის შესახებ, მაშინ რა თავში ვიხლით მასში წევრობას? თუ შესვლაა, იქ უნდა შეხვიდე, სადაც გამთლიანდები და არა იქ, სადაც შენსავე დანაწევრების ლეგიტიმაციას გთავაზობენ! არ მკითხოთ ახლა, რომელ კავშირს ვგულისხმობ, ევრაზიის კავშირი მხოლოდ იდეის დონეზეა, არსებობს საბაჟო კავშირი, მაგრამ მასში შესვლას ჩვენი ხელისუფლება “ასოცირებულ შეთანხმებას” არჩევს და თან ისეთ სურათს ხატავს, თითქოს ამ შეთანხმების ხელმოწერით ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი გავხდებით! ტყუილია ეს და მათაც კარგად იციან. ერთხელ წამოცდა ივანიშვილს, რომ არც ერთ კავშირზე ხელაღებით უარი არ უნდა ვთქვათ და იქ შევიდეთ, სადაც საქართველოსთვის უკეთესი იქნება! ერთხელ თქვა და არ გაუმეორებია, რადგან სვავებივით დაესივნენ მარჯვნიდან და მარცხნიდან. არადა, ხომ ანბანური ჭეშმარიტებაა ეს?
რა არის ის ადეკვატური ნაბიჯები, რაც ხელისუფლებამ დაუ-ყოვნებლივ უნდა გადადგას საგარეო პოლიტიკის მიმართულებით საფრთხეების თავიდან ასაცილებლად?
– პირველ რიგში, თავი დაანებოს “ნაციონალური” რიტორიკის გამეორებას და ხალხს უთხრას სიმართლე; მეორე – კარგად წაიკითხოს, რა დოკუმენტებს და ვალდებულებებს აწერს ხელს; მესამე – წინსწრებით ნუ ცდილობს “დასავლელი ბიძიების” გახარებას, როგორ ანტი-დისკრიმინაციული კანონის მიღების შემთხვევაში. გამოვიდეს იმ ხიბლიდან, რომ საკუთარ ხალხზე ჭკვიანი და “წინ წასულია”. ასეთი ხელისუფლება უკვე გვყავდა და მას უარს არ ვეტყოდით, იგივე რომ გვდომებოდა; მეოთხე – შეასრულოს დაპირებები და ნუ აიძულებს ადამიანებს, საკუთარი ხელით აღასრულონ სამართალი; მეხუთე – შემოიჭირონ ქამარი და მშიერი ადამიანების ხარჯზე ფუფუნებაში ყოფნას მოეშვნენ – ესეც გავიარეთ უკვე და კარგად არ დაუმთავრდებათ; მეექვსე – როგორ კარგადაც უნდა მოაწყო ცხოვრება, არსებობს საერთო, საზოგადო სიკეთეები და ისინი უნდა დაიცვა. მაგალითისთვის, შორს რომ არ წავიდეთ, ტყეებს რომ გაჩეხავ, შენთვის ჰაერს ვერ შემოიღობავ და ასეა სხვა უამრავ საკითხშიც; მეშვიდე – სკამზე არ დაბადებულან და იმ სკამიდან ადრე თუ გვიან ადგომა მოუწევთ, თუ არადა, ჩამოაგდებენ, ეგეთებიც გვინახავს. მერე ქუჩაში გამოსვლა და დაცვის გარეშე სიარული უნდა შეეძლოთ. თქვენ მკითხავთ – რა შუაშია ეს ყველაფერი საგარეო პოლიტიკასთანო? ამით იწყება ზოგადად პოლიტიკა და საგარეოც, მათ შორის, თუ შენ საკუთარ ხალხზე, სამშობლოზე არ ფიქრობ, სხვა ქვეყნებთან ვერასოდეს მოახერხებ ღირსეულად ლაპარაკს. სხვათა შორის, ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი საკუთარ ხალხთან რომ არ ყოფილიყო დაპირისპირებული, არც რუსეთი წავიდოდა ისეთ რადიკალურ ნაბიჯებზე, როგორც 2008-ში. არ არსებობს საგარეო პოლიტიკა საშინაოს გარეშე. ატყობთ, რომ ამ მხრივ რაიმე შეიცვალა? მე ვერ ვატყობ. რაც მთავარია, ჩვენ საკუთარ წასრულში და ხალხურ სიბრძნეში უნდა ვეძებოთ ის ფორმულები, რომლებმაც გადაარჩინა და დღემდე მოიყვანა საქართველო. ნაცარქექია დევს ძალით ვერ მოერეოდა, ხერხი რომ არ ემარჯვა. მეოცე საუკუნის დიდი მოაზროვნე აკაკი ბაქრაძე ნაცარქექიას ფენომენზე წერდა: “სიზარმაცე და ბაქიობა მისტიფიკაციაა, მომარჯვებული იმისთვის, რომ მტერმა ნაცარქექიას ნამდვილი თვისება ვერ ამოიცნოს. ახლა უფრო შორს წავიდეთ: განა ნაცარქექიასა და დევის ურთიერთობაში საქართველოს ისტორიული ცხოვრების მოდელი არა ჩანს? საქართველოს მთელი მისი გრძელი ისტორიის მანძილზე არასოდეს ჰქონია ურთიერთობა მის ტოლ სახელმწიფოსთან, იგი ყოველთვის მსოფლიო გოლიათებს ედგა პირისპირ: რომის იმპერია, ბიზანტია, არაბეთი, სპარსეთი, მონღოლეთი, ოსმალეთი, რუსეთი და ა.შ.
ამ უთანასწორო ბრძოლაში რა უშველიდა საქართველოს, თუ არა ჭკუა, გამჭრიახობა და მოქნილობა. ქართველმა ხალხმაც, ნაცარქექიას სახით ამგვარი იდეალი შექმნა მტრის მოსატყუებლად ზარმაცისა და ბაქიას ნიღაბი აიფარა. თუ ეს არ დავინახეთ ნაცარქექიაში, მაშინ მას ცალმხრივად წარმოვიდგენთ და ნიღაბს არად მივიჩნევთ”.
ნიღაბი რომ არად მივიჩნიეთ, იქიდანაც ჩანს, რომ ვბაქიობთ – “ნატოში შევალთ და მერე ჩვენ და ნატოს ვინ მოგვერევაო”. ნატო კი სულაც არ ფიქრობს ჩვენს მაგივრად დევებთან ომზე, თავისი გასჭირვებია!
საქართველოს და აშშ-ს, საქართველოს და დასავლეთს არავითარი სულიერი კავშირები და ინტერესი არ აქვს. თუ რაიმე საერთო აქვს საქა-რთველოს ევროპასთან, ასეთივე საერთო აქვს რუსეთთანაც, როგორც ევროპის ნაწილთანაც და დღეს უკვე მართლა მოძველებულია გასულ საუკუნეში დაბადებული ლოზუნგები “კრემლის ძირგამომპალი იმპერიის მოდერინზებულ მმართველობაზე”. ჩვენი კონსერვატიული ხასიათი შესანიშნავად გამოიყენეს მავანმა და მავანმა და კვლავ ძველი “საფრთხობელებით” გვაშინებენ, არადა, ეს საფრთხობელები დიდი ხანია შეიცვალა სხვა ტიპის საშიშროებებით – თუ მსოფლიო განვითარდა, მათ არც რუსეთი ჩამორჩენია და იგი მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი და უდიდესი ბირთვული სახელმწიფოა. აბსოლუტურად არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ამ სახელმწიფოს მეზობლად სჭირდება სტაბილური, მეგობრული, მისი მოკავშირე, ძლიერი და ერთიანი სარწმუნოებით და ცხოვრების წესით მისი მსგავსი ქვეყანა, რომელიც არ იქნება ათასი ჯურის ფარული, თუ აშკარა აგენტურის, მტრული ბანაკების მხარდამჭერი ქვეყანა, რომელიც არ იქნება სავსე რუსულისადმი ზიზღით, არ იქნება გაჟღენთილი გარყვნილებისადმი მიდრეკილებით, ჰომოსექსუალისტებით და ღვთისმგმობელებით… ან ჩვენ გვჭირდება ასეთი ქვეყანა ვინც უნდა იყოს ის? ცხადია, არა.
რაც შეეხება დასავლეთს, მისთვის სულ ერთია, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგება თუ არა, როდესაც საუბარია საქართველოს ინტეგრაციაზე ევროკავშირსა და ნატოში, ერთ სიტყვას არავინ ამბობს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე. თუ დასჭირდებათ, უაფხაზეთოდ და უცხინვალოდ შეგვათრევენ ნატოში.
დასასრულ, კვლავ ჩვენს ტრადიციულ, სულიერ ღირებულებებს დავუბრუნდები, რომელიც მეტნაკლებად თანხვედრილად მეჩვენება რუსულ ინტერესებთან. რუსეთს საქართველოში დღეს სჭირდება მართლ-მადიდებელი ქვეყანა, სადაც არ იჯირითებენ ლიბერალი-ჰომოსექსუალ-ლესბოსელები, რომლებიც დასავლეთიდან შემოგდებული და მათ მიერ მოწონებული კანონებით დაცულნი იქნებიან საქართველოში. დასავლეთი კი ანტიდისკრიმინაციულ კანონს გვთავაზობს. ბოლოს და ბოლოს სავსეა თბილისი გაურკვეველი წარმომავლობის უცხოელებით, რომლებიც არავინ არ იცის, რას აკეთებენ საქართველოში. ქართველები აქედან გარბიან და ამათ რა იზიდავთ აქ? მორჩნენ ყველანი უცხოური ტერმინებით ლაპარაკს, ისედაც ცხადია, საქართველოში რომ არ განმეორდეს 17 მაისი და მისი მსგავსი მოვლენები, დასავლეთის ინიციატივით სასწრაფოდ მიიღეს ანტიდისკრიმინაციული კანონი, რომელიც პირველ რიგში უცხოელთა ინტერესებს იცავს.
იმ სერიოზულ პრობლემებს შორის, რომლებიც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შედეგად ქვეყანას შეიძლება წარმოექმნას, გახლავთ ქართული მიწების გაყიდვა-გასხვისების პრობლემები. თუ ქვეყნის ხელისუფლება დროზე არ მოაწესრიგებს სასოფლო-სამეურნეო მიწასთან დაკავშირებულ პრობლემებს, ისეთი მცირემიწიანი ქვეყანა, როგორიც საქართველოა უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდება.
საკვირაო ქადაგებისას საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა კატე-გორიულად მოითხოვა ქართული მიწისა და წყლის გასხვისების პრობლემების მოწესრიგება. მან ხელისუფლებას მიმართა, აღნიშნულთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ყურადღებითა და რუდუნებით მიიღონ. “საქართველოს ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა მიიღოს ზომები და ევროპის რიგი ქვეყნების მსგავსად, შეიმუშაოს სათანადო რეგულაციები, რათა ბოლო მოეღოს სასოფლო-სამეურნეო მიწების უთავბოლო განიავებას”… “რა არის მთავარი ფასეულობა, რომელსაც ჩვენ უნდა გავუ-ფრთხილდეთ?!.. ჩევნ გაგვაჩნია ისეთი ფასეულობა, რომლის გაყიდვა და გასხვისება არ შეიძლება. ეს არის ქართული მიწა, წყალი, წყაროს წყალი, მდინარე, საბადოები. ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ რთულ დროს, როცა შეიძლება ეს ფასეულობა, რომლითაც არსებობს ქართველი ადამიანი, მთლიანად დავკარგოთ, დავკარგოთ იმიტომ, რომ უცხოელებს გააჩნიათ საკმარისი მოცულობის ფული, რათა ეს ყველაფერი იყიდონ. იყიდონ უცხო ხალხმა, უცხო ქვეყნებმა და შეიძლება საქართველო დარჩეს სრულიად ცარიელი. ამიტომ დიდი დაფიქრება გვჭირდება ჩვენ უნდა ვიფიქროთ არა მხოლოდ საკუთარ თავზე, არამედ ჩვენს მომავალზე, შთამომავლობაზე. არის შემთხვევები, როცა ხდება არა გაყიდვა, არამედ 50, 90-იანი, 100 წლით გასხვისება. მაგალითად, ტყის გასხვისება. ტყე რომ განადგურდეს, განადგურდება ხალხიც.
100 წელი რად უნდა ტყის განადგურებას, ერთი კვირაც ეყოფა, რაც ძალიან საშიშია, ამიტომ ჩვენმა ხელისუფლებამ რუდუნებით უნდა მიაქციოს ყურადღება ამ საკითხს. ღმერთმა ინებოს, რომ გაგვიხსნას გონება და გავიგოთ, რა არის აუცილებელი ჩვენთვის, არ არის ნამდვილი ფასეულობა”, – ბრძანა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას.
საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ევროსაბჭოსთან ასოცირების ხელშე-კრულებისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება არ სურდა ილია მეორეს. მან იცოდა, რომ ქვეყნის ხელისუფლება საკუთარ ხალხს ყველაფერს არ ეუბნება ამ დოკუმენტთან დაკავშირებით.
საქართველოს კათალიკოს პატრიარქის ილია მეორის თქმით ორმხრივი ხელშეკრულების 1200 გვერდიან დოკუმენტში ბევრი რამ არის გასასწორებელი, მაგარმ პირველ რიგში, ყველაზე სწრაფად მიწის კანონის მიღება და ამ საკითხთან დაკავშირებით კონსტიტუციური ცვლილებების მიღებაა საჭირო. ამის აუცილებლობაზე ის ფაქტი მეტყველებს, რავ ამ რამდენიმე დღის წინათ მოხდა: საკონსტიტუციო სასამართლომ მორატორიუმი გააუქმა მიწის გაყიდვასთან დაკავშირებით, ანუ ამიერიდან უცხოელებს ისევ ისე შეეძლებათ ქართული მიწების ყიდვა, როგორც წინა ხელისუფლების დროს შეეძლოთ. აქ საინტერესოა – რამდენიც არ უნდა იყვირონ, სასამართლო მაინც “ნაციონალების” ხელშიაო, საკონსტიტუციო სასამართლო სწორად მოიქცა, როცა ასეთი გადაწყევტილება მიიღო, კანონს ხომ არ დაარღვევდა? ამ გადაწყვეტილებით იგი მართალია კონსტიტუციასთან, საკუთარ თავთან და ყველასთანაც ახალმა და ეროვნულმა ხელისუფლებამ კეთილი უნდა ინებოს და კონსტიტუციაში ცვლილება შეიტანოს, რაც ამ პრობლემას მოხსნის. საქმე ის არის, რომ საქართველოში დაახლოებით მილიონი ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაა. არ არსებობს არანაირი ბარიერი, რომ ამ მიწის ერთიანად გაყიდვას შეეშალოს ხელი. ერთი ჰექტარი ღირს, საშუალოდ, ათასი დოლარი, გამოდის, ვიღაცას ერთ მილიარდ დოლარად შეუძლია გაყიდოს მთლიანი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა. ეს მაშინ, როცა თვითონ ევროკავშირის ქვეყნებში უმკაცრესი რეგულაციები არსებობს. თუნდაც ამერიკის შეერთებულ შტატებში გასაყიდად გამოყოფილი მიწების მხოლოდ შვიდი პროცენტი და უკვე სამი საუკუნეა, ორნახევარ პროცენტზე მეტი არ გაუყიდიათ. ავსტრიაში, მაგალითად, ათი წელი უნდა იცხოვროს უცხოეთის მოქალაქემ, აწარმოოს ბიზნესი ამ დროის მანძილზე და მხოლოდ ამის შემდეგ შეუძლია იყიდოს მიწა, ისიც შეზღუდული რაოდენობით. უფრო მკაცრი კანონებია გერმანიაში. მოკლედ, მთელი ევროკავშირის მასშტაბით არსებობს მკაცრი კანონები და სააკაშვილისდროინდელი მიდგომა, თუ ტერმინი, რომ ლიბერალური ეკონომიკა არის თანამედროვე მსოფლიოს მამოძრავებელი ძალა, უბრალოდ, ტყუილია და სისულელე. მთელმა მსოფლიომ ნახა, რომ ლიბერალური ეკონომიკა დამანგრეველია. საფრანგეთში, გერმანიაში, ჰოლანდიაშიც და მთელ ევროპაში არსებობს სახელმწიფო რეგულაციები. დიდ ბრიტანეთშიც კი სახელმწიფო თითქმის 50 პროცენტში აწესებს რეგულაციებს, ანუ თვითონ განკარგავს სასოფლო-სამეურნეო მიწების თითქმის ნახევარს და უცხოელებზე კი არა, ამ მიწების საკუთარ მოქალაქეებზე გაყიდვასაც არ უშვებს.
მოკლედ, თუ საქართველოს პარლამენტი კონსტიტუციაში შეიტანს ცვლილებებს და შექმნის გარკვეულ ბარიერებს უცხოეთის მოქალქეებისთვის მიწის მიყიდვის თაობაზე, მაშინ ეს სიტუაცია დარეგულირდება და ვიქნებით ისეთივე ცივილიზებული ქვეყანა, როგორიც არის გერმანია, საფრანგეთი, თუ დიდი ბრიტანეთი. არადა, ეს აუცილებლად გასაკეთებელია. სად აქვს საქართველოს უცხოელებისთვის მისაყიდი მიწა? ქვეყნის ერთ მოსახლეზე მოდის 0,25 ჰექტარი მიწა. ჩვენ ერთ-ერთი ყველაზე მცირემიწიანი ქვეყანა ვართ მსოფლიოში და თვითონვე გვაქვს ამ კატეგორიის მიწის სერიოზული დეფიციტი.
როცა რუსეთში, მაგალითად, ერთ სულ მოსახლეზე მოდის ოთხი ჰექტარი მიწა. იქ ძალიან სერიოზულად არსებობს რეგულაციები. მართალია, უცხოელებს რუსეთში მიწების შეძენის უფლება აქვთ, მაგრამ ეს ხდება მხოლოდ ურალს გადაღმა და ისიც გარკვეული რაოდენობრივი შეზღუდვებით. სასაზღვრო ზოლებში 50 კილომეტრის რადიუსში კი უცხოეთის მოქალაქეს საერთოდ არ აქვს მიწის ყიდვის უფლება. ამერიკის შეერთებულ შტატებში მიწის ფონდის მხოლოდ 7 პროცენტია გამოყოფილი უცხოელებზე მისაყიდად და სამასი წლის მანძილზე მათზე გამოყოფილი მიწის მხოლოდ სამი პროცენტიც კი არ გაუყიდიათ. ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე უდგებიან საკითხს და მკაცრი ბარიერები აქვთ.
ყოვლად მიუღებლად უნდა ჩაითვალოს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის და “ნაცმოძრაობის” მიერ თავსმოხვეული ე.წ. ლიბერალური ეკონომიკის პრინციპების დანერგვა, რომ ამიერიდან უცხოელებს მიეცეს საშუალება ქართული მიწების ყიდვის თაობაზე.
არადა, მსოფლიოში არავინ არ ხელმძღვანელობს ლიბერალური ეკონომიკის პრინციპებით, საქართველოსა და აფრიკის რამდენიმე ჩამორჩენილი ქვეყნის გარდა. ყველგან ერევა სახელმწიფო და რეგულაციებს აწესებს. სწორედ ამიტომ ვიდრე ეს ხელშეკრულება ძალაში შევა, ანუ ევროპის ქვეყნები მის რატიფიცირებას მოახდენენ, რამდენიმე თვე გაივლის. ეს ვადა საკმარისი იქნება იმისთვის, რომ საქართველოში კანონმდებლობის დონეზე სხვადასხვა სახის რეგულაციები დაწესდეს, რაც ქვეყნის ტაქტიკური და სტრატეგიული ინტერესების ფორმულირებას შეუწყობს ხელს.
ყურადსაღებია, ის გარემოებაც, რომ ჯერ-კიდევ მოუწესრიგებელია სამიწათმოქმედო კანონმდებლობა, მაგრამ ეკონომიკის სამინისტრომ მიმდინარე წლის მაისიდან განაახლა უცხოელებზე მიწის გაყიდვა.
საკონსტიტუციო სასამართლოს ვერდიქტი – მიწების უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის მიყიდვის მორატორიუმის გაუქმება და სამინისტროს გადაწყვეტილება “უცნაურად” დაემთხვა ერთმანეთს.
“ბიზნეს-რეზონანსის” მიერ მოპოვებული ექსკლუზიური ინფორმაციით, ამ დროისთვის, 172 ათასი სახნავ-სათიბი მიწაა საპრივატიზაციოდ გამოტანილი. 1 ჰექტარის საშუალო ღირებულება 625 ლარია. ამიტომ, უცხოელები ქართული ნოყიერი მიწების “ჩალის ფასად” გადაფორმებას ხელიდან აღარ გაუშვებენ. სანამ პარლამენტი “მიწის მართვის კოდექსს” მიიღებს უცხო ქვეყნის მოქალაქეების ხელში კიდევ ათასობით ჰექტარი მიწა აღმოჩნდება.
2012 წლის ბოლოს, საპარლამენტო არჩევნებში “ქართული ოცნების” გამარჯვების შემდეგ გადაწყდა, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწების პრივატიზაცია “მიწის კოდექსის” შემუშავებამდე არ განახლდებოდა. მაგრამ ეკონომიკის სამინისტრომ გადაწყვეტილება უკვე შეცვალა და სასოფლო-სამეურნეო მიწები საპრივატიზაციოდ გამოიტანა, 2014 წლის მაისიდან განაახლა. ამ ეტაპზე გაყიდულია 187 ჰექტარი სახნავ-სათიბი კატეგორიის მიწის ნაკვეთი. იჯარით გაცემულია 66 ჰექტარი საძოვარი.
ამჟამად სააგენტოში 32 593 ჰა სახელმწიფო მიწის ნაკვეთზე არის დაინტერესება, მათგან სახნავი – 6748 ჰექტარი, სათიბი – 2969 ჰექტარი, საძოვარი – 22876 ჰექტარი.
დასასრულ, კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენს ქვეყანას გააჩნია ისეთი ფასეულობები, რომელთა გაყიდვა არ შეიძლება. ეს არის ქართული მიწა, წყალი, საბადოები. ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ რთულ დროს, როცა შეიძლება ეს ფასეულობა მთლიანად დავკარგოთ. დავკარგოთ იმიტომ, რომ სხვებს გააჩნიათ ბევრი საშუალება, ფული, რათა ეს ყველაფერი იყიდონ. იყიდის უცხო ხალხი, უცხო ქვეყნები და შეიძლება საქართევლო დარჩეს სრულიად ცარიელი. ამიტომ დიდი დაფიქრება გვჭირდება”, – აღნიშნა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-ემ.
უკანასკნელად საქართველოს მიწის ბალანსი 2014 წელს გაკეთდა, რომლის საფუძველზეც საქართველოს სასოფლო-სამეურნეო დანი-შნულების მიწის ფართობები შეადგენდა 3025,8 ათას ჰექატრს, მათ შორის, სახნავი – 802,1 ათას ჰექტარს, მრავალწლიანი ნარგავები – 263,5 ათას ჰექტარს, სათიბი – 143,5 ათას ჰექტარს და საძოვარი – 1796,6 ათას ჰექტარს. საყურადღებოა, რომ 2013 წლის მიწის ბალანსი მოიცავდა მონაცემებს დასავლეთ საქართველოში მიწების მეორადი დაჭაობების, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს რიგ რაიონებში – გაუდაბნოების, ეროზირებული, დამლაშებული და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებთან დაკავშირებულ სხვა არასასურველი პროცესების შესახებ. ბოლო პერიოდში ეს პროცესები, ბუნებრივია, უფრო ფართო ხასიათს მიიღებდა, მაგრამ თუ რა მდგომარეობაა ამ მიმართულებით, ახლა დაბეჯითებით ვერავინ იტყვის.
“დავიწყოთ იქიდან, რომ მიწების აღწერა არ მომხდარა, შესაბამისად, არ ვიცით რა გვაქვს – რამდენია სახნავ-სათესი და რამდენი საძოავრი. დაუდგენელია მიწის ფასიც გარდა იმისა, მიწებს ყიდულობენ აბსოლუტურად დილეტანტი პირები, რომლებმაც სოფლის მეურნეობა საერთოდ არ იციან. არადა, ფულს იხდიან იმიტომ, რომ მიწა საქა-რთველოში ძალიან იაფია.
კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს ხაზგასმით, რომ ჩვენი ქვეყანა მცირემიწიანია, ამიტომ თითოეულ ჰექტარს გაფრთხილება სჭირდება, განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ მსოფლიოში სურსათის მწვავე დეფიციტია.
ამრიგად, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმება და ამოქმედება საქართველომ ოპტიმალურად უნდა გამოიყენოს. “ყველანი უნდა გავერთიანდეთ და სამშობლოს შევეხიდოთ”, ბრძანებს სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე. “დღეს დიდი ილიას ჭაპანი თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გავწიოთ” – აღნიშნულია პატრიარქის განცხადებაში.